საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაშიზმის დედაქალაქი" - თურქეთ-ჰოლანდიის დიპლომატიური სკანდალის მიზეზი
"ფაშიზმის დედაქალაქი" - თურქეთ-ჰოლანდიის დიპლომატიური სკანდალის მიზეზი

თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუმ საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მეც­ში თურ­ქუ­ლე­ნო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას ჰო­ლან­დი­ას "ფა­შიზ­მის დე­და­ქა­ლა­ქი" უწო­და. მი­ნის­ტრის გა­მოს­ვლის მოკ­ლე ჩა­ნა­წე­რი BBC-მ გა­ავ­რცე­ლა.

ცოტა ხნით ადრე, ჰო­ლან­დი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუს რო­ტერ­დამ­ში ჩაფ­რე­ნის ნე­ბარ­თვა გა­უ­უქ­მა, რა­საც ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუს კო­მენ­ტა­რიც მოჰ­ყვა, - "ის ნამ­დვი­ლად ფა­შიზ­მის დე­და­ქა­ლა­ქია" - გა­ნა­ცხა­და თურ­ქმა მი­ნის­ტრმა. მა­ნამ­დე, თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ი­მუქ­რა, რომ თუ ჰო­ლან­დია მისი ჩაფ­რე­ნის ნე­ბარ­თვას გა­ა­უქ­მებ­და, სან­ქცი­ებს და­ა­წე­სებ­და...

დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კონ­ფლიქ­ტი თურ­ქეთ­სა და ჰო­ლან­დი­ას შო­რის, 11 მარ­ტი­დან და­ი­წყო, - იმ დღეს, ჰო­ლან­დი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუს თვითმფრი­ნავს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაჯ­დო­მის უფ­ლე­ბა არ მის­ცა. შე­დე­გად, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღან­მაც აღარ და­ა­ყოვ­ნა და ჰო­ლან­დი­ე­ლებს "ფა­შის­ტე­ბი და ნა­ცის­ტე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი" უწო­და.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იმ თურ­ქი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე აპი­რებ­და გა­მოს­ვლას, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რო­ბენ. მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუს, ნი­დერ­ლან­დე­ბის ქა­ლაქ რო­ტერ­დამ­ში თურ­ქუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის სი­ტყვით უნდა მი­ე­მარ­თა, სა­დაც მათ­თვის აპ­რილ­ში და­გეგ­მილ სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფე­რენ­დუმ­ზე ერ­დო­ღა­ნის­თვის უფრო დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­ე­წო­დე­ბი­ნა... მი­ტინ­გის გა­მარ­თვა უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ზე­ზე­ბით აიკ­რძა­ლა... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვიდ­ნენ გერ­მა­ნი­ი­სა და ავ­სტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და თურქ მი­ნისტრს აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა აუკ­რძა­ლეს..

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰო­ლან­დი­ა­ში ჩას­ვლას გეგ­მავ­და სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მი­ნის­ტრი ფატ­მა სა­ი­ან ბე­ტი­ულ კაია - ის ცდი­ლობ­და გა­და­ეკ­ვე­თა გერ­მა­ნია-ჰო­ლან­დი­ის სა­ზღვა­რი, თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა და უკან გა­აბ­რუ­ნა. მი­ნისტრს თან ახ­ლდნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც...

ჰო­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მარკ რი­უ­ტემ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თურ­ქი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის სი­ტყვით გა­მოს­ვლებს ჰო­ლან­დი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე არ და­უშ­ვებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა, ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბას, ის მან "გი­ჟურ კო­მენ­ტა­რად" შე­ფა­სა...

აღ­ნიშ­ნუ­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ, თურ­ქეთ­მა ნი­დერ­ლან­დე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ან­კა­რა­ში, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ი­ძა­ხა და მის­გან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა მო­ი­თხო­ვა... ერ­დო­ღა­ნი მისი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ნი­დერ­ლან­დებ­ში შეშ­ვე­ბის აკ­რძალ­ვის გამო, ჰო­ლან­დი­უ­რი ფრე­ნე­ბის დაბ­ლოკ­ვით და­ი­მუქ­რა. "მოდი ვნა­ხოთ, ამის შემ­დეგ რო­გორ და­ეშ­ვე­ბი­ან თქვე­ნი თვითმფრი­ნა­ვე­ბი თურ­ქეთ­ში", - გა­ნა­ცხა­და თურ­ქე­თის პირ­ველ­მა პირ­მა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუმ ასე­ვე გა­აფრ­თხი­ლა ნი­დერ­ლან­დე­ბი, რომ, თუ მისი ვი­ზი­ტი და­იბ­ლო­კე­ბო­და, თურ­ქე­თი მკაცრ სან­ქცი­ებს და­ა­წე­სებ­და. ამ მი­მარ­თვას ჰო­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ვწუხ­ვართ, მოვ­ლე­ნე­ბის ამ­გვა­რად გან­ვი­თა­რე­ბის გამო და ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, რომ თურ­ქეთ­თან დი­ა­ლო­გის გზით, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მი იყო რუ­ტეს გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლის თარ­გმა­ნიც BBC-მ გა­ავ­რცე­ლა.

თუმ­ცა, თურ­ქეთ­მა უკან არ და­ი­ხია და 12 მარტს, ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ, ჰო­ლან­დი­ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის შე­სას­ვლე­ლე­ბი დრო­ე­ბით გა­და­კე­ტა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი ჰო­ლან­დი­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­სა­ლოდ­ნელ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს უკავ­შირ­დე­ბა..

თურ­ქმა დე­მონ­სტრან­ტებ­მაც აღარ და­ა­ყოვ­ნეს და სტამ­ბოლ­ში ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­კონ­სუ­ლო­ზე თურ­ქუ­ლი დრო­შა აღ­მარ­თეს. ისი­ნი სა­კონ­სუ­ლოს გა­უქ­მე­ბას ითხო­ვენ. თურ­ქე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ნა­ლი ილ­დი­მირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ან­კა­რა ძა­ლი­ან მკაცრ პა­სუხს გას­ცემს ჰო­ლან­დი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებს, რო­მელ­მაც თურ­ქი მი­ნის­ტრი ფატ­მა ბე­ტი­ულ სა­ი­ან კაია ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა...

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის შე­ფა­სე­ბით, რუ­სეთ­თან ახ­ლად და­მე­გობ­რე­ბუ­ლი თურ­ქე­თი ცდი­ლობს, მსოფ­ლი­ოს სა­კუ­თა­რი თა­მა­შის წე­სე­ბი შეს­თა­ვა­ზოს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ხის­ტია. ერ­დო­ღანს კი ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბით ქვე­ყა­ნა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის­კენ მიჰ­ყავს და მისი ოც­ნე­ბა, - 2023 წლის­თვის, თურ­ქე­თი მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბის ათე­ულ­ში შე­ვი­დეს, ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ახ­დეს...

რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს 16 აპ­რი­ლის­თვის სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ რე­ფე­რენ­დუმ­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­კენ მო­უ­წო­და და ურ­ჩია, შე­ფერ­ხე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ვი­ან­თი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რე­ფე­რენ­დუმ­ზე ხმის მი­ცე­მით შე­ას­რუ­ლონ... "თქვე­ნი პო­ზი­ცია და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­სა და მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას მოკ­ლე ის­ტო­რი­უ­ლი ექ­სკურ­სი ჩა­უ­ტა­რა და შე­ახ­სე­ნა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის ის­ტო­რი­ა­ში ხში­რი იყო მთავ­რო­ბე­ბის შეც­ვლა, რაც უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენ­და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე:

"1950 წლი­დან და­წყე­ბუ­ლი დღემ­დე, ბოლო 67 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თურ­ქეთ­ში 48 მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ად­გენს 15, გერ­მა­ნი­ა­ში - 24. მსგავს პე­რი­ოდ­ში აშშ-ში 17, ხოლო საფ­რან­გეთ­ში 11 პრე­ზი­დენ­ტი შე­იც­ვა­ლა. ეს კი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი სის­ტე­მა არ მუ­შა­ობს და სა­ჭი­როა ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა, რაც თურ­ქე­თის მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა თა­ვის მიზ­ნებს მი­აღ­წევს 2023 წელს და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის ათე­ულ­ში შევა", - იმე­დოვ­ნებს თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და რე­ჯეფ ტაიფ ერ­დო­ღან­მა კომ­პლი­მენ­ტე­ბი გაც­ვა­ლეს, - "მოს­კოვ­მა და ან­კა­რამ პრობ­ლე­მე­ბი გა­და­ლა­ხეს, რომ­ლე­ბიც რუ­სუ­ლი ბომბდამ­შე­ნის Су-24-ის ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ წარ­მო­იშ­ვა", - ამის შე­სა­ხებ პუ­ტინ­მა ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ შევ­ძე­ლით პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და ყვე­ლა პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა. გა­ტარ­და უამ­რა­ვი სა­მუ­შაო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის. მიგ­ვაჩ­ნია, რომ არ­სე­ბობს შე­სამ­ჩნე­ვი ძვრე­ბი ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. მი­მაჩ­ნია, რომ დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რით და­ვას­რუ­ლეთ ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცესს" - ამის შე­სა­ხებ კი ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა გა­ნა­ცხა­და.

მო­უ­ტანს თუ არა სი­კე­თეს მო­მა­ვალ­ში თურ­ქეთს რუ­სეთ­თან ასე­თი და­ახ­ლო­ე­ბა და და­ნარ­ჩენ ქვეყ­ნებ­თან უკი­დუ­რე­სად ხის­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, - კა­მა­თის სა­გა­ნია, თუმ­ცა, იმა­ზე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­დო­ღა­ნის ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამ­ყა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, არა­ვინ და­ვობს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

"ფაშიზმის დედაქალაქი" - თურქეთ-ჰოლანდიის დიპლომატიური სკანდალის მიზეზი

"ფაშიზმის დედაქალაქი" - თურქეთ-ჰოლანდიის დიპლომატიური სკანდალის მიზეზი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საფრანგეთის ქალაქ მეცში თურქულენოვან მოსახლეობასთან შეხვედრისას ჰოლანდიას "ფაშიზმის დედაქალაქი" უწოდა. მინისტრის გამოსვლის მოკლე ჩანაწერი BBC-მ გაავრცელა.

ცოტა ხნით ადრე, ჰოლანდიის ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს როტერდამში ჩაფრენის ნებართვა გაუუქმა, რასაც ჩავუშოღლუს კომენტარიც მოჰყვა, - "ის ნამდვილად ფაშიზმის დედაქალაქია" - განაცხადა თურქმა მინისტრმა. მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაიმუქრა, რომ თუ ჰოლანდია მისი ჩაფრენის ნებართვას გააუქმებდა, სანქციებს დააწესებდა...

დიპლომატიური კონფლიქტი თურქეთსა და ჰოლანდიას შორის, 11 მარტიდან დაიწყო, - იმ დღეს, ჰოლანდიის ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თვითმფრინავს ქვეყნის ტერიტორიაზე დაჯდომის უფლება არ მისცა. შედეგად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც აღარ დააყოვნა და ჰოლანდიელებს "ფაშისტები და ნაცისტების შთამომავლები" უწოდა.

BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ თურქი მოქალაქეების წინაშე აპირებდა გამოსვლას, რომლებიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ. მევლუთ ჩავუშოღლუს, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში თურქული დიასპორის წარმომადგენლებისთვის სიტყვით უნდა მიემართა, სადაც მათთვის აპრილში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ერდოღანისთვის უფრო დიდი ძალაუფლების მინიჭების მხარდაჭერისკენ მოეწოდებინა... მიტინგის გამართვა უსაფრთხოების მიზეზებით აიკრძალა... მოგვიანებით, აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ გერმანიისა და ავსტრიის წარმომადგენლები და თურქ მინისტრს აღნიშნული ღონისძიების ჩატარება აუკრძალეს..

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიაში ჩასვლას გეგმავდა სოციალური პოლიტიკის მინისტრი ფატმა საიან ბეტიულ კაია - ის ცდილობდა გადაეკვეთა გერმანია-ჰოლანდიის საზღვარი, თუმცა, პოლიციამ დააკავა და უკან გააბრუნა. მინისტრს თან ახლდნენ ჟურნალისტებიც...

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება თურქი ჩინოვნიკების სიტყვით გამოსვლებს ჰოლანდიის მოსახლეობის წინაშე არ დაუშვებდა. რაც შეეხება, ერდოღანის განცხადებას, ის მან "გიჟურ კომენტარად" შეფასა...

აღნიშნული სკანდალის შემდეგ, თურქეთმა ნიდერლანდების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ანკარაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა და მისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა... ერდოღანი მისი საგარეო საქმეთა მინისტრის ნიდერლანდებში შეშვების აკრძალვის გამო, ჰოლანდიური ფრენების დაბლოკვით დაიმუქრა. "მოდი ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში", - განაცხადა თურქეთის პირველმა პირმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე გააფრთხილა ნიდერლანდები, რომ, თუ მისი ვიზიტი დაიბლოკებოდა, თურქეთი მკაცრ სანქციებს დააწესებდა. ამ მიმართვას ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი გამაფრთხილებელი განცხადებით გამოეხმაურა: "ვწუხვართ, მოვლენების ამგვარად განვითარების გამო და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თურქეთთან დიალოგის გზით, ყველაფერი მოგვარდება", - ნათქვამი იყო რუტეს განცხადებაში, რომლის თარგმანიც BBC-მ გაავრცელა.

თუმცა, თურქეთმა უკან არ დაიხია და 12 მარტს, ადგილობრივმა პოლიციამ, ჰოლანდიის დიპლომატიური მისიების შესასვლელები დროებით გადაკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები ჰოლანდიელი დიპლომატების წინააღმდეგ თურქეთის მოქალაქეების მოსალოდნელ საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდება..

თურქმა დემონსტრანტებმაც აღარ დააყოვნეს და სტამბოლში ნიდერლანდების საკონსულოზე თურქული დროშა აღმართეს. ისინი საკონსულოს გაუქმებას ითხოვენ. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდიმირმა განაცხადა, რომ ანკარა ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს ჰოლანდიის ხელისუფლების ქმედებებს, რომელმაც თურქი მინისტრი ფატმა ბეტიულ საიან კაია ქვეყნიდან გააძევა...

დასავლური მედიის შეფასებით, რუსეთთან ახლად დამეგობრებული თურქეთი ცდილობს, მსოფლიოს საკუთარი თამაშის წესები შესთავაზოს, რომელიც საკმაოდ ხისტია. ერდოღანს კი ამგვარი ქმედებებით ქვეყანა თვითიზოლაციისკენ მიჰყავს და მისი ოცნება, - 2023 წლისთვის, თურქეთი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ათეულში შევიდეს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ახდეს...

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს 16 აპრილისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და ურჩია, შეფერხებების მიუხედავად, თავიანთი მოქალაქეობრივი ვალდებულება რეფერენდუმზე ხმის მიცემით შეასრულონ... "თქვენი პოზიცია დასავლეთის ქვეყნებისა და მსოფლიო საზოგადოებისთვის საუკეთესო პასუხი იქნება", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან საზოგადოებას მოკლე ისტორიული ექსკურსი ჩაუტარა და შეახსენა, რომ თანამედროვე თურქეთის ისტორიაში ხშირი იყო მთავრობების შეცვლა, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა ქვეყნის ეკონომიკაზე:

"1950 წლიდან დაწყებული დღემდე, ბოლო 67 წლის განმავლობაში, თურქეთში 48 მთავრობა შეიცვალა. დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი შეადგენს 15, გერმანიაში - 24. მსგავს პერიოდში აშშ-ში 17, ხოლო საფრანგეთში 11 პრეზიდენტი შეიცვალა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ამჟამინდელი სისტემა არ მუშაობს და საჭიროა ცვლილებების შეტანა, რაც თურქეთის მომავლის უზრუნველყოფაში დაეხმარება. ჩვენი ქვეყანა თავის მიზნებს მიაღწევს 2023 წელს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ათეულში შევა", - იმედოვნებს თურქეთის პრეზიდენტი.

რამდენიმე დღის წინ, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა კომპლიმენტები გაცვალეს, - "მოსკოვმა და ანკარამ პრობლემები გადალახეს, რომლებიც რუსული ბომბდამშენის Су-24-ის ინციდენტის შემდეგ წარმოიშვა", - ამის შესახებ პუტინმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ შევძელით პროვოკაციული ქმედებებისა და ყველა პრობლემის დაძლევა. გატარდა უამრავი სამუშაო ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მიგვაჩნია, რომ არსებობს შესამჩნევი ძვრები ჩვენს ურთიერთობებში. მიმაჩნია, რომ დღევანდელი შეხვედრით დავასრულეთ ნორმალიზაციის პროცესს" - ამის შესახებ კი ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მოუტანს თუ არა სიკეთეს მომავალში თურქეთს რუსეთთან ასეთი დაახლოება და დანარჩენ ქვეყნებთან უკიდურესად ხისტი დამოკიდებულება, - კამათის საგანია, თუმცა, იმაზე, რომ ეს ყველაფერი ერდოღანის ძალაუფლების გამყარებას ემსახურება, არავინ დავობს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე