პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ირჩევენ რუსი ტურისტები საქართველოს
რატომ ირჩევენ რუსი ტურისტები საქართველოს

"მო­ნა­კოს ნაც­ვლად ბა­თუ­მი" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­ზე­თი "კო­მერ­სან­ტი", სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ რუსი ტუ­რის­ტე­ბის მზარდ ინ­ტე­რეს­ზე სა­უბ­რობს... ავ­ტო­რი გა­ო­ცე­ბით კი­თხუ­ლობს, თუ რა­ტომ ცდი­ლობს სულ უფრო მეტი რუსი ტუ­რის­ტი შვე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­როს, "მა­შინ რო­დე­საც ამ ქვე­ყა­ნა­ში არც ისე და­ბა­ლი ფა­სე­ბია და ფა­სებ­თან შე­და­რე­ბით არც ისე შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა"...

რუ­სე­თის ტუ­რო­პე­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო დროს რუსი ტუ­რის­ტე­ბი მო­ნა­კოს ნაც­ვლად ბა­თუმს ირ­ჩე­ვენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ "ეს ქვე­ყა­ნა ბევ­რს მო­წონს: ძა­ლი­ან ლა­მა­ზია მისი დე­და­ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც გან­თქმუ­ლია თა­ვი­სი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით, ასე­ვე არის სამ­თო­სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო. რაც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რუ­სებს აგ­დე­ბით და უდი­ე­რად არ ექ­ცე­ვი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი კლი­ენ­ტე­ბი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან", - ამ­ბობს ერთ-ერთი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი.

სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, ხუთ-ექ­ვსდღი­ა­ნი ტური ავი­ა­გა­დაფ­რე­ნით ერთ კაც­ზე 500-600 დო­ლა­რი ჯდე­ბა, რაც თურ­ქეთ­თან შე­და­რე­ბით ძვი­რია, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად საგ­ზუ­რებ­ზე მო­თხოვ­ნა მა­ინც მა­ტუ­ლობს. ასე­ვე ძვი­რია დას­ვე­ნე­ბა ბა­თუმ­ში, სა­დაც აპარ­ტა­მენ­ტე­ბის ფასი ღა­მე­ში 80 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა... თუმ­ცა, ავ­ტო­რი იმა­ზეც სა­უბ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე და­ფიქ­რე­ბა ღირს, რად­გა­ნაც იქა­ურ ზღვას სუფ­თას ვერ და­არ­ქმევ და მა­ინ­ცდა­მა­ინც არც სერ­ვი­სი გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი ხა­რის­ხით...

რუ­სე­თის ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი ბა­ზა­რი სულ უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ხდე­ბა რუსი ტუ­რის­ტე­ბის­თვის. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ამ ქვეყ­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გამო იზ­რდე­ბა, - სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა სე­ზონ­ზე შე­იძ­ლე­ბა დას­ვე­ნე­ბა, რად­გან ქვე­ყა­ნას აქვს, რო­გორც სამ­თო, ასე­ვე სა­ზა­ფხუ­ლო კუ­რორ­ტე­ბი, ასე­ვე, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ლაშ­ქრო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა; მთლი­ა­ნო­ბა­ში დას­ვე­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია.

რუ­სე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია, - ივ­ლი­სი, აგ­ვის­ტო და სექ­ტემ­ბე­რი. სა­შუ­ა­ლოდ, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში 7-10 დღეს ატა­რე­ბენ... ღირს თუ არა ამ ქვე­ყა­ნა­ში დას­ვე­ნე­ბა და რა პლუს-მი­ნუ­სე­ბი აქვს მას? 

ერთ-ერთი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მაქ­სიმ პრის­ტავ­კოს თქმით, - "სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­ურ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. ეს ქვე­ყა­ნა ბევ­რს უყ­ვარს. თბი­ლი­სი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი. სა­ოც­რად გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. ყვე­ლა მათ­გა­ნი, ვინც კი იქ ერთხელ მა­ინც წა­სუ­ლა, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად გეგ­მა­ვენ კი­დევ წას­ვლას, რად­გან და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით ჩა­მო­დი­ან..." - ამ­ბობს პრის­ტავ­კო.

კი­დევ ერთი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი, პი­ოტრ ვო­რონ­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ალექ­სან­დრე დი­უ­მას სი­ტყვებს იგო­ნებს, რო­მე­ლიც წერ­და, რომ არ­სად არ გა­უ­სინ­ჯავს ისე­თი გემ­რი­ე­ლი ხორ­ცი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"ის, რა თქმა უნდა, მწვადს გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც წა­ლამ­ზე იწ­ვე­ბა და უგემ­რი­ე­ლე­სი გა­მო­დის... რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ჭა­პურს, შე­გიძ­ლი­ათ მას სიმ­ღე­რე­ბი და პო­ე­მე­ბი მი­უ­ძღვნათ..."- ამ­ბობს ვო­რონ­კო­ვი.

თუმ­ცა, არი­ან ისე­თი ტუ­რის­ტე­ბიც, ვინც სხვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლამ­დე კარ­გად და­ფიქ­რე­ბას ურ­ჩევს, მათი თქმით, ამ ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი ფუ­ლის ყრა უაზ­რო­ბაა, რად­გან ბევ­რად უკე­თე­სი არ­ჩე­ვა­ნიც არ­სე­ბობს.

რუსი ტუ­რის­ტის პეტ­რე კო­სენ­კოს თქმით, ისი­ნი ბა­თუმ­ში ოჯა­ხით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც ზღვას­თან ახ­ლოს, აპარ­ტა­მენ­ტი იქი­რა­ვეს, თუმ­ცა, წყა­ლი ძა­ლი­ან ჭუ­ჭყი­ა­ნი იყო, რად­გან სწო­რედ იმ ად­გი­ლას კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის წყა­ლი ჩა­ე­დი­ნე­ბო­და... "ჩემს გო­გო­ნას ენ­ტე­რო­ვირუ­სი შე­ე­ყა­რა და სას­წრა­ფოდ თბი­ლის­ში, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, სა­დაც თა­ვად ექი­მებ­მა გვი­თხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბა არ ღი­რი­და...", - წერს რუსი ტუ­რის­ტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა­ზე ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას "ეხო კავ­კა­ზა", რომ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც, მათი რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო წლებ­ში 4-ჯერ გა­ი­ზარ­და. მხო­ლოდ 2016 წლის აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 116,9 ათა­სი ტუ­რის­ტი ჩა­ვი­და. წელს კი მათი რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და და რუ­სე­თის ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით სა­უბ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ­თვის უდა­ოდ ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებ­ზე.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რატომ ირჩევენ რუსი ტურისტები საქართველოს

რატომ ირჩევენ რუსი ტურისტები საქართველოს

"მონაკოს ნაცვლად ბათუმი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული ინტერნეტგაზეთი "კომერსანტი", სადაც საქართველოს მიმართ რუსი ტურისტების მზარდ ინტერესზე საუბრობს... ავტორი გაოცებით კითხულობს, თუ რატომ ცდილობს სულ უფრო მეტი რუსი ტურისტი შვებულება საქართველოში გაატაროს, "მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში არც ისე დაბალი ფასებია და ფასებთან შედარებით არც ისე შესაბამისი მომსახურება"...

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მონაცემებით, ბოლო დროს რუსი ტურისტები მონაკოს ნაცვლად ბათუმს ირჩევენ. საინტერესოა, მაგრამ "ეს ქვეყანა ბევრს მოწონს: ძალიან ლამაზია მისი დედაქალაქი, რომელიც განთქმულია თავისი სტუმართმოყვარეობით, ასევე არის სამთოსათხილამურო კურორტები, მრავალფეროვანი სამზარეულო. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რუსებს აგდებით და უდიერად არ ექცევიან. შესაბამისად, ჩვენი კლიენტები ძალიან კმაყოფილები არიან", - ამბობს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი.

სტატიის თანახმად, ხუთ-ექვსდღიანი ტური ავიაგადაფრენით ერთ კაცზე 500-600 დოლარი ჯდება, რაც თურქეთთან შედარებით ძვირია, თუმცა, ამის მიუხედავად საგზურებზე მოთხოვნა მაინც მატულობს. ასევე ძვირია დასვენება ბათუმში, სადაც აპარტამენტების ფასი ღამეში 80 დოლარიდან იწყება... თუმცა, ავტორი იმაზეც საუბრობს, რომ საქართველოში წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრება ღირს, რადგანაც იქაურ ზღვას სუფთას ვერ დაარქმევ და მაინცდამაინც არც სერვისი გამოირჩევა მაღალი ხარისხით...

რუსეთის ტურისტული კომპანიების ასოციაციამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი სულ უფრო მიმზიდველი და პერსპექტიული ხდება რუსი ტურისტებისთვის. ექსპერტების თქმით, ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი რამდენიმე ფაქტორის გამო იზრდება, - საქართველოში ყველა სეზონზე შეიძლება დასვენება, რადგან ქვეყანას აქვს, როგორც სამთო, ასევე საზაფხულო კურორტები, ასევე, განვითარებულია ლაშქრობების მიმართულება; მთლიანობაში დასვენების მრავალფეროვანი არჩევანია.

რუსებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, - ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. საშუალოდ, ისინი საქართველოში 7-10 დღეს ატარებენ... ღირს თუ არა ამ ქვეყანაში დასვენება და რა პლუს-მინუსები აქვს მას? 

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელის მაქსიმ პრისტავკოს თქმით, - "საქართველოში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ეს ქვეყანა ბევრს უყვარს. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია. გარდა ამისა, საქართველოს აქვს სათხილამურო კურორტები. საოცრად გემრიელი სამზარეულო. ყველა მათგანი, ვინც კი იქ ერთხელ მაინც წასულა, მათ შორის ახალგაზრდები, აუცილებლად გეგმავენ კიდევ წასვლას, რადგან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ჩამოდიან..." - ამბობს პრისტავკო.

კიდევ ერთი ტურისტული კომპანიის მფლობელი, პიოტრ ვორონკოვი საქართველოსთან დაკავშირებით ალექსანდრე დიუმას სიტყვებს იგონებს, რომელიც წერდა, რომ არსად არ გაუსინჯავს ისეთი გემრიელი ხორცი, როგორც საქართველოში.

"ის, რა თქმა უნდა, მწვადს გულისხმობს, რომელიც წალამზე იწვება და უგემრიელესი გამოდის... რაც შეეხება ხაჭაპურს, შეგიძლიათ მას სიმღერები და პოემები მიუძღვნათ..."- ამბობს ვორონკოვი.

თუმცა, არიან ისეთი ტურისტებიც, ვინც სხვებს საქართველოში წასვლამდე კარგად დაფიქრებას ურჩევს, მათი თქმით, ამ ქვეყანაში ამდენი ფულის ყრა უაზრობაა, რადგან ბევრად უკეთესი არჩევანიც არსებობს.

რუსი ტურისტის პეტრე კოსენკოს თქმით, ისინი ბათუმში ოჯახით იმყოფებოდნენ, სადაც ზღვასთან ახლოს, აპარტამენტი იქირავეს, თუმცა, წყალი ძალიან ჭუჭყიანი იყო, რადგან სწორედ იმ ადგილას კანალიზაციის წყალი ჩაედინებოდა... "ჩემს გოგონას ენტეროვირუსი შეეყარა და სასწრაფოდ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც თავად ექიმებმა გვითხრეს, რომ საქართველოს საზღვაო კურორტებზე დასვენება არ ღირიდა...", -  წერს რუსი ტურისტი.

საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე ავრცელებს ინფორმაციას "ეხო კავკაზა", რომლის მონაცემებითაც, მათი რაოდენობა ბოლო წლებში 4-ჯერ გაიზარდა. მხოლოდ 2016 წლის აპრილის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში 116,9 ათასი ტურისტი ჩავიდა. წელს კი მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და რუსეთის ტურისტული კომპანიები სიამოვნებით საუბრობენ საქართველოში მათთვის უდაოდ ხელსაყრელ პირობებზე.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი