ქობულეთის "ჰასანას სასტუმროს" ერთ-ერთმა მფლობელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ქობულეთის "ჰასანას სასტუმროს" ერთ-ერთმა მფლობელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზის" ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც ორი წლის წინ გაჩენილ ხანძარს რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ზაზა ართმელაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. უწყების განმარტებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქობულეთში, ე.წ ჰასანას სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.

საქმეზე დაკავებული იყო სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი ზაზა ართმელაძე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ 2016 წლის აპრილში გაათავისუფლა. ართმელაძე წინასწარ პატიმრობაში 5 თვე და 3 დღე იმყოფებოდა.

VIDEO

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია