საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა
"მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა

დათო გა­რა­დინ­სკი 31 წლი­საა. მი­უ­ხე­და­ვად ახალ­გაზ­რდუ­ლი ასა­კი­სა, და­თოს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. ბავ­შვო­ბა­ში, ექი­მის უნებ­ლიე შეც­დო­მის გამო და­სუს­ტე­ბულ­მა ღვიძლმა, დღეს მისი სი­ცო­ცხლე საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნა.

უშან­გი გა­რა­დინ­სკი (და­თოს ძმა)

- და­თოს აქვს ღვიძ­ლის ცი­რო­ზი, F4 მე­ტა­ვი­რით. ცალ­სა­ხა მი­ზეზ­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია, თუმ­ცა დიდი ალ­ბა­თო­ბით ამის მი­ზე­ზი ბავ­შვო­ბა­ში გა­დას­ხმუ­ლი სის­ხლია. 1986 წელს, და­თოს ჰქონ­და ყუ­რებ­ზე პრობ­ლე­მა და დას­ჭირ­და სის­ხლის გა­დას­ხმა, შე­საძ­ლე­ბე­ლია რომ დო­ნო­რი იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ც ჰე­პა­ტი­ტით. მა­შინ სის­ხლის შე­მოწ­მე­ბა ც ჰე­პა­ტიტ­ზე არ ხდე­ბო­და. ანუ გა­მო­დის რომ ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და ც ჰე­პა­ტი­ტი, ბუ­ნებ­რი­ვია ეს ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და ღვიძლზე და ღვიძ­ლი ძა­ლი­ან და­სუს­ტდა. და­თომ სა­კუ­თა­რი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ გვი­ან, 11-ე კლას­ში გა­ი­გო, როცა სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვა­ზე აყ­ვა­ნი­სას სის­ხლის ანა­ლი­ზი გა­უ­კე­თეს. ამის მერე ჩვე­ნი სახ­სრე­ბით ვმკურ­ნა­ლობ­დით, ბო­ლოს უკვე სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თო და ც ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სი აღარ აქვს, მაგ­რამ და­სუს­ტე­ბუ­ლი ღვიძ­ლის გა­მო­ჯან­სა­ღე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა და დღეს დათო ცი­როზსს ებ­რძვის, რომ­ლის არა­თუ შე­ჩე­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, არა­მედ ყო­ველ­დღი­უ­რი­ად პროგ­რე­სი­რებს და ახლა არის იმ სტა­დი­ა­ში, რომ ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა აქვს და­წყე­ბუ­ლი.

- მკურ­ნა­ლო­ბა თუა შე­საძ­ლე­ბე­ლი?

- ერ­თა­დერ­თი გა­მოს­ვა­ლი ღვიძ­ლის გა­და­ნერგვაა, სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა არ არ­სე­ბობს. სა­ვა­რა­უ­დო დო­ნო­რე­ბი გვყავს, მარ­ტის ბო­ლოს ჩა­მო­დი­ან კო­რე­ე­ლი ექი­მე­ბი და 3 აპ­რილ­საა ჩა­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცია. დღემ­დე 10-მდე ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და უკვე და დო­ნო­რიც კარ­გა­დაა და პა­ცი­ენ­ტიც ანუ ოპე­რა­ცი­ე­ბი იყო ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 კვი­რა­ში ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის გა­მო­წე­რა და ადა­მი­ა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლია, ღვიძ­ლის პრობ­ლე­მა აღარ აწუ­ხებს. დო­ნო­რის ჯან­მრთე­ლი ღვიძ­ლი­დან ხდე­ბა მცი­რე დე­ტა­ლის გა­და­ნერგვა და­ა­ვა­დე­ბულ ღვიძ­ლში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ღვიძლს აქვს რე­გე­ნე­რა­ცი­ის უნა­რი და 6 თვის მერე, პა­ცი­ენ­ტსაც და დო­ნორ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად სრულ­ყო­ფი­ლი ღვიძ­ლი აქვთ.

- რა ჯდე­ბა ოპე­რა­ცია?

- ოპე­რა­ცია ჯდე­ბა 65 000 დო­ლა­რი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 10 000 ლა­რით გვეხ­მა­რე­ბა. მი­ნი­მუმ თან­ხის ნა­ხე­ვა­რი მა­ინც მო­სა­ძი­ე­ბე­ლია, რაც ჩვე­ნი სახ­სრე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. ერთი სახ­ლი გვაქვს სუ­რამ­ში და და­თოს სი­ცო­ცხლის­თვის არც იმას და­ვი­შუ­რებთ, მაგ­რამ 65000$-ს სახ­ლში არა­ვინ მოგ­ვცემს, თა­ნაც ერთ თვე­ში მყიდ­ვე­ლის ნახ­ვა არა­რე­ა­ლუ­რია. მამა უმუ­შე­ვა­რია, თვი­თონ და­თოც. დედა სუ­რა­მის მე­სა­მე სკო­ლა­შია პე­და­გო­გი, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი ამ­დენს რომ ვერ გაწ­ვდე­ბა, ცხა­დია, არა­და თუ ოპე­რა­ცია ვერ მო­ეს­წრო, ექიმ­მა გვი­თხრა, რომ არა­ვინ იცის და­ძი­ნე­ბუ­ლი გა­იღ­ვი­ძებს თუ არა, მა­გის ყო­ვე­ლი და­ძი­ნე­ბა ლა­ტა­რი­ა­აო, შე­იძ­ლე­ბა ერთ დღე­ში მოხ­დეს და­ა­ვა­დე­ბის სრუ­ლი პროგ­რე­სი­რე­ბა და სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი ხე­ლი­დან გა­მოგ­ვე­ცა­ლოს. ისევ ხალ­ხის იმე­დი გვაქვს. 65 000$ ძა­ლი­ან ბევ­რია, მით უფრო მა­შინ, როცა გარ­შე­მო უამ­რა­ვი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია და ყვე­ლას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, დაგ­ვეხ­მა­რეთ და დათო ყვე­ლას თა­ვის სი­კე­თით და­გიბ­რუ­ნებთ ამაგს. ცოტა ხნის წინ ამ­ბობ­და, ისე არ მინ­და მოვ­კვდე, ჩემი შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში არ წა­ვიყ­ვა­ნოო. გიჟი მა­მაა და უნდა, რომ თა­ვის ორი პა­ტა­რა ვაჟ­კა­ცის წარ­მა­ტე­ბე­ბი მათ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­როს. ამ ყვე­ლა­ფერს რომ ვუ­ყუ­რებ და ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ, ლა­მის მოვ­კვდე. ისევ ხალ­ხის იმე­დი გვაქვს, რომ დაგ­ვიდ­გე­ბი­ან გვერ­დში, კი ძა­ლი­ან ბევ­რია 65 000$, მაგ­რამ ხალ­ხის ერ­თი­ა­ნო­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ შეგ­როვ­დე­ბა.

პ.ს. სუ­რამ­ში, და­თოს ყვე­ლა იც­ნობს და ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა რომ ამ ადა­მი­ა­ნის­გან მხო­ლოდ სი­კე­თე და პა­ტი­ვის­ცე­მა ახ­სოვთ. თვი­თონ და­თოს, ვიდ­რე შე­ეძ­ლო ყვე­ლას გვერ­დით ედგა, დღეს თა­ვად უჭირს და ჩვე­ნი ვა­ლია, რომ გვერ­დში და­ვუდ­გეთ. ჩვენ ერ­თად ეს შეგ­ვიძ­ლია და აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ძლებთ.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა, შე­გიძ­ლი­ათ თან­ხა ჩა­რი­ცხოთ შემ­დეგ ან­გა­რიშ­ზე: GE89BG0000000713486200 (სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი). მიმ­ღე­ბი - ირაკ­ლი გა­რა­დინ­სკი; სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ჩა­რი­ცხვის აპა­რა­ტი­დან, პი­რა­დი ნომ­რით:57001012418 ან და­რე­კეთ მაგ­თი­დან და ჯე­ო­სე­ლი­დან ნომ­რებ­ზე:0901901946, ბი­ლა­ი­ნი: 0901701237 (ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლარი)

ლადო გო­გო­ლა­ძე

Ambebi.ge

"მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა

"მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა

დათო გარადინსკი 31 წლისაა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, დათოს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ბავშვობაში, ექიმის უნებლიე შეცდომის გამო დასუსტებულმა ღვიძლმა, დღეს მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.

უშანგი გარადინსკი (დათოს ძმა)

- დათოს აქვს ღვიძლის ციროზი, F4 მეტავირით. ცალსახა მიზეზზე საუბარი რთულია, თუმცა დიდი ალბათობით ამის მიზეზი ბავშვობაში გადასხმული სისხლია. 1986 წელს, დათოს ჰქონდა ყურებზე პრობლემა და დასჭირდა სისხლის გადასხმა, შესაძლებელია რომ დონორი იყო ინფიცირებული ც ჰეპატიტით. მაშინ სისხლის შემოწმება ც ჰეპატიტზე არ ხდებოდა. ანუ გამოდის რომ ბავშვობიდან ჰქონდა ც ჰეპატიტი, ბუნებრივია ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ღვიძლზე და ღვიძლი ძალიან დასუსტდა. დათომ საკუთარი დაავადების შესახებ გვიან, 11-ე კლასში გაიგო, როცა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისას სისხლის ანალიზი გაუკეთეს. ამის მერე ჩვენი სახსრებით ვმკურნალობდით, ბოლოს უკვე სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და ც ჰეპატიტის ვირუსი აღარ აქვს, მაგრამ დასუსტებული ღვიძლის გამოჯანსაღება ვერ მოხერხდა და დღეს დათო ციროზსს ებრძვის, რომლის არათუ შეჩერება ვერ მოხერხდა, არამედ ყოველდღიურიად პროგრესირებს და ახლა არის იმ სტადიაში, რომ ღვიძლის უკმარისობა აქვს დაწყებული.

- მკურნალობა თუა შესაძლებელი?

- ერთადერთი გამოსვალი ღვიძლის გადანერგვაა, სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს. სავარაუდო დონორები გვყავს, მარტის ბოლოს ჩამოდიან კორეელი ექიმები და 3 აპრილსაა ჩანიშნული ოპერაცია. დღემდე 10-მდე ოპერაცია ჩატარდა უკვე და დონორიც კარგადაა და პაციენტიც ანუ ოპერაციები იყო ძალიან წარმატებული. დაახლოებით 2-3 კვირაში ხდება პაციენტის გამოწერა და ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელია, ღვიძლის პრობლემა აღარ აწუხებს. დონორის ჯანმრთელი ღვიძლიდან ხდება მცირე დეტალის გადანერგვა დაავადებულ ღვიძლში, მოგეხსენებათ ღვიძლს აქვს რეგენერაციის უნარი და 6 თვის მერე, პაციენტსაც და დონორსაც აბსოლუტურად სრულყოფილი ღვიძლი აქვთ.

- რა ჯდება ოპერაცია?

- ოპერაცია ჯდება 65 000 დოლარი, ჯანდაცვის სამინისტრო 10 000 ლარით გვეხმარება. მინიმუმ თანხის ნახევარი მაინც მოსაძიებელია, რაც ჩვენი სახსრებით შეუძლებელია. ერთი სახლი გვაქვს სურამში და დათოს სიცოცხლისთვის არც იმას დავიშურებთ, მაგრამ 65000$-ს სახლში არავინ მოგვცემს, თანაც ერთ თვეში მყიდველის ნახვა არარეალურია. მამა უმუშევარია, თვითონ დათოც. დედა სურამის მესამე სკოლაშია პედაგოგი, მაგრამ მასწავლებლის ხელფასი ამდენს რომ ვერ გაწვდება, ცხადია, არადა თუ ოპერაცია ვერ მოესწრო, ექიმმა გვითხრა, რომ არავინ იცის დაძინებული გაიღვიძებს თუ არა, მაგის ყოველი დაძინება ლატარიააო, შეიძლება ერთ დღეში მოხდეს დაავადების სრული პროგრესირება და სიცოცხლით სავსე ადამიანი ხელიდან გამოგვეცალოს. ისევ ხალხის იმედი გვაქვს. 65 000$ ძალიან ბევრია, მით უფრო მაშინ, როცა გარშემო უამრავი გაჭირვებულია და ყველას დახმარება სჭირდება, მაგრამ გპირდებით, დაგვეხმარეთ და დათო ყველას თავის სიკეთით დაგიბრუნებთ ამაგს. ცოტა ხნის წინ ამბობდა, ისე არ მინდა მოვკვდე, ჩემი შვილები სკოლაში არ წავიყვანოო. გიჟი მამაა და უნდა, რომ თავის ორი პატარა ვაჟკაცის წარმატებები მათთან ერთად გაიზიაროს. ამ ყველაფერს რომ ვუყურებ და ვერაფერს ვაკეთებ, ლამის მოვკვდე. ისევ ხალხის იმედი გვაქვს, რომ დაგვიდგებიან გვერდში, კი ძალიან ბევრია 65 000$, მაგრამ ხალხის ერთიანობით დარწმუნებული ვარ შეგროვდება.

პ.ს. სურამში, დათოს ყველა იცნობს და ყველა დამეთანხმება რომ ამ ადამიანისგან მხოლოდ სიკეთე და პატივისცემა ახსოვთ. თვითონ დათოს, ვიდრე შეეძლო ყველას გვერდით ედგა, დღეს თავად უჭირს და ჩვენი ვალია, რომ გვერდში დავუდგეთ. ჩვენ ერთად ეს შეგვიძლია და აუცილებლად შევძლებთ.

დახმარების მსურველებმა, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: GE89BG0000000713486200 (საქართველოს ბანკი). მიმღები - ირაკლი გარადინსკი; საქართველოს ბანკის ჩარიცხვის აპარატიდან, პირადი ნომრით:57001012418 ან დარეკეთ მაგთიდან და ჯეოსელიდან ნომრებზე:0901901946, ბილაინი: 0901701237 (ზარის ღირებულება 1 ლარი)

ლადო გოგოლაძე

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი