პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯულიანა ფანტასტიკური გოგოა..." - რატომ გამოუცხადა გიორგი ბახუტაშვილმა საკუთარ თავს ბრძოლა
"ჯულიანა ფანტასტიკური გოგოა..." - რატომ გამოუცხადა გიორგი ბახუტაშვილმა საკუთარ თავს ბრძოლა

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლის გულ­შე­მატ­კივ­რებს სი­ურპრი­ზი ელით, მალე მას სრუ­ლი­ად სხვა ამ­პლუ­ა­ში იხი­ლა­ვენ - ის "იმე­დის" ეთერ­ში ცეკ­ვას იწყებს...

რე­პე­ტი­ცი­ებს უკვე აქ­ტი­უ­რად გა­დის და ცეკ­ვა ძა­ლი­ა­ნაც მოს­წონს. რო­გორც ამ­ბობს, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­მა" მას აი­ძუ­ლა, სა­კუ­თარ თავს ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­დოს!.. 

- მა­ნამ­დეც იყო ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი, სხვა სე­ზო­ნებ­ზე, მაგ­რამ რა­ღაც ეს სა­კი­თხი ვერ გვარ­დე­ბო­და, ეტყო­ბა, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. ახლა "იმე­დის" პრო­დი­უ­სე­რებ­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ამ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვას უკვე დავ­თან­ხმდი.

- ადრე რა­ტომ არ თან­ხმდე­ბო­დი?

- სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი, - "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

- ახლა აღარ გაქვს მათ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა?

- არა.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ბოლო სე­ზო­ნის ერთ-ერთ სე­რი­ა­ში რომ გა­მოჩ­ნდა შენი პერ­სო­ნა­ჟი, ახალ ამ­პლუ­ა­ში (სა­სუ­ლი­ე­რო პირი)?

- ეს ერთჯე­რა­დი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იყო.

- არა­და, მა­ყუ­რე­ბელს ეგო­ნა, ამ­ბა­ვი მამა ცოტ­ნეს გარ­შე­მო უნდა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო...

- გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია. მამა ცოტ­ნე სე­რი­ალ­ში უკვე არ­სე­ბობს და რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ამ­ბა­ვი, ეს არა­ვინ იცის.

- ცეკ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გორც მსა­ხი­ობს გაქვს, ხომ?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ამ სფე­როს­თან ისე­თი შე­ხე­ბა მქო­ნია, რომ ახლა ის გა­მოც­დი­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ამ საქ­მეს­თან ძა­ლი­ან შორ­საც არ ვარ. მსა­ხი­ო­ბი ვარ და ხან მო­ცეკ­ვა­ვე ვიქ­ნე­ბი და ხან - ქი­რურ­გი. ამას­თან, "თე­ა­ტა­რა­ლურ­ში" კარ­გი პე­და­გო­გე­ბი მყავ­და. მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რშიც ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სპექ­ტაკლში ცეკ­ვა მი­წევს. მოკ­ლედ, როცა მჭირ­დე­ბო­და, ვცეკ­ვავ­დი და ვცეკ­ვავ.

- ე.ი. გიყ­ვარს ცეკ­ვა.

- კი, მის მი­მართ გულ­გრი­ლი არ ვარ. თან, ერ­თგვა­რად, სტრე­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. მაგ­რამ როცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე გი­წევს ცეკ­ვა, აქ სხვა რა­ღაც გჭირ­დე­ბა... რე­პე­ტი­ცი­ე­ბი უკვე და­ვი­წყეთ და იმ­დენ რა­ღა­ცა­ზე მი­წევს ერ­თდრო­უ­ლად ფიქ­რი, რომ ვერც წარ­მო­იდ­გენთ. ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ციო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სპორ­ტია! ისე­თი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა, რო­გორც სპორ­ტს, მერე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი მზად­ყოფ­ნაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, - ამ ყვე­ლა­ფერს უნდა გა­უძ­ლო. სი­ტუ­ა­ცი­ას ისიც არ­თუ­ლებს, რომ ის ცეკ­ვე­ბი, რა­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ხან­გრძლი­ვად სწავ­ლო­ბენ, ჩვენ მათ შე­სას­წავ­ლად ძა­ლი­ან მცი­რე დრო გვაქვს, სწრა­ფად გვი­წევს ბევ­რი ცეკ­ვის ათ­ვი­სე­ბა (კვი­რი­დან კვი­რამ­დე), მაგ­რამ "ექ­შე­ნია", ბრძო­ლაა სა­კუ­თარ თავ­თან, ნე­ბის­ყო­ფას­თან, სი­სუს­ტე­ებ­თან და კონ­კუ­რენ­ტებ­თან.

- რო­გორც გა­ვი­გე, შენი პარტნი­ო­რი ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რია...

- ჯუ­ლი­ა­ნა ფან­ტას­ტი­კუ­რი გო­გოა. რო­გორც მე­უბ­ნე­ბა, კმა­ყო­ფი­ლია, რა­საც მას­წავ­ლის, ად­ვი­ლად ვით­ვი­სებ. გარ­და იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და კარ­გად ცეკ­ვავს, კარ­გი გო­გოა, ჩემი თა­ნა­მო­აზ­რეა, ერ­თმა­ნე­თის გვეს­მის. ამი­ტო­მაც მი­ად­ვილ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა. მოკ­ლედ, პარტნი­ორ­ში გა­მი­მარ­თლა.

- მე­უღ­ლე მხარს გი­ჭერს და გგულ­შე­მატ­კივ­რობს?

- ჩვენ ერ­თმა­ნე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს პა­ტივს ვცემთ. დიახ, მხარს მი­ჭერს და ჩემი პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და შემ­ფა­სე­ბე­ლია.

- ეს სამ­ზა­დი­სი სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რის წინა გა­წყო­ბი­ლე­ბას თუ ჰგავს?

- წი­ნა­საპ­რე­მი­ე­რო ღელ­ვას ეს არ ჰგავს. სპექ­ტაკლში ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ, ის პრო­ფე­სი­აა, მაგ­რამ აქაც შე­ვეც­დე­ბი, ისე გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე, რომ ესეც ჩემი საქ­მე გავ­ხა­დო. მოკ­ლედ, ახლა ყვე­ლა­ფე­რი გა­მოც­დას უფრო ჰგავს: ბევრ რა­მეს ცდი, მათ შო­რის, ნე­ბის­ყო­ფას. წარ­მა­ტე­ბას რომ მი­აღ­წიო, ომე­ბი უნდა მო­ი­გო. მე უკვე და­ვი­წყე ჩემს თავ­თან ბრძო­ლა, ვარ­ჯი­ში, სწო­რი კვე­ბა და ა.შ. მოკ­ლედ, სრულ მზად­ყოფ­ნა­ში ვარ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ჯულიანა ფანტასტიკური გოგოა..." - რატომ გამოუცხადა გიორგი ბახუტაშვილმა საკუთარ თავს ბრძოლა

"ჯულიანა ფანტასტიკური გოგოა..." - რატომ გამოუცხადა გიორგი ბახუტაშვილმა საკუთარ თავს ბრძოლა

მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის გულშემატკივრებს სიურპრიზი ელით, მალე მას სრულიად სხვა ამპლუაში იხილავენ - ის "იმედის" ეთერში ცეკვას იწყებს...

რეპეტიციებს უკვე აქტიურად გადის და ცეკვა ძალიანაც მოსწონს. როგორც ამბობს, "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" მას აიძულა, საკუთარ თავს ბრძოლა გამოუცხადოს!.. 

- მანამდეც იყო ამ თემაზე ლაპარაკი, სხვა სეზონებზე, მაგრამ რაღაც ეს საკითხი ვერ გვარდებოდა, ეტყობა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა "იმედის" პროდიუსერებმა შემომთავაზეს პროექტში მონაწილეობა და ამ საინტერესო გამოწვევას უკვე დავთანხმდი.

- ადრე რატომ არ თანხმდებოდი?

- სხვა ტელევიზიასთან ვთანამშრომლობდი, - "ფორმულა კრეატივთან" ხელშეკრულება მქონდა გაფორმებული.

- ახლა აღარ გაქვს მათთან ხელშეკრულება?

- არა.

- "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სეზონის ერთ-ერთ სერიაში რომ გამოჩნდა შენი პერსონაჟი, ახალ ამპლუაში (სასულიერო პირი)?

- ეს ერთჯერადი თანამშრომლობა იყო.

- არადა, მაყურებელს ეგონა, ამბავი მამა ცოტნეს გარშემო უნდა განვითარებულიყო...

- გამორიცხული არაფერია. მამა ცოტნე სერიალში უკვე არსებობს და როგორ გაგრძელდება ამბავი, ეს არავინ იცის.

- ცეკვის გამოცდილება როგორც მსახიობს გაქვს, ხომ?

- ვერ ვიტყვი, რომ ამ სფეროსთან ისეთი შეხება მქონია, რომ ახლა ის გამოცდილება განსაკუთრებულად მეხმარება, მაგრამ ამ საქმესთან ძალიან შორსაც არ ვარ. მსახიობი ვარ და ხან მოცეკვავე ვიქნები და ხან - ქირურგი. ამასთან, "თეატარალურში" კარგი პედაგოგები მყავდა. მუსკომედიის თეატრშიც ქორეოგრაფიულ სპექტაკლში ცეკვა მიწევს. მოკლედ, როცა მჭირდებოდა, ვცეკვავდი და ვცეკვავ.

- ე.ი. გიყვარს ცეკვა.

- კი, მის მიმართ გულგრილი არ ვარ. თან, ერთგვარად, სტრესისგან გათავისუფლებაა. მაგრამ როცა პროფესიონალურ დონეზე გიწევს ცეკვა, აქ სხვა რაღაც გჭირდება... რეპეტიციები უკვე დავიწყეთ და იმდენ რაღაცაზე მიწევს ერთდროულად ფიქრი, რომ ვერც წარმოიდგენთ. ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციო, ჩვეულებრივი სპორტია! ისეთი ძალისხმევა სჭირდება, როგორც სპორტს, მერე ფსიქოლოგიური და ფიზიკური მზადყოფნაც აუცილებელია, - ამ ყველაფერს უნდა გაუძლო. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ის ცეკვები, რასაც პროფესიონალები ხანგრძლივად სწავლობენ, ჩვენ მათ შესასწავლად ძალიან მცირე დრო გვაქვს, სწრაფად გვიწევს ბევრი ცეკვის ათვისება (კვირიდან კვირამდე), მაგრამ "ექშენია", ბრძოლაა საკუთარ თავთან, ნებისყოფასთან, სისუსტეებთან და კონკურენტებთან.

- როგორც გავიგე, შენი პარტნიორი ჯულიანა ბარგნარია...

- ჯულიანა ფანტასტიკური გოგოა. როგორც მეუბნება, კმაყოფილია, რასაც მასწავლის, ადვილად ვითვისებ. გარდა იმისა, რომ პროფესიონალია და კარგად ცეკვავს, კარგი გოგოა, ჩემი თანამოაზრეა, ერთმანეთის გვესმის. ამიტომაც მიადვილდება მუშაობა. მოკლედ, პარტნიორში გამიმართლა.

- მეუღლე მხარს გიჭერს და გგულშემატკივრობს?

- ჩვენ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ. დიახ, მხარს მიჭერს და ჩემი პირველი გულშემატკივარი და შემფასებელია.

- ეს სამზადისი სპექტაკლის პრემიერის წინა გაწყობილებას თუ ჰგავს?

- წინასაპრემიერო ღელვას ეს არ ჰგავს. სპექტაკლში ჩემს საქმეს ვაკეთებ, ის პროფესიაა, მაგრამ აქაც შევეცდები, ისე გამოვიყურებოდე, რომ ესეც ჩემი საქმე გავხადო. მოკლედ, ახლა ყველაფერი გამოცდას უფრო ჰგავს: ბევრ რამეს ცდი, მათ შორის, ნებისყოფას. წარმატებას რომ მიაღწიო, ომები უნდა მოიგო. მე უკვე დავიწყე ჩემს თავთან ბრძოლა, ვარჯიში, სწორი კვება და ა.შ. მოკლედ, სრულ მზადყოფნაში ვარ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება