პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უბედური შემთხვევა თუ კორუფციული გარიგების მიზეზით ჩადენილი დანაშაული" - დავით ზურაბიშვილი ელიავას ბაზრობის ხანძარზე
"უბედური შემთხვევა თუ კორუფციული გარიგების მიზეზით ჩადენილი დანაშაული" - დავით ზურაბიშვილი ელიავას ბაზრობის ხანძარზე

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" დე­პუ­ტა­ტი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბა­რემ ახ­ლა­ვე ვი­ტყვი.

მე სა­ერ­თოდ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის არ მჯე­რა და არც უა­პე­ლა­ციო ბრალ­დე­ბე­ბი არა მჩვე­ვია, მაგ­რამ არის ერთი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად იმ­სა­ხუ­რებს ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას.

ელი­ა­ვას თა­ო­ბა­ზე ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ქ­ტი აქვს გენ­გეგ­მის ჯგუფს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ამ ბაზ­რო­ბის გა­და­ტა­ნას ორ სხვა ად­გი­ლას (ად­გი­ლე­ბიც შერ­ჩე­უ­ლია, საკ­მა­ოდ კარ­გიც) და აქ დიდი პარ­კის და სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნის მო­წყო­ბას, მაგ­რამ არის მე­ო­რე პრო­ექ­ტიც, რო­მე­ლიც იქ დიდი გა­და­ხუ­რუ­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტის აშე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად ბაზ­რო­ბის გა­და­ხუ­რულ ვა­რი­ან­ტია მცი­რე­ო­დე­ნი მო­დერ­ნი­ზა­ცი­ით.

სა­ხე­ლი­სუფ­ლო წრე­ებ­ში ამ თე­მა­ზე სრუ­ლი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა არაა, მაგ­რამ ცხა­დია მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლია: ინ­ვეს­ტო­რი, სწრა­ფი მო­გე­ბა, ბიზ­ნე­სი, ფული და ა.შ. თუმ­ცა, ასე პირ­და­პირ თა­ვი­ან­თი­ვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გენ­გეგ­მის ჯგუ­ფის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა უჭირთ.

ეს მე­ო­რე პრო­ექ­ტი შე­მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­დათ საკ­რე­ბუ­ლო­ში ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის კო­მი­სი­ა­ში და პრო­ექ­ტის მომ­ხრე­ე­ბი სულ ხალ­ხის და­საქ­მე­ბა­ზე აპე­ლი­რებ­დნენ, სა­რეკ­რე­ა­ციო ზონა კი კარ­გია, მაგ­რამ იქ და­საქ­მე­ბულ ხალ­ხს რა ვუ­ყო­თო, ესე­ნი კი­დევ მშე­ნებ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მათ­თვი­საც გა­მო­ყო­ფენ სივ­რცეს და აშე­ნე­ბის შემ­დეგ შიგ­ნით შე­იყ­ვა­ნე­ნო.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტი საკ­რე­ბუ­ლო­ში სე­რი­ო­ზულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ა­წყდა (ძი­რი­თა­დად ოპო­ზი­ცი­ის­გან და თა­ვად გენ­გეგ­მის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მაც მტკი­ცე პო­ზი­ცია და­ი­ჭი­რა) და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მისი გან­ხილ­ვა გა­და­ი­დო.

კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ: მე არა­ვის არა­ფერს არ ვაბ­რა­ლებ, მაგ­რამ თუ ხან­ძრის ფაქ­ტი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ბა­ბად, აქა­ო­და, ამ­დე­ნი ხალ­ხი და­ზა­რალ­და და ხომ უნდა და­ვეხ­მა­რო­თო, მა­შინ ნამ­დვი­ლად გა­მიჩ­ნდე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ ვი­ფიქ­რო მი­ზან­მი­მარ­თულ ქმე­დე­ბა­ზე. ბოლო-ბოლო ცე­ცხლის წა­კი­დე­ბა ძვე­ლი და გა­მოც­დი­ლი მე­თო­დია, საბ­ჭო­უ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­დან

ამი­ტომ, ახლა მთლი­ა­ნად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ის, თუ რაზე ვი­ფიქ­როთ: უბე­დურ შემ­თხვე­ვა­ზე თუ კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბის მიზ­ნით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო, ცხა­დია, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უნდა და­ეხ­მა­როს, მაგ­რამ აქ ისე­თი დახ­მა­რე­ბის ფორ­მა უნდა გა­მო­ი­ნა­ხოს, რომ გენ­გეგ­მის ჯგუ­ფის კარ­გი, მე ვი­ტყო­დი, ეპო­ქა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტი, ძა­ლა­ში დარ­ჩეს.

ესაა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც იმის­და მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თებს დას­კვნებს, თუ რო­გორ მო­იქ­ცე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

საქ­მე­მან შენ­მან გა­მო­გა­ჩი­ნო­სო, ამა­ზეა ნათ­ქვა­მი" - წერს და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, აგ­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე, ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძის შე­დე­გად სულ 2300 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი და­იწ­ვა. ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით,ხან­ძრის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნია და­შა­ვე­ბუ­ლი. ად­გილ­ზე 150 მაშ­ვე­ლი, მე­ხან­ძრე მუ­შა­ობ­და. ამ დრო­ის­თვის ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­კეთ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლომ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.

ნა­ხეთ: ფო­ტო­გა­ლე­რეა ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბი­დან, სა­დაც ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"უბედური შემთხვევა თუ კორუფციული გარიგების მიზეზით ჩადენილი დანაშაული" - დავით ზურაბიშვილი ელიავას ბაზრობის ხანძარზე

"უბედური შემთხვევა თუ კორუფციული გარიგების მიზეზით ჩადენილი დანაშაული" - დავით ზურაბიშვილი ელიავას ბაზრობის ხანძარზე

თბილისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი დავით ზურაბიშვილი ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ელიავას ბაზრობაზე ხანძართან დაკავშირებით ბარემ ახლავე ვიტყვი.

მე საერთოდ შეთქმულების თეორიების არ მჯერა და არც უაპელაციო ბრალდებები არა მჩვევია, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც აუცილებლად იმსახურებს ყურადღების მიპყრობას.

ელიავას თაობაზე ძალიან კარგი პროქტი აქვს გენგეგმის ჯგუფს, რომელიც გულისხმობს ამ ბაზრობის გადატანას ორ სხვა ადგილას (ადგილებიც შერჩეულია, საკმაოდ კარგიც) და აქ დიდი პარკის და სარეკრეაციო ზონის მოწყობას, მაგრამ არის მეორე პროექტიც, რომელიც იქ დიდი გადახურული სუპერმარკეტის აშენებას ითვალისწინებს, ანუ ფაქტობრივად ბაზრობის გადახურულ ვარიანტია მცირეოდენი მოდერნიზაციით.

სახელისუფლო წრეებში ამ თემაზე სრული ერთსულოვნება არაა, მაგრამ ცხადია მეორე ვარიანტი უფრო პოპულარულია: ინვესტორი, სწრაფი მოგება, ბიზნესი, ფული და ა.შ. თუმცა, ასე პირდაპირ თავიანთივე დამტკიცებული გენგეგმის ჯგუფის წინააღმდეგ წასვლა უჭირთ.

ეს მეორე პროექტი შემოტანილი ჰქონდათ საკრებულოში ურბანული დაგეგმარების კომისიაში და პროექტის მომხრეები სულ ხალხის დასაქმებაზე აპელირებდნენ, სარეკრეაციო ზონა კი კარგია, მაგრამ იქ დასაქმებულ ხალხს რა ვუყოთო, ესენი კიდევ მშენებლობის პარალელურად მათთვისაც გამოყოფენ სივრცეს და აშენების შემდეგ შიგნით შეიყვანენო.

წარმოდგენილი პროექტი საკრებულოში სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა (ძირითადად ოპოზიციისგან და თავად გენგეგმის ჯგუფის ხელმძღვანელმაც მტკიცე პოზიცია დაიჭირა) და საბოლოო ჯამში მისი განხილვა გადაიდო.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე არავის არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ თუ ხანძრის ფაქტი გამოყენებული იქნება ამ პროექტის განხორციელების საბაბად, აქაოდა, ამდენი ხალხი დაზარალდა და ხომ უნდა დავეხმაროთო, მაშინ ნამდვილად გამიჩნდება საფუძველი იმისა, რომ ვიფიქრო მიზანმიმართულ ქმედებაზე. ბოლო-ბოლო ცეცხლის წაკიდება ძველი და გამოცდილი მეთოდია, საბჭოური მემკვიდრეობიდან

ამიტომ, ახლა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ის, თუ რაზე ვიფიქროთ: უბედურ შემთხვევაზე თუ კორუფციული გარიგების მიზნით ჩადენილ დანაშაულზე. დაზარალებულებს სახელმწიფო, ცხადია, შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს, მაგრამ აქ ისეთი დახმარების ფორმა უნდა გამოინახოს, რომ გენგეგმის ჯგუფის კარგი, მე ვიტყოდი, ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი, ძალაში დარჩეს.

ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოებაც იმისდა მიხედვით გააკეთებს დასკვნებს, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება.

საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ამაზეა ნათქვამი" - წერს დავით ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, აგლაძის ქუჩაზე, ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძის შედეგად სულ 2300 კვადრატული მეტრი დაიწვა.  ამ დროის მონაცემებით,ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. ადგილზე 150 მაშველი, მეხანძრე მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც ნათქვამია, რომ მომხდარზე გამოძიება, პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნახეთ: ფოტოგალერეა ელიავას ბაზრობიდან, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"