საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა სინოდის სხდომა შედგება 9 მარტს, დღის 12.00 საათზე", - ნათქვამია საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებაში.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წმინდა სინოდის სხდომა 7 მარტს იგეგმებოდა.