პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინოვაცია დასაქმების ქართულ ბაზარზე
ინოვაცია დასაქმების ქართულ ბაზარზე

ვი­დეო ვა­კან­სია - ინო­ვა­ცია, რო­მე­ლიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ინერ­გე­ბა, და­საქ­მე­ბის პრო­ცესს გა­ა­მარ­ტი­ვებს რო­გორც სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ებ­ლის­თვის, ისე დამ­საქ­მებ­ლის­თვის. ინო­ვა­ცი­ის ავ­ტო­რი "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გია".

ვი­დეო ვა­კან­სი­ა­ში მსგავს პო­ზი­ცი­ა­ზე უკვე და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­წე­რენ სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ფი­კას, მის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს, სა­ჭი­რო ცოდ­ნა­სა და უნა­რებს. სწო­რი მე­სი­ჯე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნი უკეთ გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რო­გორ და რა პი­რო­ბებ­ში მო­უ­წევს მას მუ­შა­ო­ბა და­საქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და დამ­საქ­მე­ბე­ლიც უფრო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ და საქ­მე­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბულ კადრს მი­ი­ღებს.

"ვი­დეო ვა­კან­სია ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლის აყ­ვა­ნის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გზაა. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პია. ვი­დეო ვა­კან­სი­ის მეშ­ვე­ო­ბით კი კან­დი­და­ტი სამ­სა­ხურ­ში მოს­ვლამ­დე უკე­თე­სად გა­იც­ნობს სა­მუ­შაო გა­რე­მოს და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იქ დახ­ვდე­ბი­ან. ამით პო­ტენ­ცი­ურ და­საქ­მე­ბუ­ლებს კომ­პა­ნი­ამ­დე მო­სას­ვლე­ლი გზა უმარ­ტივ­დე­ბათ. ვფიქ­რობ, რომ ვი­დეო ვა­კან­სი­ით და­საქ­მე­ბის უამ­რა­ვი მსურ­ვე­ლი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. აქ აღარ იქ­ნე­ბა ის ბუ­დნო­ვა­ნე­ბა, რო­მე­ლიც სტან­დარ­ტულ წე­რი­ლო­ბით ვა­კან­სი­ას ახ­ლავს. რად­გან მო­მა­ვა­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მო, პი­რო­ბე­ბი და გუნ­დი უფრო აღ­ქმა­დი იქ­ნე­ბა," - გან­მარ­ტავს "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის" ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი.

"პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი’’ აერ­თი­ა­ნებს 3 პე­რი­ო­დულ გა­ზეთს, 14 პე­რი­ო­დულ ჟურ­ნალს, 20-ზე მეტ ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტალს, რა­დი­ოს, ტე­ლე­ვი­ზი­ას, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლს."პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის" შე­მად­გენ­ლო­ბა­შია წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბიბ­ლუ­სი", ასე­ვე, მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და­ნად­გა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სტამ­ბა. ჰოლ­დინ­გში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია სა­რეკ­ლა­მო, ინ­ტერ­ნეტ­კო­მერ­ცი­ი­სა და ვებ­გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი.

ინოვაცია დასაქმების ქართულ ბაზარზე

ინოვაცია დასაქმების ქართულ ბაზარზე

ვიდეო ვაკანსია - ინოვაცია, რომელიც ქართულ ბაზარზე ინერგება, დასაქმების პროცესს გაამარტივებს როგორც სამსახურის მაძიებლისთვის, ისე დამსაქმებლისთვის. ინოვაციის ავტორი "პალიტრა მედია ჰოლდინგია".

ვიდეო ვაკანსიაში მსგავს პოზიციაზე უკვე დასაქმებული ადამიანები აღწერენ სამსახურის სპეციფიკას, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, საჭირო ცოდნასა და უნარებს. სწორი მესიჯების მიღების შედეგად ადამიანი უკეთ გააცნობიერებს, როგორ და რა პირობებში მოუწევს მას მუშაობა დასაქმების შემთხვევაში და დამსაქმებელიც უფრო ჩამოყალიბებულ და საქმეზე კონცენტრირებულ კადრს მიიღებს.

"ვიდეო ვაკანსია ახალი თანამშრომლის აყვანის ძალიან საინტერესო გზაა. ადამიანის ცხოვრებაში ახალი სამსახური ცხოვრების ახალი ეტაპია. ვიდეო ვაკანსიის მეშვეობით კი კანდიდატი სამსახურში მოსვლამდე უკეთესად გაიცნობს სამუშაო გარემოს და იმ ადამიანებს, რომლებიც იქ დახვდებიან. ამით პოტენციურ დასაქმებულებს კომპანიამდე მოსასვლელი გზა უმარტივდებათ. ვფიქრობ, რომ ვიდეო ვაკანსიით დასაქმების უამრავი მსურველი დაინტერესდება. აქ აღარ იქნება ის ბუდნოვანება, რომელიც სტანდარტულ წერილობით ვაკანსიას ახლავს. რადგან მომავალი სამუშაო გარემო, პირობები და გუნდი უფრო აღქმადი იქნება," - განმარტავს "პალიტრა მედია ჰოლდინგის" ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ნინო ფეიქრიშვილი.

"პალიტრა მედია ჰოლდინგი’’ აერთიანებს 3 პერიოდულ გაზეთს, 14 პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოს და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს."პალიტრა მედია ჰოლდინგის" შემადგენლობაშია წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", ასევე, მულტიპროფილური მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სტამბა. ჰოლდინგში გაერთიანებულია სარეკლამო, ინტერნეტკომერციისა და ვებგანვითარების კომპანიები.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი