პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე რომ წავიქცე, ჯულიანაც წაიქცევა" - გიორგი ბახუტაშვილი კულისებს მიღმა და მოულოდნელი ნომრის სამზადისში
"მე რომ წავიქცე, ჯულიანაც წაიქცევა" - გიორგი ბახუტაშვილი კულისებს მიღმა და მოულოდნელი ნომრის სამზადისში

ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი "ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლი" ანუ მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი, იგი­ვე ბა­ხუ­ტა დღეს­დღე­ო­ბით სრუ­ლი­ად სხვა რე­ჟიმ­ზეა გა­დარ­თუ­ლი, - ცეკ­ვავს, რი­თაც უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს, შე­დე­გე­ბიც მე­ტყვე­ლებს და მა­ყუ­რე­ბე­ლიც ხე­დავს, რომ ეს საქ­მეც კარ­გად გა­მოს­დის. ური­გო ნომ­რე­ბი არ წარ­მო­უდ­გე­ნია, რა­შიც მისი პარტნი­ო­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რი ეხ­მა­რე­ბა. ცეკ­ვე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა, თავ­და­დე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა, ბევ­რი ვარ­ჯი­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რჩე­ვის გათ­ვლის­წი­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, პლას­ტი­კუ­რო­ბა, ბა­ხუ­ტას ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა. ის დღეს მე­ო­თხე ცეკ­ვის წარ­მო­სად­გე­ნად ემ­ზა­დე­ბა.

AMBEBI.GE მას რე­პე­ტი­ცი­ის დროს და­უ­კავ­შირ­და.

- "მხრე­ბი ქვე­მოთ რომ და­გე­წი­ოს, წყლით სავ­სე ვედ­რო­ე­ბით იარე ", - ეს რჩე­ვა ჟი­უ­რის ერთ-ერ­თმა წევ­რმა - ლიზი მო­რიმ მოგ­ცა. ით­ვა­ლის­წი­ნებ ამ რჩე­ვას?

- კი, და­ვი­წყე ვედ­რო­ე­ბით სი­ა­რუ­ლი, - ბო­ლომ­დე ვავ­სებ და ასე დავ­დი­ვარ...

- მერე გა­ი­მარ­თე წელ­ში?

- კი, მაგ­რამ ახლა "ჰიპ-ჰოპს" ვცეკ­ვავ და ისევ მო­ვი­ხა­რე. დღეს რომ მნა­ხავს ქალ­ბა­ტო­ნი ლიზი, არ ვიცი, რას მე­ტყვის, მაგ­რამ ეს ცეკ­ვა ამას მო­ი­თხოვს...

- პრო­ექ­ტის მან­ძილ­ზე რა ის­წავ­ლე?

- პირ­ველ რიგ­ში, ჩემი სხე­უ­ლი კარ­გად გა­ვი­ცა­ნი, ნე­ბის­ყო­ფას ვცდი, გარ­და ამი­სა, ცეკ­ვებს ვსწავ­ლობ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის, ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ მაქვს სას­წავ­ლი. მხო­ლოდ მე­ო­თხე ცეკ­ვა­ზე ვმუ­შა­ობ.

- ნას­წავ­ლი ცეკ­ვე­ბი­დან რო­მე­ლი უფრო მო­გე­წო­ნა?

- ყვე­ლა თა­ვის "პონ­ტში" კარ­გია, ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სოა. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ცეკ­ვე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, ამ­დე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას­თან გვაქვს შე­ხე­ბა... რთუ­ლია, ამა­ზე ად­რეც ვი­ლა­პა­რა­კე, - სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებს ასე თუ ისე გა­ვუ­გე, მაგ­რამ ახლა "ჰიპ-ჰოპი" ავი­ტე­ხე, მას­ზე მუ­შა­ო­ბი­სას კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო კვი­რა გა­ვა­ტა­რე.

- ჯუ­ლი­ა­ნას­თან ცეკ­ვის შერ­ჩე­ვი­სას, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ხომ არ კა­მა­თობ?

- სარ­თოდ არ ვკა­მა­თობთ, პი­რი­ქით, კარ­გად გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის, სულ მგო­ნია, რომ წა­ვიქ­ცე, ჯუ­ლი­ა­ნაც სინ­ქრონ­ში წა­იქ­ცე­ვა, ჩემი ეს მარ­ცხი რომ გა­ა­მარ­თლოს, ძა­ლი­ან კარ­გი პარტნი­ო­რია. "თა­ვის თა­ვის" მო­ცეკ­ვა­ვე არ არის, გვერ­დით მდგომ­ზე სულ ფიქ­რობს.

- ერთ-ერთ ცეკ­ვა­ში, ეპი­ზო­დი იყო, რო­ი­ალს და­ე­ჯა­ხე, ვარ­დი და რო­ი­ა­ლიც წა­აქ­ციე. ეს ზოგ­მა ისე გა­ი­გო, რომ ცეკ­ვი­სას წა­ი­ქე­ცი...

- იმ ცეკ­ვა­ში რო­ი­ა­ლამ­დე მი­ლი­ონ რა­ღა­ცას და­ვე­ჯა­ხეთ და წა­ვაქ­ცი­ეთ - ასე­თი ქო­რე­ოგ­რა­ფია იყო...

- რო­გორ გგო­ნია, ფი­ნა­ლამ­დე მიხ­ვალ და გა­ი­მარ­ჯვებ?

- რაც ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ და თუ ეგ ამ­ბა­ვი სა­რე­პე­ტი­ცი­ო­ში გა­და­წყდე­ბა, ამის­თვის თავს არ ვზო­გავ. რე­ა­ლუ­რად კი ყვე­ლა­ფე­რი მა­ყუ­რე­ბელ­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს.

- მა­ყუ­რე­ბე­ლი ერ­თგუ­ლად მოგ­დევს, მხარს გი­ჭერს. გი­მე­სი­ჯებს, მაგ­რამ მგო­ნი, ამას იმ­სა­ხუ­რებ. გე­ტყო­ბა, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობ, მაგ­რამ იმა­საც ვერ გა­ექ­ცე­ვი, რომ "ცოტ­ნე" ხარ, მა­ყუ­რე­ბელს ამი­ტო­მაც უყ­ვარ­ხარ...

- კი და ეს ყვე­ლაფ­რი გარ­და იმი­სა, რომ სა­სი­ა­მოვ­ნოა და კარ­გია, ამ­დე­ნი ხალ­ხი მგულ­შე­მატ­კივ­რობს და ასეა ჩარ­თუ­ლი, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა. ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი წე­რი­ლი მომ­დის, მი­რე­კა­ვენ. რომ ვფიქ­რობ­დი, მი­მე­ღო, თუ არა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ამა­ზე მე­ცი­ნე­ბა, რომ თავ­ში რო­გორ გა­ვივ­ლე, რომ შე­იძ­ლე­ბა ამ პრო­ექ­ტში არ ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი. იმ­ხე­ლა და ისეთ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ, ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ.

- ანუ იმა­ზე მეტს, ვიდ­რე სე­რი­ა­ლის პრო­ცეს­ში?

- მე­ტია თუ ნაკ­ლე­ბი, - ეს არ ვიცი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ეს ახა­ლი ნა­ბი­ჯი მა­ყუ­რე­ბელ­მა ჩემ­გან კარ­გად მი­ი­ღო.

- რო­დე­საც ცეკ­ვის პრო­ცეს­ში გი­ყუ­რებ, მგო­ნია, რომ ისე­თი­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­მო­დი­ხარ პარ­კეტ­ზე, რო­გორც სცე­ნა­ზე, სპექ­ტაკ­ლის თა­მა­ში­სას...

- ბევ­რი რა­ღა­ცით ჰგავს ეს სცე­ნა, თე­ატ­რის სცე­ნას, იქაც ამ­ბა­ვია, პერ­სო­ნა­ჟია, რო­ლია, მაგ­რამ სა­კონ­კურ­სო ღელ­ვა წი­ნა­საპ­რე­მი­ე­როს არ ჰგავს, გარ­და ამი­სა, როცა სპექ­ტაკლს თა­მა­შობ, შე­გიძ­ლია, თე­ატ­რში რა ხა­სი­ათ­ზეც მიხ­ვალ, მთე­ლი წარ­მოდ­გე­ნა იმ ხა­სი­ათ­ზე ითა­მა­შო. რა­ღაც იმპრო­ვი­ზა­ცი­აც გა­უ­რიო, ცეკ­ვა­ში ეს მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, რად­გა­ნაც ზუს­ტად ის უნდა წარ­მო­ად­გი­ნო, რაც დად­გმუ­ლია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი აი­რე­ვა. უნდა თვა­ლო ნა­ბი­ჯე­ბი, სვლე­ბი, ეს ჩემ­თვის ცოტა დის­კომ­ფორ­ტია და სულ მინ­და, რა­ღაც ახა­ლი მოხ­დეს ლა­ივ­ზე და სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ამას მა­ინც ვა­ხერ­ხებ, რომ რა­ღაც ახა­ლი იყოს და არა­და­გეგ­მი­ლი.

- მგო­ნი, წო­ნა­შიც და­ი­კე­ლი...

- კი, 7 კილო "სა­კა­ი­ფოდ" და­ვი­კე­ლი, მაგ­რამ ისე­თი რე­ჟი­მია, შე­უძ­ლე­ბე­ლია აქ წონა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც სწო­რი კვე­ბაა, რომ ენერ­გია გქონ­დეს...

- კონ­კუ­რენ­ტებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას, მაგ­რე­ბი არი­ან. ჩვენ შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. ერ­თმა­ნეთს ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ და თუ ვი­ღა­ცას რა­ღაც ვერ აქვს ისე, ვამ­ხნე­ვებთ და გვერ­დში ვუდ­გა­ვართ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"მე რომ წავიქცე, ჯულიანაც წაიქცევა" - გიორგი ბახუტაშვილი კულისებს მიღმა და მოულოდნელი ნომრის სამზადისში

"მე რომ წავიქცე, ჯულიანაც წაიქცევა" - გიორგი ბახუტაშვილი კულისებს მიღმა და მოულოდნელი ნომრის სამზადისში

ყველასთვის საყვარელი "ცოტნე ცოტაშვილი" ანუ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, იგივე ბახუტა დღესდღეობით სრულიად სხვა რეჟიმზეა გადართული, - ცეკვავს, რითაც უდიდეს სიამოვნებას იღებს, შედეგებიც მეტყველებს და მაყურებელიც ხედავს, რომ ეს საქმეც კარგად გამოსდის. ურიგო ნომრები არ წარმოუდგენია, რაშიც მისი პარტნიორი პროფესიონალი და წარმატებული მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი ეხმარება. ცეკვების სწორად შერჩევა, თავდადებული მუშაობა, ბევრი ვარჯიში, პროფესიონალების რჩევის გათვლისწინება და რაც მთავარია, პლასტიკურობა, ბახუტას ძალიან ეხმარება. ის დღეს მეოთხე ცეკვის წარმოსადგენად ემზადება.

AMBEBI.GE მას რეპეტიციის დროს დაუკავშირდა.

- "მხრები ქვემოთ რომ დაგეწიოს, წყლით სავსე ვედროებით იარე ", - ეს რჩევა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა - ლიზი მორიმ მოგცა. ითვალისწინებ ამ რჩევას?

- კი, დავიწყე ვედროებით სიარული, - ბოლომდე ვავსებ და ასე დავდივარ...

- მერე გაიმართე წელში?

- კი, მაგრამ ახლა "ჰიპ-ჰოპს" ვცეკვავ და ისევ მოვიხარე. დღეს რომ მნახავს ქალბატონი ლიზი, არ ვიცი, რას მეტყვის, მაგრამ ეს ცეკვა ამას მოითხოვს...

- პროექტის მანძილზე რა ისწავლე?

- პირველ რიგში, ჩემი სხეული კარგად გავიცანი, ნებისყოფას ვცდი, გარდა ამისა, ცეკვებს ვსწავლობ, მაგრამ ყველაფერი წინ არის, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მხოლოდ მეოთხე ცეკვაზე ვმუშაობ.

- ნასწავლი ცეკვებიდან რომელი უფრო მოგეწონა?

- ყველა თავის "პონტში" კარგია, ყველა საინტერესოა. სხვადასხვა ქვეყნის ცეკვებია და შესაბამისად, ამდენი ქვეყნის კულტურასთან გვაქვს შეხება... რთულია, ამაზე ადრეც ვილაპარაკე, - სამეჯლისო ცეკვებს ასე თუ ისე გავუგე, მაგრამ ახლა "ჰიპ-ჰოპი" ავიტეხე, მასზე მუშაობისას კიდევ ერთი საინტერესო კვირა გავატარე.

- ჯულიანასთან ცეკვის შერჩევისას, რეპეტიციაზე ხომ არ კამათობ?

- სართოდ არ ვკამათობთ, პირიქით, კარგად გვესმის ერთმანეთის, სულ მგონია, რომ წავიქცე, ჯულიანაც სინქრონში წაიქცევა, ჩემი ეს მარცხი რომ გაამართლოს, ძალიან კარგი პარტნიორია. "თავის თავის" მოცეკვავე არ არის, გვერდით მდგომზე სულ ფიქრობს.

- ერთ-ერთ ცეკვაში, ეპიზოდი იყო, როიალს დაეჯახე, ვარდი და როიალიც წააქციე. ეს ზოგმა ისე გაიგო, რომ ცეკვისას წაიქეცი...

- იმ ცეკვაში როიალამდე მილიონ რაღაცას დავეჯახეთ და წავაქციეთ - ასეთი ქორეოგრაფია იყო...

- როგორ გგონია, ფინალამდე მიხვალ და გაიმარჯვებ?

- რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებ და თუ ეგ ამბავი სარეპეტიციოში გადაწყდება, ამისთვის თავს არ ვზოგავ. რეალურად კი ყველაფერი მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს.

- მაყურებელი ერთგულად მოგდევს, მხარს გიჭერს. გიმესიჯებს, მაგრამ მგონი, ამას იმსახურებ. გეტყობა, რომ სერიოზულად მუშაობ, მაგრამ იმასაც ვერ გაექცევი, რომ "ცოტნე" ხარ, მაყურებელს ამიტომაც უყვარხარ...

- კი და ეს ყველაფრი გარდა იმისა, რომ სასიამოვნოა და კარგია, ამდენი ხალხი მგულშემატკივრობს და ასეა ჩართული, დიდი პასუხისმგებლობაცაა. ყოველდღიურად უამრავი წერილი მომდის, მირეკავენ. რომ ვფიქრობდი, მიმეღო, თუ არა პროექტში მონაწილეობა, დღევანდელი გადასახედიდან ამაზე მეცინება, რომ თავში როგორ გავივლე, რომ შეიძლება ამ პროექტში არ ჩავრთულიყავი. იმხელა და ისეთ სიყვარულს ვგრძნობ, ვერც კი წარმოიდგენთ.

- ანუ იმაზე მეტს, ვიდრე სერიალის პროცესში?

- მეტია თუ ნაკლები, - ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ახალი ნაბიჯი მაყურებელმა ჩემგან კარგად მიიღო.

- როდესაც ცეკვის პროცესში გიყურებ, მგონია, რომ ისეთივე პასუხისმგებლობით გამოდიხარ პარკეტზე, როგორც სცენაზე, სპექტაკლის თამაშისას...

- ბევრი რაღაცით ჰგავს ეს სცენა, თეატრის სცენას, იქაც ამბავია, პერსონაჟია, როლია, მაგრამ საკონკურსო ღელვა წინასაპრემიეროს არ ჰგავს, გარდა ამისა, როცა სპექტაკლს თამაშობ, შეგიძლია, თეატრში რა ხასიათზეც მიხვალ, მთელი წარმოდგენა იმ ხასიათზე ითამაშო. რაღაც იმპროვიზაციაც გაურიო, ცეკვაში ეს მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგანაც ზუსტად ის უნდა წარმოადგინო, რაც დადგმულია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი აირევა. უნდა თვალო ნაბიჯები, სვლები, ეს ჩემთვის ცოტა დისკომფორტია და სულ მინდა, რაღაც ახალი მოხდეს ლაივზე და სიმართლე რომ ვთქვა, ამას მაინც ვახერხებ, რომ რაღაც ახალი იყოს და არადაგეგმილი.

- მგონი, წონაშიც დაიკელი...

- კი, 7 კილო "საკაიფოდ" დავიკელი, მაგრამ ისეთი რეჟიმია, შეუძლებელია აქ წონა შეინარჩუნო, მაგრამ მთავარი მაინც სწორი კვებაა, რომ ენერგია გქონდეს...

- კონკურენტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- წარმატებებს ვუსურვებ ყველას, მაგრები არიან. ჩვენ შორის დაძაბულობა არ ყოფილა. ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და თუ ვიღაცას რაღაც ვერ აქვს ისე, ვამხნევებთ და გვერდში ვუდგავართ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება