გლდანის რაიონს, 2 მარტს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია "თელასის" ცნობით, დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა გავრცელდება გლდანის რაიონში: შეშელიძის, ხევძმარის, ხიზანბარელის და ხიზაბავრის ქუჩებზე. ანალოგიური მიზეზით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში: ქინძმარაულის შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით კი 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონის ნაწილს, კერძოდ: მესხიშვილის, არმაზის და გონაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.