პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუგლი" მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ" - კალაძე განმარტებას აკეთებს
"გუგლი" მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ" - კალაძე განმარტებას აკეთებს

ვიცე პრე­მი­ე­რი, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ ბა­თუმ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და, გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს კახა კა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" პი­რად გვერ­დზე ეხ­მი­ა­ნე­ბა. "ვეხ­მა­უ­რე­ბი ამ კონ­კრე­ტულ ფრა­ზას მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა, ბა­თუ­მე­ლე­ბი შე­ა­წუ­ხეს ეს რამ­დე­ნი­მე დღე ერთი და იგი­ვეს ტრი­ა­ლით და სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბით. ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი რამ­დე­ნად სენ­სი­ტი­უ­რი თე­მაა ეს თი­თო­ე­უ­ლი აჭა­რე­ლის­თვის.

1. ეთ­ნი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მცდე­ლო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ

ჩემი ნათ­ქვა­მი იქ­ნე­ბო­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფრა­ზა, რომ არა მცდე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე გა­კოტ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის­გან და მათ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან ამ ფრა­ზის­თვის თა­ვის­თვის სა­სურ­ვე­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია მი­ე­ცათ.

2. ასე რომ, მგო­ნი ვინც ეს დღე­ე­ბია ჩემი ამ ფრა­ზით ჭი­ქა­ში ქა­რიშ­ხლის დატ­რი­ა­ლე­ბას ცდი­ლობს, პირ­ველ რიგ­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან აჭა­რის მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე.

3. კი­დევ ერთხელ ავ­ხსნი იმას, რაც ვთქვი, ამ­ჯე­რად წე­რი­ლო­ბით, იმ იმე­დით, რომ უფრო გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვინც ვერ გა­ი­გო - თათ­რის ძა­ხი­ლი, ეს იყო და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ვი­თომ ეთ­ნი­კუ­რი ელ­ფე­რი მი­ე­ცათ და­გეგ­მი­ლი კონფრონ­ტა­ცი­ის­თვის- და­ე­პი­რის­პი­რე­ბი­ნათ ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხის მო­სახ­ლე­ო­ბა ერ­თმა­ნეთ­თან კუ­თხუ­რო­ბის, მე­ტიც კონ­ფე­სი­უ­რო­ბის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით ყვე­ლა­ზე სა­ზი­ზღა­რი ფორ­მით - და­მაკ­ნი­ნე­ბე­ლი წო­დე­ბით "თა­თა­რი", რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად ცხა­დია ეთ­ნი­კუ­რად თათ­რებს არ გუ­ლის­ხმობს და ამის სა­ფუძ­ველ­ზე ვი­ღაც ჟურ­ნა­ლის­ტის კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სის გამო აგო­რე­ბულ კამ­პა­ნი­ას აჰ­ყვა ყვე­ლა ის, ვი­საც თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა. სამ­წუ­ხა­როა ხალ­ხის ნერ­ვებ­ზე ასე­თი ფორ­მით თა­მა­ში. თო­რემ პი­რა­დად ჩემს ნერ­ვებს ცი­ლის­წა­მე­ბა და სიც­რუე ვერც აქამ­დე აკ­ლებ­და რა­მეს, ვერც მო­მა­ვალ­ში გა­ვა­ხა­რებ მსურ­ვე­ლებს.

4. და­ბო­ლოს - ისევ და ისევ "გუ­გლი" მო­იხ­მა­რეთ, ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი მო­ი­ძი­ეთ და გან­მარ­ტე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბით წა­ი­კი­თხეთ.

მგო­ნი ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია ხომ, რა­ტომ აირ­ჩა შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის და და­ძა­ბუ­ლო­ბის კე­რის შე­საქ­მნე­ლად სი­ტყვა თა­თა­რი?

სამ­წუ­ხა­როა, ის, რაც მტერ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა ბა­თუმ­ში, თა­ვი­სი პი­რა­დი ამ­ბი­ცი­ე­ბის და ინ­ტე­რე­სე­ბის გამო გა­ა­ტი­რა­ჟა რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტმა და პო­ლი­ტი­კოს­მა. ცოტა ფრთხი­ლად ბა­ტო­ნე­ბო, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ასეთ მტკივ­ნე­ულ და სა­ჩო­თი­რო თე­მებ­ში!", - წერს კახა კა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"გუგლი" მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ" - კალაძე განმარტებას აკეთებს

"გუგლი" მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ" - კალაძე განმარტებას აკეთებს

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ბათუმში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, განმარტებას აკეთებს.

აღნიშნულ საკითხს კახა კალაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პირად გვერდზე ეხმიანება. "ვეხმაურები ამ კონკრეტულ ფრაზას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა, ბათუმელები შეაწუხეს ეს რამდენიმე დღე ერთი და იგივეს ტრიალით და სიცრუის ტირაჟირებით. ძალიან კარგად ვიცი რამდენად სენსიტიური თემაა ეს თითოეული აჭარელისთვის.

1. ეთნიკური დაპირისპირების მცდელობის პროვოცირების შესახებ

ჩემი ნათქვამი იქნებოდა ჩვეულებრივი ფრაზა, რომ არა მცდელობა რამდენიმე გაკოტრებული პოლიტიკოსისგან და მათთან ასოცირებული ჟურნალისტებისგან ამ ფრაზისთვის თავისთვის სასურველი ინტერპრეტაცია მიეცათ.

2. ასე რომ, მგონი ვინც ეს დღეებია ჩემი ამ ფრაზით ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს, პირველ რიგში პასუხისმგებლები არიან აჭარის მოსახლეობის წინაშე.

3. კიდევ ერთხელ ავხსნი იმას, რაც ვთქვი, ამჯერად წერილობით, იმ იმედით, რომ უფრო გასაგები იქნება მათთვის, ვინც ვერ გაიგო - თათრის ძახილი, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო ვითომ ეთნიკური ელფერი მიეცათ დაგეგმილი კონფრონტაციისთვის- დაეპირისპირებინათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა ერთმანეთთან კუთხურობის, მეტიც კონფესიურობის ნიშნის მიხედვით ყველაზე საზიზღარი ფორმით - დამაკნინებელი წოდებით "თათარი", რომელიც თავისთავად ცხადია ეთნიკურად თათრებს არ გულისხმობს და ამის საფუძველზე ვიღაც ჟურნალისტის კონკრეტული პარტიული ინტერესის გამო აგორებულ კამპანიას აჰყვა ყველა ის, ვისაც თავის წარმოჩენის სურვილი გაუჩნდა. სამწუხაროა ხალხის ნერვებზე ასეთი ფორმით თამაში. თორემ პირადად ჩემს ნერვებს ცილისწამება და სიცრუე ვერც აქამდე აკლებდა რამეს, ვერც მომავალში გავახარებ მსურველებს.

4. დაბოლოს - ისევ და ისევ "გუგლი" მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ.

მგონი ყველასთვის გასაგებია ხომ, რატომ აირჩა შეურაცხყოფისთვის და დაძაბულობის კერის შესაქმნელად სიტყვა თათარი?

სამწუხაროა, ის, რაც მტერმა ვერ მოახერხა ბათუმში, თავისი პირადი ამბიციების და ინტერესების გამო გაატირაჟა რამდენიმე ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა. ცოტა ფრთხილად ბატონებო, ქვეყნის მოსახლეობის გამოყენებისას ასეთ მტკივნეულ და საჩოთირო თემებში!", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."