სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში რადიოს პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება
 მსოფლიოში რადიოს პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ ადა­მი­ა­ნებს გზა გა­უხ­სნა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სად­მი.

ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ბებ­ზე წვდო­მის­თვის მომ­ხმა­რე­ბელს დიდი არ­ჩე­ვა­ნი აქვს - გა­ზე­თი, ტე­ლე­ვი­ზია, რა­დიო, ინ­ტერ­ნე­ტი, სმარ­ტფო­ნე­ბი.

ინ­ტერ­ნე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რა­დიო კვლავ რჩე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­დია ინ­სტრუ­მენ­ტად 21-ე სა­უ­კუ­ნის მსოფ­ლი­ო­ში. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, რა­დიო ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არის მსმე­ნელ­თან, რო­მე­ლიც ერთი-ერ­თზე რჩე­ბა მას­თან. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­დი­ოს აქ­ტი­უ­რი მსმე­ნე­ლე­ბი არი­ან, ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ რა­დიო მათ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და მუ­სი­კის წყა­როს­თან ერ­თად, მე­გო­ბა­რია, რო­მელ­საც შე­გიძ­ლია ენდო.

დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 47 ათა­სი რა­დიო სად­გუ­რია. გლო­ბა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის სულ მცი­რე 75%-ს აქვს წვდო­მა რა­დი­ოს­თან. ამა­ვე ან­გა­რი­შით, მსმე­ნე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს სა­ინ­ფორ­მა­ციო რა­დი­ო­ებს და აცხა­დებს, რომ უფრო მე­ტად ენ­დო­ბა რა­დი­ო­ში მოს­მე­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ვიდ­რე სხვა­გან მოს­მე­ნილს.

სპე­ცი­ა­ლის­ტთა გან­ცხა­დე­ბით, სა­ინ­ფორ­მა­ციო რა­დი­ოს მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლად და მოკ­ლედ მი­წო­დე­ბაა. გარ­და ამი­სა, სა­ინ­ფორ­მა­ციო რა­დი­ოს მეშ­ვე­ო­ბით მსმე­ნე­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ფაქ­ტობ­რი­ვად მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლი ეც­ნო­ბა მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ებს, ვიდ­რე ის სხვა მე­დი­ა­არ­ხებ­ში მოხ­ვდე­ბა.

"სტა­ტის­ტას" 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის 28 ქვე­ყა­ნა­ში რა­დი­ოს ყო­ველ­დღი­უ­რად უს­მენს მო­სახ­ლე­ო­ბის 47%. ამა­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით, გერ­მა­ნი­ა­სა და ირ­ლან­დი­ა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 65% ყო­ველ­დღი­უ­რად უს­მენს რა­დი­ოს. გერ­მა­ნი­ას მოს­დევს სლო­ვე­ნია 62%-ით. პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში კი ასე­ვე არი­ან ეს­ტო­ნე­თი, ლუქ­სემ­ბურ­გი და ავ­სტრია.

Pew Research Center-ის 2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის 93% AM/FM რა­დი­ოს უს­მენს, 85% - ტე­ლე­ვი­ზი­ის მა­ყუ­რე­ბე­ლია, 74% - სმარ­ტფო­ნე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლია. ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად რა­დი­ოს უს­მენს 66 მი­ლი­ო­ნი მი­ლე­ნი­ა­ლი (1980-1996 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი), რომ­ლე­ბიც ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად 12 სა­ათს ატა­რე­ბენ რა­დი­ოს მოს­მე­ნა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა X თა­ო­ბას (1965-1979 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი), ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად 58 მი­ლი­ო­ნი უს­მენს რა­დი­ოს. ამ თა­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 75% და­საქ­მე­ბუ­ლია და კვი­რა­ში 13,5 სა­ათ­ზე მეტს უთ­მობს რა­დი­ოს მოს­მე­ნას.

კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ორი­ვე თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, დრო­ის დიდ ნა­წილს სა­ინ­ფორ­მა­ციო რა­დი­ოს მოს­მე­ნა­ში ატა­რე­ბენ. მათი თქმით, რა­დიო სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

Nielsen-ის 2015 წლის კვლე­ვის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის მას­შტა­ბით 243 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კე­ლი, მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 91% უს­მენს რა­დი­ოს ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად. გარ­და ამი­სა, მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 80% რა­დი­ოს ყო­ველ­დღე უს­მენს და მათ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო რა­დიო ინ­ფორ­მა­ცი­ის

მი­ღე­ბის მთა­ვა­რი წყა­როა. ამა­ვე კვლე­ვით, უფრო მეტი ამე­რი­კე­ლი უს­მენს რა­დი­ოს, ვიდ­რე იყე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელს. გარ­და ამი­სა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლე­ბის 75% უს­მენს სა­ინ­ფორ­მა­ციო რა­დი­ოს მგზავ­რო­ბი­სას, მძღო­ლე­ბის 64% კი ავ­ტო­მო­ბილ­ში სა­კუ­თარ პლე­ი­ლისტს ამ­ჯო­ბი­ნებს.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რა­დიო მე­ტად ოპე­რა­ტი­უ­ლია, ვიდ­რე პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი და რა­დი­ო­ში რეკ­ლა­მა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ღირს, ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ეს არხი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნებს რეკ­ლა­მის­დამ­კვე­თებს შო­რი­საც. ეს უკა­ნას­კნე­ლე­ბი აფა­სე­ბენ რა­დი­ოს, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ნაკ­ლებ ფა­სად მო­იც­ვან ზუს­ტი აუ­დი­ტო­რია. რა­დი­ო­ში რეკ­ლა­მა ასე­ვე პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს შო­რის.

სპე­ცი­ა­ლის­ტთა გან­ცხა­დე­ბით, ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ რა­დი­ოს აუ­დი­ტო­რია ტე­ლე­ვი­ზი­ის აუ­დი­ტო­რი­ას გარ­კვე­ულ სა­ა­თებ­ში აჭარ­ბებს. დად­გე­ნი­ლია, რომ რა­დი­ოს აქ­ტი­უ­რად სმე­ნის პიკი 9-დან 16 სა­ა­თამ­დეა, ტე­ლე­ვი­ზი­ის კი 20-დან 23 სა­ა­თამ­დე. გარ­და ამი­სა, სპე­ცი­ა­ლის­ტთა თქმით, რა­დი­ოს მო­ბი­ლუ­რო­ბა მისი მთა­ვა­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლია.

რა­დიო პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­შიც და თით­ქმის ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ას მო­ი­ცავს, და­წყე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო რა­დი­ო­ე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი გა­სარ­თობ-შე­მეც­ნე­ბი­თი და სპორ­ტუ­ლი რა­დი­ო­თი.

სპე­ცი­ა­ლის­ტთა პროგ­ნო­ზით, მომ­დევ­ნო წლებ­ში რა­დი­ოს პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა რო­გორც მომ­ხმა­რე­ბელ­თა თვალ­საზ­რით, ასე­ვე რეკ­ლა­მის­დამ­კვეთ­თა კუ­თხით.

რა­დი­ოს­თან ერ­თად, სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მთა­ვარ წყა­როდ რჩე­ბა ინ­ტერ­ნე­ტი, რომ­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­ცხვი მსოფ­ლი­ო­ში სულ უფრო იზ­რდე­ბა. სულ რა­ღაც 25 წლის წინ ინ­ტერ­ნე­ტი ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და, დღეს კი ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ინ­ტერ­ნე­ტი ნელ-ნელა გავ­რცელ­და ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტში - კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ში, გა­ნათ­ლე­ბა­ში, ახალ ამ­ბებ­ში, გარ­თო­ბა­ში, ბიზ­ნეს­ში, მმარ­თვე­ლო­ბა­ში და სხვა.

მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, 1995 წლის­თვის ინ­ტერ­ნე­ტის მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა, მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის 0.4%-ს შე­ად­გენ­და, 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მათი რა­ო­დე­ნო­ბა დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის 47%-ს აღ­წევს.

წყა­რო: bpn.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მსოფლიოში რადიოს პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება

 მსოფლიოში რადიოს პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება

ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანებს გზა გაუხსნა მრავალფეროვანი ინფორმაციისადმი.

ადგილობრივ და საერთაშორისო ამბებზე წვდომისთვის მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს - გაზეთი, ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, სმარტფონები.

ინტერნეტის განვითარების მიუხედავად, რადიო კვლავ რჩება მნიშვნელოვან მედია ინსტრუმენტად 21-ე საუკუნის მსოფლიოში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადიო ყველაზე ახლოს არის მსმენელთან, რომელიც ერთი-ერთზე რჩება მასთან. ადამიანები, რომლებიც რადიოს აქტიური მსმენელები არიან, ამტკიცებენ, რომ რადიო მათთვის ინფორმაციისა და მუსიკის წყაროსთან ერთად, მეგობარია, რომელსაც შეგიძლია ენდო.

დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 47 ათასი რადიო სადგურია. გლობალური მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის სულ მცირე 75%-ს აქვს წვდომა რადიოსთან. ამავე ანგარიშით, მსმენელი უპირატესობას ანიჭებს საინფორმაციო რადიოებს და აცხადებს, რომ უფრო მეტად ენდობა რადიოში მოსმენილ ინფორმაციას, ვიდრე სხვაგან მოსმენილს.

სპეციალისტთა განცხადებით, საინფორმაციო რადიოს მთავარი უპირატესობა მოსახლეობისთვის ინფორმაციის ოპერატიულად და მოკლედ მიწოდებაა. გარდა ამისა, საინფორმაციო რადიოს მეშვეობით მსმენელი ინფორმირებულია ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში და ხშირ შემთხვევაში, პირველი ეცნობა მიმდინარე სიახლეებს, ვიდრე ის სხვა მედიაარხებში მოხვდება.

„სტატისტას“ 2016 წლის მონაცემებით, ევროკავშირის 28 ქვეყანაში რადიოს ყოველდღიურად უსმენს მოსახლეობის 47%. ამავე მონაცემებით, გერმანიასა და ირლანდიაში მოსახლეობის 65% ყოველდღიურად უსმენს რადიოს. გერმანიას მოსდევს სლოვენია 62%-ით. პირველ ხუთეულში კი ასევე არიან ესტონეთი, ლუქსემბურგი და ავსტრია.

Pew Research Center-ის 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 93% AM/FM რადიოს უსმენს, 85% - ტელევიზიის მაყურებელია, 74% - სმარტფონების მომხმარებელია. ყოველკვირეულად რადიოს უსმენს 66 მილიონი მილენიალი (1980-1996 წლებში დაბადებულები), რომლებიც ყოველკვირეულად 12 საათს ატარებენ რადიოს მოსმენაში.

რაც შეეხება X თაობას (1965-1979 წლებში დაბადებულები), ყოველკვირეულად 58 მილიონი უსმენს რადიოს. ამ თაობის დაახლოებით 75% დასაქმებულია და კვირაში 13,5 საათზე მეტს უთმობს რადიოს მოსმენას.

კვლევაში მონაწილე ორივე თაობის წარმომადგენელთა თქმით, დროის დიდ ნაწილს საინფორმაციო რადიოს მოსმენაში ატარებენ. მათი თქმით, რადიო საშუალებას აძლევს იყვნენ ინფორმირებული ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში.

Nielsen-ის 2015 წლის კვლევის თანახმად, ამერიკის მასშტაბით 243 მილიონი ამერიკელი, მთლიანი მოსახლეობის 91% უსმენს რადიოს ყოველკვირეულად. გარდა ამისა, მთლიანი მოსახლეობის 80% რადიოს ყოველდღე უსმენს და მათთვის საინფორმაციო რადიო ინფორმაციის

მიღების მთავარი წყაროა. ამავე კვლევით, უფრო მეტი ამერიკელი უსმენს რადიოს, ვიდრე იყენებს სოციალურ ქსელს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ავტომობილების მძღოლების 75% უსმენს საინფორმაციო რადიოს მგზავრობისას, მძღოლების 64% კი ავტომობილში საკუთარ პლეილისტს ამჯობინებს.

იმის გათვალისწინებით, რომ რადიო მეტად ოპერატიულია, ვიდრე პერიოდული გამოცემები და რადიოში რეკლამა შედარებით ნაკლები ღირს, ვიდრე ტელევიზიაში, ეს არხი მიმზიდველობას ინარჩუნებს რეკლამისდამკვეთებს შორისაც. ეს უკანასკნელები აფასებენ რადიოს, როგორც შესაძლებლობას, ნაკლებ ფასად მოიცვან ზუსტი აუდიტორია. რადიოში რეკლამა ასევე პოპულარობით სარგებლობს მცირე და საშუალო ბიზნესს შორის.

სპეციალისტთა განცხადებით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ რადიოს აუდიტორია ტელევიზიის აუდიტორიას გარკვეულ საათებში აჭარბებს. დადგენილია, რომ რადიოს აქტიურად სმენის პიკი 9-დან 16 საათამდეა, ტელევიზიის კი 20-დან 23 საათამდე. გარდა ამისა, სპეციალისტთა თქმით, რადიოს მობილურობა მისი მთავარი განმასხვავებელია.

რადიო პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც და თითქმის ყველა კატეგორიას მოიცავს, დაწყებული საინფორმაციო რადიოებით, დამთავრებული გასართობ-შემეცნებითი და სპორტული რადიოთი.

სპეციალისტთა პროგნოზით, მომდევნო წლებში რადიოს პოპულარულობა მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო გაიზრდება როგორც მომხმარებელთა თვალსაზრით, ასევე რეკლამისდამკვეთთა კუთხით.

რადიოსთან ერთად, სხვადასხვა ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ რჩება ინტერნეტი, რომლის მომხმარებელთა რიცხვი მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. სულ რაღაც 25 წლის წინ ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა, დღეს კი ინტერნეტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ინტერნეტი ნელ-ნელა გავრცელდა ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში - კომუნიკაციაში, მომსახურებებში, განათლებაში, ახალ ამბებში, გართობაში, ბიზნესში, მმართველობაში და სხვა.

მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებით, 1995 წლისთვის ინტერნეტის მომხმარებელთა საერთო რაოდენობა, მსოფლიოს მოსახლეობის 0.4%-ს შეადგენდა, 2016 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის 47%-ს აღწევს.

წყარო: bpn.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი