პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია საქართველოში ახალგაზრდა ქვრივის ცხოვრება? - "მე ძალიან მალე გავიხადე შავი, მაგრამ..."
როგორია საქართველოში ახალგაზრდა ქვრივის ცხოვრება? - "მე ძალიან მალე გავიხადე შავი, მაგრამ..."

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 33 წლის ბა­თუ­მე­ლი ნაცო ბე­რი­ძე-გა­ბა­ი­ძის ის­ტო­რი­ას:

"გვა­რი

---------

ჩემს თავ­ზე სა­უ­ბა­რი მინ­და და­ვი­წყო იმის აღ­ნიშ­ვნით, რომ ფე­მი­ნის­ტი ვარ. დიდი ხანი არ არის, რაც ჩემს თავს ფე­მი­ნის­ტად ვა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რებ, რა­ზეც, ალ­ბათ, ჩემი გვა­რიც მე­ტყვე­ლებს - ჩემი და გარ­დაც­ვლი­ლი ქმრის გვა­რი ჩემს ფე­მი­ნის­ტო­ბას­თან ერ­თად ზუს­ტად იმ ევო­ლუ­ცი­ას ასა­ხავს, რაც გა­ვი­ა­რე. ბევ­რჯერ უკი­თხავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო დროს, შე­ვიც­ვლი თუ არა გვარს, მაგ­რამ ჩემი პა­სუ­ხია, რომ არა. იმ დროს რო­დე­საც ჩვენ ხელი მო­ვა­წე­რეთ, გვა­რის შეც­ვლა დიდ თავ­გა­და­სავ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და და ამა­ში

პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ­დი. დღეს, რა თქმა უნდა, ანა­ლო­გი­უ­რად აღარ მო­ვიქ­ცე­ო­დი, მაგ­რამ ახლა ეს უკვე ჩემი იდენ­ტო­ბის და ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია, ამი­ტომ მის წაშ­ლას არ ვა­პი­რებ.

ქვრი­ვი

----------

ამ პლატ­ფორ­მა­ზე ქვრი­ვო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე მინ­და ვი­სა­უბ­რო. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს სხვა ქა­ლე­ბის­თვის, რად­გან მგო­ნია, რომ დაქვრი­ვე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­აა.

ჩემი ქმა­რი უბე­დურ შემ­თხვე­ვას და ად­გილ­ზე დრო­უ­ლად ვერ აღ­მო­ჩე­ნილ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას შე­ე­წი­რა გო­დერ­ძის სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე, ამ წლის იან­ვარ­ში. თე­მუ­რი ავად არ ყო­ფი­ლა და არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ ერთ დღე­საც ის აღარ იქ­ნე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მე არც ემო­ცი­უ­რად და არც ფი­ნან­სუ­რად მზად არ ვი­ყა­ვი.

ემო­ცი­ებ­ზე სა­უბ­რის ნაც­ვლად, მინ­და იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი, რაც ჩემ­მა ახალ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მო­ი­ტა­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ჩემი პი­როვ­ნე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბო­და, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქალი. ეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა თე­მუ­რის, ჩვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის არც ერთ ეტაპ­ზე არა­სო­დეს შე­უ­ზღუ­დავს. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­ტო ქმა­რი არ და­მი­კარ­გავს. მე დავ­კარ­გე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბაც იმ გა­გე­ბით, რომ უცებ გავ­ხდი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უნდა შე­გე­ცო­დოს, რომ შეხ­ვდე­ბი უნდა უთხრა, რომ გაძ­ლი­ერ­დეს და მის­გან ერ­თა­დერ­თი რა­საც ელო­დე­ბი, არის სი­სუს­ტე. ჩემ­თვის ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რი იყო იმას­თან და­ჯა­ხე­ბა, რომ თე­მუ­რის და­კარ­გვას­თან ერ­თად, ჩემი იდენ­ტო­ბის ნა­წილ­საც ვკარ­გავ­დი - სხვე­ბის აღ­ქმით.

მა­გა­ლი­თად, მე და თე­მუ­რი მარ­ტო ვცხოვ­რობ­დით ჩვენს შვილ­თან ერ­თად და მინ­დო­და, რომ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მარ­ტო დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი იმა­ვე სახ­ლში. ირ­გვლივ ყვე­ლა თვლი­და, რომ ეს არ იყო სწო­რი. მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ, რომ ჩემი ან ჩემი ქმრის მშობ­ლე­ბის სახ­ლში გა­დავ­ბარ­გდე­ბო­დი. ერთი მე­ზო­ბე­ლი ყო­ველ შეხ­ვედ­რა­ზე მე­კი­თხე­ბო­და "შენ, ძი­რი­თა­დად, აქეთ ხარ?" პირ­ველ სამ შეხ­ვედ­რა­ზე ზრდი­ლო­ბი­ა­ნად ვუ­პა­სუ­ხე, რომ "კი". მე­ო­თხე­დაც რომ იგი­ვე მკი­თხა, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ტო­ნით ვუ­პა­სუ­ხე, რომ " კი, ძი­რი­თა­დად, აქ ვარ, რად­გან, ძი­რი­თა­დად, აქ ვცხოვ­რობ". მე რომ გარ­დავცვლი­ლი­ყა­ვი, ჩემს მე­უღ­ლეს ხომ არა­ვინ შე­ხე­დავ­და რო­გორც სუსტს და უსუ­სურს, რო­მე­ლიც მარ­ტო ვერ იცხო­ვერბს? კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გლო­ვის კონ­ტექ­სტშიც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, სხვა მო­ლო­დი­ნე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბია. მა­გა­ლი­თად, თე­მუ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა დახ­მა­რე­ბა შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ ბავ­შვის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც მე არ შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ იმი­ტომ, რომ ეს მა­ინც ჩემი საქ­მეა. მას, ალ­ბათ, ხში­რად და­უ­რე­კავ­დნენ და შეს­თა­ვა­ზებ­დნენ სა­დი­ლის გა­კე­თე­ბას, თუ სახ­ლის და­ლა­გე­ბას და ა.შ. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში კი, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა, რომ "მთლად სწო­რი" არ არის ახალ­დაქვრი­ვე­ბუ­ლი ქა­ლის მარ­ტო ცხოვ­რე­ბა.

შავი

------

კი­დევ ერთი კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტია - შა­ვის გახ­და. მე ვიც­ნობ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც დიდ­ხანს ატა­რე­ბენ შავს და მათ გა­მოც­დი­ლე­ბებს სა­ერ­თოდ არ ვაკ­რი­ტი­კებ. ზო­გის­თვის შა­ვის ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა შვე­ბის მომ­გვრე­ლი იყოს და კულ­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თვლი­დეს, რომ შავი გარ­დაც­ვლი­ლის ხსოვ­ნის პა­ტი­ვის­ცე­მაა. ჩემი აზ­რით, ქვრი­ვი ქა­ლის შა­ვად შე­მოს­ვა ინ­სტრუ­მენ­ტია ქა­ლის კონ­ტრო­ლის. და ამ კულ­ტუ­რა­ში, სწო­რედ, ქვრი­ვი ქა­ლე­ბი იც­ვა­მენ დე­დე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს შავს. შა­ვე­ბი­ა­ნი ქვრი­ვი ქალი ფორ­მას ატა­რებს და ეს ფორ­მა მას ჩარ­ჩო­ში აქ­ცევს. ახ­სნე­ბებს, რომ თუ კულ­ტუ­რულ ნორ­მებს და­არ­ღვევს, და­ის­ჯე­ბა. მე ძა­ლი­ან მალე გა­ვი­ხა­დე შავი. ვერ ვი­ტყვი, რომ კრი­ტი­კას არ ვგრძნობ. თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა ჩემი ოჯა­ხის­გან. ისი­ნი არ ჩა­რე­უ­ლან იმა­ში რას ჩა­ვიც­ვამ­დი, ან ეს ყვე­ლა­ფე­რი რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და ჩემს რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე. "ეტყო­ბა ისე არ უყ­ვარ­და", "ეტყო­ბა ისე არ ეტ­კი­ნა" და "რა ენაღ­ვლე­ბა, ისაა ცოდო, თო­რემ ეგ გა­თხოვ­დე­ბა და თა­ვის თავს მი­ხე­დავს" - ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი უფრო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მო­დი­ო­და, ვისი საქ­მეც ეს თით­ქოს სა­ერ­თოდ არ უნდა იყოს.

პი­რი­ქით რომ მომ­ხდა­რი­ყო, ალ­ბათ, თე­მურს მა­ლე­ვე ეტყოდ­ნენ, რომ უნდა მო­იყ­ვა­ნოს ცოლი. ბავ­შვს მო­იშ­ვე­ლი­ებ­დნენ, რომ მას მი­ხედ­ვა ჭირ­დე­ბა. ქალს იგი­ვეს არ ეტყვი­ან ამ კულ­ტუ­რა­ში. მე თან ისეთ ასაკ­ში ვარ, არც შა­ვის გახ­და­ზე მე­ტყო­და ვინ­მე, რომ დროა გა­ვი­ხა­დო. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, შა­ვე­ბის გახ­და­საც და ოჯა­ხის შექ­მნის ნე­ბარ­თვა­საც მხო­ლოდ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს აძ­ლე­ვენ, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში. ნე­ბარ­თვა სხვამ უნდა გას­ცეს, რათ­ქმა­უნ­და. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, ასაკ­თან ერ­თად ისიც მოქ­მე­დებს, რომ მე ბიჭი შვი­ლი მყავს. ამ კულ­ტუ­რა­ში კი, მი­თუ­მე­ტეს, ბი­ჭის დედა არ უნდა და­ო­ჯახ­დეს და სხვა მა­მა­კა­ცის გა­რე­მოც­ვა­ში არ უნდა გა­ზარ­დოს ბიჭი.

ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­გობ­რე­ბის რჩე­ვა იყო, რომ ცოტა გა­და­მე­დო შა­ვე­ბის გახ­და. თუმ­ცა მე ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ამას ახლა გა­ვა­კე­თებ­დი, ერთი წლის თუ სამი წლის შემ­დეგ მა­ინც იგი­ვე რე­აქ­ცია მოყ­ვე­ბო­და. ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა მი­ეჩ­ვი­ონ იმას, რომ მხო­ლოდ შა­ვე­ბით არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა პა­ტი­ვის­ცე­მა. სა­ერ­თო­დაც, მე ამ გა­მოც­დი­ლე­ბით მივ­ხვდი, რომ თუკი ცო­ცხა­ლი რჩე­ბი, უნდა იცხოვ­რო ცო­ცხა­ლი­ვით. ამის უფ­ლე­ბა კი ქვრი­ვო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ქა­ლებს ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვთ ჩვენს კულ­ტუ­რა­ში. მე ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ოჯა­ხი აღი­ა­რებს ჩემს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სხვა ბევ­რი ქა­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით. ამ ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, დაქვრი­ვე­ბის შემ­დეგ ქმრის, ან მშობ­ლე­ბის სახ­ლში რჩე­ბა, სა­დაც არა­ნა­ი­რი პი­რა­დი სივ­რცე არ გა­აჩ­ნი­ათ.

სექ­სუ­ა­ლო­ბა

------------------

მე ვიცი და მზად ვარ, რომ შემ­დე­გი ეტა­პი იქ­ნე­ბა ჩემი სექ­სუ­ა­ლო­ბის კონ­ტრო­ლი. მო­მი­წევს გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შის ქვეშ ცხოვ­რე­ბა - ვის­თან ერ­თად გა­ვი­ა­რე, ვის ვე­სა­უბ­რე­ბი და ა.შ. კარ­ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბა არა­სო­დეს მქო­ნია და დღეს მით უმე­ტეს ვერ მექ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ მე მჭირ­დე­ბა ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩემს შვილს სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ამი­ტომ, ხში­რად ვართ ისეთ სივ­რცე­ებ­ში, სა­დაც ხალ­ხმრავ­ლო­ბაა, მხი­ა­რუ­ლე­ბაა და შე­სა­ბა­მი­სად, შა­ვე­ბის გახ­დის შემ­დე­გი გან­ხილ­ვის თემა იქ­ნე­ბა - რო­გორ ვიქ­ცე­ვი. ისევ თუ შე­ვა­და­რებთ, დაქვრი­ვე­ბუ­ლი კა­ცის ხალ­ხმრავ­ლო­ბა­ში ყოფ­ნა­ზე, მის სმა­სა და გარ­თო­ბა­ზე იტყოდ­ნენ, რომ დარდს იკ­ლავს. ჩემ­ზე იგი­ვეს არა­ვინ იტყვის და­ლე­ვი­სას რომ მნა­ხონ, ხომ ასეა?

თე­მუ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რომ აქე­დან უნდა გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, თუკი ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა მინ­დო­და. აქ ვერ მექ­ნე­ბო­და კონ­ტრო­ლის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. ერთი მხრივ ვე­თან­ხმე­ბი მათ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მუდ­მი­ვად ცხელ ქვებ­ზე სი­ა­რულს გავს და შე­უძ­ლე­ბე­ლი არა, მაგ­რამ მარ­თლა ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ ქვებ­ზე სი­ა­რუ­ლი. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, არ მგო­ნია რომ გაქ­ცე­ვა და და­მალ­ვაა გა­მო­სა­ვა­ლი. ჩვენ ჩვე­ნი დარ­ჩე­ნით სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც ვაძ­ლევთ ძა­ლას, რომ იბ­რძო­ლონ.

ქვრი­ვი ქა­ლის სექ­სუ­ა­ლო­ბა ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის იდენ­ტო­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბას ჰგავს, ანუ რო­გორც ქა­ლიშ­ვილ გო­გოს არ აქვს სექ­სი და არც უნდა ჰქონ­დეს, ასე­ვეა ქვრი­ვი ქა­ლიც. თუკი ქა­ლიშ­ვილ გო­გოს "პა­ტი­ოს­ნე­ბის შე­ნახ­ვა" ევა­ლე­ბა მო­მა­ვალ კაც­თან. მე ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა წარ­სულ­თან მაქვს და ჩემს ბიჭ შვილ­თან. მე ამ ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ხომ ბევ­რი ქა­ლის­თვის ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლია იმ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვას­თან ერ­თად, თავს გა­ტყდე­ბა კი­დევ უფრო შე­ზღუ­დუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

შვი­ლი

---------

დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად თუ არ ხარ გლო­ვა­ში და დარ­დში, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­უძ­ლი­ათ გა­და­წყვი­ტონ, რომ ესე­ი­გი არ დარ­დობ. სულ ელო­დე­ბი­ან და­ი­ნა­ხონ, რო­გორ იშ­ლე­ბი. ეს ყვე­ლა­ზე კარ­გად ჩანს ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. სულ მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სან­დრო პა­ტა­რაა და ად­ვი­ლად გა­და­ი­ტანს. ამის მთქმელ­მა არ იცის ბავ­შვის ფსი­ქო­ლო­გია. ცხა­დია, ის სხვა­ნი­ა­რად გა­მო­ხა­ტავს დარდს, მაგ­რამ არ ნიშ­ნავს რომ ვერ გრძნობს, რად­გან პა­ტა­რაა. ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა იყო სან­დროს ცოდ­ნო­და, რომ მეც არ დამ­კარ­გავ­და.

მე­კი­თხე­ბი­ან, გა­ვუზ­რდი თუ არა თე­მურს ნამ­დვილ ვაჟ­კაც შვილს, რო­მე­ლიც თავს არა­ვის და­ა­ჩაგ­ვრი­ნებს. თით­ქოს სულ ეცო­დე­ბათ სან­დრო, რომ დე­დის ხელ­ში დარ­ჩა. ვპა­სუ­ხობ ხოლ­მე, რომ თე­მურს უნ­დო­და კე­თი­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე შვი­ლი, ამ სურ­ვილს შე­ვუს­რუ­ლებ. თავს კი­დევ არც მე ვა­ჩაგ­ვრი­ნებ არა­ვის."

(ავ­ტო­რი: იდა ბახ­ტუ­რი­ძე)

© 2017 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორია საქართველოში ახალგაზრდა ქვრივის ცხოვრება? - "მე ძალიან მალე გავიხადე შავი, მაგრამ..."

როგორია საქართველოში ახალგაზრდა ქვრივის ცხოვრება? - "მე ძალიან მალე გავიხადე შავი, მაგრამ..."

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 33 წლის ბათუმელი ნაცო ბერიძე-გაბაიძის ისტორიას:

"გვარი

---------

ჩემს თავზე საუბარი მინდა დავიწყო იმის აღნიშვნით, რომ ფემინისტი ვარ. დიდი ხანი არ არის, რაც ჩემს თავს ფემინისტად ვაიდენტიფიცირებ, რაზეც, ალბათ, ჩემი გვარიც მეტყველებს - ჩემი და გარდაცვლილი ქმრის გვარი ჩემს ფემინისტობასთან ერთად ზუსტად იმ ევოლუციას ასახავს, რაც გავიარე. ბევრჯერ უკითხავთ, განსაკუთრებით ბოლო დროს, შევიცვლი თუ არა გვარს, მაგრამ ჩემი პასუხია, რომ არა. იმ დროს როდესაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, გვარის შეცვლა დიდ თავგადასავლად მეჩვენებოდა და ამაში

პრობლემას ვერ ვხედავდი. დღეს, რა თქმა უნდა, ანალოგიურად აღარ მოვიქცეოდი, მაგრამ ახლა ეს უკვე ჩემი იდენტობის და ისტორიის ნაწილია, ამიტომ მის წაშლას არ ვაპირებ.

ქვრივი

----------

ამ პლატფორმაზე ქვრივობის გამოცდილებაზე მინდა ვისაუბრო. ჩემი გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სხვა ქალებისთვის, რადგან მგონია, რომ დაქვრივებული ქალები განსაკუთრებული კატეგორიაა.

ჩემი ქმარი უბედურ შემთხვევას და ადგილზე დროულად ვერ აღმოჩენილ სამედიცინო დახმარებას შეეწირა გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე, ამ წლის იანვარში. თემური ავად არ ყოფილა და არასოდეს მიფიქრია, რომ ერთ დღესაც ის აღარ იქნებოდა. შესაბამისად, მე არც ემოციურად და არც ფინანსურად მზად არ ვიყავი.

ემოციებზე საუბრის ნაცვლად, მინდა იმ დამოკიდებულებებზე საუბარი, რაც ჩემმა ახალმა გამოცდილებამ მოიტანა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი პიროვნება წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, როგორც დამოუკიდებელი ქალი. ეს დამოუკიდებლობა თემურის, ჩვენი თანაცხოვრების არც ერთ ეტაპზე არასოდეს შეუზღუდავს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მარტო ქმარი არ დამიკარგავს. მე დავკარგე დამოუკიდებლობაც იმ გაგებით, რომ უცებ გავხდი ადამიანი, რომელიც უნდა შეგეცოდოს, რომ შეხვდები უნდა უთხრა, რომ გაძლიერდეს და მისგან ერთადერთი რასაც ელოდები, არის სისუსტე. ჩემთვის ძალიან პრობლემური იყო იმასთან დაჯახება, რომ თემურის დაკარგვასთან ერთად, ჩემი იდენტობის ნაწილსაც ვკარგავდი - სხვების აღქმით.

მაგალითად, მე და თემური მარტო ვცხოვრობდით ჩვენს შვილთან ერთად და მინდოდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, მარტო დავრჩენილიყავი იმავე სახლში. ირგვლივ ყველა თვლიდა, რომ ეს არ იყო სწორი. მოლოდინი ჰქონდათ, რომ ჩემი ან ჩემი ქმრის მშობლების სახლში გადავბარგდებოდი. ერთი მეზობელი ყოველ შეხვედრაზე მეკითხებოდა "შენ, ძირითადად, აქეთ ხარ?" პირველ სამ შეხვედრაზე ზრდილობიანად ვუპასუხე, რომ "კი". მეოთხედაც რომ იგივე მკითხა, გაბრაზებული ტონით ვუპასუხე, რომ " კი, ძირითადად, აქ ვარ, რადგან, ძირითადად, აქ ვცხოვრობ". მე რომ გარდავცვლილიყავი, ჩემს მეუღლეს ხომ არავინ შეხედავდა როგორც სუსტს და უსუსურს, რომელიც მარტო ვერ იცხოვერბს? კაცების შემთხვევაში, გლოვის კონტექსტშიც, აბსოლუტურად, სხვა მოლოდინები და მოთხოვნებია. მაგალითად, თემურისთვის შეიძლება დახმარება შეეთავაზებინათ ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით, რასაც მე არ შემომთავაზებენ იმიტომ, რომ ეს მაინც ჩემი საქმეა. მას, ალბათ, ხშირად დაურეკავდნენ და შესთავაზებდნენ სადილის გაკეთებას, თუ სახლის დალაგებას და ა.შ. ჩემს შემთხვევაში კი, მთავარი პრობლემა გაჩნდა, რომ "მთლად სწორი" არ არის ახალდაქვრივებული ქალის მარტო ცხოვრება.

შავი

------

კიდევ ერთი კრიტიკული მომენტია - შავის გახდა. მე ვიცნობ ქალებს, რომლებიც დიდხანს ატარებენ შავს და მათ გამოცდილებებს საერთოდ არ ვაკრიტიკებ. ზოგისთვის შავის ტარება შეიძლება შვების მომგვრელი იყოს და კულტურიდან გამომდინარე თვლიდეს, რომ შავი გარდაცვლილის ხსოვნის პატივისცემაა. ჩემი აზრით, ქვრივი ქალის შავად შემოსვა ინსტრუმენტია ქალის კონტროლის. და ამ კულტურაში, სწორედ, ქვრივი ქალები იცვამენ დედების შემდეგ ყველაზე დიდხანს შავს. შავებიანი ქვრივი ქალი ფორმას ატარებს და ეს ფორმა მას ჩარჩოში აქცევს. ახსნებებს, რომ თუ კულტურულ ნორმებს დაარღვევს, დაისჯება. მე ძალიან მალე გავიხადე შავი. ვერ ვიტყვი, რომ კრიტიკას არ ვგრძნობ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიტიკული დამოკიდებულებები არ ყოფილა ჩემი ოჯახისგან. ისინი არ ჩარეულან იმაში რას ჩავიცვამდი, ან ეს ყველაფერი რა გავლენას მოახდენდა ჩემს რეპუტაციაზე. "ეტყობა ისე არ უყვარდა", "ეტყობა ისე არ ეტკინა" და "რა ენაღვლება, ისაა ცოდო, თორემ ეგ გათხოვდება და თავის თავს მიხედავს" - ეს დამოკიდებულებები უფრო იმ ადამიანებისგან მოდიოდა, ვისი საქმეც ეს თითქოს საერთოდ არ უნდა იყოს.

პირიქით რომ მომხდარიყო, ალბათ, თემურს მალევე ეტყოდნენ, რომ უნდა მოიყვანოს ცოლი. ბავშვს მოიშველიებდნენ, რომ მას მიხედვა ჭირდება. ქალს იგივეს არ ეტყვიან ამ კულტურაში. მე თან ისეთ ასაკში ვარ, არც შავის გახდაზე მეტყოდა ვინმე, რომ დროა გავიხადო. ჩემი დაკვირვებით, შავების გახდასაც და ოჯახის შექმნის ნებართვასაც მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა გოგონებს აძლევენ, გარკვეული დროის გასვლის შემთხვევაში. ნებართვა სხვამ უნდა გასცეს, რათქმაუნდა. ჩემს შემთხვევაში, ასაკთან ერთად ისიც მოქმედებს, რომ მე ბიჭი შვილი მყავს. ამ კულტურაში კი, მითუმეტეს, ბიჭის დედა არ უნდა დაოჯახდეს და სხვა მამაკაცის გარემოცვაში არ უნდა გაზარდოს ბიჭი.

ამ დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, მეგობრების რჩევა იყო, რომ ცოტა გადამედო შავების გახდა. თუმცა მე ზუსტად ვიცოდი, რომ ამას ახლა გავაკეთებდი, ერთი წლის თუ სამი წლის შემდეგ მაინც იგივე რეაქცია მოყვებოდა. ადამიანები უნდა მიეჩვიონ იმას, რომ მხოლოდ შავებით არ გამოიხატება პატივისცემა. საერთოდაც, მე ამ გამოცდილებით მივხვდი, რომ თუკი ცოცხალი რჩები, უნდა იცხოვრო ცოცხალივით. ამის უფლება კი ქვრივობის გამოცდილების მქონე ქალებს ჩამორთმეული აქვთ ჩვენს კულტურაში. მე ძალიან გამიმართლა, რომ ოჯახი აღიარებს ჩემს თავისუფლებას, სხვა ბევრი ქალისგან განსხვავებით. ამ ქალების უმრავლესობა, დაქვრივების შემდეგ ქმრის, ან მშობლების სახლში რჩება, სადაც არანაირი პირადი სივრცე არ გააჩნიათ.

სექსუალობა

------------------

მე ვიცი და მზად ვარ, რომ შემდეგი ეტაპი იქნება ჩემი სექსუალობის კონტროლი. მომიწევს გამადიდებელი შუშის ქვეშ ცხოვრება - ვისთან ერთად გავიარე, ვის ვესაუბრები და ა.შ. კარჩაკეტილი ცხოვრება არასოდეს მქონია და დღეს მით უმეტეს ვერ მექნება იმიტომ, რომ მე მჭირდება ხალხთან ურთიერთობა. ჩემს შვილს სჭირდება ძალიან ეს ურთიერთობები და ამიტომ, ხშირად ვართ ისეთ სივრცეებში, სადაც ხალხმრავლობაა, მხიარულებაა და შესაბამისად, შავების გახდის შემდეგი განხილვის თემა იქნება - როგორ ვიქცევი. ისევ თუ შევადარებთ, დაქვრივებული კაცის ხალხმრავლობაში ყოფნაზე, მის სმასა და გართობაზე იტყოდნენ, რომ დარდს იკლავს. ჩემზე იგივეს არავინ იტყვის დალევისას რომ მნახონ, ხომ ასეა?

თემურის გარდაცვალების შემდეგ მეგობრებმა მითხრეს, რომ აქედან უნდა გავქცეულიყავი, თუკი ცხოვრების გაგრძელება მინდოდა. აქ ვერ მექნებოდა კონტროლისგან თავისუფალი პირადი ცხოვრება. ერთი მხრივ ვეთანხმები მათ, რომ ეს ყველაფერი მუდმივად ცხელ ქვებზე სიარულს გავს და შეუძლებელი არა, მაგრამ მართლა ძალიან რთულია ამ ქვებზე სიარული. თუმცა, მეორე მხრივ, არ მგონია რომ გაქცევა და დამალვაა გამოსავალი. ჩვენ ჩვენი დარჩენით სხვა ადამიანებსაც ვაძლევთ ძალას, რომ იბრძოლონ.

ქვრივი ქალის სექსუალობა ქალიშვილობის იდენტობასთან დაბრუნებას ჰგავს, ანუ როგორც ქალიშვილ გოგოს არ აქვს სექსი და არც უნდა ჰქონდეს, ასევეა ქვრივი ქალიც. თუკი ქალიშვილ გოგოს "პატიოსნების შენახვა" ევალება მომავალ კაცთან. მე ეს ვალდებულება წარსულთან მაქვს და ჩემს ბიჭ შვილთან. მე ამ ყველაფერს იუმორით ვუყურებ, მაგრამ სინამდვილეში ხომ ბევრი ქალისთვის ძალიან სტრესულია იმ გარემოში ცხოვრება, სადაც საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან ერთად, თავს გატყდება კიდევ უფრო შეზღუდული თავისუფლება.

შვილი

---------

დემონსტრაციულად თუ არ ხარ გლოვაში და დარდში, ძალიან მარტივად შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ ესეიგი არ დარდობ. სულ ელოდებიან დაინახონ, როგორ იშლები. ეს ყველაზე კარგად ჩანს ბავშვების შემთხვევაში. სულ მეუბნებიან, რომ სანდრო პატარაა და ადვილად გადაიტანს. ამის მთქმელმა არ იცის ბავშვის ფსიქოლოგია. ცხადია, ის სხვანიარად გამოხატავს დარდს, მაგრამ არ ნიშნავს რომ ვერ გრძნობს, რადგან პატარაა. ჩემი მთავარი ამოცანა იყო სანდროს ცოდნოდა, რომ მეც არ დამკარგავდა.

მეკითხებიან, გავუზრდი თუ არა თემურს ნამდვილ ვაჟკაც შვილს, რომელიც თავს არავის დააჩაგვრინებს. თითქოს სულ ეცოდებათ სანდრო, რომ დედის ხელში დარჩა. ვპასუხობ ხოლმე, რომ თემურს უნდოდა კეთილი და შრომისმოყვარე შვილი, ამ სურვილს შევუსრულებ. თავს კიდევ არც მე ვაჩაგვრინებ არავის."

(ავტორი: იდა ბახტურიძე)

© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში? - "ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო"

დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?