პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ღლონტის მამამ 61 წლის წინ დახატულ სურათში საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა
ლაშა ღლონტის მამამ 61 წლის წინ დახატულ სურათში საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა

მომ­ღე­რალ ლაშა ღლონ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნა მოხ­და. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად მა­მის, თენ­გიზ ღლონ­ტის ნა­ხა­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მე­ლიც 61 წლის წინ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ის არის, რომ ამ სუ­რათ­ზე ის ად­გი­ლია ნაჩ­ვე­ნე­ბი, სა­დაც მისი ცხე­და­რი იპო­ვეს.

თენ­გიზ ღლონ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუ­მის მთა­ვა­რი მხატ­ვა­რი და სამ­ხატ­ვრო ტექ­ნი­კუ­მის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ. ასაკ­ში ალ­ცჰე­ი­მე­რით და­ა­ვად­და. 2016 წელს სამ­წუ­ხა­რო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა - სახ­ლი­დან გა­ვი­და და აღარ დაბ­რუნ­და. მას 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ, ბო­ლოს კი ზღვი­სა და მდი­ნა­რის შე­სარ­თავ­თან გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს.

მა­მა­ზე, თა­ვის ოჯახ­ზე და ამ სა­ო­ცარ ამ­ბავ­ზე ლა­შამ "სარ­კეს" უამ­ბო:

- არა­ბუ­ნებ­რი­ვი და სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­აა, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან მიმ­ძიმს. ჩემი მე­გო­ბა­რი ნიკა წუ­ლუ­კი­ძე, ფერ­წე­რით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი და სახ­ლში უამ­რა­ვი სუ­რა­თი აქვს. გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვებ­ზე ხში­რად და­დის. ერთ დღე­საც წა­ვი­და გა­მო­ფე­ნა­ზე, სა­დაც უც­ნო­ბი მხატ­ვრის ნა­ხა­ტე­ბიც იყი­დე­ბო­და... და­მი­რე­კა, ბა­თუ­მე­ლი მხატ­ვრის, თენ­გიზ ღლონ­ტის ნა­ხა­ტი ვნა­ხე და მა­მა­შე­ნი ხომ არ ხა­ტავ­დაო.

მა­მას თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, შემ­დეგ ბა­თუ­მის მთა­ვა­რი მხატ­ვა­რიც იყო და სამ­ხატ­ვრო ტექ­ნი­კუ­მის დი­რექ­ტო­რიც, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად დი­ზა­ი­ნის კუ­თხით მუ­შა­ობ­და. ვი­ცო­დი, რომ არ ხა­ტავ­და და შე­სა­ბა­მი­სად მისი ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბიც არ მქონ­და ნა­ნა­ხი. მახ­სოვს, რო­გორ ვთხოვ­დი, და­ხა­ტე-მეთ­ქი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ხატ­ვის ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი.

მოკ­ლედ, ნი­კას­თან სა­უ­ბა­რი რომ და­ვას­რუ­ლე, მა­შინ­ვე დე­დას და­ვუ­რე­კე და ვკი­თხე, მამა ფერ­წე­რა­ზე თუ მუ­შა­ობ­და-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა, ცო­ლად რომ მო­მიყ­ვა­ნა, აღარ ხა­ტავ­დაო.

აღ­მოჩ­ნდა, რომ მამა ად­რე­ულ ასაკ­ში ხა­ტავ­და, სუ­რა­თი რომ ვნა­ხე, მისი ხელ­მო­წე­რა ვი­ცა­ნი და, რა თქმა უნდა, შე­ვი­ძი­ნე. ნიკა წუ­ლუ­კი­ძემ დიდი სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა და ამის­თვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი.

- რა არის გა­მო­სა­ხუ­ლი ნა­ხატ­ზე?

- 16 წლის ყო­ფი­ლა, როცა და­უ­ხა­ტავს ად­გი­ლი, სა­დაც წლე­ბის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლი ვი­პო­ვეთ. ყვე­ლა­ზე სა­ოც­რე­ბა ისაა, რომ სუ­რათ­ზე ამინ­დიც ისე­თია, რო­გო­რიც იმ დღეს იყო, როცა მისი ცხე­და­რი ვნა­ხეთ.

ნა­მუ­შე­ვარ­ზე მო­ხუ­ცი გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის, სა­დაც გუბე ჩანს. ბა­თუ­მის ახა­ლი ბულ­ვა­რის ბო­ლოს, მდი­ნა­რე ზღვას რომ უერ­თდე­ბა, ზუს­ტად ასე­თი ად­გი­ლია. დე­დამ სუ­რა­თი რომ ნახა, ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და. ნა­მუ­შე­ვა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რომ გან­ვა­თავ­სე, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მომ­წე­რა, რომ მა­მა­ჩემ­მა თა­ვი­სი სიკ­ვდი­ლი იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა.

- თქვენ რა გრძნო­ბა და­გე­უფ­ლათ, როცა ეს ტილო ნა­ხეთ?

- რა­ღაც­ნა­ი­რად შე­მე­შინ­და, ვი­ნერ­ვი­უ­ლე, სხვა­ნა­ი­რად გან­ვი­ცა­დე და გულ­თან ახ­ლოს მი­ვი­ტა­ნე. თე­ბერ­ვალ­ში მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წელი შეს­რულ­და. მხო­ლოდ ერთხელ და­მე­სიზ­მრა და ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა. ღმერ­თს მად­ლო­ბას ვუხ­დი, რომ დღეს მისი საფ­ლა­ვი მაქვს.

- რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ მა­მას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი?

- მამა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ნი­ჭი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი იუ­მო­რი ჰქონ­და. იტა­ლი­ა­ში ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­და. მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა - არა, მაგ­რამ სა­ო­ცა­რი გე­მოვ­ნე­ბა ჰქონ­და. სიმ­ღე­რის ნიჭი მე და ჩემს დას დე­დის­გან გა­მოგ­ვყვა, ერის­თა­ვის ქა­ლია.

- დე­დათ­ქვე­ნი ბა­თუმ­ში მარ­ტო ცხოვ­რობს?

- დიახ. ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე ბა­თუ­მი­დან ვერ წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, იქ დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნა. დედა ფი­ლო­ლო­გია, მეც­ნი­ე­რი გახ­ლავთ. ამ­ჟა­მად ბა­თუმ­ში მე­მედ აბა­ში­ძის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რია და მეც­ნი­ე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებს.

- რად­გან თქვენ­თან სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გკი­თხოთ მომ­ღე­რალ ბექა ჩხა­ი­ძე­ზე, დიდი ხა­ნია ან­სამ­ბლ "ალი­ლო­ში" არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, რამე ხომ არ შე­იც­ვა­ლა?

- ბე­ქას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი კი­თხვა გაჩ­ნდა. სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა გა­და­წყვი­ტა და თა­ვი­სი გზა აირ­ჩია. უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა "ალი­ლო" ბე­ქას გა­რე­შეა. ან­სამ­ბლში რომ მი­ვე­დი, ბექა იქ დამ­ხვდა. ჩვენ 16 წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და. გული დაგ­ვწყდა, მაგ­რამ ეს მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

სოფო ბო­ჭო­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლაშა ღლონტის მამამ 61 წლის წინ დახატულ სურათში საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა

ლაშა ღლონტის მამამ 61 წლის წინ დახატულ სურათში საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა

მომღერალ ლაშა ღლონტის ცხოვრებაში უჩვეულო მოვლენა მოხდა. სრულიად მოულოდნელად მამის, თენგიზ ღლონტის ნახატი აღმოაჩინა, რომელიც 61 წლის წინ არის შესრულებული. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ სურათზე ის ადგილია ნაჩვენები, სადაც მისი ცხედარი იპოვეს.

თენგიზ ღლონტი წლების განმავლობაში ბათუმის მთავარი მხატვარი და სამხატვრო ტექნიკუმის დირექტორი გახლდათ. ასაკში ალცჰეიმერით დაავადდა. 2016 წელს სამწუხარო ვითარებაში გარდაიცვალა - სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი ზღვისა და მდინარის შესართავთან გარდაცვლილი ნახეს.

მამაზე, თავის ოჯახზე და ამ საოცარ ამბავზე ლაშამ "სარკეს" უამბო:

- არაბუნებრივი და საოცარი ისტორიაა, ამაზე საუბარი ძალიან მიმძიმს. ჩემი მეგობარი ნიკა წულუკიძე, ფერწერით არის გატაცებული და სახლში უამრავი სურათი აქვს. გამოფენა-გაყიდვებზე ხშირად დადის. ერთ დღესაც წავიდა გამოფენაზე, სადაც უცნობი მხატვრის ნახატებიც იყიდებოდა... დამირეკა, ბათუმელი მხატვრის, თენგიზ ღლონტის ნახატი ვნახე და მამაშენი ხომ არ ხატავდაო.

მამას თბილისის სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, შემდეგ ბათუმის მთავარი მხატვარიც იყო და სამხატვრო ტექნიკუმის დირექტორიც, მაგრამ ძირითადად დიზაინის კუთხით მუშაობდა. ვიცოდი, რომ არ ხატავდა და შესაბამისად მისი ფერწერული ნამუშევრებიც არ მქონდა ნანახი. მახსოვს, როგორ ვთხოვდი, დახატე-მეთქი, მაგრამ რატომღაც ხატვის ინტერესი ჰქონდა დაკარგული.

მოკლედ, ნიკასთან საუბარი რომ დავასრულე, მაშინვე დედას დავურეკე და ვკითხე, მამა ფერწერაზე თუ მუშაობდა-მეთქი, მიპასუხა, ცოლად რომ მომიყვანა, აღარ ხატავდაო.

აღმოჩნდა, რომ მამა ადრეულ ასაკში ხატავდა, სურათი რომ ვნახე, მისი ხელმოწერა ვიცანი და, რა თქმა უნდა, შევიძინე. ნიკა წულუკიძემ დიდი საჩუქარი გამიკეთა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

- რა არის გამოსახული ნახატზე?

- 16 წლის ყოფილა, როცა დაუხატავს ადგილი, სადაც წლების შემდეგ გარდაცვლილი ვიპოვეთ. ყველაზე საოცრება ისაა, რომ სურათზე ამინდიც ისეთია, როგორიც იმ დღეს იყო, როცა მისი ცხედარი ვნახეთ.

ნამუშევარზე მოხუცი გაურკვეველი მიმართულებით მიდის, სადაც გუბე ჩანს. ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოს, მდინარე ზღვას რომ უერთდება, ზუსტად ასეთი ადგილია. დედამ სურათი რომ ნახა, ცრემლები წამოუვიდა. ნამუშევარი სოციალურ ქსელში რომ განვათავსე, უამრავმა ადამიანმა მომწერა, რომ მამაჩემმა თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა.

- თქვენ რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა ეს ტილო ნახეთ?

- რაღაცნაირად შემეშინდა, ვინერვიულე, სხვანაირად განვიცადე და გულთან ახლოს მივიტანე. თებერვალში მამის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა და ძალიან მენატრება. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ დღეს მისი საფლავი მაქვს.

- როგორ გახსენდებათ მამასთან ერთად გატარებული წლები?

- მამა ძალიან საინტერესო, ნიჭიერი პიროვნება იყო. ინტელექტუალური იუმორი ჰქონდა. იტალიაში ხშირად მოგზაურობდა. მუსიკალური სმენა - არა, მაგრამ საოცარი გემოვნება ჰქონდა. სიმღერის ნიჭი მე და ჩემს დას დედისგან გამოგვყვა, ერისთავის ქალია.

- დედათქვენი ბათუმში მარტო ცხოვრობს?

- დიახ. ქმრის გარდაცვალების მერე ბათუმიდან ვერ წამოვიყვანეთ, იქ დარჩენა ამჯობინა. დედა ფილოლოგია, მეცნიერი გახლავთ. ამჟამად ბათუმში მემედ აბაშიძის მუზეუმის დირექტორია და მეცნიერულ საქმიანობას აგრძელებს.

- რადგან თქვენთან საუბრის საშუალება მომეცა, აუცილებლად უნდა გკითხოთ მომღერალ ბექა ჩხაიძეზე, დიდი ხანია ანსამბლ "ალილოში" არ გამოჩენილა, რამე ხომ არ შეიცვალა?

- ბექასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა. საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა და თავისი გზა აირჩია. უკვე რამდენიმე თვეა "ალილო" ბექას გარეშეა. ანსამბლში რომ მივედი, ბექა იქ დამხვდა. ჩვენ 16 წლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებდა. გული დაგვწყდა, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო.

სოფო ბოჭორიძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი