რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის სადგურზე Площадь восстания აღმოჩენილი და დეაქტივირებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა.
დღეს სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე Сенная площадь აფეთქება მოხდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის დაზუსტებული მონაცემებით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 და დაშავდა 20 ადამიანი.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულია 10 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 50-ს აღწევს.
აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურებს Сенная площадь-სა და Технологический институт-ს შორის მოხდა. რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა.