პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იყო თავდაპირველად "უდიპლომო სასიძო" და რატომ გადააკეთეს ფილმი - "ამ ფაქტს აკაკი კვანტალიანი ძალიან გაუბრაზებია"
როგორი იყო თავდაპირველად "უდიპლომო სასიძო" და რატომ გადააკეთეს ფილმი - "ამ ფაქტს აკაკი კვანტალიანი ძალიან გაუბრაზებია"

რე­ჟი­სორ ლე­ვან ხო­ტი­ვა­რის ფილ­მის - "უდიპ­ლო­მო სა­სი­ძო" სცე­ნა­რი თავ­და­პირ­ვე­ლად ასე იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი: ქვრივ ვარ­დენს მე­ზობ­ლის ქვრი­ვი ქალი - კე­სა­რია უყ­ვარ­და და მისი ცო­ლად შერ­თვა სურ­და. სწო­რედ ამის გამო უშ­ლი­და ქა­ლიშ­ვილს მე­ზობ­ლის ბი­ჭის სიყ­ვა­რულს. რო­გორც იმ დროს ხდე­ბო­და, ფილ­მის გა­და­ღე­ბულ კად­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია იხი­ლავ­და. მათი მხრი­დან ფილ­მის ჩვე­ნე­ბას პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა: რას ჰქვია, საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქეს მე­ზო­ბე­ლი უყ­ვარ­დე­სო?!. ფილ­მი­დან არა­ერ­თი კად­რი ამოჭ­რეს და იმის ნა­ხე­ვა­რი და­ტო­ვეს, რაც გა­და­ღე­ბუ­ლი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, რე­ჟი­სორს ფილ­მის გა­და­კე­თე­ბა მო­უხ­და. ამ ფაქტს აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნი ძა­ლი­ან გა­უბ­რა­ზე­ბია და სწო­რედ ამი­ტომ, "უდიპ­ლო­მო სა­სი­ძოს" ყუ­რე­ბა არ უყ­ვარ­და...

მიდ­რე­კი­ლე­ბა კო­მი­კუ­რი რო­ლე­ბი­სად­მი

სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სია არა მხო­ლოდ ფილ­მებ­ზე, არა­მედ სცე­ნა­ზე წარ­მო­სად­გენ სპექ­ტაკ­ლებ­საც ეს­წრე­ბო­და. ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლის სპექ­ტაკლს, სა­დაც აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნი ლე­ნი­ნის როლს ას­რუ­ლებ­და, კო­მი­სია და­ეს­წრო. გრი­მით მსა­ხი­ო­ბი რე­ვო­ლუ­ცი­ის ბე­ლადს ძა­ლი­ან ჰგავ­და. თი­თო­ე­უ­ლი მისი მა­ნე­რა და მოძ­რა­ო­ბა ლე­ნი­ნის თვი­სე­ბებ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ყო­ფი­ლა. "ცე­კას" თა­ნამ­შრომ­ლებს სპექ­ტაკ­ლი რომ უნა­ხავთ, გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­უ­ცი­ათ, - კვან­ტა­ლი­ა­ნი შეც­ვა­ლეთ. ეგ რომ სცე­ნა­ზე გა­მო­ვა, ხალ­ხი სი­ცილს და­ი­წყებს და ბე­ლად­ზე სი­ცი­ლი არ შე­იძ­ლე­ბაო. თან, კვან­ტა­ლი­ა­ნი კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი არ იყო. ტაბ­ლი­აშ­ვილ­მა არ დათ­მო: მე მა­გა­ზე უკე­თეს ლე­ნინს ვერ ვი­პო­ვიო და "გა­უ­ვი­და" კი­დეც.

სა­ერ­თო ჯამ­ში, აკა­კი კვან­ტა­ლი­ან­მა 40-მდე ფილ­მსა და 100-მდე სპექ­ტაკლში ითა­მა­შა.

სი­მინ­დის ფო­ჩი­სა და მა­ტყლის წვერ-ულ­ვა­ში

აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნი 1907 წლის 14 დე­კემ­ბერს, სამ­ტრე­დი­ა­ში და­ი­ბა­და. ხუთშ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის მე­ო­თხე ბავ­შვი და-ძმის­გან თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ჯერ კი­დევ პა­ტა­რას, იმ დროს მო­დუ­რი სიმ­ღე­რე­ბის მთე­ლი "რე­პერ­ტუ­ა­რი" ჰქონ­და და ვი­საც არ ეთხო­ვა, სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­მო­ამ­ღე­რებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ახ­ლობ­ლი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის ქცე­ვე­ბის იმი­ტა­ცია და­ი­წყო. სა­ა­მი­სოდ კი ხელ­მი­საწ­ვდომ "აქ­სე­სუ­ა­რებს" მი­მარ­თავ­და - ნახ­შირს, სი­მინ­დის ფოჩს და სხვა. როცა წვერ-ულ­ვა­შის შე­საქ­მნე­ლად სი­მინ­დის ფოჩი აღარ მო­ე­წო­ნა, ის მა­ტყლით შეც­ვა­ლა. მა­ტყლს სა­ჩე­ჩელ­ზე თვი­თონ ჩეჩ­და, მარ­ლა­ზე ალა­გებ­და, ანა­წი­ლებ­და, სა­კუ­თა­რი ხე­ლით აკე­რებ­და და ყუ­რებ­თან იმაგ­რებ­და.

მა­შინ სამ­ტრე­დი­ის კლუბ­ში მუნ­ჯი ფილ­მე­ბი ჩაჰ­ქონ­დათ. აკა­კის მშობ­ლე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ კინო მხო­ლოდ რყვნი­და და აფუ­ჭებ­და მო­ზარ­დებს, ამი­ტომ შვი­ლებს კლუბ­ში არ უშ­ვებ­დნენ. ხუ­თი­ვე სახ­ლი­დან იპა­რე­ბო­და და კი­ნო­სე­ან­სებს მა­ინც ეს­წრე­ბოდ­ნენ. შინ მიბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი, აკა­კი და-ძმებ­სა და მე­ზობ­ლის ბავ­შვებს შეკ­რებ­და და ახლა უკვე თა­ვად იწყებ­და "დად­გმას". რო­ლე­ბის "გა­ნა­წი­ლე­ბის" დროს უმ­ცროს ძმას, ვა­სოს ყო­ველ­თვის ქა­ლის როლს აძ­ლევ­და, უფ­როსს - რაჟ­დენს ძი­რი­თა­დად, დრა­მა­ტულ რო­ლებს სთა­ვა­ზობ­და, თა­ვად კი ყო­ველ­თვის კო­მი­კურ როლს იტო­ვებ­და. თა­მა­შის დროს მის გვერ­დით მყოფ პარტნი­ო­რებს ავი­წყდე­ბო­დათ, რომ სცე­ნა­ზე იდ­გნენ და აკა­კის გა­მოს­ვლა­ზე გუ­ლი­ა­ნად ხარ­ხა­რებ­დნენ. ერთხელ მო­რი­გი სი­ცი­ლი­სას, კა­კოს უფ­რო­სი ძმა და­უს­ჯია კი­დეც: მან რაჟ­დენს მე­ფის როლი ჩა­მო­არ­თვა და მო­სამ­ზა­დებ­ლად მე­ზობ­ლის ბავ­შვს გა­დას­ცა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
0

შესაძლოა სცენარი გადაკეთდა მაგრამ სხვა მიზეზი იქნებოდა თუ დედა და მამა მეზობლები იყვნენ მათი შვილები მეზობლები არ იქნებოდნენ თუ როგორაა.უფროსებიდან რომელიმეს მეუღლე რომ ყოლოდა მაშინ გასაგებია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როგორი იყო თავდაპირველად "უდიპლომო სასიძო" და რატომ გადააკეთეს ფილმი - "ამ ფაქტს აკაკი კვანტალიანი ძალიან გაუბრაზებია"

როგორი იყო თავდაპირველად "უდიპლომო სასიძო" და რატომ გადააკეთეს ფილმი - "ამ ფაქტს აკაკი კვანტალიანი ძალიან გაუბრაზებია"

რეჟისორ ლევან ხოტივარის ფილმის - "უდიპლომო სასიძო" სცენარი თავდაპირველად ასე იყო ჩაფიქრებული: ქვრივ ვარდენს მეზობლის ქვრივი ქალი - კესარია უყვარდა და მისი ცოლად შერთვა სურდა. სწორედ ამის გამო უშლიდა ქალიშვილს მეზობლის ბიჭის სიყვარულს. როგორც იმ დროს ხდებოდა, ფილმის გადაღებულ კადრებს სპეციალური კომისია იხილავდა. მათი მხრიდან ფილმის ჩვენებას პროტესტი მოჰყვა: რას ჰქვია, საბჭოთა მოქალაქეს მეზობელი უყვარდესო?!. ფილმიდან არაერთი კადრი ამოჭრეს და იმის ნახევარი დატოვეს, რაც გადაღებული იყო. შესაბამისად, რეჟისორს ფილმის გადაკეთება მოუხდა. ამ ფაქტს აკაკი კვანტალიანი ძალიან გაუბრაზებია და სწორედ ამიტომ, "უდიპლომო სასიძოს" ყურება არ უყვარდა...

მიდრეკილება კომიკური როლებისადმი

სამთავრობო კომისია არა მხოლოდ ფილმებზე, არამედ სცენაზე წარმოსადგენ სპექტაკლებსაც ესწრებოდა. ვახტანგ ტაბლიაშვილის სპექტაკლს, სადაც აკაკი კვანტალიანი ლენინის როლს ასრულებდა, კომისია დაესწრო. გრიმით მსახიობი რევოლუციის ბელადს ძალიან ჰგავდა. თითოეული მისი მანერა და მოძრაობა ლენინის თვისებებთან ძალიან ახლოს ყოფილა. "ცეკას" თანამშრომლებს სპექტაკლი რომ უნახავთ, განკარგულება გაუციათ, - კვანტალიანი შეცვალეთ. ეგ რომ სცენაზე გამოვა, ხალხი სიცილს დაიწყებს და ბელადზე სიცილი არ შეიძლებაო. თან, კვანტალიანი კომუნისტური პარტიის წევრი არ იყო. ტაბლიაშვილმა არ დათმო: მე მაგაზე უკეთეს ლენინს ვერ ვიპოვიო და "გაუვიდა" კიდეც.

საერთო ჯამში, აკაკი კვანტალიანმა 40-მდე ფილმსა და 100-მდე სპექტაკლში ითამაშა.

სიმინდის ფოჩისა და მატყლის წვერ-ულვაში

აკაკი კვანტალიანი 1907 წლის 14 დეკემბერს, სამტრედიაში დაიბადა. ხუთშვილიანი ოჯახის მეოთხე ბავშვი და-ძმისგან თავისი განსაკუთრებული მონაცემებით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ პატარას, იმ დროს მოდური სიმღერების მთელი "რეპერტუარი" ჰქონდა და ვისაც არ ეთხოვა, სიამოვნებით ჩამოამღერებდა. მოგვიანებით, ახლობლისა და ნათესავების ქცევების იმიტაცია დაიწყო. საამისოდ კი ხელმისაწვდომ "აქსესუარებს" მიმართავდა - ნახშირს, სიმინდის ფოჩს და სხვა. როცა წვერ-ულვაშის შესაქმნელად სიმინდის ფოჩი აღარ მოეწონა, ის მატყლით შეცვალა. მატყლს საჩეჩელზე თვითონ ჩეჩდა, მარლაზე ალაგებდა, ანაწილებდა, საკუთარი ხელით აკერებდა და ყურებთან იმაგრებდა.

მაშინ სამტრედიის კლუბში მუნჯი ფილმები ჩაჰქონდათ. აკაკის მშობლები მიიჩნევდნენ, რომ კინო მხოლოდ რყვნიდა და აფუჭებდა მოზარდებს, ამიტომ შვილებს კლუბში არ უშვებდნენ. ხუთივე სახლიდან იპარებოდა და კინოსეანსებს მაინც ესწრებოდნენ. შინ მიბრუნებულები, აკაკი და-ძმებსა და მეზობლის ბავშვებს შეკრებდა და ახლა უკვე თავად იწყებდა "დადგმას". როლების "განაწილების" დროს უმცროს ძმას, ვასოს ყოველთვის ქალის როლს აძლევდა, უფროსს - რაჟდენს ძირითადად, დრამატულ როლებს სთავაზობდა, თავად კი ყოველთვის კომიკურ როლს იტოვებდა. თამაშის დროს მის გვერდით მყოფ პარტნიორებს ავიწყდებოდათ, რომ სცენაზე იდგნენ და აკაკის გამოსვლაზე გულიანად ხარხარებდნენ. ერთხელ მორიგი სიცილისას, კაკოს უფროსი ძმა დაუსჯია კიდეც: მან რაჟდენს მეფის როლი ჩამოართვა და მოსამზადებლად მეზობლის ბავშვს გადასცა... განაგრძეთ კითხვა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"