საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზონანსი" - უცხოელები მიწას ვეღარ იყიდიან, მხოლოდ იჯარით შეეძლებათ აღება
"რეზონანსი" - უცხოელები მიწას ვეღარ იყიდიან, მხოლოდ იჯარით შეეძლებათ აღება

უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მიწა არ გა­ი­ყი­დე­ბა. რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის აგ­რა­რულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ოთარ და­ნე­ლი­ამ "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, უცხო­ე­ლებს მი­წის და­სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ, მათ მხო­ლოდ იჯა­რით სარ­გებ­ლო­ბა შე­ეძ­ლე­ბათ და ისიც გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გას­ხვი­სე­ბის სა­კი­თხი, ვი­ნა­ი­დან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ირ­ჩევ­და შუ­ა­ლე­დურ მო­დელს. ანუ სრუ­ლად არ იქ­ნე­ბო­და აკ­რძა­ლუ­ლი უცხო­ე­ლებ­ზე მი­წის მი­ყიდ­ვა, რაც თა­ვის დრო­ზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ა­მაც არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო.

თუმ­ცა, რო­გორც "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის" მთა­ვა­რი იუ­რის­ტი თე­ო­ნა ზა­ქა­რაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, მსგავ­სი ტი­პის შუ­ა­ლე­დუ­რი მიდ­გო­მა, რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც უმ­რავ­ლე­სო­ბა აპი­რებს, იგი­ვე ბლან­კე­ტუ­რი, ანუ სრუ­ლი აკ­რძალ­ვის ტოლ­ფა­სია.

უცხო­ე­ლებ­ზე მი­წის მი­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვას "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბას­თან" ერ­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბიც. მათ შო­რის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "გირ­ჩი". ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მი­წის უცხო­ე­ლებ­ზე მი­ყიდ­ვის სრუ­ლი აკ­რძალ­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას.

"მი­წის უცხო­ე­ლებ­ზე მი­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვა და­არ­ტყამს ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას ანუ შე­მო­სავ­ლე­ბის გა­ჩე­ნას/ზრდას და დაგვტო­ვებს დიდ­ხანს სი­ღა­რი­ბე­ში. ამას­თან, მიწა ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვი/რე­სურ­სია და იმის ხელ­ში უნდა იყოს, ვინც უფრო ეფექ­ტუ­რად იყე­ნებს, თუ მეტი კე­თილ­დღე­ო­ბა გვინ­და და არა მკერ­დზე მუშ­ტე­ბის ბრა­ხუ­ნი", - აღ­ნიშ­ნავს "გირ­ჩის" თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"რეზონანსი" - უცხოელები მიწას ვეღარ იყიდიან, მხოლოდ იჯარით შეეძლებათ აღება

"რეზონანსი" - უცხოელები მიწას ვეღარ იყიდიან, მხოლოდ იჯარით შეეძლებათ აღება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ გაიყიდება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, უცხოელებს მიწის დასაკუთრების უფლება არ ექნებათ, მათ მხოლოდ იჯარით სარგებლობა შეეძლებათ და ისიც გამონაკლის შემთხვევებში.

საზოგადოებისთვის ისევ აქტუალური გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების საკითხი, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ირჩევდა შუალედურ მოდელს. ანუ სრულად არ იქნებოდა აკრძალული უცხოელებზე მიწის მიყიდვა, რაც თავის დროზე საკონსტიტუციო კომისიამაც არაკონსტიტუციურად ცნო.

თუმცა, როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილი გვეუბნება, მსგავსი ტიპის შუალედური მიდგომა, რის განხორციელებასაც უმრავლესობა აპირებს, იგივე ბლანკეტური, ანუ სრული აკრძალვის ტოლფასია.

უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას "საერთაშორისო გამჭვირვალობასთან" ერთად ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიებიც. მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველოსთვის" და პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი". ისინი მიიჩნევენ, რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვის სრული აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.

"მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა დაარტყამს ინვესტიციებს, ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას ანუ შემოსავლების გაჩენას/ზრდას და დაგვტოვებს დიდხანს სიღარიბეში. ამასთან, მიწა ეკონომიკური აქტივი/რესურსია და იმის ხელში უნდა იყოს, ვინც უფრო ეფექტურად იყენებს, თუ მეტი კეთილდღეობა გვინდა და არა მკერდზე მუშტების ბრახუნი", - აღნიშნავს "გირჩის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

განაგრძეთ კითხვა

"კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა" - ჭიათურის მერი ახალ შემთხვევაზე

7-11- 21 - ყველაზე იღბლიანი რიცხვების კომბინაცია #დარჩისახლში, გაერთე და მოიგე 50 000 ლარი!

გთავაზობთ აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგის დალი ბერულავას რეკომენდაციებს - როგორ გავუმკლავდეთ თვითიზოლაციის დღეებს