პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურინში, ტერაქტის შესახებ ცრუ განგაშის გამო დაწყებულ ჭყლეტაში ქართველებიც მოყვნენ
ტურინში, ტერაქტის შესახებ ცრუ განგაშის გამო დაწყებულ ჭყლეტაში ქართველებიც მოყვნენ

ტუ­რინ­ში, ტე­რაქ­ტის შე­სა­ხებ ცრუ გან­გა­შის გამო და­წყე­ბულ ჭყლე­ტა­ში ქარ­თვე­ლე­ბიც მოყ­ვნენ. ინ­ცი­დენ­ტის დროს ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე მი­ხე­ილ ჭკუ­ა­სე­ლი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" პოს­ტებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

"მე­გო­ნა ვი­ცო­დი, მე­გო­ნა გან­ვიც­დი­დი სხვე­ბის ტკი­ვილს, არა!!! ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მივ­ხვდი რა არის ტე­რო­რი, პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი რას ნიშ­ნავს სიკ­ვდი­ლის შიში და პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი უკი­დუ­რე­სი უმ­წე­ო­ბა, უფრო გა­უ­საძ­ლი­სი, ვიდ­რე ათი­ა­თა­სო­ბით გაქ­ცე­ულ­თან ერ­თად გაქ­ცე­ვა, არ არ­სე­ბობს", - წერს ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი.

მი­ხე­ილ ჭკუ­ა­სე­ლი კი აღ­ნიშ­ნავს, რომ პა­ნი­კა სა­თა­მა­შო პე­ტარ­დის გამო ატყდა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ხა­ტი­ა­ზე და ჩემ­ზე არ იდარ­დოთ. კი­დევ ერთი ფი­ნა­ლი წა­ვა­გეთ, ნუ მე­ო­რე ტა­იმს სა­დამ­დეც ვუ­ყუ­რეთ იქამ­დე. მერე სა­თა­მა­შო პე­ტარ­დის გამო პა­ნი­კა ატყდა, ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა ეგო­ნა ხალ­ხს და აი­რია მო­ნას­ტე­რი. მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ბევ­რს აქვს, უფრო სე­რი­ო­ზულ­ზე ჯერ არა­ფე­რი ვიცი. ჩვენ კარ­გად ვართ, ნუ რამ­დე­ნა­დაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ნერ­ვი­უ­ლო­ბის, სირ­ბი­ლის და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ. ია­პო­ნურ­მა რეს­ტო­რან­მა შეგ­ვი­ფა­რა 15 კაცი. დიდი თვა­ლე­ბი ქო­ნია შიშს. ფეხ­ბურ­თის ხა­სი­ათს რომ წა­გარ­თმევს ისე­თი",- წერს მი­ხე­ილ ჭკუ­ა­სე­ლი.

ტუ­რინ­ში, სან-კარ­ლოს მო­ე­დან­ზე მომ­ხდა­რი ჭყლე­ტის გამო 1000-მდე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ინ­ცი­დენ­ტი მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ფან-ზო­ნა­ში, კარ­დიფ­ში მიმ­დი­ნა­რე ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლურ მატჩში, "იუ­ვენ­ტუ­სი" - "მად­რი­დის რე­ა­ლის" და­პი­რის­პი­რე­ბას დიდ ეკ­რან­ზე უყუ­რებ­დნენ.

ად­გილ­ზე ტუ­რი­ნის "იუ­ვენ­ტუ­სის" და­ახ­ლო­ე­ბით 30 ათა­სამ­დე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო შეკ­რე­ბი­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სან-კარ­ლოს მო­ე­დან­ზე პი­რო­ტექ­ნი­კა აფეთ­ქდა. ად­გილ­ზე გავ­რცელ­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია ტე­რაქ­ტის შე­სა­ხებ, რა­მაც შეკ­რე­ბი­ლებ­ში პა­ნი­კა და შემ­დეგ ჭყლე­ტა გა­მო­იწ­ვია. და­შა­ვე­ბულ­თა­გან 7 მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, აქე­დან ერთი 7 წლის ბი­ჭია.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტურინში, ტერაქტის შესახებ ცრუ განგაშის გამო დაწყებულ ჭყლეტაში ქართველებიც მოყვნენ

ტურინში, ტერაქტის შესახებ ცრუ განგაშის გამო დაწყებულ ჭყლეტაში ქართველებიც მოყვნენ

ტურინში, ტერაქტის შესახებ ცრუ განგაშის გამო დაწყებულ ჭყლეტაში ქართველებიც მოყვნენ. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი და მისი მეუღლე მიხეილ ჭკუასელი, რომლებიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პოსტებს აქვეყნებენ.

"მეგონა ვიცოდი, მეგონა განვიცდიდი სხვების ტკივილს, არა!!! ჩემ ცხოვრებაში პირველად მივხვდი რა არის ტერორი, პირველად ვიგრძენი რას ნიშნავს სიკვდილის შიში და პირველად ვიგრძენი უკიდურესი უმწეობა, უფრო გაუსაძლისი, ვიდრე ათიათასობით გაქცეულთან ერთად გაქცევა, არ არსებობს", - წერს ხატია მოისწრაფიშვილი.

მიხეილ ჭკუასელი კი აღნიშნავს, რომ პანიკა სათამაშო პეტარდის გამო ატყდა.

იხილეთ ვიდეო

"ხატიაზე და ჩემზე არ იდარდოთ. კიდევ ერთი ფინალი წავაგეთ, ნუ მეორე ტაიმს სადამდეც ვუყურეთ იქამდე. მერე სათამაშო პეტარდის გამო პანიკა ატყდა, ტერორისტული თავდასხმა ეგონა ხალხს და აირია მონასტერი. მსუბუქი დაზიანებები ბევრს აქვს, უფრო სერიოზულზე ჯერ არაფერი ვიცი. ჩვენ კარგად ვართ, ნუ რამდენადაც შეიძლება დიდი ნერვიულობის, სირბილის და წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ. იაპონურმა რესტორანმა შეგვიფარა 15 კაცი. დიდი თვალები ქონია შიშს. ფეხბურთის ხასიათს რომ წაგართმევს ისეთი",- წერს მიხეილ ჭკუასელი.

ტურინში, სან-კარლოს მოედანზე მომხდარი ჭყლეტის გამო 1000-მდე ადამიანი დაშავდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გულშემატკივრები ფან-ზონაში, კარდიფში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, "იუვენტუსი" - "მადრიდის რეალის" დაპირისპირებას დიდ ეკრანზე უყურებდნენ.

ადგილზე ტურინის "იუვენტუსის" დაახლოებით 30 ათასამდე გულშემატკივარი იყო შეკრებილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სან-კარლოს მოედანზე პიროტექნიკა აფეთქდა. ადგილზე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია ტერაქტის შესახებ, რამაც შეკრებილებში პანიკა და შემდეგ ჭყლეტა გამოიწვია. დაშავებულთაგან 7 მძიმე მდგომარეობაშია, აქედან ერთი 7 წლის ბიჭია.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი