მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ თალაკვაძე: "კონსტიტუცია უბრუნდება ხალხს"
 არჩილ თალაკვაძე: "კონსტიტუცია უბრუნდება ხალხს"

"მე პი­რა­დად ვფიქ­რობ, რომ ამ ცვლი­ლე­ბე­ბით კონ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნ­დო­და თა­ვის­თვის, უბ­რუნ­დე­ბა ხალ­ხს" - ამის შე­სა­ხებ ჩო­ხა­ტა­ურ­ში, კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტის სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს არის ის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ხალ­ხის, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. "ის ოთხი პუნ­ქტი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, არის - ძლი­ე­რი პარ­ლა­მენ­ტი, ქმე­დი­თი მთავ­რო­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო და ზე­პარ­ტი­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რომ­ლის რო­ლიც არის სა­მარ­თლი­ა­ნად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში. ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და პროგ­ნო­რი­ზე­ბა­დი გან­ვი­თა­რე­ბა. ამ დო­კუ­მენ­ტით ყვე­ლას ექ­ნე­ბა ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რა იქ­ნე­ბა ხვალ და ეს კონ­სტი­ტუ­ცია ზუს­ტად გვე­უბ­ნე­ბა, თუ რა იქ­ნე­ბა ხვალ", - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძდმ.

მი­სი­ვე თქმით, სტა­ბი­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა არის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბის ნა­წი­ლი. "არას­ტა­ბი­ლუ­რი პო­ლი­ტი­კი­რი სის­ტე­მა ნიშ­ნავს მარ­ტივ მამ­რავ­ლე­ბად დაშ­ლილ მმარ­თვე­ლო­ბას. თუ ვინ­მეს სჭირ­დე­ბა სტა­ბი­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა, სჭირ­დე­ბა ხალ­ხს", - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს, რომ მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ის შეც­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ეთან­ხმე­ბა ყვე­ლა. "და­ი­ცა­ვი კონ­სტი­ტუ­ცი­აც" კი ეთან­ხმე­ბა იმ კონ­სტი­ტუ­ცი­ის შეც­ვლას, რო­მელ­საც იცა­ვენ. ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცვლი­და კონ­სტი­ტუ­ცი­ას სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სწო­რედ ამის გამო არ­სე­ბულ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში დის­ბა­ლან­სი არის ხარ­ვე­ზი­ა­ნი. ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დი აცხა­დებს, რომ უარს ამ­ბობს ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზე, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არ­სე­ბობს მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში. ამა­ზე ვამ­ბობთ უარს.

ჩვენ ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას კი არ ვი­თხოვთ ამ ცვლი­ლე­ბით, არა­მედ საკ­მა­რი­სად ძლი­ერ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას იმ პარ­ტი­ის, რო­მელ­საც და­უ­ჭერს ხალ­ხი მხარს. ის, რა­საც გვთა­ვა­ზობს ოპო­ზი­ცია, გვაძ­ლევს სის­ტე­მას, რომ რო­დე­საც მი­ვალთ არ­ჩევ­ნებ­ზე, გა­ი­მარ­ჯვებს პარ­ტია, მაგ­რამ ვერ აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ქვეყ­ნის მარ­თვა­ზე, რად­გან არ ექ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი ძალა. ჩვენ ვთა­ვა­ზობთ საკ­მა­რი­სად ძლი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ ხელ­ში კონ­ცენ­ტრა­ცი­ას. ასე­თი მო­დე­ლი იძ­ლე­ვა ხშირ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზი­სებს, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს აქვთ სა­შუ­ა­ლებს ამ კრი­ზი­სე­ბის დაძ­ლე­ვის, თუმ­ცა სა­ქარ­თვრლოს სჭირ­დე­ბა თუ არა მარ­ტივ მამ­რავ­ლე­ბად დაშ­ლი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?!", - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბე­ბი და გან­წყო­ბა ძა­ლი­ან პე­სი­მის­ტუ­რია. "ისი­ნი ამ­ბო­ბენ - აი თქვენ რომ გა­ი­მარ­ჯვებთ... ისი­ნი დღეს­ვე, ჩო­ხა­ტა­ურ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა გა­ი­მარ­ჯვებს არ­ჩევ­ნებ­ში", - აღ­ნიშ­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა. მი­სი­ვე თქმით, წუ­ხი­ლე­ბი, რომ პრე­ზი­დენტს სტა­ტუ­სი ეკ­ვე­ცე­ბა, ამას ამ­ბობს ძალა, რო­მელ­მაც პრე­ზი­დენტს ზუს­ტად ისე ჩა­მო­არ­თვა უფ­ლე­ბე­ბი, რო­გორც დღე­ვან­დელ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შია. "თუმ­ცა ვი­ცით ისი­ნი რა გაც­ვლა­საც გეგ­მავ­დნენ", - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

არჩილ თალაკვაძე: "კონსტიტუცია უბრუნდება ხალხს"

 არჩილ თალაკვაძე: "კონსტიტუცია უბრუნდება ხალხს"

"მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებებით კონსტიტუცია, რომელიც ყველა წინა ხელისუფლებას უნდოდა თავისთვის, უბრუნდება ხალხს" - ამის შესახებ ჩოხატაურში, კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის პროექტი, რომელიც იქნება ხალხის, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. "ის ოთხი პუნქტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ ჩამოაყალიბა, არის - ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი, რომლის როლიც არის სამართლიანად წარმოდგენილი ამ კონსტიტუციაში. ამ კონსტიტუციით განსაზღვრული პრიორიტეტებია ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფოს ვალდებულებების ჩამოყალიბება, ეკონომიკური თავისუფლება და პროგნორიზებადი განვითარება. ამ დოკუმენტით ყველას ექნება ნათელი წარმოდგენა, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა მომდევნო პერიოდში. ჩვენი ცხოვრება არის დამოკიდებული, თუ რა იქნება ხვალ და ეს კონსტიტუცია ზუსტად გვეუბნება, თუ რა იქნება ხვალ", - განაცხადა თალაკვაძდმ.

მისივე თქმით, სტაბილური პოლიტიკური სისტემა არის პროგნოზირებადობის ნაწილი. "არასტაბილური პოლიტიკირი სისტემა ნიშნავს მარტივ მამრავლებად დაშლილ მმართველობას. თუ ვინმეს სჭირდება სტაბილური პოლიტიკური სისტემა, სჭირდება ხალხს", - განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ მოქმედი კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობას ეთანხმება ყველა. "დაიცავი კონსტიტუციაც" კი ეთანხმება იმ კონსტიტუციის შეცვლას, რომელსაც იცავენ. ყველა ხელისუფლება ცვლიდა კონსტიტუციას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამის გამო არსებულ კონსტიტუციაში დისბალანსი არის ხარვეზიანი. ახალი კონსტიტუციით სახელისუფლებო გუნდი აცხადებს, რომ უარს ამბობს ძალაუფლების კონცენტრაციაზე, რისი შესაძლებლობაც არსებობს მოქმედი კონსტიტუციის პირობებში. ამაზე ვამბობთ უარს.

ჩვენ ძალაუფლების კონცენტრაციას კი არ ვითხოვთ ამ ცვლილებით, არამედ საკმარისად ძლიერ წარმომადგენლობას იმ პარტიის, რომელსაც დაუჭერს ხალხი მხარს. ის, რასაც გვთავაზობს ოპოზიცია, გვაძლევს სისტემას, რომ როდესაც მივალთ არჩევნებზე, გაიმარჯვებს პარტია, მაგრამ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე, რადგან არ ექნება საკმარისი ძალა. ჩვენ ვთავაზობთ საკმარისად ძლიერ ხელისუფლებას და არა ხელისუფლების ერთ ხელში კონცენტრაციას. ასეთი მოდელი იძლევა ხშირ პოლიტიკურ კრიზისებს, განვითარებულ ქვეყნებს აქვთ საშუალებს ამ კრიზისების დაძლევის, თუმცა საქართვრლოს სჭირდება თუ არა მარტივ მამრავლებად დაშლილი ხელისუფლება?!", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები და განწყობა ძალიან პესიმისტურია. "ისინი ამბობენ - აი თქვენ რომ გაიმარჯვებთ... ისინი დღესვე, ჩოხატაურში ამბობენ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს არჩევნებში", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მისივე თქმით, წუხილები, რომ პრეზიდენტს სტატუსი ეკვეცება, ამას ამბობს ძალა, რომელმაც პრეზიდენტს ზუსტად ისე ჩამოართვა უფლებები, როგორც დღევანდელ კონსტიტუციაშია. "თუმცა ვიცით ისინი რა გაცვლასაც გეგმავდნენ", - აღნიშნა დეპუტატმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."