უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება უშუქობის გამო წუხს და "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
"რა რომანტიკაა! ოჯახთან ერთად ვსხედვართ და ბავშვობას ვიხსენებთ და იცით რატომ? საბურთალოზე შუქი არ არის ისევ! დიდი მადლობა ბატონო კახა. მე-9 ბლოკის გათიშვას როდის ველოდოთ? ხვალაც გათიშავენ ნეტავ?! წყლის მომარაგება უკვე დავიწყე, ხვალაც თუ ჩაქვრა შუქი გენერატორსაც შევიძენთ!
გაგებით მივეკიდოთ!
#გამყიდველი #მოღალატე #მთავრობა
#შუქიმოვიდააა #უშუქობა #ფეხბურთიდაენერგეტიკისმინისტრობა", - წერს ანიტა რაჭველიშვილი და საკუთარ პოსტს სახალისო ფოტოს ურთავს.
"რა სიმწრით მახსოვს ეს წლები...ირანული "კეროსინკები", ნავთის ლამპა, ფანჯარაში ყურება იმ იმედით მეზობელ კორპუსებს თუ მისცეს შუქი, ესე იგი ჩვენც მალე მოგვცემენ....არ მეგონა თუ ისევ დაგვაბრუნებდნენ იმ ეპოქაში..." - ვკითხულობთ ანიტას პოსტის კომენტირებისას.
ანიტა რაჭველიშვილი გამოუსწორებელი ნაცია, ეს ბავშვმაც კი იცის, და რას ელოდებით სხვას მაგის პოსტებიდან!!!
საბურთალოზე ვცხოვრობ და ერთხელაც არ გამოთიშულა დენი, ლოკალური დაზიანება იყო და მცირე დროს ჩაქვრა ალბათ, ერთი ალილუია მღვდელსაც შეეშლებაო ნათქვამია. სირცხვილია, ყველა ნაციონალი ცრუ და მატყუარა რომ არის.