სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მსახიობი, რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს
ქართველი მსახიობი, რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს

გრი­გოლ (გრი­შა) კოს­ტა­ვა ქუ­თა­ი­სის გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, მერე იყო ჭი­ა­თუ­რის თე­ატ­რში, ბო­ლოს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­და. შე­თავ­სე­ბით, თბი­ლი­სის თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, სა­დაც ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რი და­ა­არ­სა. ასე­ვე, ნა­ძა­ლა­დე­ვის სა­მოყ­ვა­რუ­ლო თე­ატ­რში დგამ­და სპექ­ტაკ­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის, გრი­გოლ კოს­ტა­ვას რთუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის გზა 1979 წელს, 72 წლის ასაკ­ში დას­რულ­და.

სა­მა­მუ­ლო ომის დროს არა­ლე­გა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ხსნის კო­მი­ტე­ტი" შე­იქ­მნა, რომ­ლის წევ­რებ­საც სჯე­რო­დათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ ომის შე­დე­გად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მო­ი­პო­ვებ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევრ გრი­გოლ კოს­ტა­ვას ან­ტი­საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის­თვის დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს და ციმ­ბირ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. მოს­კოვ­ში პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა ბედს ვინ­მე ულ­რი­ხი წყვეტ­და. მას­თან ვი­ზიტს ექ­ვსი თვე ელო­და იმ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე. კოს­ტა­ვას დახ­ვრე­ტა 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბით შე­უც­ვა­ლეს. გა­და­სახ­ლე­ბი­დან 1955 წელს დაბ­რუნ­და და ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

- მა­მის შეს­რუ­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მე­ლი როლი გახ­სოვთ? - ამ შე­კი­თხვით მსა­ხი­ო­ბის ვაჟს, ფი­ზი­კოს დათო კოს­ტა­ვას მივ­მარ­თე.

- თე­ატ­რში პრე­მი­ე­რებ­ზე ხში­რად დავ­დი­ო­დი. მამა სცე­ნა­ზე "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ში" მახ­სოვს, იმის მერე თით­ქმის არც უთა­მა­შია, ხში­რად ავად­მყო­ფობ­და. ცხა­დად დამ­რჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ფილ­მი "ნინო" და სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა მქონ­და ერთი ეპი­ზო­დის გამო, როცა მა­მას სილა გა­აწ­ნეს. სკო­ლა­ში დამ­ცი­ნოდ­ნენ, - მა­მა­შე­ნი სახ­ლში რომ მო­ვი­და, ხუთი თითი ეტყო­ბო­დაო? არც ისე ბევ­რი ფილ­მია მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ათამ­დე იქ­ნე­ბა. ბოლო სუ­რა­თი "ეს­კუ­ლა­პეს მო­წა­ფე" იყო. ად­რეც და ახ­ლაც, ძა­ლი­ან მომ­წონს მისი როლი ფილმში "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი". იმ დრო­ი­სათ­ვის მღვდლის წარ­მო­უდ­გენ­ლად ადა­მი­ა­ნუ­რი და არაგ­რო­ტეს­კუ­ლი სა­ხეა. მიკ­ვირს, ეგ ეპი­ზო­დი რო­გორ გა­უშ­ვეს? რეზო ჩხე­ი­ძე ფილ­მებ­ში იმი­ტომ იწ­ვევ­და, რომ რე­ზოს მამა, მწე­რა­ლი და­ვით ჩხე­ი­ძე (იგი­ვე დია ჩი­ა­ნე­ლი, რო­მე­ლიც დახ­ვრი­ტეს) და მამა მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მა­მას შე­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და. რე­ჟი­სო­რი ლეო ესა­კია მას ყვე­ლა თა­ვის ფილმში იღებ­და მხო­ლოდ იმის გამო, რომ ანა­ზღა­უ­რე­ბა ჰქო­ნო­და. მა­გა­ლი­თად, ფილმში "ბაში აჩუ­კი" მა­მამ პა­ტა­რა როლი ითა­მა­შა, მაგ­რამ რო­გორც მთა­ვა­რი როლი, ისე გა­ა­ფორ­მა, რათა დიდი ჰო­ნო­რა­რი აეღო. ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და გრი­შა კოს­ტა­ვას მი­მართ. არ შე­მიძ­ლია გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე არ ვახ­სე­ნო, რო­მელ­მაც პი­რა­დი გამ­ბე­და­ო­ბის ხარ­ჯზე მი­ი­ღო ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რში - იმ დროს, როცა ხუთი წლით აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და დიდ ქა­ლა­ქებ­ში ცხოვ­რე­ბა და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მათ შო­რის, თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა.

- მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მისი ახლო მე­გობ­რე­ბი ვინ იყ­ვნენ?

- აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნი, ალე ომი­ა­ძე... ახალ­გაზ­რდა მე­გობ­რე­ბიც ჰყავ­და, ასა­კით მას­ზე ბევ­რად უმ­ცრო­სი თენ­გიზ არჩვა­ძე და მალ­ხაზ ბე­ბუ­რიშ­ვი­ლი. ოჯახ­შიც მო­დი­ოდ­ნენ სტუმ­რად. სა­ნამ მა­მას ენერ­გია და ძალა ჰქონ­და, სმაც უყ­ვარ­და, ქე­ი­ფიც და ზო­მი­ე­რად ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ სი­ცო­ცხლის ბოლო 7-8 წელი უკვე ავად­მყო­ფობ­და.

- ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და. იქ ნა­თე­სა­ვე­ბი გყავთ?

- გვყავს და მათ შო­რის იყო მა­მა­ჩე­მის მა­მი­დაშ­ვი­ლი, პო­ე­ტი ლილი ნუ­ცუ­ბი­ძე. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ერთ სა­ღა­მო­ზე დამ­პა­ტი­ჟეს და მა­შინ გა­ვი­გე, ეს ქალ­ბა­ტო­ნი რამ­დე­ნი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის ლექ­სის ავ­ტო­რი ყო­ფი­ლა.

- ბე­ბი­ა­ზე რას გვე­ტყვით?

- მა­მის დედა, ეკა­ტე­რი­ნე ნუ­ცუ­ბი­ძე როცა გარ­და­იც­ვა­ლა, 3-4 წლი­სა ვიქ­ნე­ბო­დი. ბე­ბია არ მახ­სოვს, მაგ­რამ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ჩამ­რჩა ის ფაქ­ტი, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. - იმას გა­უ­ხარ­დე­ბო­დაო, - მე­ტყოდ­ნენ ზოგ­ჯერ და მეც, მისი ხათ­რით რა­ღა­ცას მაჭ­მევ­დნენ ან მა­კე­თე­ბი­ნებ­დნენ (იღი­მის). მე­ო­რე ბე­ბი­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს ჯარ­ში ვი­ყა­ვი.

- დე­და­ზე მო­მი­ყე­ვით. სად გა­იც­ნო მა­მამ?

- ერ­თმა­ნეთს ახ­ლობ­ლის ოჯახ­ში შეხ­ვდნენ. დედა - ცი­სია ყა­ზა­ხაშ­ვი­ლი რუ­სუ­ლი ენის პე­და­გო­გი გახ­ლდათ. მისი მშობ­ლე­ბი გაყ­რი­ლები იყ­ვნენ, მამა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ დე­დის გვარ­ზე იყო. ყა­ზა­ხაშ­ვი­ლე­ბი ყო­ფი­ლი სუ­ლი­კაშ­ვი­ლე­ბი არი­ან, ისი­ნი მეფე ერეკ­ლეს გა­ნუდ­გნენ და ეს გვა­რი მი­ი­ღეს. დე­და­ჩე­მის მამა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი იყო და თა­ვის დრო­ზე გა­და­ა­სახ­ლეს.

მსა­ხი­ო­ბის სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბი­სას, გრი­გოლ კოს­ტა­ვას ცხოვ­რე­ბის ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დი ამო­ტივ­ტივ­და. ნი­ჭი­ე­რე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბის გარ­და, თურ­მე, ქან­და­კე­ბა­შიც გა­მო­ამ­ჟღავ­ნა და ერთხანს, ია­კობ ნი­კო­ლა­ძის მო­წა­ფე ყო­ფი­ლა. მოყ­ვა­რუ­ლი მო­ქან­და­კე ეთ­ქმო­და, თუმ­ცა მისი გა­მო­ძერ­წი­ლი ბი­უს­ტე­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ფო­ი­ეს ამ­შვე­ნებ­და.

რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბი და­ა­პა­ტიმ­რეს, ჯერ თბი­ლი­სის ცი­ხე­ში ჩას­ვეს და დე­და­მისს მას­თან ლო­ბი­ოს შე­ჭა­მან­დი მიჰ­ქონ­და ხოლ­მე. გრი­შა ქვაბს უკან აბ­რუ­ნებ­და და შიგ­ნით ლო­ბი­ოს რამ­დე­ნი­მე მარ­ცვალს ტო­ვებ­და. თხელ პერ­გა­მენ­ტის ფურ­ცელ­ზე და­წე­რილ წე­რი­ლებს მარ­ცვლებ­ში დებ­და და მსა­ხი­ო­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ გზით იგებ­დნენ მის ამ­ბებს.. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ქართველი მსახიობი, რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს

ქართველი მსახიობი, რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს

გრიგოლ (გრიშა) კოსტავა ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ქუთაისის თეატრში მუშაობდა, მერე იყო ჭიათურის თეატრში, ბოლოს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა. შეთავსებით, თბილისის თოჯინების თეატრში მუშაობდა, სადაც ჩრდილების თეატრი დააარსა. ასევე, ნაძალადევის სამოყვარულო თეატრში დგამდა სპექტაკლებს. საქართველოს სახალხო არტისტის, გრიგოლ კოსტავას რთული და მრავალფეროვანი ცხოვრების გზა 1979 წელს, 72 წლის ასაკში დასრულდა.

სამამულო ომის დროს არალეგალური ორგანიზაცია "ხსნის კომიტეტი" შეიქმნა, რომლის წევრებსაც სჯეროდათ, რომ საქართველო ამ ომის შედეგად დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. ორგანიზაციის წევრ გრიგოლ კოსტავას ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დახვრეტა მიუსაჯეს და ციმბირში გადაასახლეს. მოსკოვში პოლიტპატიმართა ბედს ვინმე ულრიხი წყვეტდა. მასთან ვიზიტს ექვსი თვე ელოდა იმჟამად მსახიობის მეუღლე მედეა ჯაფარიძე. კოსტავას დახვრეტა 10-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. გადასახლებიდან 1955 წელს დაბრუნდა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა.

- მამის შესრულებით, განსაკუთრებულად რომელი როლი გახსოვთ? - ამ შეკითხვით მსახიობის ვაჟს, ფიზიკოს დათო კოსტავას მივმართე.

- თეატრში პრემიერებზე ხშირად დავდიოდი. მამა სცენაზე "მთვარის მოტაცებაში" მახსოვს, იმის მერე თითქმის არც უთამაშია, ხშირად ავადმყოფობდა. ცხადად დამრჩა მეხსიერებაში ფილმი "ნინო" და სირცხვილის გრძნობა მქონდა ერთი ეპიზოდის გამო, როცა მამას სილა გააწნეს. სკოლაში დამცინოდნენ, - მამაშენი სახლში რომ მოვიდა, ხუთი თითი ეტყობოდაო? არც ისე ბევრი ფილმია მისი მონაწილეობით, ათამდე იქნება. ბოლო სურათი "ესკულაპეს მოწაფე" იყო. ადრეც და ახლაც, ძალიან მომწონს მისი როლი ფილმში "ღიმილის ბიჭები". იმ დროისათვის მღვდლის წარმოუდგენლად ადამიანური და არაგროტესკული სახეა. მიკვირს, ეგ ეპიზოდი როგორ გაუშვეს? რეზო ჩხეიძე ფილმებში იმიტომ იწვევდა, რომ რეზოს მამა, მწერალი დავით ჩხეიძე (იგივე დია ჩიანელი, რომელიც დახვრიტეს) და მამა მეგობრები იყვნენ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მამას შემოსავალი არ ჰქონდა. რეჟისორი ლეო ესაკია მას ყველა თავის ფილმში იღებდა მხოლოდ იმის გამო, რომ ანაზღაურება ჰქონოდა. მაგალითად, ფილმში "ბაში აჩუკი" მამამ პატარა როლი ითამაშა, მაგრამ როგორც მთავარი როლი, ისე გააფორმა, რათა დიდი ჰონორარი აეღო. ასეთი სიყვარული ჰქონდა გრიშა კოსტავას მიმართ. არ შემიძლია გიგა ლორთქიფანიძე არ ვახსენო, რომელმაც პირადი გამბედაობის ხარჯზე მიიღო ქუთაისის თეატრში - იმ დროს, როცა ხუთი წლით აკრძალული ჰქონდა დიდ ქალაქებში ცხოვრება და პროპაგანდისტული მიმართულების დაწესებულებებში, მათ შორის, თეატრში მუშაობის უფლება.

- მარჯანიშვილის თეატრში მისი ახლო მეგობრები ვინ იყვნენ?

- აკაკი კვანტალიანი, ალე ომიაძე... ახალგაზრდა მეგობრებიც ჰყავდა, ასაკით მასზე ბევრად უმცროსი თენგიზ არჩვაძე და მალხაზ ბებურიშვილი. ოჯახშიც მოდიოდნენ სტუმრად. სანამ მამას ენერგია და ძალა ჰქონდა, სმაც უყვარდა, ქეიფიც და ზომიერად ყველაფერი, მაგრამ სიცოცხლის ბოლო 7-8 წელი უკვე ავადმყოფობდა.

- ქუთაისში დაიბადა. იქ ნათესავები გყავთ?

- გვყავს და მათ შორის იყო მამაჩემის მამიდაშვილი, პოეტი ლილი ნუცუბიძე. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ, ერთ საღამოზე დამპატიჟეს და მაშინ გავიგე, ეს ქალბატონი რამდენი ცნობილი სიმღერის ლექსის ავტორი ყოფილა.

- ბებიაზე რას გვეტყვით?

- მამის დედა, ეკატერინე ნუცუბიძე როცა გარდაიცვალა, 3-4 წლისა ვიქნებოდი. ბებია არ მახსოვს, მაგრამ მეხსიერებაში ჩამრჩა ის ფაქტი, რომ ძალიან მიყვარდა. - იმას გაუხარდებოდაო, - მეტყოდნენ ზოგჯერ და მეც, მისი ხათრით რაღაცას მაჭმევდნენ ან მაკეთებინებდნენ (იღიმის). მეორე ბებიის გარდაცვალების დროს ჯარში ვიყავი.

- დედაზე მომიყევით. სად გაიცნო მამამ?

- ერთმანეთს ახლობლის ოჯახში შეხვდნენ. დედა - ცისია ყაზახაშვილი რუსული ენის პედაგოგი გახლდათ. მისი მშობლები გაყრი­ლები იყვნენ, მამა რჩეულიშვილი ჰყავდა, მაგრამ დედის გვარზე იყო. ყაზახაშვილები ყოფილი სულიკაშვილები არიან, ისინი მეფე ერეკლეს განუდგნენ და ეს გვარი მიიღეს. დედაჩემის მამა სოციალ-დემოკრატი იყო და თავის დროზე გადაასახლეს.

მსახიობის საოჯახო ფოტოების თვალიერებისას, გრიგოლ კოსტავას ცხოვრების ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ამოტივტივდა. ნიჭიერება მსახიობობის გარდა, თურმე, ქანდაკებაშიც გამოამჟღავნა და ერთხანს, იაკობ ნიკოლაძის მოწაფე ყოფილა. მოყვარული მოქანდაკე ეთქმოდა, თუმცა მისი გამოძერწილი ბიუსტები წლების მანძილზე, მარჯანიშვილის თეატრის ფოიეს ამშვენებდა.

როდესაც მსახიობი დააპატიმრეს, ჯერ თბილისის ციხეში ჩასვეს და დედამისს მასთან ლობიოს შეჭამანდი მიჰქონდა ხოლმე. გრიშა ქვაბს უკან აბრუნებდა და შიგნით ლობიოს რამდენიმე მარცვალს ტოვებდა. თხელ პერგამენტის ფურცელზე დაწერილ წერილებს მარცვლებში დებდა და მსახიობის ოჯახის წევრები ამ გზით იგებდნენ მის ამბებს.. განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! - კალათბურთელი ფარზე საქართველოს დროშით ავიდა

PechaKucha Night Tbilisi საინტერესო სიახლეებით ბრუნდება

ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)