მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარაკ ობამას ბერლინში ოვაციებით შეხვდნენ
ბარაკ ობამას ბერლინში ოვაციებით შეხვდნენ

ბერ­ლინ­ში, აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ბა­რაკ ობა­მას გა­მო­ჩე­ნას ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით შეხ­ვდა. ამე­რი­კის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ან­გე­ლა მერ­კელ­თან ერ­თად სა­ჯა­რო დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ობა­მა და მერ­კე­ლი ბრან­დენ­ბურ­გის კა­რიბ­ჭეს­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი, რათა პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

გერ­მა­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის შე­დე­გად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყ­ვნენ ვერ­ტმფრე­ნე­ბი და სნა­ი­პე­რე­ბი. ობა­მამ მერ­კე­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის" გამო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­ხა­ტა და აღ­ნიშ­ნა, რომ მის ლი­ბე­რა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს მი­ე­სალ­მე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ის და გერ­მა­ნი­ის ლი­დე­რი ამის­თვის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თობ­ლი­ვად იბ­რძოდ­ნენ.

"იმ ახალ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­დაც ახლა ვცხოვ­რობთ, იზო­ლა­ცია და და­მალ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ისე­ვე, რო­გორც შე­უძ­ლე­ბე­ლია კედ­ლის უკან და­მალ­ვა", - გა­ნა­ცხა­და ამე­რი­კის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ზი­ტი­სას.

მზარდ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ გან­წყო­ბებ­სა და ქსე­ნო­ფო­ბი­ა­ზე სა­უბ­რი­სას ობა­მამ აღ­ნიშ­ნა, - "უნდა შე­სუს­ტდეს ისე­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას, დე­მოკ­რა­ტი­ის შე­ზღუდ­ვა­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის აკ­რძალ­ვას გა­მო­იწ­ვევს".

"უფ­ლის­თვის იმ ბავ­შვის სი­ცო­ცხლე, რო­მე­ლიც სა­ზღვრის მე­ო­რე მხა­რე­საა, არა­ნაკ­ლებ ძვირ­ფა­სია, ვიდ­რე ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლე. მათ წარ­მო­მავ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ვერ გან­ვას­ხვა­ვებთ, ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ­დით ემიგ­რან­ტე­ბის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ცე­მა­სა და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ არ­სე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს შო­რის ბა­ლან­სის პოვ­ნას" - გა­ნა­ცხა­და ობა­მამ. მის სი­ტყვებს იქ შეკ­რე­ბილ­თა აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი მოჰ­ყვა. მი­სი­ვე თქმით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა შემ­ლა­ხა­ვი, ასე­ვე დე­მოკ­რა­ტი­ის შემ­ზღუდ­ვე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ბარაკ ობამას ბერლინში ოვაციებით შეხვდნენ

ბარაკ ობამას ბერლინში ოვაციებით შეხვდნენ

ბერლინში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობა აღფრთოვანებით შეხვდა. ამერიკის ექსპრეზიდენტი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად საჯარო დებატებში მონაწილეობდა.

ობამა და მერკელი ბრანდენბურგის კარიბჭესთან იმყოფებოდნენ, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რათა პროტესტანტული ეკლესიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა.

გერმანიის დედაქალაქში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების შედეგად მობილიზებული იყვნენ ვერტმფრენები და სნაიპერები. ობამამ მერკელის განხორციელებული "მნიშვნელოვანი საქმეების" გამო აღფრთოვანება გამოხატა და აღნიშნა, რომ მის ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებს მიესალმება. მისივე თქმით, ის და გერმანიის ლიდერი ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ერთობლივად იბრძოდნენ.

"იმ ახალ რეალობაში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, იზოლაცია და დამალვა შეუძლებელია, ისევე, როგორც შეუძლებელია კედლის უკან დამალვა", - განაცხადა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტისას.

მზარდ ნაციონალისტურ განწყობებსა და ქსენოფობიაზე საუბრისას ობამამ აღნიშნა, - "უნდა შესუსტდეს ისეთი ტენდენციები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევას, დემოკრატიის შეზღუდვასა და ინდივიდუალური თავისუფლებების აკრძალვას გამოიწვევს".

"უფლისთვის იმ ბავშვის სიცოცხლე, რომელიც საზღვრის მეორე მხარესაა, არანაკლებ ძვირფასია, ვიდრე ჩვენი შვილების სიცოცხლე. მათ წარმომავლობის მიხედვით ვერ განვასხვავებთ, ამიტომაც ვცდილობდით ემიგრანტებისთვის შესაძლებლობების მიცემასა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ არსებულ ვალდებულებებს შორის ბალანსის პოვნას" - განაცხადა ობამამ. მის სიტყვებს იქ შეკრებილთა აპლოდისმენტები მოჰყვა. მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი, ასევე დემოკრატიის შემზღუდველი ტენდენციების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"