მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმის ცენტრში თურქული აბანოები დაანგრიეს
 სოხუმის ცენტრში თურქული აბანოები დაანგრიეს

აფხა­ზეთ­ში კი­დევ ერთი ვან­და­ლიზ­მი მოხ­და, - სო­ხუ­მის ცენ­ტრში, ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ნუს­ხა­ში არ­სე­ბუ­ლი ძეგლის, თურ­ქუ­ლი აბა­ნო­ე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბის ექ­სკა­ვა­ტო­რით დან­გრე­ვა და­ი­წყეს. თუმ­ცა, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, წყლის მილი გა­წყვი­ტეს, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ნგრე­ვა დრო­ე­ბით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ...

აფხა­ზუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ხუ­მის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ეს ფაქ­ტი სწო­რედ მა­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც წყა­ლი შე­უ­წყდათ. ისი­ნი მომ­ხდა­რით და­ინ­ტე­რეს­დნენ და მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ თურ­ქუ­ლი აბა­ნო­ე­ბის ნა­წი­ლი უკვე დან­გრე­უ­ლი იყო... ნგრე­ვის პრო­ცეს­ში ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ, ე.წ. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ის­ტო­რი­ულ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­ჩე­რე­ბა მო­ი­თხო­ვეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია კერ­ძო შეს­ყიდ­ვის პრინ­ცი­პით შე­ი­ძი­ნა ერთ-ერ­თმა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ამ და იმ ად­გი­ლას თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის აშე­ნე­ბის უფ­ლე­ბაც მო­ი­პო­ვა. მშე­ნებ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ობი­ექ­ტი ჯერ კი­დევ სერ­გეი ბა­ღაფ­შის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ამო­ი­ღეს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ი­დან და შე­სა­ბა­მი­სად, ნგრე­ვა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ არის.

თუმ­ცა, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ობი­ექ­ტი ამ ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბუ­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და ის 2015 წლის 29 დე­კემ­ბე­რის გა­ნახ­ლე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო რე­ესტრშიც ირი­ცხე­ბა.

აფხა­ზუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი გავ­ლე­ნი­ა­ნი კად­რი მფარ­ვე­ლობს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ცდი­ლობს თურ­ქუ­ლი აბა­ნო­ე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბის ნგრე­ვა შე­ა­ჩე­როს, თუმ­ცა, მისი ნა­წი­ლი საკ­მა­ოდ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია...

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის მკვეთ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ისი­ნი სო­ხუ­მის მე­რი­ის­გან შე­სა­ბა­მის ზო­მებს ითხო­ვენ, - აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თქმით, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის ნგრე­ვის ნე­ბარ­თვის გამ­ცემ­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს...

თე­მურ სუ­ხუმსკი:

- ჩვენ ამ ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობთ თუ უკვე გაგ­ვა­სახ­ლეს?!.. იქ­ნებ არ ვი­ცით და სო­ხუ­მი აღარ არის ჩვე­ნი ქა­ლა­ქი... რა ხდე­ბა ჩვენს თავს, ვი­საც სა­დაც მო­უნ­დე­ბა იქ ჩად­გამს კორ­პუსს?.. ჩვენ არა­ვინ არა­ფერს გვე­კი­თხე­ბა და ხელს ხომ არ ვუშ­ლით ამათ?..

ლე­ი­ლა თარ­ბა:- არ ვიცი, რამ­დე­ნად სა­ნუ­გე­შოა ის ვი­თა­რე­ბა, რომ ვან­და­ლებ­მა შემ­თხვე­ვით წყლის მილი გა­წყვი­ტეს და აქე­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, მათი ვე­რა­გუ­ლი გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ, თურ­ქუ­ლი აბა­ნო­ე­ბის რა­ღაც ნა­წი­ლი გა­დარ­ჩე­ნი­ლია, მაგ­რამ ისე­თი გან­ცდა მაქვს, თით­ქოს ქა­ლაქს და ქვე­ყა­ნას პატ­რო­ნი არ ჰყავს... იქ­ნებ დროა, ხმა ამო­ვი­ღოთ...

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც აფხა­ზეთ­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს, - არც ისე დიდი ხნის წინ, აფხა­ზეთ­ში, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა, სამ­ხედ­რო პო­ლი­გო­ნის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წე­ბელ­დას­თან არ­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­ნი­ა­ნი არ­ქე­ო­ლო­გი­ურ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგლი – VIII-IX და გვი­ა­ნი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ნა­სოფ­ლა­რი, სა­მა­რო­ვა­ნი, ეკ­ლე­სი­ის ნან­გრე­ვი და ასე­ვე XX ს-ის შუა ხა­ნე­ბის პო­ლო­ნელ­თა სა­საფ­ლაო გა­ა­ნად­გუ­რეს.

აფხა­ზუ­რი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 2011 წელს ე.წ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სო­ფელ წე­ბელ­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, რუ­სე­თის სა­სა­ზღვრო სამ­მარ­თვე­ლოს­თან ერ­თობ­ლი­ვი სწავ­ლე­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, "თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს" გა­და­ე­ცა. თუმ­ცა, "სოფ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის" გრი­გო­რი კა­ლა­ი­ჯა­ნის და აფხა­ზი "დე­პუ­ტა­ტის" გე­ნა­დი შინ­კუ­ბას გან­ცხა­დე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ა­ჩე­რეს, მაგ­რამ უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

სოხუმის ცენტრში თურქული აბანოები დაანგრიეს

 სოხუმის ცენტრში თურქული აბანოები დაანგრიეს

აფხაზეთში კიდევ ერთი ვანდალიზმი მოხდა, - სოხუმის ცენტრში, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ნუსხაში არსებული ძეგლის, თურქული აბანოების ისტორიული შენობის ექსკავატორით დანგრევა დაიწყეს. თუმცა, მუშაობის პროცესში, წყლის მილი გაწყვიტეს, რამაც მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია და იძულებული გახდნენ, ნგრევა დროებით შეეჩერებინათ...

აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, სოხუმის მცხოვრებლებისთვის ეს ფაქტი სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც წყალი შეუწყდათ. ისინი მომხდარით დაინტერესდნენ და მაშინ აღმოაჩინეს, რომ თურქული აბანოების ნაწილი უკვე დანგრეული იყო... ნგრევის პროცესში ადგილზე გავიდნენ, ე.წ. კულტურის სამინისტროს ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტები და სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტერიტორია კერძო შესყიდვის პრინციპით შეიძინა ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ და იმ ადგილას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კორპუსის და სავაჭრო ცენტრის აშენების უფლებაც მოიპოვა. მშენებლების განმარტებით, ობიექტი ჯერ კიდევ სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს ამოიღეს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან და შესაბამისად, ნგრევა კანონსაწინააღმდეგო არ არის.

თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ ობიექტი ამ ნუსხიდან ამოღებული არასოდეს ყოფილა და ის 2015 წლის 29 დეკემბერის განახლებულ სახელმწიფო რეესტრშიც ირიცხება.

აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომპანიას ადგილობრივი გავლენიანი კადრი მფარველობს, კულტურის სამინისტრო ცდილობს თურქული აბანოების ისტორიული შენობის ნგრევა შეაჩეროს, თუმცა, მისი ნაწილი საკმაოდ დაზიანებულია...

აღნიშნულ ფაქტს ქალაქის მოსახლეობის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ისინი სოხუმის მერიისგან შესაბამის ზომებს ითხოვენ, - აფხაზი საზოგადოების თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნგრევის ნებართვის გამცემმა პასუხი უნდა აგოს...

თემურ სუხუმსკი:

- ჩვენ ამ ქალაქში ვცხოვრობთ თუ უკვე გაგვასახლეს?!.. იქნებ არ ვიცით და სოხუმი აღარ არის ჩვენი ქალაქი... რა ხდება ჩვენს თავს, ვისაც სადაც მოუნდება იქ ჩადგამს კორპუსს?.. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება და ხელს ხომ არ ვუშლით ამათ?..

ლეილა თარბა: - არ ვიცი, რამდენად სანუგეშოა ის ვითარება, რომ ვანდალებმა შემთხვევით წყლის მილი გაწყვიტეს და აქედან გახდა ცნობილი, მათი ვერაგული განზრახვის შესახებ, თურქული აბანოების რაღაც ნაწილი გადარჩენილია, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ქალაქს და ქვეყანას პატრონი არ ჰყავს... იქნებ დროა, ხმა ამოვიღოთ...      

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე იერიში მიიტანეს, - არც ისე დიდი ხნის წინ, აფხაზეთში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი – VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო გაანადგურეს.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 2011 წელს ე.წ მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებების ჩასატარებლად, "თავდაცვის სამინისტროს" გადაეცა. თუმცა, "სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის" გრიგორი კალაიჯანის და აფხაზი "დეპუტატის" გენადი შინკუბას განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნით, სამუშაოები შეაჩერეს, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე