საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზონანსი" - ყოველი მე-5 პენსიონერია, ერი დიდი სისწრაფით ბერდება
"რეზონანსი" - ყოველი მე-5 პენსიონერია, ერი დიდი სისწრაფით ბერდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე ადა­მი­ა­ნი ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რია. ამ კა­ტე­გო­რი­ის წილი სა­ერ­თო მო­სახ­ლე­ო­ბა­ში წლი­დან წლამ­დე მა­ტუ­ლობს, რაც უდა­ვოდ ერის და­ბე­რე­ბის ნი­შა­ნია.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამის მი­ზე­ზად შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და შრო­მი­სუ­ნა­რი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მიგ­რა­ცი­ის მა­ღალ დო­ნეს მი­იჩ­ნე­ვენ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კი­დან ჩანს, რომ პენ­სი­ო­ნე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა. 9 წლის წინ ქვე­ყა­ნა­ში ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რე­ბის რი­ცხვი 611 879 იყო, ხოლო მათი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვე 83 038 158 ლარი იხარ­ჯე­ბო­და, 2017 წლის მარ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბით კი, პენ­სი­ო­ნერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 721 213-მდეა გაზ­რდი­ლი. მათ უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ბი­უ­ჯეტ­დან 130 680 663 ლარი იხარ­ჯე­ბა. წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 114 488 847 ლარი იყო, რაც 709 433 პენ­სი­ო­ნე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ხმარ­დე­ბო­და.

გა­მო­დის, რომ 1 წე­ლი­წად­ში ასა­კით პენ­სი­ო­ნერ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 12 000-ით მო­ი­მა­ტა. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, 3,7 მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნა­ში ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა წინა წლე­ბის სტა­ტის­ტი­კას, 2015 წელს ქვე­ყა­ნას 696 779 პენ­სი­ო­ნე­რი ჰყავ­და, მათ­ზე და­ხარ­ჯუ­ლი ყო­ველ­თვი­უ­რი თან­ხის მო­ცუ­ლო­ბა კი 105 434 211 ლარი იყო. 2014 წელს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 103 748 570 ლარი და­ი­ხარ­ჯა და ეს თან­ხა 686 979 პენ­სი­ო­ნერს მოხ­მარ­და. 2013 წელს კი ქვე­ყა­ნა­ში უფრო ნაკ­ლე­ბი - 683 876 პენ­სი­ო­ნე­რი ცხოვ­რობ­და.

რო­გორც ვხე­დავთ, მათი რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ სწრა­ფი ტემ­პით იზ­რდე­ბა, რა გარ­კვე­ულ­წი­ლად ერის და­ბე­რე­ბის ნი­შა­ნია. ცხა­დია, ამ ხალ­ხის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ვის არა­ფე­რი აქვს, მაგ­რამ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­თა­რე­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუკი ახალ­გაზ­რდა და შუ­ახ­ნის ხალ­ხი მეტი იცხოვ­რებს ქვე­ყა­ნა­ში.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ბე­რე­ბის გზას ად­გას და დი­დია საფრ­თხე, რომ სა­მო­მავ­ლოდ ბი­უ­ჯეტს პენ­სი­ო­ნერ­თა ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა გა­უ­ჭირ­დეს.

რო­გორც სტა­ტის­ტი­კო­სი სოსო არჩვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, პენ­სი­ო­ნერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რია შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მი­მარ­თე­ბით და აღე­მა­ტე­ბა და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­საც.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"რეზონანსი" - ყოველი მე-5 პენსიონერია, ერი დიდი სისწრაფით ბერდება

"რეზონანსი" - ყოველი მე-5 პენსიონერია, ერი დიდი სისწრაფით ბერდება

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი ასაკით პენსიონერია. ამ კატეგორიის წილი საერთო მოსახლეობაში წლიდან წლამდე მატულობს, რაც უდავოდ ერის დაბერების ნიშანია.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტები ამის მიზეზად შობადობის შემცირებასა და შრომისუნარიან მოსახლეობაში მიგრაციის მაღალ დონეს მიიჩნევენ.

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ პენსიონერების რაოდენობა მუდმივად იზრდება. 9 წლის წინ ქვეყანაში ასაკით პენსიონერების რიცხვი 611 879 იყო, ხოლო მათი მომსახურებისთვის ყოველთვე 83 038 158 ლარი იხარჯებოდა, 2017 წლის მარტის მდგომარეობით კი, პენსიონერთა რაოდენობა 721 213-მდეა გაზრდილი. მათ უზრუნველსაყოფად ბიუჯეტდან 130 680 663 ლარი იხარჯება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 114 488 847 ლარი იყო, რაც 709 433 პენსიონერის უზრუნველყოფას ხმარდებოდა.

გამოდის, რომ 1 წელიწადში ასაკით პენსიონერთა რაოდენობამ 12 000-ით მოიმატა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 3,7 მილიონიან ქვეყანაში ყოველი მეხუთე ასაკით პენსიონერია.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, 2015 წელს ქვეყანას 696 779 პენსიონერი ჰყავდა, მათზე დახარჯული ყოველთვიური თანხის მოცულობა კი 105 434 211 ლარი იყო. 2014 წელს ამ მიმართულებით 103 748 570 ლარი დაიხარჯა და ეს თანხა 686 979 პენსიონერს მოხმარდა. 2013 წელს კი ქვეყანაში უფრო ნაკლები - 683 876 პენსიონერი ცხოვრობდა.

როგორც ვხედავთ, მათი რაოდენობა საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება, რა გარკვეულწილად ერის დაბერების ნიშანია. ცხადია, ამ ხალხის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მაგრამ დემოგრაფიული ვითარებისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, თუკი ახალგაზრდა და შუახნის ხალხი მეტი იცხოვრებს ქვეყანაში.

სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველო დაბერების გზას ადგას და დიდია საფრთხე, რომ სამომავლოდ ბიუჯეტს პენსიონერთა ფინანსური უზრუნველყოფა გაუჭირდეს.

როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, პენსიონერთა რაოდენობა ბევრია შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობასთან მიმართებით და აღემატება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობასაც.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი