საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველების მიერ შექმნილი ციფრული საწარმოები
ქართველების მიერ შექმნილი ციფრული საწარმოები

ციფ­რუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ციფ­რუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის 3 თვი­ან პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უფა­სოდ გა­დამ­ზად­და 85 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი გრა­ფი­კი­სა და დი­ზა­ი­ნის მო­დუ­ლებ­ში. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჯგუ­ფუ­რად შექ­მნეს სხვა­დას­ხვა ციფ­რუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი და პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

პრო­ექ­ტი თვე­ნა­ხე­ვა­რია მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა. პრე­ზენ­ტა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი და პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში მაია მე­ლი­ქი­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან და­ფი­ნანსდა პრო­ექ­ტი ციფ­რუ­ლი მე­წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ინო­ვა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ეკო­ნო­მი­კა­ში. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი ქმნი­ან ციფ­რუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის კონ­ცეფ­ცი­ას, ციფ­რულ სა­წარ­მო­ებს, ციფ­რულ აპ­ლი­კა­ცი­ებს და ყი­დი­ან მათ. აღ­ნიშ­ნუ­ლით ახალ­გაზ­რდე­ბის და­საქ­მე­ბას შე­ვუ­წყვეთ ხელი. ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის თან­ხვედ­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეკო­ნო­მი­კამ მეტი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღოს" - თქვა გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა 2017 წელი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო წლად გა­მო­ა­ცხა­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი ბევრ პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. კო­მერ­ცი­უ­ლი ბაზ­რი­დან დიდი დაკ­ვე­თაა იმა­ზე, რომ ეკო­ნო­მი­კა და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა­ში იყოს. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ ეს ნიშა და ამი­ტო­მაც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ თა­ო­ბას აძ­ლევს გა­რან­ტი­ას, რომ ციფ­რუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბა იყოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი," - აღ­ნიშ­ნა მაია მე­ლი­ქი­ძემ.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს ციფ­რუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის, ციფ­რუ­ლი მე­დი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 3D გრა­ფი­კა­ში შექ­მნი­ლი ვი­დე­ოპ­რო­დუქ­ტე­ბი, მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბის ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი და მო­ბი­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბას იყე­ნე­ბენ.

"ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია ციფ­რულ მე­წარ­მე­ო­ბას. ამი­ტო­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ციფ­რუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს კურ­სი ციფ­რულ მე­წარ­მე­ო­ბა­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახალ­გაზ­რდებს ვას­წავ­ლოთ, რო­გორ და­ა­კავ­ში­რონ ბიზ­ნესპრო­ცე­სე­ბი ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან, რად­გან ეს ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის უახ­ლე­სი ტრენ­დია მსოფ­ლი­ო­ში," - აღ­ნიშ­ნა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თა­ვად გან­კარ­გა­ვენ შექ­მნილ ციფ­რულ სა­წარ­მო­ებს. ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ ემ­ზარ ადე­იშ­ვილ­მა შექ­მნა ავ­ტო­კომ­პა­ნი­ის აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც რო­გორც ან­დრო­იდ, ისე iOS პლათ­ფორ­მა­ზეა თავ­სე­ბა­დი.

"აპ­ლი­კა­ცი­ა­ში მო­ცე­მუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად კომ­პა­ნი­ა­ზე, მისი ის­ტო­რია, სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია, სერ­ვი­სე­ბი, პრო­დუქ­ცია და მისი ფა­სე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ევა­კუ­ა­ტო­რის გა­მო­ძა­ხე­ბა და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გვაქვს SOS ღი­ლა­კი. ბა­ზარ­ზე მისი ანა­ლო­გი არ არ­სე­ბობს. ამ ღი­ლა­კის სა­შუ­ა­ლე­ბით მან­ქა­ნის გა­ფუ­ჭე­ბი­სას დამ­ხმა­რე ჯგუ­ფის გა­მო­ძა­ხე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მომ­ხმა­რე­ბელს ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ის მი­ღე­ბაც შე­უძ­ლია. პროგ­რა­მა ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლია უკვე და მაქ­სი­მუმ 1 თვე­ში გა­ეშ­ვე­ბა,’’ - გან­მარ­ტა ადე­იშ­ვილ­მა.

პრო­ექ­ტის მას­შტა­ბე­ბი თბი­ლისს გას­ცდა და რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე კას­პის რა­ი­ო­ნი­და­ნაც იყო. კას­პი­დან წარ­მოდ­გე­ნილ 5 ბე­ნე­ფი­ცი­არს ლექ­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი თბი­ლის­ში უტარ­დე­ბო­დათ, ნა­წი­ლი კი - კას­პში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნა და კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნა უკვე ად­გი­ლობ­რი­ვა­დაც მოხ­და.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ქართველების მიერ შექმნილი ციფრული საწარმოები

ქართველების მიერ შექმნილი ციფრული საწარმოები

ციფრული მეწარმეობის განვითარების მიზნით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ციფრული მეწარმეობის 3 თვიან პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უფასოდ გადამზადდა 85 ბენეფიციარი მობილური აპლიკაციების, ვირტუალური რეალობის, კომპიუტერული გრაფიკისა და დიზაინის მოდულებში. მონაწილეებმა ჯგუფურად შექმნეს სხვადასხვა ციფრული საწარმოები და პროდუქტები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას იძლევა.

პროექტი თვენახევარია მიმდინარეობს და ამ დროისთვის არსებული შედეგების პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ესწრებოდნენ.

"საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა პროექტი ციფრული მეწარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების გამოყენებას ეკონომიკაში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ნათლად გამოჩნდა, რომ ახალგაზრდები ქმნიან ციფრული მეწარმეობის კონცეფციას, ციფრულ საწარმოებს, ციფრულ აპლიკაციებს და ყიდიან მათ. აღნიშნულით ახალგაზრდების დასაქმებას შევუწყვეთ ხელი. ბიზნესის და ტექნოლოგიების თანხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკამ მეტი შემოსავალი მიიღოს" - თქვა გიორგი აბაშიშვილმა.

"საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი საგანმანათლებლო წლად გამოაცხადა. აქედან გამომდინარე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ბევრ პროგრამას ახორციელებს, რომელიც განათლების დონის ამაღლებისკენაა მიმართული. კომერციული ბაზრიდან დიდი დაკვეთაა იმაზე, რომ ეკონომიკა და ციფრული ტექნოლოგიები ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს. ჩვენ დავინახეთ ეს ნიშა და ამიტომაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარეობს აქტიური პროგრამა, რომელიც მომავალ თაობას აძლევს გარანტიას, რომ ციფრული მეწარმეობა იყოს განვითარებული და მომგებიანი," - აღნიშნა მაია მელიქიძემ.

პრეზენტაციაზე ბენეფიციარებმა წარმოადგინეს ციფრული საწარმოები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ციფრული მედიისთვის განკუთვნილი 3D გრაფიკაში შექმნილი ვიდეოპროდუქტები, მცირე საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციისთვის საჭირო მობილური აპლიკაციები და მობილური თამაშები, რომლებიც ვირტუალურ რეალობას იყენებენ.

"ტექნოლოგიების ეპოქაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ციფრულ მეწარმეობას. ამიტომაც საქართველოში ციფრული მეწარმეობის წახალისების მიზნით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით მიმდინარეობს კურსი ციფრულ მეწარმეობაში. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ვასწავლოთ, როგორ დააკავშირონ ბიზნესპროცესები ციფრულ ტექნოლოგიებთან, რადგან ეს ბიზნესის კეთების უახლესი ტრენდია მსოფლიოში," - აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროექტში მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ თავად განკარგავენ შექმნილ ციფრულ საწარმოებს. ერთ-ერთმა მონაწილემ ემზარ ადეიშვილმა შექმნა ავტოკომპანიის აპლიკაცია, რომელიც როგორც ანდროიდ, ისე iOS პლათფორმაზეა თავსებადი.

"აპლიკაციაში მოცემულია ინფორმაცია თავად კომპანიაზე, მისი ისტორია, საკონტაქტო ინფორმაცია, სერვისები, პროდუქცია და მისი ფასები, სიახლეები. შესაძლებელია ევაკუატორის გამოძახება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს SOS ღილაკი. ბაზარზე მისი ანალოგი არ არსებობს. ამ ღილაკის საშუალებით მანქანის გაფუჭებისას დამხმარე ჯგუფის გამოძახებაა შესაძლებელი. მომხმარებელს ონლაინ კონსულტაციის მიღებაც შეუძლია. პროგრამა ტექნიკურად გამართულია უკვე და მაქსიმუმ 1 თვეში გაეშვება,’’ - განმარტა ადეიშვილმა.

პროექტის მასშტაბები თბილისს გასცდა და რამდენიმე მონაწილე კასპის რაიონიდანაც იყო. კასპიდან წარმოდგენილ 5 ბენეფიციარს ლექციების ნაწილი თბილისში უტარდებოდათ, ნაწილი კი - კასპში. აღსანიშნავია, რომ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და კონკრეტული ციფრული პროდუქტების შექმნა უკვე ადგილობრივადაც მოხდა.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი