პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გარბიან ქართველები საქართველოდან?
რატომ გარბიან ქართველები საქართველოდან?

დღეს და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს: ზოგი­ერთი მათ­გა­ნი სას­წავ­ლებ­ლად არის წა­სუ­ლი, ზოგი - სა­მუ­შა­ოდ. ბევ­რმა ოჯა­ხიც შექ­მნა და უცხო­ეთ­ში დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა. მა­ტე­რი­ა­ლურ­მა სი­დუ­ხ­ჭი­რემ და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის­კენ ლტოლ­ვამ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ემიგ­რან­ტე­ბად აქ­ცია და სამ­შობ­ლოს და­ა­შო­რა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბილ წარ­მო­მად­გენ­ლებს ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ და­ვუ­კავ­შირ­დით:

"ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის სიყ­ვა­რუ­ლია, რა­საც ჩემი ხალ­ხის­გან ვი­ღებ"

მურ­მან ჯი­ნო­რია, მსა­ხი­ო­ბი:

- სა­ერ­თოდ ვერ ვფიქ­რობ, რომ შე­იძ­ლე­ბა, სხვა ქვე­ყა­ნა­ში დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი. მე ქარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს და იმი­ტო­მაც ვცხოვ­რობ ამ ქვე­ყა­ნა­ში, ხოლო ვი­საც არ მოს­წონს, გარ­ბის. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, რა­ი­მეს შეც­ვლა რომ შე­იძ­ლე­ბო­დეს, მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს ავირ­ჩევ­დი, აქ ვი­ცხოვ­რებ­დი და მოვ­კვდე­ბო­დი - მთე­ლი მსოფ­ლიო შე­მოვ­ლი­ლი მაქვს, მაგ­რამ მა­ინც ასე ვფიქ­რობ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ის სიყ­ვა­რუ­ლი, რა­საც ჩემი ხალ­ხის­გან ვი­ღებ, ჩემ­თვის, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია.

"ერ­თა­დერ­თი, რაც გვაკ­ლია, ეს არის ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში!"

მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი, ას­ტრო­ლოგი:

- ის ხალ­ხი, ვი­საც გული უცხო­ე­თის­კენ მი­უ­წევს, ამ სა­კითხს მერ­კან­ტი­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით უდ­გე­ბა. მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რება არ მოს­წონთ, რად­გან აქ უმუ­შევ­რო­ბაა, გა­უ­ტან­ლო­ბაა და მხო­ლოდ 20 პრო­ცენ­ტი ფლობს ყვე­ლა­ფერს, მხო­ლოდ ეს მცი­რე ნა­წი­ლი ცხოვ­რობს და "გრი­ა­ლებს", და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ცხოვ­რე­ბას ებ­რძვი­ან - ეს არის მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც არ უნდა ქარ­თველს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რება. მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი თავი, ოჯა­ხი გა­და­არ­ჩი­ნონ და ძი­რი­თა­დად, სწო­რედ ამ მიზ­ნით მი­დი­ან უცხო­ეთ­ში. სა­ქარ­თვე­ლო არ არის ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი ქვე­ყა­ნა - მას არ­ნა­ხუ­ლი ენერ­გია აქვს. აქ რომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ინ­დო­ე­ლი იო­გე­ბი, გა­ო­ცე­ბუ­ლი რჩე­ბოდ­ნენ - თქვენ არ იცით, რამ­ხე­ლა ენერ­გე­ტი­კაა ამ მი­წა­ზეო. აქ თა­ვის დრო­ზე მორ­ბო­და ჰიტ­ლე­რი, რო­მელ­მაც იცო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არის დიდი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ცენ­ტრი. ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა, ცეკ­ვა, ქარ­თუ­ლი სუფ­რა ხომ ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლია! ერ­თა­დერ­თი, რაც გვაკ­ლია, ეს არის ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში! ამ­ბი­ცი­უ­რი ჯგუ­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იპყრობს ქვეყ­ნის მარ­თვის სა­და­ვე­ებს და მხო­ლოდ სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ფიქ­რობს. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ხალ­ხი აქე­დან გარ­ბის და სულ მალე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლი აღარ იქ­ნე­ბა. მე მათ უნდა ვკი­თხო: ვის უტო­ვებთ ამ მი­წას - თურ­ქებს, არა­ბებს თუ ირა­ნე­ლებს? აქ რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნო გერ­მა­ნე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თა­ვი­სი გუნ­დით, სა­ქარ­თვე­ლო აყ­ვავ­დე­ბა. ქარ­თვე­ლი კი, თა­ნამ­დე­ბო­ბას­თან არ უნდა მი­უშ­ვა, რად­გან ის სკამ­ზე თა­ვის სა­ხეს კარ­გავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა ძნე­ლია, მაგ­რამ უნდა გა­ვუძ­ლოთ და ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ცვა­ლოთ. გაქ­ცე­ვა ყვე­ლას შე­უძ­ლია, მაგ­რამ ეს სი­კე­თეს არ მოგ­ვი­ტანს. მე თუ მკი­თხავთ, უცხო­ეთ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­ვი­დო­დი, სა­ცხოვ­რებ­ლად კი - არა.

"გაქ­ცე­ვა პრობ­ლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რებს"

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე, ტელე­წამ­ყვა­ნი:

- თუ უმე­ტე­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­ვას მო­ინ­დო­მებს, მა­შინ აღა­რა­ვინ დარ­ჩე­ბა, ვინც ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე იზ­რუ­ნებს. ამი­ტომ, მე ისევ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბას ვი­სურ­ვებ­დი. ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს ყვე­ლას, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ სხვა­გან ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სია. თუმ­ცა, თუ ადა­მი­ანს სურ­ვი­ლი აქვს და რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა სურს, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ყვე­ლა ქვე­ყა­ნა იძ­ლე­ვა. გაქ­ცე­ვა პრობ­ლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რებს. კე­თი­ლი ვი­ნე­ბოთ, აქ ვის­წავ­ლოთ, ვიშ­რო­მოთ და აქ მო­ვუ­ა­როთ ჩვენს ოჯა­ხებს, ჩვენს ქვე­ყა­ნას. უცხო­ეთ­ში წას­ვლა არ ნიშ­ნავს, რომ იქ აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გი სამ­სა­ხუ­რი გექ­ნე­ბა და მა­შინ­ვე მი­ლი­ო­ნე­რი გახ­დე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­დან ბევ­რი მი­დის, მაგ­რამ რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, ბო­ლოს მა­ინც ყვე­ლა უკან ბრუნ­დე­ბა, რად­გან პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თვე­ლებს მა­ინც გვიყ­ვარს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დავითი
0

მთავარი მიზეზია არასტაბილურობა. დღეს რაღაცას წარმოადგენ და ხვალ ნოლზე ჯდები და ყველაფრის თავიდან დაწყება გიხდება. ამის უამრავი მაგალითი მაქვს ჩემს საახლობლოში. ადამიანის გამოცდილებას, პროფესიულ უნარ-ჩვევებს არანაირ ყურადღებას არ აქცევენ, პირიქით ნეპოტიზმით თანამდებობებზე დანიშნულ უვიცებს მცოდნე ადამიანები აღიზიანებენ, შტერები და მორჩილები ურჩევნიათ.

რატომ გარბიან ქართველები საქართველოდან?

რატომ გარბიან ქართველები საქართველოდან?

დღეს დასავლეთის ქვეყნებში ათასობით ქართველი ცხოვრობს: ზოგი­ერთი მათგანი სასწავლებლად არის წასული, ზოგი - სამუშაოდ. ბევრმა ოჯახიც შექმნა და უცხოეთში დარჩენა გადაწყვიტა. მატერიალურმა სიდუხჭირემ და უკეთესი ცხოვრებისკენ ლტოლვამ, ეს ადამიანები ემიგრანტებად აქცია და სამშობლოს დააშორა.

საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს ამ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით:

"ყველაზე მთავარი ის სიყვარულია, რასაც ჩემი ხალხისგან ვიღებ"

მურმან ჯინორია, მსახიობი:

- საერთოდ ვერ ვფიქრობ, რომ შეიძლება, სხვა ქვეყანაში დავბადებულიყავი. მე ქართული ყველაფერი მომწონს და იმიტომაც ვცხოვრობ ამ ქვეყანაში, ხოლო ვისაც არ მოსწონს, გარბის. მიუხედავად ყველაფრისა, რაიმეს შეცვლა რომ შეიძლებოდეს, მაინც საქართველოს ავირჩევდი, აქ ვიცხოვრებდი და მოვკვდებოდი - მთელი მსოფლიო შემოვლილი მაქვს, მაგრამ მაინც ასე ვფიქრობ. მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის სიყვარული, რასაც ჩემი ხალხისგან ვიღებ, ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ყველაზე მთავარია.

"ერთადერთი, რაც გვაკლია, ეს არის ჭკვიანი ხალხი ქვეყნის სათავეში!"

მიხეილ ცაგარელი, ასტრო­ლოგი:

- ის ხალხი, ვისაც გული უცხოეთისკენ მიუწევს, ამ საკითხს მერკანტილური თვალსაზრისით უდგება. მათ საქართველოში ცხოვ­რება არ მოსწონთ, რადგან აქ უმუშევრობაა, გაუტანლობაა და მხოლოდ 20 პროცენტი ფლობს ყველაფერს, მხოლოდ ეს მცირე ნაწილი ცხოვრობს და "გრიალებს", დანარჩენები კი ცხოვრებას ებრძვიან - ეს არის მიზეზი, რატომაც არ უნდა ქართველს საქართველოში ცხოვ­რება. მთავარია, საკუთარი თავი, ოჯახი გადაარჩინონ და ძირითადად, სწორედ ამ მიზნით მიდიან უცხოეთში. საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა - მას არნახული ენერგია აქვს. აქ რომ ჩამოდიოდნენ ინდოელი იოგები, გაოცებული რჩებოდნენ - თქვენ არ იცით, რამხელა ენერგეტიკაა ამ მიწაზეო. აქ თავის დროზე მორბოდა ჰიტლერი, რომელმაც იცოდა, რომ საქართველოში არის დიდი ენერგეტიკული ცენტრი. ქართული მუსიკა, ცეკვა, ქართული სუფრა ხომ ნამდვილი სასწაულია! ერთადერთი, რაც გვაკლია, ეს არის ჭკვიანი ხალხი ქვეყნის სათავეში! ამბიციური ჯგუფი ადამიანებისა წლების განმავლობაში იპყრობს ქვეყნის მართვის სადავეებს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. მათი დამსახურებაა, რომ ხალხი აქედან გარბის და სულ მალე, საქართველოში ქართველი აღარ იქნება. მე მათ უნდა ვკითხო: ვის უტოვებთ ამ მიწას - თურქებს, არაბებს თუ ირანელებს? აქ რომ ჩამოიყვანო გერმანელი პრემიერ-მინისტრი თავისი გუნდით, საქართველო აყვავდება. ქართველი კი, თანამდებობასთან არ უნდა მიუშვა, რადგან ის სკამზე თავის სახეს კარგავს. საქართველოში ცხოვრება ძნელია, მაგრამ უნდა გავუძლოთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალოთ. გაქცევა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს სიკეთეს არ მოგვიტანს. მე თუ მკითხავთ, უცხოეთში სამოგზაუროდ წავიდოდი, საცხოვ­რებლად კი - არა.

"გაქცევა პრობლემას ვერ მოაგვარებს"

ნანიკო ხაზარაძე, ტელე­წამყვანი:

- თუ უმეტესობა საქართველოდან გაქცევას მოინდომებს, მაშინ აღარავინ დარჩება, ვინც ამ ქვეყნის მომავალზე იზრუნებს. ამიტომ, მე ისევ ჩემს ქვეყანაში ცხოვრებას ვისურვებდი. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ სხვაგან ცხოვრება უკეთესია. თუმცა, თუ ადამიანს სურვილი აქვს და რაღაცის გაკეთება სურს, ამის საშუალებას ყველა ქვეყანა იძლევა. გაქცევა პრობლემას ვერ მოაგვარებს. კეთილი ვინებოთ, აქ ვისწავლოთ, ვიშრომოთ და აქ მოვუაროთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას. უცხოეთში წასვლა არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად კარგი სამსახური გექნება და მაშინვე მილიონერი გახდები. საქართველოდან ბევრი მიდის, მაგრამ რომ ვაკვირდები, ბოლოს მაინც ყველა უკან ბრუნდება, რადგან პრობლემების მიუხედავად, ქართველებს მაინც გვიყვარს ჩვენი სამშობლო... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

"მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"არ მინდა ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო დედა, მამა და გია... მაპატიეთ, გადაიტანთ როგორმე" - თამარ ბაჩალიაშვილის 5 ემოციური ვიდეოჩანაწერის ამონარიდები