მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება
ადამიანი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება

ზაზა ურუ­შა­ძის ფილ­მის "მან­და­რი­ნე­ბის" მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ეს­ტო­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი ლემ­ბიტ ულფ­სა­კი გარ­და­იც­ვა­ლა.

ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა უფ­რო­სი მე­გობ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ფე­ის­ბუქ­ზე და­წე­რა: "ძა­ლი­ან დამ­წყდა გული, გარ­და­იც­ვა­ლა მან­და­რი­ნე­ბის მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ჩემი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ლემ­ბიტ ულფ­სა­კი".

მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "მან­და­რი­ნე­ბი" 2013 წელს გა­და­ი­ღეს. ფილმში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­ტო­ნე­თის სა­ხე­ლით "ოს­კარ­ზე" იყო წარ­დგე­ნი­ლი სა­უ­კე­თე­სო უცხო­უ­რი ფილ­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში, მთა­ვარ რო­ლებს მი­ხე­ილ მეს­ხი, გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე, ლემ­ბიტ ულფ­სა­კი და ელმო ნი­უ­გა­ნე­ნი ას­რუ­ლე­ბენ. "მან­და­რი­ნე­ბის" სი­უ­ჟე­ტი ვი­თარ­დე­ბა აფხა­ზე­თის ომის დროს. ლემ­ბიტ ულფ­სა­კი ფილმში აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი ეს­ტო­ნე­ლი მო­ხუ­ცის - ივოს როლს ას­რუ­ლებს.

ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უ­ში, ზაზა ურუ­შა­ძემ კი­თხვა­ზე: "რომ გთხო­ვოთ იმ ადა­მი­ა­ნის გახ­სე­ნე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს გა­ვი­წყდე­ბათ, ვის და­ა­სახ­ლებ­დით?" - ასე უპა­სუ­ხა:

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იყო ან არის... პირ­ველ რიგ­ში, მა­მა­ჩემს - რა­მაზ ურუ­შა­ძეს (თბი­ლი­სი "დი­ნა­მოს" და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რე­ბის მე­კა­რე. - ავტ.) და­ვა­სა­ხე­ლებ­დი, მაგ­რამ ახლა მას­ზე წინ ბა­ბუ­ას და­ვა­ყე­ნებ. დე­და­ჩე­მის მამა - ივა­ნე იმ­ნა­ძე 90-იან წლებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა... რაც უფრო გა­დის, მით უფრო მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. მინ­და მას ვგავ­დე, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ვერ "გავ­ქა­ჩავ"... ყვე­ლა ას­პექ­ტში სრულ­ყო­ფი­ლი, მი­სა­ბა­ძი და ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ. პრო­ფე­სი­ით ექი­მი იყო... სხვა­თა შო­რის, ჩემი ბოლო ფილ­მის - "მან­და­რი­ნე­ბი" მთა­ვა­რი გმი­რი - ივო სა­ოც­რად ჰგავს მას და უფრო მე­ტიც, ამ პერ­სო­ნა­ჟის შექ­მნის იდეა ბა­ბუ­ა­ჩემ­მა შთა­მა­გო­ნა. ივოც ისე­თი­ვე ღირ­სე­უ­ლი კა­ცია, რო­გო­რიც ვანო ბა­ბუა იყო. რო­დე­საც ფილ­მს უყუ­რე­ბენ, ვერც კი იჯე­რე­ბენ, რომ მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბო­ბენ, თუმ­ცა მი­სით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი რჩე­ბი­ან... იდე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი გმი­რია. მყა­რად ატა­რებს მის­თვის მთა­ვარ პრინ­ცი­პებს და უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ვალ თა­ო­ბა­საც გა­დას­ცეს... ივო ქარ­თულ მი­წა­ზე მცხოვ­რე­ბი ეს­ტო­ნე­ლია, რო­მე­ლიც მის სახ­ლში მოხ­ვედ­რილ დაჭ­რილ ქარ­თველ­სა და ჩე­ჩენ მე­ო­მარს (მო­სის­ხლე მტრებს) შე­ა­რი­გებს, და­ა­მე­გობ­რებს და ზნე­ო­ბის სა­ო­ცარ მა­გა­ლითს გვიჩ­ვე­ნებს...

ზუს­ტად მის­ნა­ი­რი იყო ბა­ბუა. ბავ­შვო­ბა­ში მო­რალ­ზე, ადა­მი­ა­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე, მა­მა­კა­ცის­თვის სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბელ თვი­სე­ბებ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­თაც და­ამ­ტკი­ცა, რომ ამ­ქვეყ­ნად სი­კე­თი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით უნდა იცხოვ­რო", - ამ­ბობს ზაზა ურუ­შა­ძე.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ადამიანი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება

ადამიანი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება

ზაზა ურუშაძის ფილმის "მანდარინების" მთავარი როლის შემსრულებელი, ესტონელი მსახიობი ლემბიტ ულფსაკი გარდაიცვალა.

ქართველმა რეჟისორმა უფროსი მეგობრის გარდაცვალების შესახებ ფეისბუქზე დაწერა: "ძალიან დამწყდა გული, გარდაიცვალა მანდარინების მთავარი როლის შემსრულებელი, ჩემი უფროსი მეგობარი და არაჩვეულებრივი ადამიანი ლემბიტ ულფსაკი".

მხატვრული ფილმი "მანდარინები" 2013 წელს გადაიღეს. ფილმში, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის სახელით "ოსკარზე" იყო წარდგენილი საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში, მთავარ როლებს მიხეილ მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი და ელმო ნიუგანენი ასრულებენ. "მანდარინების" სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ომის დროს. ლემბიტ ულფსაკი ფილმში აფხაზეთში მცხოვრები ესტონელი მოხუცის - ივოს როლს ასრულებს.

ერთ-ერთი ინტერვიუში, ზაზა ურუშაძემ კითხვაზე: "რომ გთხოვოთ იმ ადამიანის გახსენება, რომელიც არასდროს გავიწყდებათ, ვის დაასახლებდით?" -  ასე უპასუხა:

- ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამდენიმე ადამიანი იყო ან არის... პირველ რიგში, მამაჩემს - რამაზ ურუშაძეს (თბილისი "დინამოს" და საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე. - ავტ.) დავასახელებდი, მაგრამ ახლა მასზე წინ ბაბუას დავაყენებ. დედაჩემის მამა - ივანე იმნაძე 90-იან წლებში გარდაიცვალა... რაც უფრო გადის, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანი არასდროს დამავიწყდება. მინდა მას ვგავდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვერ "გავქაჩავ"... ყველა ასპექტში სრულყოფილი, მისაბაძი და ღირსეული პიროვნება გახლდათ. პროფესიით ექიმი იყო... სხვათა შორის, ჩემი ბოლო ფილმის - "მანდარინები" მთავარი გმირი - ივო საოცრად ჰგავს მას და უფრო მეტიც, ამ პერსონაჟის შექმნის იდეა ბაბუაჩემმა შთამაგონა. ივოც ისეთივე ღირსეული კაცია, როგორიც ვანო ბაბუა იყო. როდესაც ფილმს უყურებენ, ვერც კი იჯერებენ, რომ მსგავსი ადამიანები რეალურად არსებობენ, თუმცა მისით აღფრთოვანებული რჩებიან... იდეალიზებული გმირია. მყარად ატარებს მისთვის მთავარ პრინციპებს და უნდა, ეს ყველაფერი მომავალ თაობასაც გადასცეს... ივო ქართულ მიწაზე მცხოვრები ესტონელია, რომელიც მის სახლში მოხვედრილ დაჭრილ ქართველსა და ჩეჩენ მეომარს (მოსისხლე მტრებს) შეარიგებს, დაამეგობრებს და ზნეობის საოცარ მაგალითს გვიჩვენებს...

ზუსტად მისნაირი იყო ბაბუა. ბავშვობაში მორალზე, ადამიანის დანიშნულებაზე, მამაკაცისთვის საჭირო და აუცილებელ თვისებებზე მელაპარაკებოდა. თავისი ცხოვრებითაც დაამტკიცა, რომ ამქვეყნად სიკეთითა და სიყვარულით უნდა იცხოვრო", - ამბობს ზაზა ურუშაძე.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება