პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი შვილი დამეღუპა..." - გაიცანით ქალი, რომელმაც "X ფაქტორში" საოცარი ტრანსფორმაციით მთელი ფილარმონია აატირა
"ერთი შვილი დამეღუპა..." - გაიცანით ქალი, რომელმაც "X ფაქტორში" საოცარი ტრანსფორმაციით მთელი ფილარმონია აატირა

მა­ტილ­და კა­ტა­ლია მა­ყუ­რე­ბელ­მა "X ფაქ­ტო­რის" სცე­ნი­დან გა­იც­ნო. ორი შვი­ლის დე­დამ 44 წლის ასაკ­ში სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი დიდ სცე­ნა­ზე მო­სინ­ჯა და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სამ­ზა­რე­უ­ლო­დან პირ­და­პირ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მი­ვი­და სამ­ღე­რად. მის გა­მოს­ვლას ნამ­დვი­ლი ფუ­რო­რი მოჰ­ყვა - 44 წლის კონ­კურ­სან­ტის სა­ო­ცარ­მა ტრანსფორ­მა­ცი­ამ ჟი­უ­რი და მა­ყუ­რე­ბე­ლი ერ­თნა­ი­რად აღაფრ­თო­ვა­ნა.

"ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი ასეთ შე­ფა­სე­ბებს, ჩემ­თვის ეს ემო­ცი­უ­რი იყო. ვი­ცო­დი რომ სიმ­ღე­რა შე­მეძ­ლო, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, ალ­ბათ მეც ისე ვმღე­რი, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი-თქო და აქამ­დე სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რით დიდი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე არ გა­მოვ­სულ­ვარ. თუმ­ცა, ყო­ველ­თვის მინ­დო­და სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რა, ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აქამ­დე ეს არ ვცა­დე, მაგ­რამ როცა მივ­ხვდი უკვე დრო იყო, 44 წლის ვარ, მი­ვე­დი "იქს ფაქ­ტო­რის" პრე­კას­ტინგზე და ასე მოვ­ხვდი პრო­ექ­ტში.

- თქვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი შვი­ლე­ბის გარ­და ვინ არი­ან?

- პრო­ექ­ტში ბავ­შვებ­თან ერ­თად მო­ვე­დი. ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჩემი მე­უღ­ლეა, მებ­რძო­ლი კა­ცია, მაგ­რამ კა­მე­რებ­მა შე­ა­ში­ნა. მარ­თა­ლია კას­ტინგზე გვერ­დით არ მყავ­და, მაგ­რამ ვგრძნობ­დი რო­გორ მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. სახ­ლში როცა დავ­ბრუნ­დი, მე­უღ­ლე ნამ­ტი­რა­ლე­ვი იყო, ისე გა­ე­ხარ­და ჩემი წარ­მა­ტე­ბა. მი­თხრა, რომ მცოდ­ნო­და ასე კარ­გად მღე­რი, აქამ­დე გა­გიშ­ვებ­დი სცე­ნა­ზეო...

- ვინ არის თქვე­ნი მე­უღ­ლე?

- ჩემი მე­უღ­ლე ჯა­რის­კა­ცია, აფხა­ზე­თის ომში წინა ხაზ­ზე იბ­რძო­და. ერ­თმა­ნე­თი 14 წლის წინ გა­ვი­ცა­ნით, მას გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, სა­მო­ნაზვნო ცხოვ­რე­ბა და­ე­წყო, მე ეკ­ლე­სი­ა­ში მგა­ლო­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ჩემ­მა მა­მა­ომ მთხო­ვა, კას­პში გა­მომ­ყე­ვი, იქა­ურ გო­გო­ნებს გა­ლო­ბა ას­წავ­ლეო და ასე გა­ვი­ცა­ნი ჩემი ქმა­რი, მა­მა­ოს სახ­ლში. ის ყველ­გან თან დაჰ­ყვე­ბო­და მა­მა­ოს. ორი შვი­ლი გვყავს, გი­ორ­გი და გაბ­რი­ე­ლი.

- აქამ­დე რა­ტომ არ სცა­დეთ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა?

- რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს გავ­ლი­ლი. სიმ­ღე­რის­თვის არა­სო­დეს მე­ცა­ლა, ჯერ ვსწავ­ლობ­დი, მერე გავ­თხოვ­დი, ყვე­ლა ორ­სუ­ლო­ბა რთუ­ლი მქონ­და. წო­ლი­თი რე­ჟი­მი მქონ­და. გი­ორ­გის მერე, ერთი შვი­ლი და­მე­ღუ­პა, მშო­ბი­ა­რო­ბი­დან ერთ კვი­რა­ში თოთო და­ი­ღუ­პა... ეს იყო ჩემ­თვის შოკი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დია, ამის გამო ცხოვ­რე­ბის კა­ლა­პო­ტი­დან სა­ერ­თოდ ამოვ­ვარ­დი. შემ­დეგ და­ი­ბა­და გაბ­რი­ე­ლი და ერთი წელი სი­ა­რუ­ლის უნა­რი მქონ­და და­კარ­გუ­ლი, ვი­წე­ქი, არ შე­მეძ­ლო მოძ­რა­ო­ბა და ერთი წლის მერე გზა­დაგ­ზა აღ­მიდ­გა...

- ახლა მხო­ლოდ გი­ორ­გის და გაბ­რი­ე­ლის აღ­ზრდით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- კი, მათ შო­რის დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა, სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მი აქვთ და მხო­ლოდ მათ აღ­ზრდას ვუთ­მობ მთელ დროს.

იხი­ლეთ მა­ტილ­და კა­ტა­ლი­ას გა­მოს­ვლის ვი­დეო

რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი "X ფაქ­ტო­რის" სცე­ნა­ზე და სცე­ნის მიღ­მა - ადევ­ნეთ თვალ­ყუ­რი AMBEBI.GE-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ერთი შვილი დამეღუპა..." - გაიცანით ქალი, რომელმაც "X ფაქტორში" საოცარი ტრანსფორმაციით მთელი ფილარმონია აატირა

"ერთი შვილი დამეღუპა..." - გაიცანით ქალი, რომელმაც "X ფაქტორში" საოცარი ტრანსფორმაციით მთელი ფილარმონია აატირა

მატილდა კატალია მაყურებელმა "X ფაქტორის" სცენიდან გაიცნო. ორი შვილის დედამ 44 წლის ასაკში საკუთარი ძალები დიდ სცენაზე მოსინჯა და როგორც თავად ამბობს, სამზარეულოდან პირდაპირ ფილარმონიაში მივიდა სამღერად. მის გამოსვლას ნამდვილი ფურორი მოჰყვა - 44 წლის კონკურსანტის საოცარმა ტრანსფორმაციამ ჟიური და მაყურებელი ერთნაირად აღაფრთოვანა.

"ნამდვილად არ ველოდი ასეთ შეფასებებს, ჩემთვის ეს ემოციური იყო. ვიცოდი რომ სიმღერა შემეძლო, მაგრამ ვფიქრობდი, ალბათ მეც ისე ვმღერი, როგორც ყველა ქართველი-თქო და აქამდე საკუთარი სიმღერით დიდი აუდიტორიის წინაშე არ გამოვსულვარ. თუმცა, ყოველთვის მინდოდა სცენაზე სიმღერა, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე აქამდე ეს არ ვცადე, მაგრამ როცა მივხვდი უკვე დრო იყო, 44 წლის ვარ, მივედი "იქს ფაქტორის" პრეკასტინგზე და ასე მოვხვდი პროექტში.

- თქვენი გულშემატკივრები შვილების გარდა ვინ არიან?

- პროექტში ბავშვებთან ერთად მოვედი. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი მეუღლეა, მებრძოლი კაცია, მაგრამ კამერებმა შეაშინა. მართალია კასტინგზე გვერდით არ მყავდა, მაგრამ ვგრძნობდი როგორ მგულშემატკივრობდა. სახლში როცა დავბრუნდი, მეუღლე ნამტირალევი იყო, ისე გაეხარდა ჩემი წარმატება. მითხრა, რომ მცოდნოდა ასე კარგად მღერი, აქამდე გაგიშვებდი სცენაზეო...

- ვინ არის თქვენი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე ჯარისკაცია, აფხაზეთის ომში წინა ხაზზე იბრძოდა. ერთმანეთი 14 წლის წინ გავიცანით, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, სამონაზვნო ცხოვრება დაეწყო, მე ეკლესიაში მგალობელი ვიყავი. ჩემმა მამაომ მთხოვა, კასპში გამომყევი, იქაურ გოგონებს გალობა ასწავლეო და ასე გავიცანი ჩემი ქმარი, მამაოს სახლში. ის ყველგან თან დაჰყვებოდა მამაოს. ორი შვილი გვყავს, გიორგი და გაბრიელი.

- აქამდე რატომ არ სცადეთ სცენაზე გამოსვლა?

- რთული ცხოვრება მაქვს გავლილი. სიმღერისთვის არასოდეს მეცალა, ჯერ ვსწავლობდი, მერე გავთხოვდი, ყველა ორსულობა რთული მქონდა. წოლითი რეჟიმი მქონდა. გიორგის მერე, ერთი შვილი დამეღუპა, მშობიარობიდან ერთ კვირაში თოთო დაიღუპა... ეს იყო ჩემთვის შოკი, წარმოუდგენელი ტრაგედია, ამის გამო ცხოვრების კალაპოტიდან საერთოდ ამოვვარდი. შემდეგ დაიბადა გაბრიელი და ერთი წელი სიარულის უნარი მქონდა დაკარგული, ვიწექი, არ შემეძლო მოძრაობა და ერთი წლის მერე გზადაგზა აღმიდგა...

- ახლა მხოლოდ გიორგის და გაბრიელის აღზრდით ხართ დაკავებული?

- კი, მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, სხვადასხვა რეჟიმი აქვთ და მხოლოდ მათ აღზრდას ვუთმობ მთელ დროს.

იხილეთ მატილდა კატალიას გამოსვლის ვიდეო

როგორ განვითარდება მოვლენები "X ფაქტორის" სცენაზე და სცენის მიღმა - ადევნეთ თვალყური AMBEBI.GE-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება