საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის არის მამების დღე და რა იქნებოდა მათთვის იდეალური საჩუქარი
როდის არის მამების დღე და რა იქნებოდა მათთვის იდეალური საჩუქარი

დედა თუ მამა? - ბავ­შვი სა­უ­ბარს ამ ორი­დან ერთ-ერთი სი­ტყვით იწყებს. მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის დიდი ემო­ცი­ით ელი­ან მათი პა­ტა­რას პირ­ველ სი­ტყვას, პირ­ველ ნა­ბიჯს, პირ­ველ კბილს, პირ­ველ დღეს ბაღ­ში, სკო­ლა­ში და ასე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა...

მშობ­ლე­ბი მუდ­მი­ვად ბავ­შვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და წინსვლა­ზე ზრუ­ნა­ვენ და ყვე­ლა­ფერს ამ მი­ზანს სწი­რა­ვენ. ამი­ტო­მაც არ­სე­ბობს დე­დის დღე, რო­მე­ლიც ყვე­ლამ იცის და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ დე­დას გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ჩუ­ქარს უმ­ზა­დებს და, ასე­ვე, არ­სე­ბობს მა­მის დღე, რო­მე­ლიც თით­ქმის არა­ვინ იცის და არც არა­ვინ ჩუქ­ნის მა­მას სა­ჩუ­ქარს.

დღეს, რო­დე­საც თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­კენ ის­წრაფ­ვის და ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ფუნ­ქცი­ე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბას ითხოვს, სწო­რი არაა, რომ მას­შტა­ბუ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა დე­დის დღე და ფაქ­ტობ­რი­ვად, არ აღი­ნიშ­ნე­ბა მა­მის დღე.

ამ სა­კი­თხზე "ჰოთ­სე­ილ­მა" ჩა­ა­ტა­რა გა­მო­კი­თხვა, რომ­ლის პა­სუ­ხებ­მაც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რა­თი და­ხა­ტა. გა­მო­კი­თხულ­თა 99 პრო­ცენ­ტმა იცის, რო­დის არის დე­დის დღე. 97 პრო­ცენტს კი მი­უ­ღია ან უჩუ­ქე­ბია სა­ჩუ­ქა­რი დე­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სი­ტუ­ა­ცია მა­მის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. 78 პრო­ცენ­ტმა არ იცის, თუ რო­დის არის მა­მის დღე. 84 პრო­ცენტს კი არას­დროს მი­უ­ღია ან უჩუ­ქე­ბია სა­ჩუ­ქა­რი მა­მის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სი­ტუ­ა­ცია აშ­კა­რად უსა­მარ­თლოა. დღეს, როცა ორი­ვე მშო­ბე­ლი თა­ნაბ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ბავ­შვის აღ­ზრდა­ში, მა­მებ­საც სჭირ­დე­ბათ ერთი დღე, როცა მი­ლოც­ვებს მი­ი­ღე­ბენ და მიხ­ვდე­ბი­ან, რომ შვი­ლე­ბი მა­თაც აფა­სე­ბენ.

სწო­რედ ამი­ტომ "ჰოთ­სე­ილ­მა" და­ი­წყო კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მიზ­ნად მა­მის დღის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს. #მა­მებ­ზეცზ­რუ­ნა­ვენ - სწო­რედ ასე ჟღერს კამ­პა­ნი­ის სლო­გა­ნი და ის ყვე­ლას მო­უ­წო­დებს მა­მებ­საც ვუ­თხრათ, რო­გორ გვიყ­ვარს, რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, გა­ვუ­კე­თოთ სი­ურპრი­ზე­ბი, მცი­რე­დი სა­ჩუ­ქა­რი, რაც მათ გულს გა­ა­ხა­რებს და უბ­რა­ლოდ, ვიზ­რუ­ნოთ მა­მებ­ზე.

მა­მის დღე მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა მა­მე­ბის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად. ბევ­რგან ის ივ­ნი­სის მე­სა­მე კვი­რა დღეს აღი­ნიშ­ნე­ბა. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში წმინ­და იო­სე­ბის ხსე­ნე­ბის დღეს ემ­თხვე­ვა. დღე­სას­წა­უ­ლი პირ­ვე­ლად აღი­ნიშ­ნა აშშ-ში 1910 წლის 19 ივ­ნისს, ვა­შინგტო­ნის შტა­ტის პა­ტა­რა ქა­ლაქ სპო­კან­ში. მისი ინ­ცი­ა­ტო­რი იყო სო­ნო­რა სმარტ დოდი არ­კან­ზა­სის შტა­ტი­დან. მან დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ძღვნა სა­კუ­თარ მა­მას — უი­ლი­ამ სმარტს, რომ­ლის მე­უღ­ლეც მე­ექ­ვსე ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა და მან ექ­ვსი შვი­ლი მარ­ტომ გა­ზარ­და.

აშშ-ში ეს დღე ეროვ­ნულ დღე­სას­წა­უ­ლად გა­მო­ცხად­და 1966 წელს, პრე­ზი­დენტ ლინ­დონ ჯონ­სო­ნის მიერ. ტრა­დი­ცი­უ­ლად ამ დღეს ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პა­ტივს მი­ა­გე­ბენ მარ­ტო­ხე­ლა მა­მებს.

მა­მე­ბის დღე პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წლის 19 ივ­ნისს აღი­ნიშ­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Campus Lions Club Tbilisi-ისა და სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის შექ­მნი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Happy Father's Day in Georgia-ს მიერ.

რუბრიკის სხვა სიახლეები

როდის არის მამების დღე და რა იქნებოდა მათთვის იდეალური საჩუქარი

როდის არის მამების დღე და რა იქნებოდა მათთვის იდეალური საჩუქარი

დედა თუ მამა? - ბავშვი საუბარს ამ ორიდან ერთ-ერთი სიტყვით იწყებს. მშობლები ყოველთვის დიდი ემოციით ელიან მათი პატარას პირველ სიტყვას, პირველ ნაბიჯს, პირველ კბილს, პირველ დღეს ბაღში, სკოლაში და ასე მთელი ცხოვრება...

მშობლები მუდმივად ბავშვების კეთილდღეობასა და წინსვლაზე ზრუნავენ და ყველაფერს ამ მიზანს სწირავენ. ამიტომაც არსებობს დედის დღე, რომელიც ყველამ იცის და ყველა ადამიანი საკუთარ დედას განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს და, ასევე, არსებობს მამის დღე, რომელიც თითქმის არავინ იცის და არც არავინ ჩუქნის მამას საჩუქარს.

დღეს, როდესაც თანამედროვე სამყარო გენდერული თანასწორობისკენ ისწრაფვის და ქალისა და მამაკაცის ფუნქციების გათანაბრებას ითხოვს, სწორი არაა, რომ მასშტაბურად აღინიშნება დედის დღე და ფაქტობრივად, არ აღინიშნება მამის დღე.

ამ საკითხზე ”ჰოთსეილმა” ჩაატარა გამოკითხვა, რომლის პასუხებმაც საკმაოდ საინტერესო სურათი დახატა. გამოკითხულთა 99 პროცენტმა იცის, როდის არის დედის დღე. 97 პროცენტს კი მიუღია ან უჩუქებია საჩუქარი დედის დღესთან დაკავშირებით. რადიკალურად განსხვავებულია სიტუაცია მამის დღესთან დაკავშირებით. 78 პროცენტმა არ იცის, თუ როდის არის მამის დღე. 84 პროცენტს კი არასდროს მიუღია ან უჩუქებია საჩუქარი მამის დღესთან დაკავშირებით.

სიტუაცია აშკარად უსამართლოა. დღეს, როცა ორივე მშობელი თანაბრად მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში, მამებსაც სჭირდებათ ერთი დღე, როცა მილოცვებს მიიღებენ და მიხვდებიან, რომ შვილები მათაც აფასებენ.

სწორედ ამიტომ ”ჰოთსეილმა” დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად მამის დღის პოპულარიზაციას ისახავს. #მამებზეცზრუნავენ - სწორედ ასე ჟღერს კამპანიის სლოგანი და ის ყველას მოუწოდებს მამებსაც ვუთხრათ, როგორ გვიყვარს, როგორი მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩვენს ცხოვრებაში, გავუკეთოთ სიურპრიზები, მცირედი საჩუქარი, რაც მათ გულს გაახარებს და უბრალოდ, ვიზრუნოთ მამებზე.

მამის დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება მამებისთვის პატივის მისაგებად. ბევრგან ის ივნისის მესამე კვირა დღეს აღინიშნება. ზოგიერთ ქვეყანაში წმინდა იოსების ხსენების დღეს ემთხვევა. დღესასწაული პირველად აღინიშნა აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში. მისი ინციატორი იყო სონორა სმარტ დოდი არკანზასის შტატიდან. მან დღესასწაული მიუძღვნა საკუთარ მამას — უილიამ სმარტს, რომლის მეუღლეც მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ გარდაიცვალა და მან ექვსი შვილი მარტომ გაზარდა.

აშშ-ში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა 1966 წელს, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ. ტრადიციულად ამ დღეს ამერიკის მოქალაქეები პატივს მიაგებენ მარტოხელა მამებს.

მამების დღე პირველად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-ისა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაციის Happy Father's Day in Georgia-ს მიერ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი