კანადაში, ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის სანაპიროები ამ კვირაში ტურისტულ ცენტრად იქცა, რაც მასიური აისბერგის დამსახურებაა. შთამბეჭდავი ზომის აისბერგი, როგორც ამბობენ, ზომით ბევრად აღემატება აისბერგს, რომელიც საუკუნის წინ "ტიტანიკს" დაეჯახა.
ძირითადად, "აისბერგების სეზონი" ზაფხულამდე არ დგება ხოლმე. მაგრამ როგორც კანადის სანაპირო დაცვა იტყობინება, რეგიონში უკვე 481 აისბერგი გამოჩნდა, რაც სეზონის რეკორდული დასაწყისია.
თუმცა, რამდენადაც საინტერესო სანახაობაა ეს ტურისტებისთვის, იმდენად ცუდია გემებისთვის, რადგან მათ გაურთულდებათ გადაადგილება მრავლად ამოწვერილი აისბერგების გამო.
მომზადებულია huffingtonpost.ca-ს მიხედვით