საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობამ ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, უქმე დღეებში მუშაობის და ჯანმრთელობისთვის სარისკო სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა
მთავრობამ ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, უქმე დღეებში მუშაობის და ჯანმრთელობისთვის სარისკო სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა

მთავ­რო­ბამ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბის, ღა­მის სა­ა­თებ­ში, დას­ვე­ნე­ბი­სა და უქმე დღე­ებ­ში, ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რის­კის შემ­ცველ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის წესი და­ამ­ტკი­ცა.

რო­გორც მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სის მი­ზა­ნია და­ცულ იქ­ნას ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, ღა­მის სა­ა­თებ­ში, დას­ვე­ნე­ბი­სა და უქმე დღე­ებ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რის­კის შემ­ცველ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში და­საქ­მე­ბულ მო­ხე­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბი და გა­ნი­სა­ზღვროს აღ­ნიშ­ნულ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი.

რო­გორც დად­გე­ნი­ლე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს მო­ხე­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 1 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვის აღ­ზრდის, აგ­რეთ­ვე ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, მი­სი­ვე მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე.

დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლი მო­ხე­ლის სა­მუ­შაო დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ან სა­ა­მი­სოდ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის მიერ, რაც არ უნდა იყოს დღე­ში 4 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი.

"მო­ხე­ლე ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ობს: ა) ჯანმთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბამ­დე, რაც შე­სა­ბა­მი­სად დას­ტურ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი დას­კვნით; ბ) ბავ­შვის 1 წლის ასა­კის მღწე­ვამ­დე; გ) მო­ხე­ლე ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში - მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე; დ) მო­ხე­ლის მიერ ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის გამო შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბამ­დე", - ნათ­ქვა­მია დად­გე­ნი­ლე­ბა­ში.

ამას­თან, დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მყოფ მო­ხე­ლეს უნარ­ჩუნ­დე­ბა "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი, გა­რან­ტი­ე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ღა­მის სა­ა­თებ­ში მუ­შა­ო­ბას, დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­წეს­დეს ღა­მის სა­ა­თებ­ში მუ­შა­ო­ბა.

"მო­ხე­ლე ღა­მის სა­ა­თებ­ში მო­მუ­შა­ვედ ით­ვლე­ბა, თუ იგი ღა­მის სა­ა­თებ­ში მუ­შა­ობს 22:00 სა­ა­თი­დან 06:00 სა­ა­თამ­დე. ღა­მის სა­ა­თებ­ში მო­ხე­ლის სა­მუ­შაო პე­რი­ო­დის ხან­გრძლი­ვო­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 7 სა­ათს. ღა­მის სა­ა­თებ­ში მო­მუ­შა­ვე მო­ხე­ლეს ეძ­ლე­ვა ერ­თსა­ა­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ით­ვლე­ბა სა­მუ­შაო დრო­ში. მო­ხე­ლე, რო­მე­ლის მუ­შა­ობს ღა­მის სა­ა­თებ­ში, თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მო­რი­გე­ო­ბის მომ­დევ­ნო სა­მუ­შაო დღეს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­რი­გე­ო­ბის მომ­დევ­ნო დღე დას­ვე­ნე­ბის ან უქმე დღეა, მო­ხე­ლე სამ­სა­ხურ­ში გა­მო­დის მომ­დევ­ნო სა­მუ­შაო დღეს. სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ღა­მის სა­ა­თებ­ში მუ­შა­ო­ბის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ უნდა იქ­ნას გან­სა­ზღვრუ­ლი ღა­მის სა­ა­თებ­ში მუ­შა­ო­ბის გან­რი­გი, რო­მე­ლიც უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ამ წე­სით დად­გე­ნილ ვა­დებს", - ნათ­ქვა­მია დად­გე­ნი­ლე­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ღა­მის სა­ა­თებ­ში სა­მუ­შა­ოდ მო­ხე­ლე შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­დაყ­ვა­ნილ იქ­ნას და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ან/და მო­ხე­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ამას­თან, ღა­მის სა­ა­თებ­ში მო­ხე­ლის გა­დაყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მისი წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბით.

მო­ხე­ლეს ღა­მის სა­ა­თებ­ში მუ­შა­ო­ბის­თვის ეძ­ლე­ვა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი, რომ­ლის სა­ერ­თო ოდე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა "სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით.

ამას­თან, რო­გორც დად­გე­ნი­ლე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, დას­ვე­ნე­ბი­სა და უქმე დღე­ებ­ში სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პი­რო­ბე­ბი და წესი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ში­ნა­გა­ნა­წე­სით. დას­ვე­ნე­ბი­სა და უქმე დღე­ებ­ში მო­ხე­ლის­თვის მუ­შა­ო­ბის და­კის­რე­ბის სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს მო­ხე­ლის ზემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის წე­რი­ლო­ბი­თი და­ვა­ლე­ბა.

დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მო­ხე­ლეს დას­ვე­ნე­ბი­სა და უქმე დღე­ებ­ში მუ­შა­ო­ბის­თვის ეძ­ლე­ვა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი, რომ­ლის სა­ერ­თო ოდე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა "სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რის­კის შემ­ცველ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბას, დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რის­კის შემ­ცველ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე მო­ხე­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ამას­თან, მთავ­რო­ბა გან­მარ­ტავს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რის­კის შემ­ცველ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ზე მო­ხე­ლის გა­დაყ­ვა­ნა წარ­მო­ად­გენს უკი­დუ­რესს ზო­მას და აუ­ცი­ლებ­ლო­ბის არ­სე­ბო­ბის გა­რე­შე და­უშ­ვე­ბე­ლია. დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რის­კის შემ­ცველ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში მო­ხე­ლის გა­დაყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე.

ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კის შემ­ცველ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში მო­ხე­ლის გა­დაყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მისი წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბით.

"ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რის­კის შემ­ცველ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში გა­დაყ­ვა­ნილ მო­ხე­ლეს უნდა მი­ე­ცეს სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და ფაქ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ. და­უშ­ვე­ბე­ლია მო­ხე­ლის გა­დაყ­ვა­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რის­კის შემ­ცველ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სის გა­ტა­რე­ბის გა­რე­შე. სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნი­სა­ზღვროს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რის­კის შემ­ცველ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლი/პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი, რომ­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ბრძა­ნე­ბით", - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში.

დად­გე­ნი­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა არ ვრცელ­დე­ბა "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის მე-4 მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­ზე, კერ­ძოდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­ზე, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­ზე; აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­სა და აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­ზე; ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­ზე; სა­ქარ­თვე­ლოს დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­ზე; სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­ზე; თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი­სა და სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე; დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­ზე; სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სამ­ხედ­რო ან სა­ხელ­მწი­ფო სპე­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბის მქო­ნე მო­სამ­სა­ხუ­რე­ზე; არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელ­თა აღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მელ­ზე; პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შაკ­ზე, გარ­და პრო­კუ­რო­რი­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლი­სა; ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რატ­ზე; სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს აპა­რატ­ზე; ეროვ­ნუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნოს აპა­რატ­ზე; ეროვ­ნუ­ლი ბან­კის აპა­რატ­ზე; სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სის­ტე­მის მო­სამ­სა­ხუ­რე­ზე.

დად­გე­ნი­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლია ტერ­მინ­თა გან­მარ­ტე­ბე­ბიც. კერ­ძოდ, ნთქვა­მია, რომ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა ნაკ­ლე­ბია "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი სა­მუ­შაო დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე, მაგ­რამ არ უნდა იყოს დღე­ში 4 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი.

ღა­მის სა­ა­თებ­ში მუ­შა­ო­ბა - სა­მუ­შა­ოა, როცა მო­ხე­ლე და­საქ­მე­ბუ­ლია 22:00 სა­ა­თი­დან 06:00 სა­ა­თამ­დე და რომ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბაც არ აღე­მა­ტე­ბა 7 სა­ათს.

დას­ვე­ნე­ბი­სა და უქმე დღე­ე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნით - სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სით გან­სა­ზღვრუ­ლი სას­ვე­ნე­ბის დრო და უქმე დღე­ე­ბი.

ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რის­კის შემ­ცვე­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი: სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი, გა­რე­მო ან/და სა­მუ­შა­ოს სპე­ცი­ფი­კა, რო­მე­ლიც საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და გან­სა­ზღვრუ­ლია შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

მთავრობამ ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, უქმე დღეებში მუშაობის და ჯანმრთელობისთვის სარისკო სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა

მთავრობამ ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, უქმე დღეებში მუშაობის და ჯანმრთელობისთვის სარისკო სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა

მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა.

როგორც მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, აღნიშნული წესის მიზანია დაცულ იქნას ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში დასაქმებულ მოხელეთა უფლებები და განისაზღვროს აღნიშნულ სამუშაო პირობებში საქმიანობის პროცედურები.

როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლება შეიძლება მიეცეს მოხელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

დადგენილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე გადაყვანილი მოხელის სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, რაც არ უნდა იყოს დღეში 4 საათზე ნაკლები.

"მოხელე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს: ა) ჯანმთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რაც შესაბამისად დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნით; ბ) ბავშვის 1 წლის ასაკის მღწევამდე; გ) მოხელე ქალის შემთხვევაში - მშობიარობამდე; დ) მოხელის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებამდე", - ნათქვამია დადგენილებაში.

ამასთან, დადგენილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე მყოფ მოხელეს უნარჩუნდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.

რაც შეეხება ღამის საათებში მუშაობას, დადგენილების თანახმად, საჯარო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დაწესდეს ღამის საათებში მუშაობა.

"მოხელე ღამის საათებში მომუშავედ ითვლება, თუ იგი ღამის საათებში მუშაობს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. ღამის საათებში მოხელის სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს. ღამის საათებში მომუშავე მოხელეს ეძლევა ერთსაათიანი შესვენება, რომელიც ითვლება სამუშაო დროში. მოხელე, რომელის მუშაობს ღამის საათებში, თავისუფლდება მორიგეობის მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ მორიგეობის მომდევნო დღე დასვენების ან უქმე დღეა, მოხელე სამსახურში გამოდის მომდევნო სამუშაო დღეს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაში ღამის საათებში მუშაობის დაწესების შესახებ უნდა იქნას განსაზღვრული ღამის საათებში მუშაობის განრიგი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესით დადგენილ ვადებს", - ნათქვამია დადგენილებაში.

გარდა ამისა, მთავრობის დადგენილების თანახმად, ღამის საათებში სამუშაოდ მოხელე შესაძლებელია გადაყვანილ იქნას დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ან/და მოხელის განცხადების საფუძველზე. ამასთან, ღამის საათებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.

მოხელეს ღამის საათებში მუშაობისთვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი, რომლის საერთო ოდენობა განისაზღვრება "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონით.

ამასთან, როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, დასვენებისა და უქმე დღეებში საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი განისაზღვრება საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით. დასვენებისა და უქმე დღეებში მოხელისთვის მუშაობის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალება.

დადგენილების თანახმად, მოხელეს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისთვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი, რომლის საერთო ოდენობა განისაზღვრება "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონით.

რაც შეეხება ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მუშაობას, დადგენილების თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მომუშავე მოხელეთა რაოდენობა. ამასთან, მთავრობა განმარტავს, რომ ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე მოხელის გადაყვანა წარმოადგენს უკიდურესს ზომას და აუცილებლობის არსებობის გარეშე დაუშვებელია. დადგენილების თანახმად, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

ჯანმრთელობის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.

"ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში გადაყვანილ მოხელეს უნდა მიეცეს სრულყოფილი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებებისა და ფაქტორების შესახებ. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში სპეციალური კურსის გატარების გარეშე. საჯარო დაწესებულების მიერ შესაძლებელია განისაზღვროს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი პირი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით", - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საჯარო დაწესებულებების მოსამსახურეებზე, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეებზე; აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელსა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციის თანამშრომელზე; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე; საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელზე; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე; თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე; დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელზე; სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელზე; პროკურატურის მუშაკზე, გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა; ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატზე; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატზე; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატზე; ეროვნული ბანკის აპარატზე; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე.

დადგენილებაში მოცემულია ტერმინთა განმარტებებიც. კერძოდ, ნთქვამია, რომ ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ხანგრძლივობა ნაკლებია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი სამუშაო დროის ხანგრძლივობაზე, მაგრამ არ უნდა იყოს დღეში 4 საათზე ნაკლები.

ღამის საათებში მუშაობა - სამუშაოა, როცა მოხელე დასაქმებულია 22:00 საათიდან 06:00 საათამდე და რომლის ხანგრძლივობაც არ აღემატება 7 საათს.

დასვენებისა და უქმე დღეები: საქართველოს ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული სასვენების დრო და უქმე დღეები.

ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი სამუშაო პირობები: სამუშაო პირობები, გარემო ან/და სამუშაოს სპეციფიკა, რომელიც საფრთხის მატარებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და განსაზღვრულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი