ეგეოსის ზღვაში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის სამმართველო იუწყება.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 15:28 საათზე დაფიქსირდა, ხოლო მიწისძვრის ეპიცენტრი იზმირის პროვინციიდან 22 კილომეტრში იყო.
ბიძგები თურქეთის დიდ ქალაქებში იგრძნობოდა, მათ შორის - სტამბოლში.