პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Think 360 - როცა სამყარო შენს გარშემო 360 გრადუსში ტრიალებს
Think 360 - როცა სამყარო შენს გარშემო 360 გრადუსში ტრიალებს

Think 360 - კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე 360 გრა­დუ­სის კონ­ტენ­ტის მქო­ნე სუ­რა­თე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე შე­იქ­მნა, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ტუ­რე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს. იმ პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის უც­ნა­ურ­მა შე­თა­ვა­ზე­ბამ პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბა საკ­მა­ოდ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მო­ა­ხერ­ხა.

"მა­შინ ვი­ფიქ­რეთ და დღემ­დე ვფიქ­რობთ, რომ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის მო­მა­ვა­ლია და სწორდ ამ კუ­თხით უნდა გა­დაგ­ვედ­გა ნა­ბი­ჯე­ბი. ამი­ტო­მაც შევ­ქმნე­ით 360 გრა­დუ­სი­ა­ნი ფოტო-ვი­დეო გა­და­ღე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა. პირ­ველ რიგ­ში უნი­კა­ლუ­რია ტექ­ნო­ლო­გია, რო­მელ­საც ჩვენ ვი­ყე­ნებთ და შემ­დეგ უკვე სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის მარ­კე­ტინ­გუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად არის შექ­მნი­ლი.

ჩვენ ვქმნით 360 გრა­დუ­სით სუ­რა­თებ­სა და ვი­დე­ო­ებს და არა უბ­რა­ლოდ ვქმნით, ჩვენ ვა­კავ­ში­რებთ მათ ერ­თმა­ნეთ­თან, ვა­დებთ ტექ­სტურ კონ­ტენტს, მუ­სი­კას და სა­ბო­ლო­ოდ ვქმნით ვირ­ტუ­ა­ლურ ტურს, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ერთ მთლი­ან სივ­რცეს და მრა­ვალ შე­საძ­ლებ­ლო­ბას," - გან­მარ­ტავს სტარ­ტა­პის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სან­დრო სი­სა­უ­რი.

შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სერ­ვი­სი ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სრუ­ლი­ად უცხო იყო. ამას უკავ­შირ­დე­ბო­და სტარ­ტა­პის პირ­ვე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბიც, რო­მელ­თა გა­და­ლახ­ვაც მა­ლე­ვე მოხ­და.

"საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სი შექ­მნა და და­ა­ნა­ხო კომ­პა­ნი­ებს მათი სა­ჭი­რო­ე­ბა. ისი­ნი ხომ დღემ­დე ამ სერ­ვი­სის გა­რე­შე მო­ვიდ­ნენ, ამი­ტომ ვერ ხვდე­ბი­ან, რა­ტომ უნდა გა­მო­ყონ ზედ­მე­ტი ხარ­ჯე­ბი ამის­თვის. თუმ­ცა საკ­მა­რი­სია რამ­დე­ნი­მემ გა­მო­ი­ყე­ნოს სი­ახ­ლე და ბა­ზა­რი ნელი ტემ­პით იწყებს ათ­ვი­სე­ბას. ასე მოხ­და ჩვენს შემ­თხვე­ვა­შიც".

სტარ­ტა­პე­რე­ბის კი­დევ ერთი სირ­თუ­ლე დრო­ის დე­ფი­ცი­ტი იყო. სტარ­ტა­პის გა­მარ­თუ­ლად და წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რე­ბა დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის­გან საკ­მაო დროს მო­ი­თხოვ­და. ზო­გა­დად, სტარ­ტა­პთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კის მი­უ­ხე­და­ვად, მათ არ­სე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან წა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტეს დრო­ის დე­ფი­ცი­ტის გამო. თუმ­ცა სან­დროს თქმით, სწო­რედ ეს იყო წარ­მა­ტე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი.

ამ­ჟა­მად Think 360 "თი­ბი­სი სტარ­ტა­პე­რის" მო­ნა­წი­ლეა, რაც უკვე წარ­მა­ტე­ბულ სტარ­ტაპს მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ცნო­ბა­დო­ბის ზრდა­ში ეხ­მა­რე­ბა.

"პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მრა­ვალ­მხრივ სა­სარ­გებ­ლოა ჩვენ­თვის. პირ­ველ რიგ­ში უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გა­ი­გებს, რომ ვარ­სე­ბობთ. ასე­ვე, "თი­ბი­სი ბან­კი" მო­მა­ვალ­ში ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის და­ნერგვა­ში სხვა­დას­ხვა რე­სურ­სე­ბით დაგ­ვეხ­მა­რე­ბა," - ამ­ბობს სან­დრო.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ნა­ხეთ Think 360-ის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი შთამ­ბეჭ­და­ვი ვი­დე­ო­ე­ბი აქ:

ჯვრის მო­ნას­ტე­რი

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი

გარ­დე­ნია

ფო­ტო­ე­ბი: Advan/ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

Think 360 - როცა სამყარო შენს გარშემო 360 გრადუსში ტრიალებს

Think 360 - როცა სამყარო შენს გარშემო 360 გრადუსში ტრიალებს

Think 360 - კომპანია, რომელიც ბაზარზე 360 გრადუსის კონტენტის მქონე სურათებისა და ვიდეოების გამოჩენისთანავე შეიქმნა, დაინტერესებულ ადამიანებს ვირტუალური ტურების შექმნის შესაძლებლობას სთავაზობს. იმ პერიოდში ქართული ბაზრისთვის უცნაურმა შეთავაზებამ პოპულარობის მოპოვება საკმაოდ მოკლე პერიოდში მოახერხა.

"მაშინ ვიფიქრეთ და დღემდე ვფიქრობთ, რომ ვირტუალური რეალობა კაცობრიობის მომავალია და სწორდ ამ კუთხით უნდა გადაგვედგა ნაბიჯები. ამიტომაც შევქმნეით 360 გრადუსიანი ფოტო-ვიდეო გადაღების მომსახურება. პირველ რიგში უნიკალურია ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და შემდეგ უკვე სერვისი, რომელიც ჩვენი მომხმარებლის მარკეტინგული მიზნების განსახორციელებლად არის შექმნილი.

ჩვენ ვქმნით 360 გრადუსით სურათებსა და ვიდეოებს და არა უბრალოდ ვქმნით, ჩვენ ვაკავშირებთ მათ ერთმანეთთან, ვადებთ ტექსტურ კონტენტს, მუსიკას და საბოლოოდ ვქმნით ვირტუალურ ტურს, რომელიც წარმოადგენს ერთ მთლიან სივრცეს და მრავალ შესაძლებლობას," - განმარტავს სტარტაპის დამფუძნებელი სანდრო სისაური.

შეთავაზებული სერვისი ქართველი მომხმარებლისთვის სრულიად უცხო იყო. ამას უკავშირდებოდა სტარტაპის პირველი სირთულეებიც, რომელთა გადალახვაც მალევე მოხდა.

"საკმაოდ რთულია, ქართულ ბაზარზე ინოვაციური სერვისი შექმნა და დაანახო კომპანიებს მათი საჭიროება. ისინი ხომ დღემდე ამ სერვისის გარეშე მოვიდნენ, ამიტომ ვერ ხვდებიან, რატომ უნდა გამოყონ ზედმეტი ხარჯები ამისთვის. თუმცა საკმარისია რამდენიმემ გამოიყენოს სიახლე და ბაზარი ნელი ტემპით იწყებს ათვისებას. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც".

სტარტაპერების კიდევ ერთი სირთულე დროის დეფიციტი იყო. სტარტაპის გამართულად და წარმატებით ოპერირება დამფუძნებლებისგან საკმაო დროს მოითხოვდა. ზოგადად, სტარტაპთან დაკავშირებული რისკის მიუხედავად, მათ არსებული სამსახურებიდან წამოსვლა გადაწყვიტეს დროის დეფიციტის გამო. თუმცა სანდროს თქმით, სწორედ ეს იყო წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

ამჟამად Think 360 "თიბისი სტარტაპერის" მონაწილეა, რაც უკვე წარმატებულ სტარტაპს მეტად განვითარებასა და ცნობადობის ზრდაში ეხმარება.

"პროექტში მონაწილეობა მრავალმხრივ სასარგებლოა ჩვენთვის. პირველ რიგში უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რომ ვარსებობთ. ასევე, "თიბისი ბანკი" მომავალში ახალი პროდუქტების დანერგვაში სხვადასხვა რესურსებით დაგვეხმარება," - ამბობს სანდრო.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნახეთ Think 360-ის მიერ გადაღებული შთამბეჭდავი ვიდეოები აქ:

ჯვრის მონასტერი

რუსთაველის გამზირი

გარდენია

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი