ზოგადი უნარების გამოცდა, მასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები და კონკრეტული რჩევები - ამ თემებზე საუბარსა და კვალიფიციური ინფორმაციის მიღებას, ალბათ, ყველა აბიტურიენტი ისურვებდა. პროექტი "ნებულა: სუპერნოვა" კი მას ნებისმიერ მსურველს უფასოდ სთავაზობს. სწორედ ამ თემებს მიეძღვნება პროექტის პირველი ლექცია, რომელსაც ლოგიკისა და ფილოსოფიის ლექტორი მიხეილ მირაშვილი ჩაატარებს. ეს ყველაფერი აბიტურიენტებს საგამოცდო ტესტთან მუშაობას საგრძნობლად გაუმარტივებს.
პირველი ლექცია 8 აპრილს "ფაბრიკის" ტერიტორიაზე გაიმართება. იმავე საღამოს ჩატარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის ლექცია. იგი აბიტურიენტებს ამომწურავ ცოდნას მისცემს იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებულ სწავლებას თანამედროვე სამყაროში, რამხელა უპირატესობას იძლევა სწავლების ინოვაციური, შედეგზე ორიენტირებული მეთოდი და რა პერსპექტივები არსებობს ამ სფეროთი დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.
"მოდი ‘სუპერნოვას’ საჯარო ლექციაზე, მოისმინე საინტერესო საუბარი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ბიზნესზე, დაისწავლე გამოცდებზე მარტივად გამოყენებადი ხრიკები და შეხვდი ეროვნულ გამოცდებსა და პროფესიულ ასპარეზს სრულ მზადყოფნაში," - მოუწოდებს "ნებულას" პროექტ-მენეჯერი რევაზ გენგაშვილი აბიტურიენტებს.
"ნებულა: სუპერნოვა" - ასე ეწოდება გამოცდებისთვის მოსამზადებელი გონიერი პლატფორმის "ნებულას" ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ტოტალურ სამზადისში ჩაერთვებიან.
ოლიმპიადები, ლექციები, სემინარები, ვორქშოპები, მასტერკლასები - ეს "სუპერნოვას" ღონისძიებათა არასრული ჩამონათვალია, რომლებში მონაწილეობაც აბიტურიენტებისთვის სრულიად უფასოა. ეს ღონისძიებები მათ საგამოცდო გარემოსთან ადაპტირებასა და გამოცდებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებაში დაეხმარება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://nebula.ge/ ან მოგვწერეთ Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/nebula.ge
R