საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

"რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მე­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რედ აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია "რუს­თა­ვი 2"-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის და­ვით დვა­ლი­სა და ჯარ­ჯი აქი­მი­ძის წე­რილ­ში.

დვა­ლი და აქი­მი­ძე "რუს­თა­ვი 2"-ის ირ­გვლივ ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" და­ვით დვა­ლი­სა და ჯარ­ჯი აქი­მი­ძის წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"პირ­ველ რიგ­ში, გრძელ­დე­ბა ნა­ძარ­ცვის გა­და­ნა­წი­ლე­ბა. ეს თა­ვის­თა­ვად არ არის ახა­ლი ფაქ­ტი: მას შემ­დეგ, რაც 2004-ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბამ "რუს­თა­ვი 2" უკა­ნო­ნოდ ჩა­მო­არ­თვა მის დამ­ფუძ­ნებ­ლებს და ამით ფეხ­ქვეშ გა­თე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის, თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ი­სა და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, არ შე­წყვე­ტი­ლა მცდე­ლო­ბა, რომ, რაც შე­იძ­ლე­ბა, მე­ტად და­ე­შო­რე­ბი­ნათ "რუს­თა­ვი 2" მისი დამ­ფუძ­ლებ­ლე­ბის­გან და ამით მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ერ­თუ­ლე­ბი­ნათ კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლე­ბის­თვის წარ­თმე­უ­ლი "რუს­თა­ვი-2"-ის უკან დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. დღემ­დე ეს ხდე­ბო­და შე­და­რე­ბით "მარ­ტი­ვი" მე­თო­დით, ანუ ხე­ლი­დან ხელ­ში უკა­ნო­ნო გა­და­ფორ­მე­ბა­თა სე­რი­ე­ბით. 2012 წელს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის­თა­ნა­ვე, ჩვენ - "რუს­თა­ვი 2"-ის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა შე­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მე აღიძ­რა და უამ­რა­ვი მოწ­მე და­ი­კი­თხა, პრო­კუ­რა­ტუ­რა უკვე 5 წე­ლია დუმს. ის არ გვაძ­ლევს არა­ნა­ირ დას­კვნას იმის შე­სა­ხებ, ჩა­ი­დი­ნეს თუ არა უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლი 2004 წელს. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვე­თან­ხმე­ბა, რომ საქ­მის არ­ნა­ხუ­ლი აქ­ტუ­ა­ლო­ბის ფონ­ზე, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან 5-წლი­ა­ნი დუ­მი­ლი იწ­ვევს ბუ­ნებ­რივ ეჭვს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია პრო­ცე­სის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბით ან სრუ­ლი­ად შე­წყვე­ტით. ამ ეჭ­ვებს ამ­ყა­რებს ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც ქვე­ვით მო­გახ­სე­ნებთ.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ამ პრო­ცეს­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ელ­ფე­რი შე­ი­ძი­ნა. თუკი აქამ­დე საქ­მეს, ასე ვთქვათ, ორი ძი­რი­თა­დი პო­ლუ­სი ჰქონ­და, ერთი მხრივ, "რუს­თა­ვი-2"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლე­ბი­სა და მე­ო­რე მხრივ, მათი მძარ­ცვე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ხით, ახლა სცე­ნა­ზე ახა­ლი მოქ­მე­დი პი­რე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. პირ­ველ რიგ­ში, სა­სა­მარ­თლო­ში "რუს­თა­ვი 2"-ზე პრე­ტენ­ზია გა­ნა­ცხა­და შუ­ა­ლე­დურ­მა დრო­ე­ბით­მა მფლო­ბელ­მა ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა. ჩვენ სრუ­ლი­ად არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ იგი მარ­თლაც წარ­მო­ად­გენ­დეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ დრო­ე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბულ და შემ­დეგ ასე­ვე უკა­ნო­ნოდ და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს. ამ მხრივ ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ნა­ვუგ­რძნობთ მას, ისე­ვე, რო­გორც რე­ჟი­მის სხვა უამ­რავ მსხვერ­პლს. მაგ­რამ ამა­ვე დროს ყვე­ლამ უნდა გა­ი­აზ­როს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მე­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია შე­მო­ი­ფარ­გლოს მხო­ლოდ შუ­ა­ლე­დუ­რი მფლო­ბე­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის აღ­დგე­ნით, მა­შინ, რო­დე­საც და­ნა­შა­უ­ლის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი სრუ­ლი­ად იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ.

მე­ო­რე გა­რე­მო­ე­ბა, რო­მელ­მაც მოქ­მე­დი გმი­რე­ბის გამ­რავ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, არის პრო­ცე­სე­ბი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" შიგ­ნით, რა­მაც ამ მოძ­რა­ო­ბის, მი­ნი­მუმ, ორ ფრთად გა­ყო­ფა გა­მო­იწ­ვია. სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბის გა­რე­შე რთუ­ლია იმა­ზე ლა­პა­რა­კი, თუ რამ­დე­ნად არა­ფორ­მა­ლუ­რია ეს გა­ყო­ფა, თუმ­ცა­ღა ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, გა­სა­გე­ბია, რომ ადრე თუ გვი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბო­და "რუს­თა­ვი 2"-ის ამ ორი ძა­ლის მიერ გა­ყო­ფის სა­კი­თხი.

და ბო­ლოს, "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მე­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რედ აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა. ამის უტყუ­ა­რი სა­ბუ­თი არის სწო­რედ ის, რომ უკვე 5 წე­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რა იგ­ნო­რი­რე­ბას უკე­თებს დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მურ მო­თხოვ­ნას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის დას­კვნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე ამას ადას­ტუ­რებს დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბა მმარ­თვე­ლი ძა­ლის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ.

რაც შე­ე­ხე­ბა უახ­ლეს მოვ­ლე­ნებს. ამ მოვ­ლე­ნებ­ში ქი­ბარ ხალ­ვა­შის როლი, რო­მე­ლიც საქ­მის გა­და­წყვე­ტას სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში ელის, აქ­ტი­უ­რად არ იკ­ვე­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მას არ შე­ვე­ხე­ბით. ეს მოვ­ლე­ნე­ბი ძი­რი­თა­დად სამ მოქ­მედ პირს (ორად გა­ყო­ფი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბა) შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს. იმი­სათ­ვის, რომ მოვ­ლე­ნე­ბის არსს ჩავ­წვდეთ, ჯერ უნდა გა­მოვ­კვე­თოთ, რა სურს თი­თო­ე­ულ მხა­რეს "რუს­თა­ვი 2"-თან მიმ­რთე­ბით. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ორი­ვე ფრთის სურ­ვი­ლი მარ­ტი­ვი გა­სა­გე­ბია: ორი­ვეს სურს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ტე­ლე­ვი­ზია სა­კუ­თა­რი პარ­ტი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის. რა სურს მთავ­რო­ბას? მთავ­რო­ბას სურს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მარ­თვა­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზია. რა თქმა უნდა, "ოც­ნე­ბას" ეს­მის, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში "რუს­თა­ვი 2"-ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა და ალ­ბათ, არც იქ­მნი­ან ამის ილუ­ზი­ას. მაგ­რამ ეს არც არის სა­ჭი­რო, ვი­ნა­ი­დან "ოც­ნე­ბის" და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­რე­სე­ბი ნა­წი­ლობ­რივ ემ­თხვე­ვა. საქ­მის ძი­რი­თა­დი არსი ისაა, რომ არც ერთ მხა­რეს არ სურს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ობი­ექ­ტუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის არ­სე­ბო­ბა! "რუს­თა­ვი 2"-ის ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­ურ ტე­ლე­ვი­ზი­ად არ­სე­ბო­ბა მთავ­რო­ბა­საც ხელს აძ­ლევს და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ორი­ვე ფრთა­საც: ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზია, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუკი ის არა­ო­ბი­ექ­ტუ­რია, ერთი მხრივ, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია ამომ­რჩევ­ლის დიდი ნა­წი­ლის­თვის და მე­ო­რე მხრივ, მას ყო­ველ­თვის შე­გიძ­ლია და­აბ­რა­ლო, რომ ის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია. სა­მი­ვე მხა­რეს კარ­გად ეს­მის, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ას მხო­ლოდ მა­შინ აქვს შან­სი იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, თუკი ის დამ­ფუძ­ნებ­ლებს და­უბ­რუნ­დე­ბა. სა­მი­ვე მხა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა, ეს არ და­უშ­ვას. სწო­რედ ამ მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ში­შით აიხ­სნე­ბა ის, რომ სა­მი­ვე მხა­რე სრულ იგ­ნო­რი­რე­ბას უკე­თებს დამ­ფუძ­ნებ­ლებს. ამას გარ­და, აშ­კა­რაა ფა­რუ­ლი მცდე­ლო­ბა - სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უქ­მნან აზრი, თით­ქოს დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ერთ ან მე­ო­რე მხა­რეს­თან არი­ან აფი­ლი­რე­ბუ­ლი.

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე რას­თან გვაქვს დღეს საქ­მე? აშ­კა­რაა, რომ სა­მი­დან, მი­ნი­მუმ, ორი მხა­რე, რო­მელ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად იგუ­ლის­ხმე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ერ­თმა­ნეთს გა­უ­რიგ­და ნა­ქურ­და­ლის კი­დევ ერთხელ გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე. ამ გა­რი­გე­ბის ჩრდი­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი მხა­რის მას­შტა­ბე­ბი ჩვენ მხო­ლოდ შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ "რუს­თა­ვი 2"-ის მოქ­მე­დი დი­რექ­ტო­რის მიერ სა­ჯა­როდ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 10 მი­ლი­ო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამ გა­რი­გე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ცი­ნი­კუ­რი მოჩ­ვე­ნე­ბი­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ფა­სა­დის შექ­მნის მცდე­ლო­ბაა. მარ­თლაც­და, ერთი შე­ხედ­ვით, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ წი­ლე­ბი თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­და­ნა­წილ­დეს. ამ სვლას, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ერ­თვე­ბა გა­რე­შე მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი "მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი" საბ­ჭოს, ან ბორ­დის შექ­მნა, რაც შექ­მნის სრუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ფა­სადს. სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­სა­გე­ბია, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ნა­ქურ­და­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბით რა­ი­მე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლის მი­ღე­ბა, ისე­ვე, რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ბოლ­შე­ვი­კე­ბის მიერ ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის "ყვე­ლას­თვის" და­რი­გე­ბას არ მო­უ­ტა­ნია არც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და არც დე­მოკ­რა­ტია. ამ უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი წი­ლე­ბის მო­რი­გი გა­და­ნა­წი­ლე­ბით მი­ვი­ღებთ შემ­დეგს: ტე­ლე­ვი­ზი­ას გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ მხო­ლოდ თა­მა­შის წე­სე­ბის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ასე­ვე და­კომ­პლექტდე­ბა ბორ­დი ლო­ი­ა­ლუ­რი ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­უ­რი "ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბით", ვი­ნა­ი­დან შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ღად მო­აზ­როვ­ნე პა­ტი­ო­სან­მა ადა­მი­ან­მა აი­ღოს ნა­ქურ­და­ლი­დან წილი, ან მო­ნა­წი­ლო­ბა მი­ი­ღოს ნა­ქურ­და­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სა­დის შექ­მნა­ში. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი­დევ უფრო დიდი მო­რა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლია, ვიდ­რე თვით ქურ­დო­ბის ფაქ­ტი. ჩვენ იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ არც ერთი პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი არ შე­უ­ერ­თდე­ბა ამ ამო­რა­ლურ გა­რი­გე­ბას და არ აუბ­ნევს თავ­გზას ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­საც დღეს ფაქ­ტობ­რი­ვად წარ­თმე­უ­ლი აქვს ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა.

და­სას­რულს, გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის იდეა ჩვენ ჯერ კი­დევ 2004-ში გვქონ­და გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, რა­მაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში მხო­ლოდ და­აჩ­ქა­რა ჩვენ­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ის წარ­თმე­ვის პრო­ცე­სი. იმ­დრო­ინ­დე­ლი მთავ­რო­ბის ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და კო­ლექ­ტუ­რად მარ­თვა­დი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის არ­სე­ბო­ბა. პრობ­ლე­მაა ისაა, რომ ის, რაც დღეს კეთ­დე­ბა, არის უკა­ნო­ნო და პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პებს. ყო­ველ­გვა­რი ლა­პა­რა­კი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე დარ­ჩე­ბა სი­ყალ­ბედ, სა­ნამ "რუს­თა­ვი 2" მის დამ­ფუძ­ნებ­ლებს არ და­უბ­რუნ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ჯარ­ჯი აქი­მი­ძემ და და­ვით დვალ­მა Mედია.Gე-ს მი­ა­წო­დეს და სა­დაც გად­მო­ცე­მუ­ლია მათი მო­საზ­რე­ბა, თუ რა ხდე­ბა "რუს­თა­ვი-2"-ის გარ­შე­მო

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

"რუსთავი 2"-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა, - ამის შესახებ ნათქვამია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილში.

დვალი და აქიმიძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

"ინტერპრესნიუსი" დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"პირველ რიგში, გრძელდება ნაძარცვის გადანაწილება. ეს თავისთავად არ არის ახალი ფაქტი: მას შემდეგ, რაც 2004-ში "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ "რუსთავი 2" უკანონოდ ჩამოართვა მის დამფუძნებლებს და ამით ფეხქვეშ გათელა თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი მედიისა და კერძო საკუთრების უფლებები, არ შეწყვეტილა მცდელობა, რომ, რაც შეიძლება, მეტად დაეშორებინათ "რუსთავი 2" მისი დამფუძლებლებისგან და ამით მაქსიმალურად გაერთულებინათ კანონიერი მფლობელებისთვის წართმეული "რუსთავი-2"-ის უკან დაბრუნების შესაძლებლობა. დღემდე ეს ხდებოდა შედარებით "მარტივი" მეთოდით, ანუ ხელიდან ხელში უკანონო გადაფორმებათა სერიებით. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, ჩვენ - "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში საქმის გამოძიების მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღიძრა და უამრავი მოწმე დაიკითხა, პროკურატურა უკვე 5 წელია დუმს. ის არ გვაძლევს არანაირ დასკვნას იმის შესახებ, ჩაიდინეს თუ არა უმაღლესი თანამდებობის პირებმა "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ დანაშაული 2004 წელს. ნებისმიერი ადამიანი დაგვეთანხმება, რომ საქმის არნახული აქტუალობის ფონზე, სახელმწიფოს მხრიდან 5-წლიანი დუმილი იწვევს ბუნებრივ ეჭვს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა დაინტერესებულია პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებით ან სრულიად შეწყვეტით. ამ ეჭვებს ამყარებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებზეც ქვევით მოგახსენებთ.

ბოლო პერიოდში ამ პროცესმა განსხვავებული ელფერი შეიძინა. თუკი აქამდე საქმეს, ასე ვთქვათ, ორი ძირითადი პოლუსი ჰქონდა, ერთი მხრივ, "რუსთავი-2"-ის დამფუძნებელი კანონიერი მფლობელებისა და მეორე მხრივ, მათი მძარცველი "ნაციონალური მოძრაობის" სახით, ახლა სცენაზე ახალი მოქმედი პირები გამოჩნდნენ. პირველ რიგში, სასამართლოში "რუსთავი 2"-ზე პრეტენზია განაცხადა შუალედურმა დროებითმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა. ჩვენ სრულიად არ გამოვრიცხავთ, რომ იგი მართლაც წარმოადგენდეს "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის მიერ უკანონოდ დროებით გამოყენებულ და შემდეგ ასევე უკანონოდ დაზარალებულ მხარეს. ამ მხრივ ჩვენ აბსოლუტურად თანავუგრძნობთ მას, ისევე, როგორც რეჟიმის სხვა უამრავ მსხვერპლს. მაგრამ ამავე დროს ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სამართლიანობის აღდგენა "რუსთავი 2"-ის საქმეში შეუძლებელია შემოიფარგლოს მხოლოდ შუალედური მფლობელის ინტერესების აღდგენით, მაშინ, როდესაც დანაშაულის პირველი მსხვერპლი სრულიად იგნორირებულია პოლიტიკოსებისა და სამართალდამცველების მიერ.

მეორე გარემოება, რომელმაც მოქმედი გმირების გამრავლება გამოიწვია, არის პროცესები "ნაცმოძრაობის" შიგნით, რამაც ამ მოძრაობის, მინიმუმ, ორ ფრთად გაყოფა გამოიწვია. სრული ინფორმაციის ფლობის გარეშე რთულია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად არაფორმალურია ეს გაყოფა, თუმცაღა ის ოფიციალურად გაფორმებულია. შესაბამისად, გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგებოდა "რუსთავი 2"-ის ამ ორი ძალის მიერ გაყოფის საკითხი.

და ბოლოს, "რუსთავი 2"-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა. ამის უტყუარი საბუთი არის სწორედ ის, რომ უკვე 5 წელია პროკურატურა იგნორირებას უკეთებს დამფუძნებლების ლეგიტიმურ მოთხოვნას საქმის გამოძიების დასკვნის გამოქვეყნების შესახებ. ასევე ამას ადასტურებს დამფუძნებლების სრული იგნორირება მმართველი ძალის პოლიტიკოსების მიერ.

რაც შეეხება უახლეს მოვლენებს. ამ მოვლენებში ქიბარ ხალვაშის როლი, რომელიც საქმის გადაწყვეტას სტრასბურგის სასამართლოში ელის, აქტიურად არ იკვეთება. შესაბამისად, მას არ შევეხებით. ეს მოვლენები ძირითადად სამ მოქმედ პირს (ორად გაყოფილი "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნების" მთავრობა) შორის მიმდინარეობს. იმისათვის, რომ მოვლენების არსს ჩავწვდეთ, ჯერ უნდა გამოვკვეთოთ, რა სურს თითოეულ მხარეს "რუსთავი 2"-თან მიმრთებით. "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთის სურვილი მარტივი გასაგებია: ორივეს სურს შეინარჩუნოს ტელევიზია საკუთარი პარტიული მიზნებისთვის. რა სურს მთავრობას? მთავრობას სურს შეძლებისდაგვარად მართვადი ოპოზიციური ტელევიზია. რა თქმა უნდა, "ოცნებას" ესმის, რომ ამ სიტუაციაში "რუსთავი 2"-ზე სრული კონტროლის დამყარება გაუჭირდება და ალბათ, არც იქმნიან ამის ილუზიას. მაგრამ ეს არც არის საჭირო, ვინაიდან "ოცნების" და "ნაცმოძრაობის" ინტერესები ნაწილობრივ ემთხვევა. საქმის ძირითადი არსი ისაა, რომ არც ერთ მხარეს არ სურს დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზიის არსებობა! "რუსთავი 2"-ის ფსევდოოპოზიციურ ტელევიზიად არსებობა მთავრობასაც ხელს აძლევს და "ნაცმოძრაობის" ორივე ფრთასაც: ოპოზიციური ტელევიზია, განსაკუთრებით, თუკი ის არაობიექტურია, ერთი მხრივ, გამაღიზიანებელია ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის და მეორე მხრივ, მას ყოველთვის შეგიძლია დააბრალო, რომ ის მიკერძოებულია. სამივე მხარეს კარგად ესმის, რომ ტელევიზიას მხოლოდ მაშინ აქვს შანსი იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, თუკი ის დამფუძნებლებს დაუბრუნდება. სამივე მხარე მაქსიმალურად შეეცდება, ეს არ დაუშვას. სწორედ ამ მიუკერძოებელი ტელევიზიის შიშით აიხსნება ის, რომ სამივე მხარე სრულ იგნორირებას უკეთებს დამფუძნებლებს. ამას გარდა, აშკარაა ფარული მცდელობა - საზოგადოებას შეუქმნან აზრი, თითქოს დამფუძნებლები ერთ ან მეორე მხარესთან არიან აფილირებული.

ამ ყველაფრის ფონზე რასთან გვაქვს დღეს საქმე? აშკარაა, რომ სამიდან, მინიმუმ, ორი მხარე, რომელშიც აუცილებლად იგულისხმება "ქართული ოცნება", ერთმანეთს გაურიგდა ნაქურდალის კიდევ ერთხელ გადანაწილებაზე. ამ გარიგების ჩრდილოვანი ფინანსური მხარის მასშტაბები ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ "რუსთავი 2"-ის მოქმედი დირექტორის მიერ საჯაროდ გაჟღერებული მისთვის შეთავაზებული 10 მილიონიდან გამომდინარე. ამ გარიგებაში ყველაზე ცინიკური მოჩვენებითი დემოკრატიულობის ფასადის შექმნის მცდელობაა. მართლაცდა, ერთი შეხედვით, დემოკრატიულად გამოიყურება შეთავაზება, რომ წილები თანამშრომლებზე გადანაწილდეს. ამ სვლას, სავარაუდოდ, დაერთვება გარეშე მარეგულირებელი "მიუკერძოებელი" საბჭოს, ან ბორდის შექმნა, რაც შექმნის სრული დემოკრატიულობის ფასადს. სინამდვილეში გასაგებია, რომ შეუძლებელია ნაქურდალის გადანაწილებით რაიმე დემოკრატიულის მიღება, ისევე, როგორც, მაგალითად, ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების "ყველასთვის" დარიგებას არ მოუტანია არც სამართლიანობა და არც დემოკრატია. ამ უკანონოდ ჩამორთმეული წილების მორიგი გადანაწილებით მივიღებთ შემდეგს: ტელევიზიას გააკონტროლებენ მხოლოდ თამაშის წესების მიმართ ლოიალური ადამიანები. ასევე დაკომპლექტდება ბორდი ლოიალური ფსევდოოპოზიციური "ინტელექტუალებით", ვინაიდან შეუძლებელია საღად მოაზროვნე პატიოსანმა ადამიანმა აიღოს ნაქურდალიდან წილი, ან მონაწილობა მიიღოს ნაქურდალი ტელევიზიისთვის დემოკრატიული ფასადის შექმნაში. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო დიდი მორალური დანაშაულია, ვიდრე თვით ქურდობის ფაქტი. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ არც ერთი პატიოსანი ადამიანი არ შეუერთდება ამ ამორალურ გარიგებას და არ აუბნევს თავგზას ჩვენს საზოგადოებას, რომელსაც დღეს ფაქტობრივად წართმეული აქვს ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლება.

დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თანამშრომლებზე წილების გადანაწილების იდეა ჩვენ ჯერ კიდევ 2004-ში გვქონდა გაჟღერებული, რამაც საბოლოო ჯამში მხოლოდ დააჩქარა ჩვენთვის ტელევიზიის წართმევის პროცესი. იმდროინდელი მთავრობის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა კოლექტურად მართვადი დამოუკიდებელი ტელევიზიის არსებობა. პრობლემაა ისაა, რომ ის, რაც დღეს კეთდება, არის უკანონო და პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის და სამართლიანობის პრინციპებს. ყოველგვარი ლაპარაკი სამართლიანობასა და დემოკრატიულ საზოგადოებაზე დარჩება სიყალბედ, სანამ "რუსთავი 2" მის დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება", - ნათქვამია წერილში, რომელიც ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა Mედია.Gე-ს მიაწოდეს და სადაც გადმოცემულია მათი მოსაზრება, თუ რა ხდება "რუსთავი-2"-ის გარშემო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი