სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეზოს ბავშვებმა მითხრეს, ნაშვილები ხარო... ჩემი მშობლები სულ შიშობდნენ: ბოშაა და არ მიგვატოვოსო" - თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ეზოს ბავშვებმა მითხრეს, ნაშვილები ხარო... ჩემი მშობლები სულ შიშობდნენ: ბოშაა და არ მიგვატოვოსო" - თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება

თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ყო­ველ­თვის კარ­გი პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და, კარგ წრე­შიც ტრი­ა­ლებ­და, თუმ­ცა, მისი წარ­მო­შო­ბის გამო, არც გუ­ლის­ტკი­ვი­ლი დაჰკლე­ბია... თბი­ლი­სე­ლი ბოშა, ლილი დარ­ცი­მე­ლია უკვე ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იუ­მო­რი­თა და ეშ­ხით გა­მო­ირ­ჩე­ვა...

- ორი წლის რომ ვი­ყა­ვი, ჩემი მშობ­ლე­ბი და­ხო­ცეს და სხვა ბავ­შვებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს... თურ­მე, ჩემი მო­მა­ვა­ლი დედა მე­გო­ბარ­თან ერ­თად მო­ვი­და სა­ბავ­შვო სახ­ლში, სა­დაც სულ სამი დღის მიყ­ვა­ნი­ლი ვი­ყა­ვი. ეს ქალ­ბა­ტო­ნი და მისი მე­უღ­ლე 50 წლამ­დე იყ­ვნენ და შვი­ლი არ ჰყავ­დათ...

ქალი რო­გორც კი შე­მო­სუ­ლა, კა­ბის კალ­თა­ზე ვტა­ცე თურ­მე ხელი და "დედა" ვუ­წო­დე. ვეხ­ვე­წე­ბო­დი, შენ­თან წა­მიყ­ვა­ნე-მეთ­ქი... სა­ბავ­შვო ბა­ღის გამ­გეს უთ­ქვამს: ბავ­შვმა დედა და­გი­ძა­ხათ და იქ­ნებ წა­იყ­ვა­ნოთ, ცო­დო­აო. ქალ­ბა­ტო­ნი აღ­შფო­თე­ბუ­ლა: მე­უღ­ლე მეგ­რე­ლი მყავს და მეგ­რე­ლე­ბი მა­გათ "ჩაჩ­ნებს" ეძა­ხი­ან. სახ­ლში გა­გიჟ­დე­ბი­ან, არ მი­ი­ღე­ბენ ბოშა ბავ­შვსო...

სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­შე­ბი ასო­ცირ­დე­ბი­ან ქურ­დებ­თან, უსაქ­მუ­რებ­თან, მა­ტყუ­ა­რებ­თან და ა.შ. ყვე­ლა ერში არი­ან ქურ­დე­ბიც და მა­ტყუ­ა­რე­ბიც, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­შის მი­მართ სა­ოც­რად უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, რაც გულ­სატ­კე­ნია. მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფილ­ვარ და სა­ხე­ლო­ვა­ნი ბო­შე­ბიც შემ­ხვედ­რია.

- და მა­ინც, იმ ქალ­ბა­ტონ­მა შინ წა­გიყ­ვა­ნათ...

- თურ­მე, ძა­ლი­ან შე­ვე­ცო­დე. პირ­ვე­ლად რომ მო­სუ­ლა, დამ­პი­რე­ბია, - სამ დღე­ში მო­ვალ, ახალ კა­ბას მო­გი­ტან და წა­გიყ­ვა­ნო... ეს სამი დღე კარს ვერ მა­შო­რებ­დნენ. ვი­ძახ­დი, - დედა მოვა-მეთ­ქი. მე­სა­მე დღეს მარ­თლა მო­ვი­და და წა­მიყ­ვა­ნა. ოჯა­ხი ლა­ღად მზრდი­და. ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დით. იმ დროს თბი­ლი­სი ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო და სულ სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა ჩქეფ­და. ჩვე­ნი ეზო ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გახ­ლდათ და ერ­თმა­ნეთ­თან ყვე­ლა შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად ვი­ყა­ვით.

ჩემი მშობ­ლე­ბი იმ­დე­ნად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, მე კი არა, ჩემს მე­უღ­ლე­საც სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარ­და ორი­ვე... ძა­ლი­ან კარგ სკო­ლა­ში შე­მიყ­ვა­ნეს და ისე აღ­მზარ­დეს, რომ არა­ფე­რი და­უკ­ლი­ათ. ერ­თა­დერ­თი, სულ ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი, მუ­სი­კა­ზე რა­ტომ არ შე­მიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი. პი­ა­ნი­ნო მთელ უბან­ში მხო­ლოდ ჩვენ გვქონ­და. ერთხელ მო­იყ­ვა­ნეს მუ­სი­კის პე­და­გო­გი და მან თქვა, - ბავ­შვს ისე­თი სმე­ნა აქვს, პე­და­გო­გი აღარ სჭირ­დე­ბა, თა­ვი­სით ის­წავ­ლი­სო.

მარ­თლაც, გი­ტა­რა­სა და პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვრა და­მო­უ­კი­დებ­ლად ვის­წავ­ლე. სულ ვმღე­რო­დი, ვცეკ­ვავ­დი, სტუმ­რებ­საც მო­წყე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ვაძ­ლევ­დი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხი ჩა­მო­დი­ო­და ჩვენ­თან სა­მეგ­რე­ლო­დან. ახლა ძი­რი­თა­დად, მეგ­რე­ლე­ბი სა­ვაჭ­როდ ჩა­მო­დი­ან, მა­შინ სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და შემ­დგომ­ში პრო­ფე­სო­რე­ბი ხდე­ბოდ­ნენ...

- რო­დის გა­ი­გეთ, ნაშ­ვი­ლე­ბი რომ იყა­ვით?

- ეზო­ში ბავ­შვებ­მა მი­თხრეს, ნაშ­ვი­ლე­ბი ხარო. პირ­ვე­ლად ლა­მის გავ­გიჟ­დი და ეს ანცი გოგო, ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე, მაგ­რამ შემ­დეგ ბედს შე­ვე­გუე... ჩემი მშობ­ლე­ბი სულ იმას ში­შობ­დნენ: ბო­შაა და არ მიგ­ვა­ტო­ვო­სო... ჩემი ბავ­შვო­ბა ომის შემ­დგომ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან იყო. მა­გა­ლი­თად, სკო­ლა­ში ოქ­რო­ყა­ნი­და­ნაც კი და­დი­ოდ­ნენ ფე­ხით...

კლას­ში ბევ­რი მუ­სი­კის ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყო და ზარი და­ი­რე­კე­ბო­და თუ არა, ბავ­შვე­ბი ფან­ჯა­რის რა­ფა­ზე შე­მოვ­სხდე­ბო­დით, ვმღე­რო­დით. ჩვენს სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი ნუნუ გა­ბუ­ნია... სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მინ­დო­და, სწავ­ლა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ მა­მამ არაფ­რით გა­მიშ­ვა, - ერთი შვი­ლი და ისიც არ­ტის­ტი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბაო? მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ მსა­ხი­ო­ბებ­ზე და მეც ფი­ლო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე, რუ­სულ-ქარ­თულ სექ­ტორ­ზე ჩა­ვა­ბა­რე.

შემ­დეგ სკო­ლა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და 25 წელი ვემ­სა­ხუ­რე პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ას... იმ­დე­ნად არ მინ­დო­და პე­და­გო­გო­ბა, ჩემი მე­უღ­ლე სკო­ლის დი­რექ­ტორს ეკი­თხე­ბო­და, - ამას გაკ­ვე­თილ­ზე რო­გორ აჩე­რებ­თო?... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ეზოს ბავშვებმა მითხრეს, ნაშვილები ხარო... ჩემი მშობლები სულ შიშობდნენ: ბოშაა და არ მიგვატოვოსო" - თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება

"ეზოს ბავშვებმა მითხრეს, ნაშვილები ხარო... ჩემი მშობლები სულ შიშობდნენ: ბოშაა და არ მიგვატოვოსო" - თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება

თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ყოველთვის კარგი პირობები ჰქონდა, კარგ წრეშიც ტრიალებდა, თუმცა, მისი წარმოშობის გამო, არც გულისტკივილი დაჰკლებია... თბილისელი ბოშა, ლილი დარციმელია უკვე ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, განსაკუთრებული იუმორითა და ეშხით გამოირჩევა...

- ორი წლის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები დახოცეს და სხვა ბავშვებთან ერთად, საქართველოში ჩამომიყვანეს... თურმე, ჩემი მომავალი დედა მეგობართან ერთად მოვიდა საბავშვო სახლში, სადაც სულ სამი დღის მიყვანილი ვიყავი. ეს ქალბატონი და მისი მეუღლე 50 წლამდე იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ...

ქალი როგორც კი შემოსულა, კაბის კალთაზე ვტაცე თურმე ხელი და "დედა" ვუწოდე. ვეხვეწებოდი, შენთან წამიყვანე-მეთქი... საბავშვო ბაღის გამგეს უთქვამს: ბავშვმა დედა დაგიძახათ და იქნებ წაიყვანოთ, ცოდოაო. ქალბატონი აღშფოთებულა: მეუღლე მეგრელი მყავს და მეგრელები მაგათ "ჩაჩნებს" ეძახიან. სახლში გაგიჟდებიან, არ მიიღებენ ბოშა ბავშვსო...

საერთოდ, საქართველოში ბოშები ასოცირდებიან ქურდებთან, უსაქმურებთან, მატყუარებთან და ა.შ. ყველა ერში არიან ქურდებიც და მატყუარებიც, მაგრამ საქართველოში ბოშის მიმართ საოცრად უარყოფითი დამოკიდებულებაა, რაც გულსატკენია. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ და სახელოვანი ბოშებიც შემხვედრია.

- და მაინც, იმ ქალბატონმა შინ წაგიყვანათ...

- თურმე, ძალიან შევეცოდე. პირველად რომ მოსულა, დამპირებია, - სამ დღეში მოვალ, ახალ კაბას მოგიტან და წაგიყვანო... ეს სამი დღე კარს ვერ მაშორებდნენ. ვიძახდი, - დედა მოვა-მეთქი. მესამე დღეს მართლა მოვიდა და წამიყვანა. ოჯახი ლაღად მზრდიდა. ვერცხლის ქუჩაზე ვცხოვრობდით. იმ დროს თბილისი ძალიან პატარა იყო და სულ სხვანაირი ცხოვრება ჩქეფდა. ჩვენი ეზო ინტერნაციონალური გახლდათ და ერთმანეთთან ყველა შეხმატკბილებულად ვიყავით.

ჩემი მშობლები იმდენად არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მე კი არა, ჩემს მეუღლესაც სიგიჟემდე უყვარდა ორივე... ძალიან კარგ სკოლაში შემიყვანეს და ისე აღმზარდეს, რომ არაფერი დაუკლიათ. ერთადერთი, სულ ვსაყვედურობდი, მუსიკაზე რატომ არ შემიყვანეთ-მეთქი. პიანინო მთელ უბანში მხოლოდ ჩვენ გვქონდა. ერთხელ მოიყვანეს მუსიკის პედაგოგი და მან თქვა, - ბავშვს ისეთი სმენა აქვს, პედაგოგი აღარ სჭირდება, თავისით ისწავლისო.

მართლაც, გიტარასა და პიანინოზე დაკვრა დამოუკიდებლად ვისწავლე. სულ ვმღეროდი, ვცეკვავდი, სტუმრებსაც მოწყენის საშუალებას არ ვაძლევდი. არაჩვეულებრივი ხალხი ჩამოდიოდა ჩვენთან სამეგრელოდან. ახლა ძირითადად, მეგრელები სავაჭროდ ჩამოდიან, მაშინ სასწავლებლად ჩამოდიოდნენ და შემდგომში პროფესორები ხდებოდნენ...

- როდის გაიგეთ, ნაშვილები რომ იყავით?

- ეზოში ბავშვებმა მითხრეს, ნაშვილები ხარო. პირველად ლამის გავგიჟდი და ეს ანცი გოგო, ძალიან შევიცვალე, მაგრამ შემდეგ ბედს შევეგუე... ჩემი მშობლები სულ იმას შიშობდნენ: ბოშაა და არ მიგვატოვოსო... ჩემი ბავშვობა ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა. ძალიან ბევრი ბავშვი შეჭირვებული ოჯახიდან იყო. მაგალითად, სკოლაში ოქროყანიდანაც კი დადიოდნენ ფეხით...

კლასში ბევრი მუსიკის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე იყო და ზარი დაირეკებოდა თუ არა, ბავშვები ფანჯარის რაფაზე შემოვსხდებოდით, ვმღეროდით. ჩვენს სკოლაში სწავლობდა ცნობილი კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია... სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა, სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, მაგრამ მამამ არაფრით გამიშვა, - ერთი შვილი და ისიც არტისტი, როგორ შეიძლებაო? მოგეხსენებათ, მაშინ არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ მსახიობებზე და მეც ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რუსულ-ქართულ სექტორზე ჩავაბარე.

შემდეგ სკოლაში დავიწყე მუშაობა და 25 წელი ვემსახურე პედაგოგის პროფესიას... იმდენად არ მინდოდა პედაგოგობა, ჩემი მეუღლე სკოლის დირექტორს ეკითხებოდა, - ამას გაკვეთილზე როგორ აჩერებთო?... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

რამდენი ლარი იქნება ჯარიმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე მოძრაობაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 800-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით  კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა