საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალაქები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან
ქალაქები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან

გსურთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა? თან ისე, რომ ამა­ში ფულს გიხ­დიდ­ნენ? ბევ­რმა არ იცის, რომ არ­სე­ბობს ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც მუდ­მი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი სჭირ­დე­ბათ და მზად არი­ან ამა­ში ფული გა­და­ი­ხა­დონ.

დეტ­რო­ი­ტი, ამე­რი­კა

თით­ქმის და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში "და­სავ­ლე­თის პა­რი­ზად" იწო­დე­ბო­და. ახლა იქ დიდი ძა­ლის­ხმე­ვით ცდი­ლო­ბენ ძვე­ლი დი­დე­ბა და­აბ­რუ­ნონ. ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბამ წარ­მო­ად­გი­ნა პროგ­რა­მა Challenge Detroit, რო­მე­ლიც ინ­დუსტრი­ის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მოღ­ვა­წე სპე­ცი­ა­ლის­ტებს თა­ვა­ზობს თვე­ში 2500 დო­ლარს, რომ მათ დეტ­რო­ი­ტში იცხოვ­რონ და იმუ­შა­ონ.

ალას­კა, ამე­რი­კა

თუ ზამ­თა­რი გიყ­ვართ, თოვ­ლი­ა­ნი პე­ი­ზა­ჟე­ბი და ცხოვ­რე­ბის ნელი ტემ­პი, მა­შინ ალას­კა თქვენ­თვის იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ფონ­დი სპე­ცი­ა­ლის­ტებს უხ­დის, რომ­ლე­ბიც თან­ხმდე­ბი­ან რე­გი­ო­ნებ­ში მუ­შა­ო­ბა­ზე, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა. ერ­თა­დერ­თი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა ისა, რომ ალას­კა­ზე ერთი წელი იცხოვ­როთ.

სას­კა­ჩე­ვა­ნის პრო­ვინ­ცია, კა­ნა­და

კა­ნა­დუ­რი პრო­ვინ­ცია სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რო­მელ­თაც ჯერ კი­დევ არ გა­და­უ­წყვე­ტი­ათ რას გა­ა­კე­თე­ბენ, თა­ვა­ზობს ბრწყინ­ვა­ლე შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ახალ­გაზ­რდა ენ­თუ­ზი­ას­ტებს 20 000 კა­ნა­დურ დო­ლარს გა­და­უხ­დი­ან თუ პრო­ვინ­ცი­ა­ში შვი­დი წელი იმუშ­ვე­ბენ და იცხოვ­რე­ბენ.

ნი­ა­გა­რას ჩანჩქე­რი, ამე­რი­კა

სა­ო­ცა­რი წი­ნა­და­დე­ბაა, ცხოვ­რობ­დე მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ულა­მა­ზეს ად­გი­ლას და ამა­ში ფულს იღებ­დე. მთავ­რო­ბა 7 000 დო­ლარს სთა­ვა­ზობს უნი­ვერ­სი­ტეტ­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც ორი წლის მან­ძილ­ზე ად­გი­ლობ­რივ ეკო­ნო­მი­კურ ერ­თე­უ­ლებ­ში იმუ­შა­ვე­ბენ.

პონ­გა, ას­ტუ­რია, ეს­პა­ნე­თი

ლა­მა­ზი, პა­ტა­რა სო­ფე­ლი ეს­პა­ნეთ­ში ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სია. ახალ­გაზ­რდა მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის მი­ზიდ­ვის მიზ­ნით და ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის, ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბა 3 000 ევ­როს გა­და­უხ­დის ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა წყვილს, ვინც იქ სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვა, გარ­და ამი­სა, ყო­ველ ახალ შვილ­ზე კი­დევ 3 000 ევ­როს და­ა­მა­ტე­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ქალაქები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან

ქალაქები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან

გსურთ სხვა ქვეყანაში ცხოვრება? თან ისე, რომ ამაში ფულს გიხდიდნენ? ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც მუდმივი მაცხოვრებლები სჭირდებათ და მზად არიან ამაში ფული გადაიხადონ.

დეტროიტი, ამერიკა

თითქმის დაცარიელებული ქალაქი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ”დასავლეთის პარიზად” იწოდებოდა. ახლა იქ დიდი ძალისხმევით ცდილობენ ძველი დიდება დააბრუნონ. ადგილობრივმა მთავრობამ წარმოადგინა პროგრამა Challenge Detroit, რომელიც ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს თავაზობს თვეში 2500 დოლარს, რომ მათ დეტროიტში იცხოვრონ და იმუშაონ.

ალასკა, ამერიკა

თუ ზამთარი გიყვართ, თოვლიანი პეიზაჟები და ცხოვრების ნელი ტემპი, მაშინ ალასკა თქვენთვის იდეალური ადგილია. სპეციალური სახელმწიფო ფონდი სპეციალისტებს უხდის, რომლებიც თანხმდებიან რეგიონებში მუშაობაზე, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ერთადერთი შესასრულებელი პირობა ისა, რომ ალასკაზე ერთი წელი იცხოვროთ.

სასკაჩევანის პროვინცია, კანადა

კანადური პროვინცია სპეციალისტებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ რას გააკეთებენ, თავაზობს ბრწყინვალე შესაძლებლობას. ახალგაზრდა ენთუზიასტებს 20 000 კანადურ დოლარს გადაუხდიან თუ პროვინციაში შვიდი წელი იმუშვებენ და იცხოვრებენ.

ნიაგარას ჩანჩქერი, ამერიკა

საოცარი წინადადებაა, ცხოვრობდე მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და ამაში ფულს იღებდე. მთავრობა 7 000 დოლარს სთავაზობს უნივერსიტეტდამთავრებულებს, რომლებიც ორი წლის მანძილზე ადგილობრივ ეკონომიკურ ერთეულებში იმუშავებენ.

პონგა, ასტურია, ესპანეთი

ლამაზი, პატარა სოფელი ესპანეთში ერთ-ერთი უძველესია. ახალგაზრდა მაცხოვრებლების მიზიდვის მიზნით და ეკონომიკის გაძლიერებისთვის, ადგილობრივი მთავრობა 3 000 ევროს გადაუხდის ყველა ახალგაზრდა წყვილს, ვინც იქ საცხოვრებლად გადავა, გარდა ამისა, ყოველ ახალ შვილზე კიდევ 3 000 ევროს დაამატებენ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს