მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალებისა და ბავშვების ბედი მსოფლიო ომებში
ქალებისა და ბავშვების ბედი მსოფლიო ომებში

ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­ო­მა­რი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ფენა, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან. არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აქ­ტი­უ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბოლო წლებ­ში ვი­თა­რე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად შე­იც­ვა­ლა უა­რე­სო­ბის­კენ. კონ­კრე­ტუ­ლად, სა­უ­ბა­რია იმ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, სა­დაც ვი­თა­რე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბას "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" ცდი­ლობს.

ის ლტოლ­ვი­ლი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ხმელ­თა­შუა ზღვის გავ­ლით ევ­რო­პა­ში შეს­ვლას ცდი­ლო­ბენ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტან­ჯვი­სა და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან. ბევ­რი მათ­გა­ნის მი­მართ ექ­სპლუ­ა­ტა­ცია, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ისი­ნი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ გა­ე­რო-ს ბავ­შვთა ფონ­დის (UNICEF) ან­გა­რიშ­შია აღ­წე­რი­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ბავ­შვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ლი­ბი­ა­ში ფიქ­სირ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც ლტოლ­ვი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იტა­ლი­ა­ში ჩას­ვლას ცდი­ლო­ბენ.

UNICEF-ის რე­გი­ო­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რის აფ­შან ხა­ნის კო­მენ­ტა­რის თა­ნახ­მად, - "გა­მო­კი­თხუ­ლი ქა­ლე­ბის ნა­ხე­ვარ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი არი­ან. ხოლო ბავ­შვე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის თქმით, მათ მი­მართ ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გარ­და, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა..."

მი­სი­ვე თქმით, გა­სულ წელს, ხმელ­თა­შუა ზღვის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბი­სას 4579 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ­გან და­ახ­ლო­ე­ბით 700 ბავ­შვი იყო. ამ მარ­შრუტს, ძი­რი­თა­დად კონ­ტრა­ბან­დის­ტე­ბი და სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ, უი­მე­დო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყოფ ბავ­შვებ­სა და ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბენ.

ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა აღი­ა­რა, რომ მათ მი­მართ სქე­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თის ძა­ლა­დო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ლტოლ­ვი­ლებს გა­დად­გი­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ კონ­ტრა­ბან­დის­ტე­ბი სწო­რედ სექ­სუ­ა­ლურ "მომ­სა­ხუ­რე­ბას" სთა­ვა­ზო­ბენ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მათ­გან 100 დან 2000 დო­ლა­რამ­დე ანა­ზღა­უ­რე­ბას ითხო­ვენ. ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა შო­რის არი­ან მო­ზარ­დი გო­გო­ნე­ბიც...

"გა­მო­კი­თხულ ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბის, ასე­ვე, ბავ­შვე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის თქმით, მათ მი­მართ ად­გი­ლი აქვს ვერ­ბა­ლურ, ემო­ცი­ურ და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას, ასე­ვე ცე­მას", - გა­ნა­ცხა­და ხა­ნიმ, რომ­ლის თქმი­თაც, ბავ­შვე­ბი და გო­გო­ნე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი ხდე­ბი­ან და მათ პროს­ტი­ტუ­ცი­ას აძა­ლე­ბენ.

გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის (UNICEF) ახა­ლი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ათა­სო­ბით ქალი და ბავ­შვი, რო­მე­ლიც ხმელ­თა­შუა ზღვის გა­და­ლახ­ვით ცდი­ლობს გა­ექ­ცეს ომსა და სი­ღა­რი­ბეს, ხდე­ბა ძა­ლა­დო­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის და სხვა ფორ­მის ძა­ლა­დობ­რი­ვი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი. გა­მო­კი­თხვა, რო­მე­ლიც გა­სულ წელს ლი­ბი­ა­ში, ემიგ­რა­ცი­ის ხა­ზის გას­წვრივ UNICEF-მა ჩა­ა­ტა­რა, აჩ­ვე­ნებს, იქ ძა­ლა­დო­ბის უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა ხდე­ბა.

გა­სულ წელს, ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კი­დან ევ­რო­პის გზა­ზე 4500 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის 700 ბავ­შვი.

სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ მხრივ სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბაა ავ­ღა­ნეთ­შიც, სა­დაც მო­ზარდ ბი­ჭებ­ზე სექ­სუ­ლა­უ­რი ძა­ლა­დო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის. რამ­დე­ნი­მე წლის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ავ­ღა­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მხრი­დან მო­ზარ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე თვალს ხუ­ჭავ­დნენ, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს ფაქ­ტი პენ­ტა­გონ­მა უარ­ყო... თუმ­ცა, ინ­ტერ­ნეტ­ში არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი წერ­დნენ, რომ ომის კად­რებ­ზე მე­ტად იმ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ხმე­ბის და­ვი­წყე­ბა უჭირ­დათ, რო­მე­ლიც ღამე ავ­ღა­ნე­ლე­ბის სამ­ხედ­რო ბა­ზი­დან ის­მო­და, - იქ ღამე სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან მო­ზარ­დი ბი­ჭე­ბი მოჰ­ყავ­დათ...

გა­ე­როს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვე­ბის გა­ყიდ­ვა ყვე­ლა­ზე მე­ტად, ავ­ღა­ნე­თის ჯო­უ­ზჯა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­შია გარ­ცე­ლე­ბუ­ლი. ეს რე­გი­ო­ნი, ქვეყ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უფრო ღა­რიბ ად­გი­ლად ით­ვლე­ბა. სწო­რედ ჯო­უ­ზჯა­ნის რე­გი­ონ­ზე მო­დის 5-15 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის 28 პრო­ცენ­ტი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებ­მა ან მათ­მა მე­ურ­ვე­ებ­მა გა­ყი­დეს - წერს სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია თა­ვის ან­გა­რიშ­ში "გა­და­არ­ჩი­ნე ბავ­შვე­ბი".

გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის (UNICEF) მიერ გავ­რცე­ლე­ბულ, კი­დევ ერთი ან­გა­რიშ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, რომ მსოფ­ლიო ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი და და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის კვლავ უსა­მარ­თლო ად­გი­ლია. არა­და, მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1989 წლის ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლა მოხ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ავ­ღა­ნეთს ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ კონ­ვენ­ცი­ა­ზე ხელი აქვს მო­წე­რი­ლი, ბავ­შვთა შრო­მა ავ­ღა­ნეთ­ში გა­ნუ­წყვეტ­ლად იზ­რდე­ბა. ღა­ტა­კი ოჯა­ხე­ბის მიერ გა­ყი­დუ­ლი ბავ­შვე­ბი იძუ­ლე­ბი­თი შრო­მის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სა და ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სათ­ვის არი­ან გან­წი­რულ­ნი. ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­მელ­თა შო­რი­საც სამი წლის ბავ­შვე­ბიც არი­ან, მძი­მე შრო­მის­გან და შიმ­ში­ლი­სა­გან სა­სო­მიხ­დილ­ნი და და­ა­ვა­დე­ბულ­ნი არი­ან... ბოლო წლებ­ში, ბავ­შვე­ბი­სა და ქა­ლე­ბის მი­მართ სას­ტი­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იზ­რდე­ბა და ხში­რად, კონ­ვენ­ცი­ის ხელ­მომ­წე­რი ქვეყ­ნე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ამ და­უც­ველ ფე­ნას თა­ვად ჩაგ­რა­ვენ.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ქალებისა და ბავშვების ბედი მსოფლიო ომებში

ქალებისა და ბავშვების ბედი მსოფლიო ომებში

ყველა ქვეყანაში, სადაც საომარი პროცესები მიმდინარეობს, ხშირად საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენა, ქალები და ბავშვები ზარალდებიან. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიურობის მიუხედავად, ბოლო წლებში ვითარება კატასტროფულად შეიცვალა უარესობისკენ. კონკრეტულად, საუბარია იმ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც ვითარების გაკონტროლებას "ისლამური სახელმწიფო" ცდილობს.

ის ლტოლვილი ბავშვები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში შესვლას ცდილობენ, წარმოუდგენელი ტანჯვისა და ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ბევრი მათგანის მიმართ ექსპლუატაცია, სექსუალური ძალადობა ხორციელდება და ისინი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშშია აღწერილი, რომლის თანახმადაც, ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლიბიაში ფიქსირდება, საიდანაც ლტოლვილები ძირითადად იტალიაში ჩასვლას ცდილობენ.

UNICEF-ის რეგიონული დირექტორის აფშან ხანის კომენტარის თანახმად, - "გამოკითხული ქალების ნახევარმა განაცხადა, რომ ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან. ხოლო ბავშვებისა და გოგონების უმრავლესობის თქმით, მათ მიმართ ემოციური ძალადობის გარდა, ფიზიკური შეურაცხყოფაც ხორციელდება..."

მისივე თქმით, გასულ წელს, ხმელთაშუა ზღვის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას 4579 ადამიანი დაიღუპა, მათგან დაახლოებით 700 ბავშვი იყო. ამ მარშრუტს, ძირითადად კონტრაბანდისტები და სხვადასხვა კრიმინალები აკონტროლებენ, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელ, უიმედო სიტუაციაში მყოფ ბავშვებსა და ქალებზე ძალადობენ.

ქალებისა და გოგონების ერთმა ნაწილმა აღიარა, რომ მათ მიმართ სქესობრივი ხასიათის ძალადობა ხორციელდება. ორგანიზაციის მონაცემებით, ხშირ შემთხვევაში ლტოლვილებს გადადგილების სანაცვლოდ კონტრაბანდისტები სწორედ სექსუალურ "მომსახურებას" სთავაზობენ, სხვა შემთხვევაში მათგან 100 დან 2000 დოლარამდე ანაზღაურებას ითხოვენ. ძალადობის მსხვერპლთა შორის არიან მოზარდი გოგონებიც...

"გამოკითხულ ქალების უმეტესობის, ასევე, ბავშვებისა და გოგონების თქმით, მათ მიმართ ადგილი აქვს ვერბალურ, ემოციურ და სექსუალურ ძალადობას, ასევე ცემას", - განაცხადა ხანიმ, რომლის თქმითაც, ბავშვები და გოგონები ხშირ შემთხვევაში ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან და მათ პროსტიტუციას აძალებენ.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალი ანგარიშის მიხედვით, ათასობით ქალი და ბავშვი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გადალახვით ცდილობს გაექცეს ომსა და სიღარიბეს, ხდება ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციის და სხვა ფორმის ძალადობრივი მოპყრობის მსხვერპლი. გამოკითხვა, რომელიც გასულ წელს ლიბიაში, ემიგრაციის ხაზის გასწვრივ UNICEF-მა ჩაატარა, აჩვენებს, იქ ძალადობის უამრავი შემთხვევა ხდება.

გასულ წელს, ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპის გზაზე 4500 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 700 ბავშვი.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ საგანგაშო ვითარებაა ავღანეთშიც, სადაც მოზარდ ბიჭებზე სექსულაური ძალადობა ჩვეულებრივი რამ არის. რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამერიკელი ჯარისკაცები ავღანელი მაღალჩინოსნების მხრიდან მოზარდებზე განხორციელებულ ძალადობაზე თვალს ხუჭავდნენ, თუმცა, მოგვიანებით, ეს ფაქტი პენტაგონმა უარყო... თუმცა, ინტერნეტში არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, სადაც კოალიციის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი სამხედროები წერდნენ, რომ ომის კადრებზე მეტად იმ არაადამიანური ხმების დავიწყება უჭირდათ, რომელიც ღამე ავღანელების სამხედრო ბაზიდან ისმოდა, - იქ ღამე სამხედრო მაღალჩინოსნებთან მოზარდი ბიჭები მოჰყავდათ...

გაეროს ოფიციალური ინფორმაციით, ბავშვების გაყიდვა ყველაზე მეტად, ავღანეთის ჯოუზჯანის პროვინციაშია გარცელებული. ეს რეგიონი, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ღარიბ ადგილად ითვლება. სწორედ ჯოუზჯანის რეგიონზე მოდის 5-15 წლამდე ასაკის ბავშვების 28 პროცენტი, რომლებიც მშობლებმა ან მათმა მეურვეებმა გაყიდეს - წერს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია თავის ანგარიშში "გადაარჩინე ბავშვები".

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ გავრცელებულ, კიდევ ერთი ანგარიშში ნაჩვენებია, რომ მსოფლიო ყველაზე ღარიბი და დაუცველი ბავშვებისთვის კვლავ უსამართლო ადგილია. არადა, მათივე ინფორმაციით, 1989 წლის ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების შემდეგ, მნიშვნელოვანი წინსვლა მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთს ზემოთ ხსენებულ კონვენციაზე ხელი აქვს მოწერილი, ბავშვთა შრომა ავღანეთში განუწყვეტლად იზრდება. ღატაკი ოჯახების მიერ გაყიდული ბავშვები იძულებითი შრომის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ადრეული ქორწინებისათვის არიან განწირულნი. ბავშვების უმრავლესობა, რომელთა შორისაც სამი წლის ბავშვებიც არიან, მძიმე შრომისგან  და შიმშილისაგან სასომიხდილნი და დაავადებულნი არიან... ბოლო წლებში, ბავშვებისა და ქალების მიმართ სასტიკი დამოკიდებულება იზრდება და ხშირად, კონვენციის ხელმომწერი ქვეყნები ადგილობრივი მოსახლეობის ამ დაუცველ ფენას თავად ჩაგრავენ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე