პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლანჩხუთის და ჩოხატაურის სოფლებში მაჟორიტარ ნინო წილოსანისგან სააღდგომო საჩუქრები მიიღეს
ლანჩხუთის და ჩოხატაურის სოფლებში მაჟორიტარ ნინო წილოსანისგან სააღდგომო საჩუქრები მიიღეს

ლან­ჩხუ­თის და ჩო­ხა­ტა­უ­რის მა­ჟო­რი­ტარ­მა ნინო წი­ლო­სან­მა აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი მშობ­ლი­ურ გუ­რი­ა­ში აღ­ნიშ­ნა.

ნინო წი­ლო­სა­ნი რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ოჯა­ხებს პი­რა­დად ეს­ტუმ­რა და სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ სხვა­დას­ხვა პრო­დუქტთან ერ­თად ერ­კე­თის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი პას­კე­ბი და აქვე შე­ღე­ბი­ლი სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხე­ბი გა­დას­ცა. ნინო წი­ლო­სა­ნი ლან­ჩხუთ­ში, ფეხ­ბურთში სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­საც და­ეს­წრო. დე­პუ­ტატ­მა ქალ­თა ს/კ "ლან­ჩხუ­თის" წევ­რე­ბი "სარ­ბი­ელ­თან" ერ­თად სა­ხე­ლო­ბი­თი მა­ი­სუ­რე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რა. მა­ჟო­რი­ტა­რის­გან და­პი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი მი­ი­ღეს ლე­სის მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ბავ­შვთა სახ­ლის "იმე­დის სხი­ვის" აღ­საზ­რდე­ლებ­მა და მა­ჩხვა­რე­თის ბიბ­ლი­ო­თე­კამ. დღე­სას­წა­ულ­მა სა­ეკ­ლე­სიო და სა­ო­ჯა­ხო რი­ტუ­ა­ლე­ბის შემ­დეგ სო­ფელ შუ­ხუ­თის ცენ­ტრში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც ლელო ბურ­თი იმარ­თე­ბა ხოლ­მე. წელს ლან­ჩხუ­თის და ჩო­ხა­ტა­უ­რის მა­ჟო­რი­ტა­რის ნინო წი­ლო­სა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით და მხარ­და­ჭე­რით, ლან­ჩუ­თის გამ­გე­ო­ბას­თან ერ­თად ღო­ნის­ძი­ე­ბებს უფრო მას­შტა­ბუ­რი და სა­ხალ­ხო სახე მი­ე­ცა.

ცენ­ტრში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დახ­ვა აქ­ტი­ვო­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და: ფეხ­ბურ­თი, ჭად­რა­კი, ნარ­დი, მკლავ­ჭი­დი, ბა­გი­რის გა­და­ქაჩ­ვა. ნინო წი­ლო­სა­ნი ცენ­ტრში შეკ­რე­ბილ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად ყვე­ლა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრო. და­ათ­ვა­ლი­ე­რა ლე­ლოს სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნა­ტე­ბი, ასე­ვე სამ­ხატ­ვრო სკო­ლი­სა და ხალ­ხუ­რი რეწ­ვის ოს­ტატ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, დახ­ლებ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბიც ზრუ­ნავ­დნენ, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­ულ გუ­რულ სიმ­ღე­რებს მღე­როდ­ნენ. ნინო წი­ლო­სან­მა გამ­გე­ბელ­თან და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტორ­თან გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს­თან ერ­თად შუ­ხუ­თის სკო­ლის ეზო­ში სკვე­რის ბიბ­ლი­ო­თე­კა გახ­სნა, სა­ი­და­ნაც ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა წიგ­ნის წა­მო­ღე­ბა და დაბ­რუ­ნე­ბა, და ასე­ვე ახა­ლი წიგ­ნე­ბით შევ­სე­ბა. დე­პუ­ტატ­მა სა­პა­ტიო ლან­ჩხუ­თე­ლე­ბიც და­ა­ჯილ­დო­ვა.

ასე­ვე და­ჯილ­დოვ­დნენ სპორ­ტსმე­ნე­ბიც. ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კი ლელო ბურ­თმა და­ას­რუ­ლა. ტრა­დი­ცი­უ­ლი თა­მა­ში წელს ზემო შუ­ხუთ­მა მო­ი­გო. "სა­ო­ცა­რი დღეა. ყვე­ლას კარ­გი გან­წყო­ბა აქვს, და ერ­თმა­ნეთს გა­დავ­ცემთ ამ სი­ხა­რულს. მი­ხა­რია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის მო­ნა­წი­ლე ვარ. აღ­დგო­მა და ლელო აქ გა­ნუ­ყო­ფე­ლია, ვგეგ­მავთ, რომ მო­მა­ვალ­ში ეს დღე უფრო მას­შტა­ბურ სა­ხეს მი­ი­ღებს, და ად­გი­ლობ­რივ მნიშ­ვნე­ლო­ბას გაც­დე­ბა. დღე­საც და­ვი­ნა­ხე რამ­დე­ნი­მე ტუ­რის­ტი, და მინ­და, რომ უფრო მეტ­მა გა­ი­გოს ამ ტრა­დი­ცი­ის და სა­ერ­თოდ, გუ­რი­ის შე­სა­ხებ. გარ­და ამი­სა, ჩვენ დღეს გავ­ხსე­ნით სკვე­რის სამ­კი­თხვე­ლო. მას ლე­ლოს ბურ­თის ფორ­მა აქვს და ამით ორ­მა­გი დატ­ვირ­თვა ენი­ჭე­ბა: ეს არის ერ­თგვა­რი სიმ­ბო­ლო ამ სოფ­ლის და თან მოს­წავ­ლე­ებს, ახალ­გაზ­რდებს ახ­სე­ნებს, რომ წიგ­ნის კი­თხვაც ისე­თი­ვე დიდი აზარ­ტია, რო­გორც ეს სა­ხალ­ხო თა­მა­ში. ზემო შუ­ხუ­თე­ლებს ვუ­ლო­ცავ წლე­ვან­დელ გა­მარ­ჯვე­ბას. გუ­რი­ას და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს" - აღ­ნიშ­ნა ნინო წი­ლო­სან­მა.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლანჩხუთის და ჩოხატაურის სოფლებში მაჟორიტარ ნინო წილოსანისგან სააღდგომო საჩუქრები მიიღეს

ლანჩხუთის და ჩოხატაურის სოფლებში მაჟორიტარ ნინო წილოსანისგან სააღდგომო საჩუქრები მიიღეს

ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარმა ნინო წილოსანმა აღდგომის დღესასწაული მშობლიურ გურიაში აღნიშნა.

ნინო წილოსანი რამდენიმე სოფელში ოჯახებს პირადად ესტუმრა და სადღესასწაულოდ სხვადასხვა პროდუქტთან ერთად ერკეთის დედათა მონასტერში სპეციალურად დამზადებული პასკები და აქვე შეღებილი სააღდგომო კვერცხები გადასცა. ნინო წილოსანი ლანჩხუთში, ფეხბურთში საქართველოს ქალთა ეროვნულ ჩემპიონატსაც დაესწრო. დეპუტატმა ქალთა ს/კ "ლანჩხუთის" წევრები "სარბიელთან" ერთად სახელობითი მაისურებით დაასაჩუქრა. მაჟორიტარისგან დაპირებული საჩუქრები მიიღეს ლესის მცირე საოჯახო ბავშვთა სახლის "იმედის სხივის" აღსაზრდელებმა და მაჩხვარეთის ბიბლიოთეკამ. დღესასწაულმა საეკლესიო და საოჯახო რიტუალების შემდეგ სოფელ შუხუთის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც ლელო ბურთი იმართება ხოლმე. წელს ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარის ნინო წილოსანის ინიციატივით და მხარდაჭერით, ლანჩუთის გამგეობასთან ერთად ღონისძიებებს უფრო მასშტაბური და სახალხო სახე მიეცა.

ცენტრში მთელი დღის განმავლობაში სხვადახვა აქტივობა პარალელურად მიმდინარეობდა: ფეხბურთი, ჭადრაკი, ნარდი, მკლავჭიდი, ბაგირის გადაქაჩვა. ნინო წილოსანი ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან ერთად ყველა ამ ღონისძიებას დაესწრო. დაათვალიერა ლელოს სამუზეუმო ექსპონატები, ასევე სამხატვრო სკოლისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, დახლებზე გამოტანილი ადგილობრივი წარმოების პროდუქტები. მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებიც ზრუნავდნენ, რომლებიც ტრადიციულ გურულ სიმღერებს მღეროდნენ. ნინო წილოსანმა გამგებელთან და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან გიორგი კეკელიძესთან ერთად შუხუთის სკოლის ეზოში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა, საიდანაც ყველას შეეძლება წიგნის წამოღება და დაბრუნება, და ასევე ახალი წიგნებით შევსება. დეპუტატმა საპატიო ლანჩხუთელებიც დააჯილდოვა.

ასევე დაჯილდოვდნენ სპორტსმენებიც. ღონისძიებები კი ლელო ბურთმა დაასრულა. ტრადიციული თამაში წელს ზემო შუხუთმა მოიგო. "საოცარი დღეა. ყველას კარგი განწყობა აქვს, და ერთმანეთს გადავცემთ ამ სიხარულს. მიხარია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ. აღდგომა და ლელო აქ განუყოფელია, ვგეგმავთ, რომ მომავალში ეს დღე უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, და ადგილობრივ მნიშვნელობას გაცდება. დღესაც დავინახე რამდენიმე ტურისტი, და მინდა, რომ უფრო მეტმა გაიგოს ამ ტრადიციის და საერთოდ, გურიის შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ დღეს გავხსენით სკვერის სამკითხველო. მას ლელოს ბურთის ფორმა აქვს და ამით ორმაგი დატვირთვა ენიჭება: ეს არის ერთგვარი სიმბოლო ამ სოფლის და თან მოსწავლეებს, ახალგაზრდებს ახსენებს, რომ წიგნის კითხვაც ისეთივე დიდი აზარტია, როგორც ეს სახალხო თამაში. ზემო შუხუთელებს ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებას. გურიას და მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს" - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

(R)

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."