საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2" რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს გეგმავს
"რუსთავი 2" რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს გეგმავს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს გეგ­მავს. რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, ეს იქ­ნე­ბა "რუს­თა­ვი 2"-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ცია, თუმ­ცა პრო­ცე­სე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ პო­ლი­ტი­კუ­რი იქ­ნე­ბა.

"ჩვე­ნი მთა­ვა­რი გეგ­მა არის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, სა­დაც ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ, პრო­და­სავ­ლურ პარ­ტი­ას, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს. ეს არის კო­ლექ­ტივ­თან ერ­თობ­ლი­ვად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მე მათ პო­ზი­ცი­ას ვახ­მო­ვა­ნებ. იქ­ნე­ბა ეს ბა­რი­კა­დე­ბი თუ რა მო­თხოვ­ნე­ბი იქ­ნე­ბა, ამ წუთ­ში უც­ნო­ბია. ჩვენ ვგეგ­მავთ ძა­ლი­ან დიდ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას, სა­დაც იქ­ნე­ბი­ან ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და უნდა გვეს­მო­დეს, იქ, სა­დაც არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რა თქმა უნდა, პრო­ცე­სე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი. ჩვე­ნი აქ­ცია არის მხო­ლოდ "რუს­თა­ვი 2"-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­გორ გა­და­წყვე­ტენ საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, ეს ჩვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

"რუსთავი 2" რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს გეგმავს

"რუსთავი 2" რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს გეგმავს

ტელეკომპანია "რუსთავი 2" რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს გეგმავს. როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა "რეაქციის" ეთერში განაცხადა, ეს იქნება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული აქცია, თუმცა პროცესების გაგრძელება სავარაუდოდ პოლიტიკური იქნება.

"ჩვენი მთავარი გეგმა არის საპროტესტო აქციები, სადაც ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ, პროდასავლურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას და საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის კოლექტივთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება და მე მათ პოზიციას ვახმოვანებ. იქნება ეს ბარიკადები თუ რა მოთხოვნები იქნება, ამ წუთში უცნობია. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან დიდ საპროტესტო აქციას, სადაც იქნებიან ასევე პოლიტიკური ორგანიზაციები და უნდა გვესმოდეს, იქ, სადაც არიან პოლიტიკური ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, პროცესების გაგრძელება, სავარაუდოდ, იქნება პოლიტიკური. ჩვენი აქცია არის მხოლოდ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული, მაგრამ როგორ გადაწყვეტენ საპროტესტო მუხტის გამოყენებას პოლიტიკური პარტიები, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები