სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
22-28 მაისს ბორჯომის ხეობაში ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
22-28 მაისს ბორჯომის ხეობაში ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

2017 წლის 22-28 მა­ისს, ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ჩი­თა­ხევ­ში მდი­ნა­რე მტკვარ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჯო­მარ­დო­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შარ­შან 25-29 მა­ისს იგი­ვე ად­გი­ლას ჩა­ტა­რე­ბულ ევ­რო­პის თასს მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ამ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მის­ცა. ამის შამ­დეგ მი­ი­ღო, გა­ნი­ხი­ლა და გა­და­წყვი­ტა 2017-ში უფრო მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ის ტურ­ნი­რის - ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჩა­ტა­რე­ბის ად­გი­ლად სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა.

გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა თერ­თმეტ­მა ქვე­ყა­ნამ: სა­ქარ­თვე­ლო, რუ­მი­ნე­თი, ჩე­ხე­თი, რუ­სე­თი, სლო­ვა­კე­თი, ლატ­ვია, უნ­გრე­თი, იტა­ლია, თურ­ქე­თი, და­ნია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი.

შე­ჯიბ­რი ჩა­ტარ­დე­ბა 6-კა­ცი­ა­ნი ნა­ვე­ბით - რაფ­ტე­ბით 4 ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებ­ში. კა­ტე­გო­რი­ე­ბი - 19 წლამ­დე, 23 წალ­მდე, ღია ანუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და მას­ტერ­სი ანუ ვე­ტე­რა­ნე­ბი.

ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბა მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბის და კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაც­ვით 4 დის­ციპ­ლი­ნა­ში - სწრაფ­დაშ­ვე­ბა (სპრინ­ტი), პი­რის­პირ დაშ­ვე­ბა (ჰედ­თუ­ჰედ), სლა­ლო­მი, დაშ­ვე­ბა გრძელ მო­ნაკ­ვეთ­ზე (და­უნ­რი­ვე­რი).

სამ­სა­ჯო კო­ლე­გია სრუ­ლად და­კოპ­ლექ­ტე­ბუ­ლია მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის წა­რო­მად­გენ­ლე­ბით. ასე­ვე წყალ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ვე­ლო­ფას მო­ახ­დენს პრო­ფე­სი­ო­ნალ კა­ი­ა­კერ­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუ­ფი.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს სტუმ­რად ეწ­ვე­ვა მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­ტო­ნი ჯო ვი­ლის ჯონ­სი. (ჩილე), შე­ჯიბ­რი­სას იგი პირ­დად უხელ­მძღვა­ნე­ლებს უსაფრ­თხო­ე­ბის ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბას. გუნ­დე­ბი სა­შე­ჯიბ­რო მო­ნაკ­ვეთ­ზე გეგ­მი­ურ ვარ­ჯი­შებს 22 მა­ისს და­ი­წყე­ბენ.

ღო­ნის­ძე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნა და­გეგ­მი­ლია 23 მა­ისს 20:00 სთ-ზე ქ. ბორ­ჯომ­ში სი­ლა­მა­ზის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

სა­შე­ჯიბ­რო დღე­ე­ბია - 24, 25, 26 და 27 მა­ი­სი.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­და­პი­რი ტრანსლი­რე­ბა მოხ­დე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით სა­ქარ­თვე­ლოს ჯო­მარ­დო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის youtube.com-ის არხზე, ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ ტე­ლე­ვი­ზია Gogatv-ის მეშ­ვე­ო­ბით. ჯო­მარ­დო­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბა სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რით.

ევ­რო­პის ჩამ­პი­ო­ნა­ტი ჯო­მარ­დო­ბა­ში იმ 13 სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის რი­ცხვშია, რო­მე­ლიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია პრო­ექ­ტში "ჩექ ინ ჯორ­ჯია სპორ­ტი".

ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბის და სამ­სა­ჯო კო­ლე­გი­ის შიდა გა­დაყ­ვა­ნას უზ­რუვ­ნელ­ყოფს გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი - ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია ჯე­ო­ვა­ილ­დექ­სი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ყვე­ლა სტუ­მა­რი შე­ჯიბ­რის პე­რი­ოდ­ში და­ზღვე­უ­ლი იქ­ნე­ბა სა­ერ­თაშ­რი­სო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "კა­მა­რას" მიერ.

სპონ­სო­რე­ბი: აი დი ეს ბორ­ჯო­მი, ზე­და­ზე­ნი, მა­ი­რეკ­ლა­მა, ჯი, რაფ­ტინგ.ჯი ორენჯ ფიტ­ნე­სი, გი­ფე­რი, რა­ცია.ჯი, ენერ­გო პრო, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დე­ლი­კა­ტე­სი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს.

მე­დია პარტნი­ო­რე­ბი: რუს­თა­ვი 2, გოგა ტივი, რა­დიო ჯაკო, რა­დიო იმე­დი, ambebi.ge, sportall.ge, ჟურ­ნა­ლი "ჯორ­ჯი­ან დეი".

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ვე­ბა და ჩე­პი­ო­ნა­ტის და­ხურ­ვა გა­ი­მარ­თე­ბა 27 მა­ისს ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის სოფ. ჩი­თა­ხევ­ში, სა­ჯო­მარ­დო ბა­ნაკ­ში "ჯო­მარ­დია". 28 მა­ისს სპორ­ტსმე­ნე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბის უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი და­ტო­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

22-28 მაისს ბორჯომის ხეობაში ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

22-28 მაისს ბორჯომის ხეობაში ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

2017 წლის 22-28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში.

შეგახსენებთ, რომ შარშან 25-29 მაისს იგივე ადგილას ჩატარებულ ევროპის თასს მსოფლიო ფედერაციამ უმაღლესი შეფასება მისცა. ამის შამდეგ მიიღო, განიხილა და გადაწყვიტა 2017-ში უფრო მაღალი კატეგორიის ტურნირის - ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ადგილად სწორედ საქართველო დაესახელებინა.

განაცხადი გააკეთა თერთმეტმა ქვეყანამ: საქართველო, რუმინეთი, ჩეხეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, ლატვია, უნგრეთი, იტალია, თურქეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი.

შეჯიბრი ჩატარდება 6-კაციანი ნავებით - რაფტებით 4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში. კატეგორიები - 19 წლამდე, 23 წალმდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები.

ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში - სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).

სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარომადგენლებით. ასევე წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი.

ევროპის ჩემპიონატს სტუმრად ეწვევა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ჯო ვილის ჯონსი. (ჩილე), შეჯიბრისას იგი პირდად უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ჯგუფის მუშაობას. გუნდები საშეჯიბრო მონაკვეთზე გეგმიურ ვარჯიშებს 22 მაისს დაიწყებენ.

ღონისძების ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 23 მაისს 20:00 სთ-ზე ქ. ბორჯომში სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საშეჯიბრო დღეებია - 24, 25, 26 და 27 მაისი.

ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება ინტერნეტით საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის youtube.com-ის არხზე, ასევე ინტერნეტ ტელევიზია Gogatv-ის მეშვეობით. ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.

ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში "ჩექ ინ ჯორჯია სპორტი".

ღონისძიების საპატიო სტუმრების და სამსაჯო კოლეგიის შიდა გადაყვანას უზრუვნელყოფს გენერალური სპონსორი - ტურისტული კომპანია ჯეოვაილდექსი.

ღონისძიების ყველა სტუმარი შეჯიბრის პერიოდში დაზღვეული იქნება საერთაშრისო სადაზღვევო კომპანია "კამარას" მიერ.

სპონსორები: აი დი ეს ბორჯომი, ზედაზენი, მაირეკლამა, ჯი, რაფტინგ.ჯი ორენჯ ფიტნესი, გიფერი, რაცია.ჯი, ენერგო პრო, ნაციონალური დელიკატესი.

სპეციალური მადლობა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს.

მედია პარტნიორები: რუსთავი 2, გოგა ტივი, რადიო ჯაკო, რადიო იმედი, ambebi.ge, sportall.ge, ჟურნალი "ჯორჯიან დეი".

გამარჯვებულების დაჯილდოვება და ჩეპიონატის დახურვა გაიმართება 27 მაისს ბორჯომის რაიონის სოფ. ჩითახევში, საჯომარდო ბანაკში "ჯომარდია". 28 მაისს სპორტსმენები და ღონისძიების უცხოელი სტუმრები დატოვებენ საქართველოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი