სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის #9 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ე. წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში ე. წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის და­კი­თხვა დას­რულ­და. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ად­ვო­კა­ტებ­მა და საქ­მის პრო­კუ­რორ­მა უკვე და­ტო­ვეს.

რო­გორც ად­ვო­კა­ტებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­დეს, დე­კა­ნოზ­მა საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ ყვე­ლა კი­თხვას ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხა. მათი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ინ­ტე­რეს­და რო­გორც ცი­ა­ნი­დის სა­კი­თხით, ასე­ვე თან­ხით, რო­მე­ლიც დე­კა­ნოზ­მა ბან­კი­დან კრე­დი­ტის სა­ხით გა­მო­ი­ტა­ნა.

ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის თქმით, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მიერ მი­ცე­მუ­ლი ახა­ლი ჩვე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იკ­ვე­თე­ბა გა­რე­მო­ე­ბა, რომ წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბიც და­ი­კი­თხონ. თუმ­ცა, რა­მიშ­ვი­ლი კონ­კრე­ტი­კის­გან თავს იკა­ვებს.

დაც­ვის მხა­რის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვს სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის­გან თა­ვის არი­დე­ბას ცდი­ლობ­და. მი­სი­ვე თქმით, მა­მა­ლა­ძის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ე. წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის და­კი­თხვა დღეს 11.00 სა­ა­თი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა სა­მო­მავ­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის და­კი­თხვა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე. წ. მატროსოვის ციხეში ე. წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა. დაწესებულება ადვოკატებმა და საქმის პროკურორმა უკვე დატოვეს.

როგორც ადვოკატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, დეკანოზმა საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა. მათი თქმით, პროკურატურა დაინტერესდა როგორც ციანიდის საკითხით, ასევე თანხით, რომელიც დეკანოზმა ბანკიდან კრედიტის სახით გამოიტანა.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, გიორგი მამალაძის მიერ მიცემული ახალი ჩვენებიდან გამომდინარე იკვეთება გარემოება, რომ წმინდა სინოდის წევრებიც დაიკითხონ. თუმცა, რამიშვილი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

დაცვის მხარისგან განსხვავებული პოზიცია აქვს სახელმწიფო ბრალდებას. როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა, გიორგი მამალაძე დასმულ შეკითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას ცდილობდა. მისივე თქმით, მამალაძის მიერ მიცემული ჩვენება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება.

ე. წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს 11.00 საათიდან მიმდინარეობდა. გაგრძელდება თუ არა სამომავლოდ ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა, ჯერჯერობით უცნობია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ