საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ "მოპარა" ზოლები 90-იანების სოსისს და რამდენად ახლოსაა დღეს ქართული წარმოება ქვეყნებთან, ვისთვისაც ხარისხი სავიზიტო ბარათია
ვინ "მოპარა" ზოლები 90-იანების სოსისს და რამდენად ახლოსაა დღეს ქართული წარმოება ქვეყნებთან, ვისთვისაც ხარისხი სავიზიტო ბარათია

არას­დროს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ხართ რო­გო­რია დღეს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი, 21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტრენ­დუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის - სო­სი­სე­ბის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია, მსოფ­ლი­ო­ში და შემ­დეგ უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში?

მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს და რა თქმა უნდა, იმ ქვეყ­ნე­ბის­კენ მივ­ყა­ვართ, რო­მელ­თა ნა­წარ­მიც დღემ­დე უმაღ­ლეს ხა­რისხთან ასო­ცირ­დე­ბა.

თა­ნა­მედ­რო­ვე სო­სი­სის შემ­ქმნე­ლად გერ­მა­ნე­ლი იო­ჰან გე­ორგ ლა­ნე­რი ით­ვლე­ბა. ლა­ნერ­მა ღო­რის ხორ­ცის ფარშს სა­ქონ­ლის და­უ­მა­ტა და ამით თა­ნა­მედ­რო­ვე სო­სი­სის არ­სე­ბო­ბას მის­ცა და­სა­ბა­მი. ლა­ნე­რი ვე­ნა­ში ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და. სწო­რედ აქ გახ­სნა მან ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დახ­ლი, სა­დაც კლი­ენ­ტებს პირ­ვე­ლად შეს­თა­ვა­ზა სო­სი­სი "ფრან­კფურ­ტე­რი", რო­მელ­საც ევ­რო­პის ბევ­რს ქვე­ყა­ნა­ში "ვე­ნუ­რის" სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ლა­ნე­რი გერ­მა­ნე­ლი იყო, მაგ­რამ ვე­ნა­ში ცხოვ­რობ­და. ამი­ტომ "სო­სი­სის სამ­შობ­ლოს" ტი­ტულს ვენა და ფრან­კფურ­ტი ერ­თმა­ნეთს დღემ­დე ეცი­ლე­ბი­ან.

ეტა­პობ­რი­ვად, სო­სი­სის მა­სი­უ­რი წარ­მო­ე­ბა და მოხ­მა­რე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. მათ შო­რის საბ­ჭო­თა კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

90-იან წლებ­ში, რო­გორც ზო­გა­დად ამ პე­რი­ო­დის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბულ სო­სისს სტან­დარ­ტუ­ლად ერ­თნა­ი­რი, ზო­ლი­ა­ნი შე­ფუთ­ვა ჰქონ­და.

რო­გორ შე­იც­ვა­ლა სტან­დარ­ტუ­ლი შე­ფუთ­ვა და რა პრობ­ლე­მე­ბი მოყ­ვა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნია "ნი­კო­რას" სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლის კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი ლიკა სუ­ხიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

-"იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ე.წ. ზო­ლი­ა­ნი და ტკა­ცუ­ნა სო­სი­სე­ბი არ­სე­ბობ­და. 1999 წელს, რო­დე­საც ჩვენს წარ­მო­ე­ბას ეყ­რე­ბო­და სა­ფუძ­ვე­ლი, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სტან­დარ­ტუ­ლი შე­ფუთ­ვა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა მოხ­დე­ბო­და... იმ პე­რი­ოდ­ში ხომ ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა­ფე­რი ერ­თნა­ი­რი იყო. ინო­ვა­ცი­ე­ბის­კენ სწრაფ­ვამ კი­ნა­ღამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭა! სო­სი­სე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია რომ გა­მო­ვუშ­ვით დის­ტრი­ბუ­ტო­რებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს პრო­დუქ­ცი­ის ქსელ­ში გა­ტა­ნა­ზე - მი­ზე­ზი რა თქმა უნდა არას­ტან­დარ­ტუ­ლი შე­ფუთ­ვა გახ­ლდათ. "არა­ზო­ლი­ა­ნი" სო­სი­სის დახლზე და­ლა­გე­ბას არა­ვინ მო­ი­სურ­ვებ­და...

კომ­პა­ნი­ის მა­შინ­დელ მეს­ვე­უ­რებს მოგ­ვი­წია, რომ პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე პარ­ტია სო­სი­სი სა­კუ­თა­რი კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლით ჩა­მოგ­ვე­რი­გე­ბი­ნა და თი­თო­ე­უ­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლი­სა­გან პი­რა­დად აგ­ვე­ღო მისი დახ­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბის ნე­ბარ­თვა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, რამ­დე­ნი­მე თვი­ან­მა მცდე­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. სულ მალე "ნი­კო­რას" იდეა მა­შინ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ­მა ყვე­ლა მწარ­მო­ე­ბელ­მა აი­ტა­ცა. აი, ასე "და­კარ­გა" ზო­ლი­ა­ნი იერ­სა­ხე ახლა უკვე ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ­მა რძი­ან­მა სო­სის­მა .

ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა ისიც იკი­თხოს - რა შუ­ა­შია სა­ხელ­წო­დე­ბა "რძი­ა­ნი" სო­სი­სებ­თა­ნო... რა შუ­ა­შია და "ნი­კო­რამ" ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ ზო­ლი­ან სო­სისს რე­ცეპ­ტუ­რა­ში მცი­რე­ო­დე­ნი რძის ფხვნი­ლი და­უ­მა­ტა, რა­მაც პრო­დუქ­ტის სტრუქ­ტუ­რა უფრო ჰა­ე­რო­ვა­ნი გა­ხა­და, გე­მოს კი მეტი სი­ნა­ზე შეს­ძი­ნა. აი შე­დე­გიც - დღეს, თუ ქარ­თუ­ლი კვე­ბის ბა­ზარ­ზე ხარ წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვან ასორ­ტი­მენტზე გაქვს პრე­ტენ­ზია, პირ­ვე­ლი რა­საც მომ­ხმა­რე­ბელს უნდა სთა­ვა­ზობ­დე, სწო­რედ "რძი­ა­ნი" სო­სი­სია.

- "მა­შინ იმ­დე­ნად დაშ­ტამ­პუ­ლი იყო ბა­ზა­რი, რომ თი­თე­უ­ლი სი­ახ­ლეს, რა­საც კი ვგეგ­მავ­დით, ლა­მის თა­ვა­დაც ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დით.... გა­დავ­წყვი­ტეთ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მწი­რი ასორ­ტი­მენ­ტის­თვის ახა­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი დაგ­ვა­მე­ტე­ბი­ნა. ასე შე­იქ­მნა ივე­რია სპე­ცი - რო­მელ­საც დღემ­დე ტკა­ცუ­ნა სო­სი­სის სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. პრო­დუქ­ტი ბუ­ნებ­რივ გარ­საცმშია გან­თავ­სე­ბუ­ლი და სწო­რედ ეს იძ­ლე­ვა ტკა­ცუ­ნის ხმის შეგ­რძნე­ბას მისი და­გე­მოვ­ნე­ბი­სას. სი­ახ­ლე იყო შაშ­ხი "მან­დო­ლი­ნა", რომ­ლის სა­ხე­ლი მუ­სი­კა­ლურ საკ­რავ­თან ფორ­მის მსა­გავ­სე­ბის გამო შე­ვარ­ჩი­ეთ. პრო­დუქტმა მალე მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა და დღეს, ბევრ მწარ­მო­ე­ბელს თა­ვის ასორ­ტი­მენ­ტში აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

მახ­სოვს მა­შინ სა­ღა­მო­ო­ბით რომ შე­ვიკ­რი­ბე­ბო­დით და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ვი­წყებ­დით ხოლ­მე სა­უ­ბარს, ყვე­ლა­ფე­რი არა­რე­ა­ლურს გავ­და. ახლა ვხვდე­ბი, რომ მა­შინ­დე­ლი "ოც­ნე­ბე­ბის" დიდი ნა­წი­ლი რე­ა­ლურ გეგ­მე­ბად გარ­და­იქ­მნა და გან­ხორ­ცი­ელ­და კი­დეც," - ამ­ბობს ლიკა სუ­ხი­აშ­ვი­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არის თუ არა ხორ­ცპო­დუქ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბის სტან­დარ­ტე­ბი მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი ევ­რო­პულ­თან, რა ნედ­ლე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა სა­წარ­მოო პრო­ცეს­ში, რა გზას გა­დი­ან ისი­ნი სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ქსელ­ში მოხ­ვედ­რამ­დე - ამ და სხვა კი­თხვე­ბით ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მთა­ვარ ტექ­ნო­ლოგს ნანა პერ­ტე­ნა­ვას ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც 18 წე­ლია კომ­პა­ნია "ნი­კო­რა­ში" მუ­შა­ობს. მა­ნამ­დე კი შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა ბერ­ლინ­ში, ჰუმ­ბოლ­ტის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო და პრაქ­ტი­კაც გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­ა­რა.

ნანა პერ­ტე­ნა­ვა, ნი­კო­რას მთა­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გი:

- გერ­მა­ნუ­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია და ეს ეხე­ბა არა მარ­ტო ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს. ხა­რის­ხი ამ ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ნედ­ლე­უ­ლი აქვთ. ცხო­ვე­ლი სწო­რად გაზ­რდი­ლია, სწო­რად ნაკ­ვე­ბია, ასე­ვე სწო­რად ხდე­ბა მისი დაკ­ვლა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას სა­სა­ცი­ლოდ მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ თუ ცხო­ველ­მა დაკ­ვლის წინ სტრე­სი მი­ი­ღო, შე­ე­შინ­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში ხორ­ცი ისე­თი ხა­რის­ხის არ იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც უნდა იყოს. თუ ცხო­ვე­ლი არას­წო­რად და­იკ­ვლე­ბა, ჩნდე­ბა სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ ხორ­ცის შე­ნახ­ვის ვა­დებ­სა და მის ხა­რისხზე ძა­ლი­ან ცუ­დად აი­სა­ხე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­ქონ­ლის გაზ­რდას, საკ­ვებს, დაკ­ვლის წესს. რო­დე­საც კარ­გი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ნედ­ლე­უ­ლი გაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­დუქ­ცი­აც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­მო­დის.

- რო­გორ მზად­დე­ბა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვე­ნი წარ­მო­ე­ბე­ბი ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს? "ნი­კო­რას" მა­გა­ლით­ზე რომ გვი­თხრათ…

- ზო­გა­დად, რო­დე­საც კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მუდ­მი­ვად საქ­მის კურ­სში იყო მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ - იქ­ნე­ბა ეს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თუ სხვა სა­ხის სი­ახ­ლე­ე­ბი.

ამი­ტომ მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ გან­ვი­ახ­ლო ცოდ­ნა... ყო­ველ­წლი­უ­რად 2-3-ჯერ მა­ინც კომ­პა­ნია აუ­ცი­ლებ­ლად მაგ­ზავ­ნის გერ­მა­ნი­ი­სა და ავ­სტრი­ის წამ­ყვან წარ­მო­ე­ბებ­ში ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად. მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ჩა­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­მა­ტე­ბით გვაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ა­ნი ნედ­ლე­უ­ლი შე­ვის­ყი­დოთ. ვი­ყე­ნებთ უმაღ­ლე­სი, პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის ხორცს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ფასი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.

ჩვენ გვყავს ბრა­ზი­ლი­ე­ლი და ევ­რო­პე­ლი მომ­წო­დებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, მსოფ­ლიო ბრენ­დებს წარ­მო­ად­გე­ნენ და მათი პრო­დუქ­ცი­ის შე­ტა­ნა ნე­ბა­დარ­თუ­ლია აშშ-სა და ევ­რო­პის ბაზ­რებ­ზე. ასე­ვე ვი­ყე­ნებთ უკ­რა­ი­ნულ და ქარ­თულ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის ხორცს.

მი­უ­ხე­და­ვად შე­სა­ბა­მი­სი სერ­თი­ფი­კა­ტე­ბის არ­სე­ბო­ბი­სა, ყვე­ლა პარ­ტი­ას აუ­ცი­ლებ­ლად ვა­მოწ­მებთ, და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვუშ­ვებთ წარ­მო­ე­ბა­ში. დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში სის­ტე­მა­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­დუქ­ცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და შერ­ჩე­ვით მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ტრო­ლი. ყვე­ლა პრო­ცე­სი გვაქვს და­ცუ­ლი. და­ნა­მა­ტე­ბის მხრი­ვაც ვი­ყე­ნებთ მხო­ლოდ იმას, რაც ევ­რო­პა­შია დაშ­ვე­ბუ­ლი. ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია ხა­რის­ხით ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და და დღე­საც, ბა­ზარ­ზე ამ ნი­შას ვი­ნარ­ჩუ­ნებთ.

- გარ­და ნედ­ლე­უ­ლი­სა, რას ენი­ჭე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ხორ­ცპო­დუქ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ნე­ლებ­ლე­ბი, ანუ რო­გორ და­ნა­მა­ტებს იყე­ნე­ბენ მწარ­მო­ებ­ლე­ბი. ადრე მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და მარ­ტი­ვად - მა­რი­ლი, წი­წა­კა, ნი­ო­რი და ა.შ. დღეს მო­თხოვ­ნე­ბი შე­იც­ვა­ლა და ბა­ზარ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის­თვის შედ­გე­ნი­ლი, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტია. ბევრ ქვე­ყა­ნას აქვს ასე­თი და­ნა­მა­ტე­ბი, მაგ­რამ "ნი­კო­რა" ძი­რი­თა­დად გერ­მა­ნულ და ავ­სტრი­ულ სა­ნე­ლებ­ლებს იყე­ნებს წარ­მო­ე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გად არის გა­კე­თე­ბუ­ლი - შე­მოწ­მე­ბუ­ლია ნედ­ლე­უ­ლის ერ­თმა­ნეთ­თან თავ­სე­ბა­დო­ბა, არო­მა­ტე­ბის შერ­წყმა და ა.შ. სა­ნე­ლებ­ლე­ბის სა­წარ­მო­ებს სა­კუ­თა­რი სა­უ­კე­თე­სო ტექ­ნო­ლო­გე­ბი ჰყავთ. მა­გა­ლი­თად, "ნი­კო­რა" მუ­შა­ობს გერ­მა­ნულ "რაპ­სის", ავ­სტრი­უ­ლი "ვი­ბერ­გი­სა" და "ალ­მის" სა­ნე­ლებ­ლე­ბით. პი­რა­დად ნამ­ყო­ფი ვარ ამ ქარ­ხნებ­ში და ნა­ნა­ხი მაქვს, რო­გორ მზად­დე­ბა იქ სა­ნე­ლებ­ლე­ბი - ხდე­ბა შეს­ყიდ­ვა ცალ­კე­უ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტის, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად მოწ­მდე­ბა მათი ხა­რის­ხი და მზად­დე­ბა სა­ნა­ლებ­ლე­ბის ნა­რე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მზა ხორ­ცპ­რო­დუ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში. შემ­დეგ ხდე­ბა მათი შე­ფუთ­ვა და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გაგ­ზავ­ნა.

- რა შე­იც­ვა­ლა ნი­კო­რას გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის სფე­რო­ში?

"ნი­კო­რა" ფაქ­ტობ­რი­ვად გზამ­კვლე­ვი იყო სხვა ბიზ­ნე­სე­ბის­თვის. ნი­კო­რას გა­მო­ჩე­ნამ­დე ბა­ზარ­ზე ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ასორ­ტი­მენ­ტი ძა­ლი­ან მწი­რი იყო - მხო­ლოდ ე.წ. "ზო­ლი­ა­ნი", "ტკა­ცუ­ნა" სო­სი­სი და მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვი "დოქ­ტორსკა­ია" თუ იშო­ვე­ბო­და. ახლა იმ­ხე­ლაა ასორ­ტი­მენ­ტი, შე­უძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ფე­რი­სი პრო­დუქ­ტი ვერ შე­არ­ჩი­ოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ფაქ­ტო­რიც - სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­კო­რას 210-მდე სუ­პერ­მარ­კე­ტია, ამას ემა­ტე­ბა სხვა მსხვი­ლი ქსე­ლე­ბი და უბ­ნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ღა­ზი­ე­ბი. თი­თე­ულ მათ­გან­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ხორ­ცპო­დუქ­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ასორ­ტი­მენ­ტის შე­ძე­ნა.

გარ­და ამი­სა, ნი­კო­რამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­მარ­ტი­ვა ცხოვ­რე­ბა დი­ა­სახ­ლი­სებს. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პია, მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე კუ­ლი­ნა­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­გრე­დი­ენ­ტის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია და სულ რამ­დე­ნი­მე წუთი სჭირ­დე­ბა მო­ხარ­შო ან შეწ­ვა სო­სი­სი, მო­ამ­ზა­დო გემ­რი­ე­ლი ბუ­ტერბრო­დი - თან ზუს­ტად ისე­თი პრო­დუქ­ტით შენ გე­მოვ­ნე­ბას რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ინ­ტერ­ნეტ­ში კი რე­ცეპ­ტებს თუ გა­და­ხე­დავთ, უამ­რავ გემ­რი­ელ კერძს მო­ი­ძი­ებთ, რომ­ლე­ბიც მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის­გან ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მზად­დე­ბა, მცი­რე დროს მო­ი­თხოვს და ფაქ­ტობ­რი­ვად სრულ­ფა­სო­ვან სა­დილს წარ­მო­ად­გენს.

ვინ "მოპარა" ზოლები 90-იანების სოსისს და რამდენად ახლოსაა დღეს ქართული წარმოება ქვეყნებთან, ვისთვისაც ხარისხი სავიზიტო ბარათია

ვინ "მოპარა" ზოლები 90-იანების სოსისს და რამდენად ახლოსაა დღეს ქართული წარმოება ქვეყნებთან, ვისთვისაც ხარისხი სავიზიტო ბარათია

არასდროს დაინტერესებულხართ როგორია დღეს ძალიან პოპულარული, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული პროდუქციის - სოსისების წარმოშობის ისტორია, მსოფლიოში და შემდეგ უკვე საქართველოში?

მზა ხორცპროდუქტებს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს და რა თქმა უნდა, იმ ქვეყნებისკენ მივყავართ, რომელთა ნაწარმიც დღემდე უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება.

თანამედროვე სოსისის შემქმნელად გერმანელი იოჰან გეორგ ლანერი ითვლება. ლანერმა ღორის ხორცის ფარშს საქონლის დაუმატა და ამით თანამედროვე სოსისის არსებობას მისცა დასაბამი. ლანერი ვენაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სწორედ აქ გახსნა მან ხორცპროდუქტების დახლი, სადაც კლიენტებს პირველად შესთავაზა სოსისი "ფრანკფურტერი", რომელსაც ევროპის ბევრს ქვეყანაში "ვენურის" სახელით მოიხსენიებენ. ლანერი გერმანელი იყო, მაგრამ ვენაში ცხოვრობდა. ამიტომ "სოსისის სამშობლოს" ტიტულს ვენა და ფრანკფურტი ერთმანეთს დღემდე ეცილებიან.

ეტაპობრივად, სოსისის მასიური წარმოება და მოხმარება მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მათ შორის საბჭოთა კავშირსა და საქართველოშიც.

90-იან წლებში, როგორც ზოგადად ამ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, საქართველოში წარმოებულ სოსისს სტანდარტულად ერთნაირი, ზოლიანი შეფუთვა ჰქონდა.

როგორ შეიცვალა სტანდარტული შეფუთვა და რა პრობლემები მოყვა ამ გადაწყვეტილებას. ამ საკითხებთან დაკავშირებით კომპანია "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის კომერციული დირექტორი ლიკა სუხიშვილი საუბრობს:

-"იმ პერიოდში საქართველოში მხოლოდ ე.წ. ზოლიანი და ტკაცუნა სოსისები არსებობდა. 1999 წელს, როდესაც ჩვენს წარმოებას ეყრებოდა საფუძველი, გადავწყვიტეთ, რომ სტანდარტული შეფუთვა არავითარ შემთხვევაში არ გამოგვეყენებინა.

წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა... იმ პერიოდში ხომ ფაქტობრივად ყველაფერი ერთნაირი იყო. ინოვაციებისკენ სწრაფვამ კინაღამ ყველაფერი გააფუჭა! სოსისების პირველი პარტია რომ გამოვუშვით დისტრიბუტორებმა უარი განაცხადეს პროდუქციის ქსელში გატანაზე - მიზეზი რა თქმა უნდა არასტანდარტული შეფუთვა გახლდათ. "არაზოლიანი" სოსისის დახლზე დალაგებას არავინ მოისურვებდა...

კომპანიის მაშინდელ მესვეურებს მოგვიწია, რომ პირველი რამდენიმე პარტია სოსისი საკუთარი კერძო ავტომობილით ჩამოგვერიგებინა და თითოეული სავაჭრო ობიექტის მფლობელისაგან პირადად აგვეღო მისი დახლებზე განთავსების ნებართვა.

საბედნიეროდ, რამდენიმე თვიანმა მცდელობამ შედეგი გამოიღო. სულ მალე "ნიკორას" იდეა მაშინ ბაზარზე არსებულმა ყველა მწარმოებელმა აიტაცა. აი, ასე "დაკარგა" ზოლიანი იერსახე ახლა უკვე ყველასთვის საყვარელმა რძიანმა სოსისმა .

ვიღაცამ შეიძლება ისიც იკითხოს - რა შუაშია სახელწოდება "რძიანი" სოსისებთანო... რა შუაშია და "ნიკორამ" ზემოთ ხსენებულ ზოლიან სოსისს რეცეპტურაში მცირეოდენი რძის ფხვნილი დაუმატა, რამაც პროდუქტის სტრუქტურა უფრო ჰაეროვანი გახადა, გემოს კი მეტი სინაზე შესძინა. აი შედეგიც - დღეს, თუ ქართული კვების ბაზარზე ხარ წარმოდგენილი და მრავალფეროვან ასორტიმენტზე გაქვს პრეტენზია, პირველი რასაც მომხმარებელს უნდა სთავაზობდე, სწორედ "რძიანი" სოსისია.

- "მაშინ იმდენად დაშტამპული იყო ბაზარი, რომ თითეული სიახლეს, რასაც კი ვგეგმავდით, ლამის თავადაც ეჭვის თვალით ვუყურებდით.... გადავწყვიტეთ ბაზარზე არსებული მწირი ასორტიმენტისთვის ახალი სახეობები დაგვამეტებინა. ასე შეიქმნა ივერია სპეცი - რომელსაც დღემდე ტკაცუნა სოსისის სახელით მოიხსენიებენ. პროდუქტი ბუნებრივ გარსაცმშია განთავსებული და სწორედ ეს იძლევა ტკაცუნის ხმის შეგრძნებას მისი დაგემოვნებისას. სიახლე იყო შაშხი "მანდოლინა", რომლის სახელი მუსიკალურ საკრავთან ფორმის მსაგავსების გამო შევარჩიეთ. პროდუქტმა მალე მოიპოვა პოპულარობა და დღეს, ბევრ მწარმოებელს თავის ასორტიმენტში აქვს წარმოდგენილი.

მახსოვს მაშინ საღამოობით რომ შევიკრიბებოდით და სამომავლო გეგმებზე ვიწყებდით ხოლმე საუბარს, ყველაფერი არარეალურს გავდა. ახლა ვხვდები, რომ მაშინდელი "ოცნებების" დიდი ნაწილი რეალურ გეგმებად გარდაიქმნა და განხორციელდა კიდეც," - ამბობს ლიკა სუხიაშვილი.

საინტერესოა დღეს საქართველოში არის თუ არა ხორცპოდუქტების დამზადების სტანდარტები მიახლოვებული ევროპულთან, რა ნედლეულის გამოყენება ხდება საწარმოო პროცესში, რა გზას გადიან ისინი სარეალიზაციო ქსელში მოხვედრამდე - ამ და სხვა კითხვებით ხორცპროდუქტების მთავარ ტექნოლოგს ნანა პერტენავას ვესაუბრეთ, რომელიც 18 წელია კომპანია "ნიკორაში" მუშაობს. მანამდე კი შესაბამისი განათლება ბერლინში, ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო და პრაქტიკაც გერმანიაში გაიარა.

ნანა პერტენავა, ნიკორას მთავარი ტექნოლოგი:

- გერმანული ხარისხის პროდუქცია მსოფლიოში ცნობილია და ეს ეხება არა მარტო ხორცპროდუქტებს. ხარისხი ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათია. შესაბამისად, ძალიან მაღალი ხარისხის ნედლეული აქვთ. ცხოველი სწორად გაზრდილია, სწორად ნაკვებია, ასევე სწორად ხდება მისი დაკვლა. შეიძლება ვიღაცას სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ თუ ცხოველმა დაკვლის წინ სტრესი მიიღო, შეეშინდა, ამ შემთხვევაში ხორცი ისეთი ხარისხის არ იქნება, როგორიც უნდა იყოს. თუ ცხოველი არასწორად დაიკვლება, ჩნდება სისხლჩაქცევები და ეს ყველაფერი ამ ხორცის შენახვის ვადებსა და მის ხარისხზე ძალიან ცუდად აისახება. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს საქონლის გაზრდას, საკვებს, დაკვლის წესს. როდესაც კარგი, მაღალი ხარისხის ნედლეული გაქვს, შესაბამისად, პროდუქციაც მაღალი ხარისხის გამოდის.

- როგორ მზადდება ხორცპროდუქტები საქართველოში, რამდენად შეესაბამება ჩვენი წარმოებები ევროპულ სტანდარტებს? "ნიკორას" მაგალითზე რომ გვითხრათ…

- ზოგადად, როდესაც კვების პროდუქტების სფეროში მოღვაწეობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუდმივად საქმის კურსში იყო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ - იქნება ეს ტექნოლოგიური თუ სხვა სახის სიახლეები.

ამიტომ მუდმივად ვცდილობ განვიახლო ცოდნა... ყოველწლიურად 2-3-ჯერ მაინც კომპანია აუცილებლად მაგზავნის გერმანიისა და ავსტრიის წამყვან წარმოებებში ახალი გამოცდილებების გასაზიარებლად. მათი წარმომადგენლებიც ჩამოდიან საქართველოში და დამატებით გვაწვდიან ინფორმაციას. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაზე ხარისხიანი ნედლეული შევისყიდოთ. ვიყენებთ უმაღლესი, პირველი კატეგორიის ხორცს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფასი ძალიან მაღალია.

ჩვენ გვყავს ბრაზილიელი და ევროპელი მომწოდებლები, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, მსოფლიო ბრენდებს წარმოადგენენ და მათი პროდუქციის შეტანა ნებადართულია აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე. ასევე ვიყენებთ უკრაინულ და ქართულ უმაღლესი ხარისხის, პირველი კატეგორიის ხორცს.

მიუხედავად შესაბამისი სერთიფიკატების არსებობისა, ყველა პარტიას აუცილებლად ვამოწმებთ, და მხოლოდ ამის შემდეგ ვუშვებთ წარმოებაში. დამზადების პროცესში სისტემატურად მიმდინარეობს პროდუქციის ლაბორატორიული და შერჩევით მიკრობიოლოგიური კონტროლი. ყველა პროცესი გვაქვს დაცული. დანამატების მხრივაც ვიყენებთ მხოლოდ იმას, რაც ევროპაშია დაშვებული. ჩვენი პროდუქცია ხარისხით ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც, ბაზარზე ამ ნიშას ვინარჩუნებთ.

- გარდა ნედლეულისა, რას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ხორცპოდუქტების დამზადების პროცესში?

მნიშვნელოვანია სანელებლები, ანუ როგორ დანამატებს იყენებენ მწარმოებლები. ადრე მზა ხორცპროდუქტების წარმოებაში გამოიყენებოდა მარტივად - მარილი, წიწაკა, ნიორი და ა.შ. დღეს მოთხოვნები შეიცვალა და ბაზარზე სპეციალურად ხორცპროდუქტებისთვის შედგენილი, კომბინირებული სანელებლების ფართო ასორტიმენტია. ბევრ ქვეყანას აქვს ასეთი დანამატები, მაგრამ "ნიკორა" ძირითადად გერმანულ და ავსტრიულ სანელებლებს იყენებს წარმოებაში, რომლებიც ძალიან კარგად არის გაკეთებული - შემოწმებულია ნედლეულის ერთმანეთთან თავსებადობა, არომატების შერწყმა და ა.შ. სანელებლების საწარმოებს საკუთარი საუკეთესო ტექნოლოგები ჰყავთ. მაგალითად, "ნიკორა" მუშაობს გერმანულ "რაპსის", ავსტრიული "ვიბერგისა" და "ალმის" სანელებლებით. პირადად ნამყოფი ვარ ამ ქარხნებში და ნანახი მაქვს, როგორ მზადდება იქ სანელებლები - ხდება შესყიდვა ცალკეული ინგრედიენტის, ლაბორატორიულად მოწმდება მათი ხარისხი და მზადდება სანალებლების ნარევები, რომლებიც გამოიყენება მზა ხორცპროდუტების წარმოებაში. შემდეგ ხდება მათი შეფუთვა და სხვადასხვა ქვეყნებში გაგზავნა.

- რა შეიცვალა ნიკორას გამოჩენის შემდეგ ქართული კვების პროდუქტების წარმოების სფეროში?

"ნიკორა" ფაქტობრივად გზამკვლევი იყო სხვა ბიზნესებისთვის. ნიკორას გამოჩენამდე ბაზარზე ხორცპროდუქტების ასორტიმენტი ძალიან მწირი იყო - მხოლოდ ე.წ. "ზოლიანი", "ტკაცუნა" სოსისი და მოხარშული ძეხვი "დოქტორსკაია" თუ იშოვებოდა. ახლა იმხელაა ასორტიმენტი, შეუძლებელია ადამიანმა თავისი გემოვნების შესაფერისი პროდუქტი ვერ შეარჩიოს. მნიშვნელოვანია ტერიტორიული ხელმისაწვდომობის ფაქტორიც - საქართველოში ნიკორას 210-მდე სუპერმარკეტია, ამას ემატება სხვა მსხვილი ქსელები და უბნის ჩვეულებრივი მაღაზიები. თითეულ მათგანში შესაძლებელია ხორცპოდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეძენა.

გარდა ამისა, ნიკორამ მნიშვნელოვნად გაუმარტივა ცხოვრება დიასახლისებს. 21-ე საუკუნეში, როდესაც ცხოვრების ძალიან მაღალი ტემპია, მზა ხორცპროდუქტებმა თანამედროვე კულინარიაში მნიშვნელოვანი ინგრედიენტის ადგილი დაიკავა.

ძალიან მარტივია და სულ რამდენიმე წუთი სჭირდება მოხარშო ან შეწვა სოსისი, მოამზადო გემრიელი ბუტერბროდი - თან ზუსტად ისეთი პროდუქტით შენ გემოვნებას რომ მაქსიმალურად აკმაყოფილებს. ინტერნეტში კი რეცეპტებს თუ გადახედავთ, უამრავ გემრიელ კერძს მოიძიებთ, რომლებიც მზა ხორცპროდუქტებისგან ძალიან მარტივად მზადდება, მცირე დროს მოითხოვს და ფაქტობრივად სრულფასოვან სადილს წარმოადგენს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი