მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუდიტორია 115"-ის წევრი დაკითხვაზე დაიბარეს
"აუდიტორია 115"-ის წევრი დაკითხვაზე დაიბარეს

"აუ­დი­ტო­რია 115-ის" წევ­რი, გი­ორ­გი სოფ­რო­მა­ძე თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს. საქ­მე ეხე­ბა 9 თე­ბერ­ვალს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" შე­ნო­ბის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლის შეჭ­რას მა­უ­წყებ­ლის შე­ნო­ბა­ში. რო­გორც AMBEBI.GE- ის შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 239-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს.

და­კი­თხვის პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, შე­ვე­ცა­დეთ საქ­მე­ზე გი­ორ­გი სოფ­რო­მა­ძის­გან მიგ­ვე­ღო ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რმა აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა AMBEBI.GE-სთან.

სოფ­რო­მა­ძე და მისი ად­ვო­კა­ტი, სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დე­ბენ, რომ ჩვე­ნე­ბას მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მის­ცემს, რომ­ლის თა­რი­ღიც ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ამას­თან, სოფ­რო­მა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შე­საძ­ლოა "აუ­დი­ტო­რია 115"-ის სხვა წევ­რე­ბიც და­ი­ბა­რონ გა­მო­კი­თხვა­ზე თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში.

ნიკა სა­ჯა­ია

AMBEBI.GE

"აუდიტორია 115"-ის წევრი დაკითხვაზე დაიბარეს

"აუდიტორია 115"-ის წევრი დაკითხვაზე დაიბარეს

"აუდიტორია 115-ის" წევრი, გიორგი სოფრომაძე თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება 9 თებერვალს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილის შეჭრას მაუწყებლის შენობაში. როგორც AMBEBI.GE- ის შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

დაკითხვის პროცედურის დასრულების შემდეგ, შევეცადეთ საქმეზე გიორგი სოფრომაძისგან მიგვეღო ინფორმაცია, თუმცა სტუდენტური მოძრაობის წევრმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა AMBEBI.GE-სთან.

სოფრომაძე და მისი ადვოკატი, სხვა მედიასაშუალებებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ჩვენებას მხოლოდ სასამართლო პროცესზე მისცემს, რომლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, სოფრომაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა "აუდიტორია 115"-ის სხვა წევრებიც დაიბარონ გამოკითხვაზე თბილისის პოლიციის სამმართველოში.

ნიკა საჯაია

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ