პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინებენ რომ უკვალოდ გამაქრობენ..." - სინჯიკაშვილი-ბაღდავაძის ფეისბუქ-სკანდალი გრძელდება
"მაშინებენ რომ უკვალოდ გამაქრობენ..." - სინჯიკაშვილი-ბაღდავაძის ფეისბუქ-სკანდალი გრძელდება

სცე­ნა­რისთ აკა სინ­ჯი­კაშ­ვილ­სა და პიარ-მე­ნე­ჯერ თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძეს შო­რის ფე­ის­ბუქ-სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია Red Nose Day Georgia-ს ფარ­გლებ­ში შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბი გახ­და. სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი ბაღ­და­ვა­ძეს კამ­პა­ნი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლის მით­ვი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, თა­ვის მხრივ ბაღ­და­ვა­ძე სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს თა­ვი­სი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

აკა სინ­ჯი­კაშ­ვილ­მა დღეს კი­დევ ერთი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერს, რომ მას ემუქ­რე­ბი­ან: "ეხ­ლა­ვე გე­ტყვით რა ხდე­ბა. პირ­ველ რიგ­ში უამ­რა­ვი მად­ლო­ბა ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სჯე­რა რომ მე ტყუ­ი­ლად არა­ვის არ ვერ­ჩი არა­სო­დეს. პოს­ტის და­წე­რით ადა­მი­ან­ზე შე­ტე­ვა მეც ვიცი და გა­მოც­დი­ლე­ბაც მქონ­და, რომ არ არის სწო­რი. ამა­საც აგიხ­სნით. პირ­ველ რიგ­ში მე თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძის მე­გო­ბა­რი და ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი არ ვარ! პირ­ვე­ლად იან­ვარ­ში შევ­ხვდი ამ პრო­ექ­ტის თა­ო­ბა­ზე. მი­თხრა, ხალ­ხი­სათ­ვის სან­დო და სუფ­თა ადა­მი­ა­ნი სჭირ­დე­ბო­და პრო­ექ­ტი­სათ­ვის, იმი­ტომ რომ საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო და წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ო­და. თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძე თა­ვი­დან­ვე გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო და ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს თუ თა­ვის თავ­ზე აი­ღებ­და, აქ­ცი­ის ბო­ლოს ხალ­ხთან მე ვი­ყა­ვი პა­სუხსმგე­ბე­ლი, ამ­დე­ნი ხალ­ხი მე მენ­დო­ბო­და და არა­სო­დეს ტყუ­ილს არ ვე­ტყო­დი, რო­გორც არ უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ეს ამ­ბა­ვი. ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ვერ დავ­დებ, იმი­ტომ რომ ძი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე უცებ გა­ას­წო­რებს, გე­ტყვით იმას რა­საც ვერ შეც­ვლის: ამ­ბობს რომ სულ გა­ი­ყი­და 15 000 ცხვი­რი და შე­მო­ვი­და შე­სა­ბა­მი­სად 75 000 ლარი, (ერთი ცხვი­რი ხუთი ლარი ღირ­და) სწო­რედ ეს თან­ხა გა­ა­ნა­წი­ლა თა­ვის ჭკუ­ა­ზე თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძემ. ცხვი­რე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია 20 000 ცალი, თვი­თონ­ვე და­ათ­ვლე­ვი­ნა და ას-ას ცა­ლად და­ა­ფა­სო­ვე­ბი­ნა თა­ნამ­შრომ­ლებს. ეს პირ­ვე­ლი პარ­ტია უკვე დამ­თავ­რდა აქ­ცი­ის და­წყე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში. შემ­დე­გი პარ­ტია შე­უკ­ვე­თა ჩი­ნეთ­ში, რო­მე­ლიც ერთ კვი­რა­ში ჩა­მო­ვი­და და მა­ნამ­დე ცხვი­რე­ბი აღარ გვქონ­და. ჩა­მო­ვი­და შემ­დე­გი პარ­ტია რო­მე­ლიც არ მი­თხრა რამ­დე­ნი იყო და ეს ცხვი­რე­ბი იყი­დე­ბო­და კი­დევ მი­ნი­მუმ ორი თვე. პირ­ველ კვი­რა­ში­ვე 20 000 ცხვი­რი აღარ იყო და და­ნარ­ჩენ ორ თვე­ში არც ერთი ცალი აღარ გა­ი­ყი­და და აქ­ცი­ის ბო­ლოს სულ 15000 გა­ი­ყი­და? ამის გარ­და ყიდ­და მა­ი­სუ­რებს, ეძებ­და სპონ­სო­რებს, რომ­ლებ­თა­ნაც მე­უბ­ნე­ბო­და მივ­სუ­ლი­ყა­ვი და ფოტო გა­და­მე­ღო. არ­ცერ­თი მა­ი­სუ­რი არ გა­ი­ყი­და და არ­ცერ­თი კა­პი­კი არ გა­და­უ­ხა­დეს სპონ­სო­რებ­მა? და­დე­ბუ­ლი იყო ან­გა­რი­შის ნო­მე­რი და ფა­სი­ა­ნი ზარი. არ­ცერ­თმა ადა­მი­ან­მა არ­ცერ­თი კა­პი­კი არ ჩა­რი­ცხა და არა­ვის არ და­უ­რე­კავს ფა­სი­ან ნო­მერ­ზე? ეს კაი. ამ­ბობს რომ შე­მო­სუ­ლი თან­ხი­დან მე­სა­მე­დი გა­და­უ­რი­ცხა წი­თე­ლი ცხვი­რე­ბის სა­თაო ოფისს ლონ­დონ­ში. მა­შინ გვაჩ­ვე­ნოს 15 ივ­ნი­სამ­დე, ანუ როცა მე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­გე, გა­და­რი­ცხვის ქვი­თა­რი. გვაჩ­ვე­ნოს სა­თაო ოფის­თან მი­მო­წე­რა სა­დაც ისი­ნი შე­მო­სუ­ლი თან­ხის მე­სა­მედს სთხო­ვენ და ესეც ეთან­ხმე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყა­ვით რომ ეს არა­ვის მო­უ­თხო­ვია. ან რა­ტომ არ მი­თხრა მე რომ მე­სა­მედს სა­თაო ოფისს ური­ცხავ­და, ან რა­ტომ არ გა­ა­გე­ბი­ნა ხალ­ხს წი­თე­ლი ცხვი­რე­ბის ფე­ი­ჯის სა­შუ­ა­ლე­ბით, ან სა­ერ­თოდ ვინ­მეს რა­ტომ არ უთხრა. იმი­ტომ რომ ეს გუ­შინ­წინ მო­ი­გო­ნა თან­ხე­ბის და­სა­მა­ლად. ცხვი­რე­ბის აქ­ცი­ი­სას ძა­ლი­ან ბევ­რი მწერ­და რომ ცხვი­რე­ბი არ უნ­დო­და და ისე და­ტო­ვა ფული. რო­გორ და­ვი­ჯე­რო რომ ყვე­ლა მა­ტყუ­ებ­და და ცხვი­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გარ­და არც ერთი ლარი არ და­ტო­ვა ზედ­მე­ტად არ­ცერ­თმა ადა­მი­ან­მა. კონ­ფლიქ­ტის დღეს თე­ო­ნა აი ხელ­ში მო­მიკ­ვდა და მე­უბ­ნე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი არა­ვის უთხრა და 35000 ლარს მოგ­ცე­მო, ამას რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და. მე ვუ­თხა­რი ხალ­ხს ბო­დი­ში მო­უ­ხა­დე და რაც აკ­ლია მთლი­ა­ნად და­აბ­რუ­ნეთ­ქო. მერე ვი­ღა­ცამ გა­ამ­ხნე­ვა და მი­თხრა არც ფულს მოგ­ცემ და არც არა­ფე­რი მო­მი­პა­რავს ვნა­ხავ ერთი რას იზა­მო, შენ ჩემს პი­რად ფულს მძა­ლავ და ეხ­ლა­ვე და­გი­ჭე­რე­ნო. იმ წამ­სვე რომ ეს პოს­ტი არ და­მე­წე­რა და სი­მარ­თლე არ მეთ­ქვა, ეხლა ცი­ხე­ში ვიჯ­დე­ბი, თე­ო­ნამ რაც და­წე­რა მაგ პოსტს და­წერ­და და ამ ამ­ბავ­ზე სრულ სი­მარ­თლეს ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და. იმის შემ­დეგ მა­ში­ნე­ბენ რომ სხვის საქ­მე­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფის­თვის უკ­ვა­ლოდ გა­მაქ­რო­ბენ. მეტი არ მინ­და მარ­თლა თმის ღერი ჩა­მო­მი­ვარ­დეს თა­ვი­დან ტყუ­ი­ლად! 23-ში ექიმ­თან ვარ ჩა­წე­რი­ლი, აქამ­დე უთ­ქმე­ლი და დე­კემ­ბერ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი უზარ­მა­ზა­რი პრობ­ლე­მის გამო და ერთი კვი­რა აქ არ ვიქ­ნე­ბი. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­წყე­ბა ძი­ე­ბა და მე და ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­საც შე­ხე­ბა ჰქო­ნია ამ საქ­მეს­თან, ყვე­ლა მა­სა­ლას მი­ვაწ­ვდით გა­მო­ძი­ე­ბას. იმ მა­სა­ლებს, ბაღ­და­ვა­ძეს რომ ჰგო­ნია არა­ვინ იცის, ხვალ გან­ცხა­დე­ბა შევა ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში და და­ი­წყე­ბა ძი­ე­ბა და მათ ვი­საც მე ამა­ში გა­რე­უ­ლი და გას­ვრი­ლი ვგო­ნი­ვარ ვე­უბ­ნე­ბი: მე რომ სა­ხე­ლის გა­ტეხ­ვის მე­ში­ნო­დეს, ამ ამ­ბავს მზე­ზე არ გა­მოვ­ფენ­დი, იმი­ტომ რომ ნაკ­ლე­ბი ლან­ძღვა არც მე მი­მი­ღია. მე აქ ხალ­ხის, რო­მელ­საც ბრბოს და ჩემს სექ­ტას ეძა­ხის, იმ ხალ­ხის სიმ­წრით ნაგ­რო­ვებ ფულს ვი­ცავ და ობ­ლე­ბის, უსახ­ლკა­რო­ე­ბის და ავად­მყო­ფი მო­ხუ­ცე­ბის ფუ­ლის ქურ­დო­ბას დე­და­ჩემ­საც არ შე­ვარ­ჩენ, ბაღ­და­ვა­ძეს კი არა. რო­გო­რი გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­მე­გობ­როც არ უნდა ჰყავ­დეს, რამ­დე­ნი ფუ­ლიც არ უნდა ჰქონ­დეს, რო­გორც არ უნდა მე­მუქ­რონ, არაფ­რით ამას თავს არ და­ვა­ნე­ბებ და ჩემი იმე­დი სულ ბო­ლომ­დე გქონ­დეთ ვი­საც გაქვთ. და­ში­ნე­ბე­ბის და ვი­ღა­ცე­ე­ბის ხსე­ნე­ბის კი არა ბე­ლე­ბი­ა­ნი დათ­ვის არ მე­ში­ნია და სი­მარ­თლე რაც არის მა­ინც იმას ვი­ტყვი! ჩემი ნათ­ქვა­მი ტყუ­ი­ლი ბა­ღის მას­წავ­ლე­ბელ­საც არ ახ­სოვს და არც არა­სო­დეს ვი­ტყვი. მე გა­მოკ­ვლე­ვას ჩა­მი­ტა­რე­ბენ და 10 დღე­ში აქ ვიქ­ნე­ბი, მა­ნამ­დე კი ვთა­ნამ­შრომ­ლობ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ვიკ­ვლევთ კი­დევ რა­ღა­ცე­ებს და ეს ამ­ბა­ვი მერ­წმუ­ნეთ რომ სა­მარ­თლი­ა­ნად დამ­თავ­რდე­ბა! სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სტა­ტუსს კი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის წესი გან­სა­ზღვრავს და არა მო­გო­ნი­ლი და მი­წე­ბე­ბუ­ლი იმი­ჯი. ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს ნათ­ლად და­ი­ნა­ხავს, სი­ტყვას გაძ­ლევთ, პა­ტა­რა ბნელ ამ­ბავ­საც არ დავ­ტო­ვებ გა­უხ­მა­უ­რე­ბელს, ამ საქ­მე­ზე კი არა აი არა­სო­დეს. მად­ლო­ბა და მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა, ვი­საც სი­მარ­თლე გიყ­ვართ და მისი ფასი იცით" - წერს სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი. წა­ი­კი­თხეთ: "ბევ­რი ფული მოგვპა­რა მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნას..."- აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი ცნო­ბილ პიარ-მე­ნე­ჯერს სკან­და­ლურ ბრალ­დე­ბას უყე­ნებს თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძე აკა სინ­ჯი­კაშ­ვილს კონ­ტრბრალ­დე­ბით პა­სუ­ხობს: "ამ პოს­ტის არ­და­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ 40 ათას ლარს მთხოვ­და"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"მაშინებენ რომ უკვალოდ გამაქრობენ..." - სინჯიკაშვილი-ბაღდავაძის ფეისბუქ-სკანდალი გრძელდება

"მაშინებენ რომ უკვალოდ გამაქრობენ..." - სინჯიკაშვილი-ბაღდავაძის ფეისბუქ-სკანდალი გრძელდება

სცენარისთ აკა სინჯიკაშვილსა და პიარ-მენეჯერ თეონა ბაღდავაძეს შორის ფეისბუქ-სკანდალი გრძელდება. შეგახსენებთ, დაპირისპირების მიზეზი საქველმოქმედო აქცია Red Nose Day Georgia-ს ფარგლებში შემოსული თანხები გახდა. სინჯიკაშვილი ბაღდავაძეს კამპანიიდან შემოსული თანხის ნაწილის მითვისებაში ადანაშაულებს, თავის მხრივ ბაღდავაძე სასამართლოს მიმართავს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად.

აკა სინჯიკაშვილმა დღეს კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მას ემუქრებიან: "ეხლავე გეტყვით რა ხდება. პირველ რიგში უამრავი მადლობა ადამიანებს, ვისაც სჯერა რომ მე ტყუილად არავის არ ვერჩი არასოდეს. პოსტის დაწერით ადამიანზე შეტევა მეც ვიცი და გამოცდილებაც მქონდა, რომ არ არის სწორი. ამასაც აგიხსნით. პირველ რიგში მე თეონა ბაღდავაძის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი არ ვარ! პირველად იანვარში შევხვდი ამ პროექტის თაობაზე. მითხრა, ხალხისათვის სანდო და სუფთა ადამიანი სჭირდებოდა პროექტისათვის, იმიტომ რომ საქველმოქმედო იყო და წარმატების გარანტიას იძლეოდა. თეონა ბაღდავაძე თავიდანვე გავაფრთხილე, რომ საორგანიზაციო და ფინანსურ საკითხებს თუ თავის თავზე აიღებდა, აქციის ბოლოს ხალხთან მე ვიყავი პასუხსმგებელი, ამდენი ხალხი მე მენდობოდა და არასოდეს ტყუილს არ ვეტყოდი, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო ეს ამბავი. ყველა მტკიცებულებას ვერ დავდებ, იმიტომ რომ ძიების დაწყებამდე უცებ გაასწორებს, გეტყვით იმას რასაც ვერ შეცვლის: ამბობს რომ სულ გაიყიდა 15 000 ცხვირი და შემოვიდა შესაბამისად 75 000 ლარი, (ერთი ცხვირი ხუთი ლარი ღირდა) სწორედ ეს თანხა გაანაწილა თავის ჭკუაზე თეონა ბაღდავაძემ. ცხვირების პირველი პარტია 20 000 ცალი, თვითონვე დაათვლევინა და ას-ას ცალად დააფასოვებინა თანამშრომლებს. ეს პირველი პარტია უკვე დამთავრდა აქციის დაწყებიდან ერთ კვირაში. შემდეგი პარტია შეუკვეთა ჩინეთში, რომელიც ერთ კვირაში ჩამოვიდა და მანამდე ცხვირები აღარ გვქონდა. ჩამოვიდა შემდეგი პარტია რომელიც არ მითხრა რამდენი იყო და ეს ცხვირები იყიდებოდა კიდევ მინიმუმ ორი თვე. პირველ კვირაშივე 20 000 ცხვირი აღარ იყო და დანარჩენ ორ თვეში არც ერთი ცალი აღარ გაიყიდა და აქციის ბოლოს სულ 15000 გაიყიდა? ამის გარდა ყიდდა მაისურებს, ეძებდა სპონსორებს, რომლებთანაც მეუბნებოდა მივსულიყავი და ფოტო გადამეღო. არცერთი მაისური არ გაიყიდა და არცერთი კაპიკი არ გადაუხადეს სპონსორებმა? დადებული იყო ანგარიშის ნომერი და ფასიანი ზარი. არცერთმა ადამიანმა არცერთი კაპიკი არ ჩარიცხა და არავის არ დაურეკავს ფასიან ნომერზე? ეს კაი. ამბობს რომ შემოსული თანხიდან მესამედი გადაურიცხა წითელი ცხვირების სათაო ოფისს ლონდონში. მაშინ გვაჩვენოს 15 ივნისამდე, ანუ როცა მე ყველაფერი გავიგე, გადარიცხვის ქვითარი. გვაჩვენოს სათაო ოფისთან მიმოწერა სადაც ისინი შემოსული თანხის მესამედს სთხოვენ და ესეც ეთანხმება. დარწმუნებულები იყავით რომ ეს არავის მოუთხოვია. ან რატომ არ მითხრა მე რომ მესამედს სათაო ოფისს ურიცხავდა, ან რატომ არ გააგებინა ხალხს წითელი ცხვირების ფეიჯის საშუალებით, ან საერთოდ ვინმეს რატომ არ უთხრა. იმიტომ რომ ეს გუშინწინ მოიგონა თანხების დასამალად. ცხვირების აქციისას ძალიან ბევრი მწერდა რომ ცხვირები არ უნდოდა და ისე დატოვა ფული. როგორ დავიჯერო რომ ყველა მატყუებდა და ცხვირის ღირებულების გარდა არც ერთი ლარი არ დატოვა ზედმეტად არცერთმა ადამიანმა. კონფლიქტის დღეს თეონა აი ხელში მომიკვდა და მეუბნებოდა ეს ამბავი არავის უთხრა და 35000 ლარს მოგცემო, ამას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. მე ვუთხარი ხალხს ბოდიში მოუხადე და რაც აკლია მთლიანად დააბრუნეთქო. მერე ვიღაცამ გაამხნევა და მითხრა არც ფულს მოგცემ და არც არაფერი მომიპარავს ვნახავ ერთი რას იზამო, შენ ჩემს პირად ფულს მძალავ და ეხლავე დაგიჭერენო. იმ წამსვე რომ ეს პოსტი არ დამეწერა და სიმართლე არ მეთქვა, ეხლა ციხეში ვიჯდები, თეონამ რაც დაწერა მაგ პოსტს დაწერდა და ამ ამბავზე სრულ სიმართლეს ვერავინ გაიგებდა. იმის შემდეგ მაშინებენ რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფისთვის უკვალოდ გამაქრობენ. მეტი არ მინდა მართლა თმის ღერი ჩამომივარდეს თავიდან ტყუილად! 23-ში ექიმთან ვარ ჩაწერილი, აქამდე უთქმელი და დეკემბერში აღმოჩენილი უზარმაზარი პრობლემის გამო და ერთი კვირა აქ არ ვიქნები. ამ დროის განმავლობაში დაიწყება ძიება და მე და ის ადამიანები ვისაც შეხება ჰქონია ამ საქმესთან, ყველა მასალას მივაწვდით გამოძიებას. იმ მასალებს, ბაღდავაძეს რომ ჰგონია არავინ იცის, ხვალ განცხადება შევა ფინანსურ პოლიციაში და დაიწყება ძიება და მათ ვისაც მე ამაში გარეული და გასვრილი ვგონივარ ვეუბნები: მე რომ სახელის გატეხვის მეშინოდეს, ამ ამბავს მზეზე არ გამოვფენდი, იმიტომ რომ ნაკლები ლანძღვა არც მე მიმიღია. მე აქ ხალხის, რომელსაც ბრბოს და ჩემს სექტას ეძახის, იმ ხალხის სიმწრით ნაგროვებ ფულს ვიცავ და ობლების, უსახლკაროების და ავადმყოფი მოხუცების ფულის ქურდობას დედაჩემსაც არ შევარჩენ, ბაღდავაძეს კი არა. როგორი გავლენიანი სამეგობროც არ უნდა ჰყავდეს, რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს, როგორც არ უნდა მემუქრონ, არაფრით ამას თავს არ დავანებებ და ჩემი იმედი სულ ბოლომდე გქონდეთ ვისაც გაქვთ. დაშინებების და ვიღაცეების ხსენების კი არა ბელებიანი დათვის არ მეშინია და სიმართლე რაც არის მაინც იმას ვიტყვი! ჩემი ნათქვამი ტყუილი ბაღის მასწავლებელსაც არ ახსოვს და არც არასოდეს ვიტყვი. მე გამოკვლევას ჩამიტარებენ და 10 დღეში აქ ვიქნები, მანამდე კი ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, ვიკვლევთ კიდევ რაღაცეებს და ეს ამბავი მერწმუნეთ რომ სამართლიანად დამთავრდება! საზოგადოებრივ სტატუსს კი ადამიანის ცხოვრების წესი განსაზღვრავს და არა მოგონილი და მიწებებული იმიჯი. ყველა ყველაფერს ნათლად დაინახავს, სიტყვას გაძლევთ, პატარა ბნელ ამბავსაც არ დავტოვებ გაუხმაურებელს, ამ საქმეზე კი არა აი არასოდეს. მადლობა და მიყვარხართ ყველა, ვისაც სიმართლე გიყვართ და მისი ფასი იცით" - წერს სინჯიკაშვილი. წაიკითხეთ: "ბევრი ფული მოგვპარა მთლიანად ქვეყანას..."- აკა სინჯიკაშვილი ცნობილ პიარ-მენეჯერს სკანდალურ ბრალდებას უყენებს თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილს კონტრბრალდებით პასუხობს: "ამ პოსტის არდადების სანაცვლოდ 40 ათას ლარს მთხოვდა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს