პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეჯოში დაკარგული 15 წლის ბიჭი ნაპოვნია - სად იპოვეს და ბრალდებით დააკავეს არასრულწლოვანი
საგარეჯოში დაკარგული 15 წლის ბიჭი ნაპოვნია - სად იპოვეს და ბრალდებით დააკავეს არასრულწლოვანი

სა­გა­რე­ჯო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­კარ­გუ­ლი 15 წლის ბიჭი ნა­პოვ­ნია და რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ის პო­ლი­ცი­ამ ცხე­ნე­ბის ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პო­ლი­ცი­ამ და­კარ­გუ­ლი ბიჭი გუ­შინ ღა­მით იპო­ვა.

არას­რულ­წლოვ­ნის და­კარ­გვის თა­ო­ბა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა ორი დღის წინ შე­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კარ­გუ­ლი იყო და ის მა­მის სახ­ლში, სო­ფელ ზემო ქედ­ში პო­ლი­ცი­ამ გუ­შინ ღამე იპო­ვა. მას ბრალ­დე­ბა ქურ­დო­ბა იმ ფერ­მა­ში, სა­დაც მუ­შა­ობ­და.

"ის და­კა­ვე­ბუ­ლია ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლით (ქურ­დო­ბა). პო­ლი­ცი­ამ ფერ­მი­დან მო­პა­რუ­ლი 2 ცხე­ნი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბა ფერ­მის მე­პატ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბას უსა­ფუძ­ვლოს უწო­დე­ბენ არას­რულ­წლო­ვა­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის დამ, ლია გი­გა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, მის ძმას ხელ­ფა­სი არ გა­და­უ­ხა­დეს, ამი­ტომ ტრან­სპორ­ტის არ­ქო­ნის გამო ფერ­მა ცხე­ნით და­ტო­ვა.

"აბ­რა­ლე­ბენ, რომ ცხე­ნი მო­ი­პა­რა. არ მო­უ­პა­რავს. ბავ­შვს ხელ­ფა­სი არ გა­და­უ­ხა­დეს და რად­გან ტრან­სპორ­ტი არ ჰქონ­და, ცხენ­ზე შეჯ­და და წა­ვი­და", - გა­ნა­ცხა­და გი­გა­ურ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში.

ფერ­მის მე­პატ­რო­ნე კი არას­რულ­წლო­ვან ბიჭს ცხე­ნე­ბის ქურ­დო­ბას­თან ერ­თად ფუ­ლის მო­პარ­ვა­შიც ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გი­ორ­გი ზა­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ბიჭ­მა მისი ფერ­მი­დან ცხენ­სა და კვიც­თან ერ­თად 150 ლა­რიც მო­ი­პა­რა. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის ბრალ­დე­ბებს, რომ ფერ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა ხელ­ფა­სი არ გა­და­უ­ხა­დეს, ზა­ლი­აშ­ვი­ლის თქმით, ოჯახ­მა თვი­თონ სთხო­ვა, რომ რამ­დე­ნი­მე თვის ხელ­ფა­სი ერ­თი­ა­ნად მი­ე­ცა, რათა ყო­ველ­თვი­უ­რად არ და­ხარ­ჯვო­და.

"არა­ნა­ი­რი ზე­წო­ლა და და­პი­რის­პი­რე­ბა მას­თან არ ყო­ფი­ლა. ცხელ­სა და ცივს არ ვაკ­ლებ­დით, 200 ლარი ჰქონ­და ხელ­ფა­სი. თვი­თონ­ვე გვთხო­ვეს, რომ ყო­ველ­თვი­უ­რად არ მიგ­ვე­ცა ფული, რომ არ და­ხარ­ჯვო­და. და­ი­ნა­ხეს, როცა ცხე­ნი და კვი­ცი მიჰ­ყავ­და. პუ­რის სა­ყიდ­ლად მივ­დი­ვა­რო თქვა. თვი­თონ­ვე აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი, ჩვე­ნე­ბა წუ­ხე­ლის­ვე მის­ცა", - გა­ნა­ცხა­და ზა­ლი­აშ­ვილ­მა.

არას­რულ­წლო­ვა­ნი ცხე­ნე­ბის ქურ­დო­ბის საქ­მე­ზე სოც­მუ­შა­კის თან­დას­წრე­ბით და­ი­კი­თხა. შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხე­ნე­ბის და­კარ­გვის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"არას­რულ­წლო­ვა­ნი ბიჭი ღა­მით იპო­ვა პო­ლი­ცი­ამ. ის წარ­მოდ­გე­ნი­ლია პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და იკი­თხე­ბა სოც­მუ­შა­კის თან­დას­წრე­ბით. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია ცხე­ნე­ბის მო­პარ­ვის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლით. პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო ცხე­ნე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

საგარეჯოში დაკარგული 15 წლის ბიჭი ნაპოვნია - სად იპოვეს და ბრალდებით დააკავეს არასრულწლოვანი

საგარეჯოში დაკარგული 15 წლის ბიჭი ნაპოვნია - სად იპოვეს და ბრალდებით დააკავეს არასრულწლოვანი

საგარეჯოში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის ბიჭი ნაპოვნია და როგორც ცნობილი ხდება, ის პოლიციამ ცხენების ქურდობის ბრალდებით დააკავა. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ დაკარგული ბიჭი გუშინ ღამით იპოვა.

არასრულწლოვნის დაკარგვის თაობაზე შეტყობინება ორი დღის წინ შევიდა პოლიციაში. აღნიშნული პირი ორი დღის განმავლობაში დაკარგული იყო და ის მამის სახლში, სოფელ ზემო ქედში პოლიციამ გუშინ ღამე იპოვა. მას ბრალდება ქურდობა იმ ფერმაში, სადაც მუშაობდა.

"ის დაკავებულია ქურდობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა). პოლიციამ ფერმიდან მოპარული 2 ცხენი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე დაიწყო", - აცხადებენ შსს-ში.

ქურდობის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ არასრულწლოვანის ოჯახის წევრები. როგორც დაკავებულის დამ, ლია გიგაურმა განაცხადა, მის ძმას ხელფასი არ გადაუხადეს, ამიტომ ტრანსპორტის არქონის გამო ფერმა ცხენით დატოვა.

"აბრალებენ, რომ ცხენი მოიპარა. არ მოუპარავს. ბავშვს ხელფასი არ გადაუხადეს და რადგან ტრანსპორტი არ ჰქონდა, ცხენზე შეჯდა და წავიდა", - განაცხადა გიგაურმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში.

ფერმის მეპატრონე კი არასრულწლოვან ბიჭს ცხენების ქურდობასთან ერთად ფულის მოპარვაშიც ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი ზალიაშვილმა განუცხადა, ბიჭმა მისი ფერმიდან ცხენსა და კვიცთან ერთად 150 ლარიც მოიპარა. რაც შეეხება ოჯახის ბრალდებებს, რომ ფერმის ხელმძღვანელებმა ხელფასი არ გადაუხადეს, ზალიაშვილის თქმით, ოჯახმა თვითონ სთხოვა, რომ რამდენიმე თვის ხელფასი ერთიანად მიეცა, რათა ყოველთვიურად არ დახარჯვოდა.

"არანაირი ზეწოლა და დაპირისპირება მასთან არ ყოფილა. ცხელსა და ცივს არ ვაკლებდით, 200 ლარი ჰქონდა ხელფასი. თვითონვე გვთხოვეს, რომ ყოველთვიურად არ მიგვეცა ფული, რომ არ დახარჯვოდა. დაინახეს, როცა ცხენი და კვიცი მიჰყავდა. პურის საყიდლად მივდივარო თქვა. თვითონვე აღიარა დანაშაული, ჩვენება წუხელისვე მისცა", - განაცხადა ზალიაშვილმა.

არასრულწლოვანი ცხენების ქურდობის საქმეზე სოცმუშაკის თანდასწრებით დაიკითხა. შსს ინფორმაციით, ცხენების დაკარგვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

"არასრულწლოვანი ბიჭი ღამით იპოვა პოლიციამ. ის წარმოდგენილია პოლიციის განყოფილებაში და იკითხება სოცმუშაკის თანდასწრებით. გამოძიება დაწყებულია ცხენების მოპარვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცხენები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 4 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს

ხაშურში 2-მა პირმა, დანის მუქარით, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღა - თავდამსხმელები დააკავეს

"ბავშვები რო სდომოდა, დედას არ მოუკლავდა" - ხაშურში, 23 წლის სალომე ჩიქოვანის მკვლელობისთვის, მის ყოფილ ქმარს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა