პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის მენინგოკოკური ინფექცია?
 რა არის მენინგოკოკური ინფექცია?

მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცია არის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის გა­მომ­წვე­ვია ბაქ­ტე­რია Neisseria meningitidis. ის აზი­ა­ნებს თა­ვის ტვი­ნის გარსს და იწ­ვევს მე­ნინ­გიტს, მე­ნინ­გო­ენ­ცე­ფა­ლიტს, ენ­ცე­ფა­ლო­მი­ე­ლიტს. ინ­ფექ­ცი­ის გე­ნე­რა­ლი­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია კა­პი­ლარ­თა ენ­დო­თე­ლი­უ­მის და­ზი­ა­ნე­ბა და ინ­ფექ­ცი­ურ-ტოქ­სი­კუ­რი შო­კის გან­ვი­თა­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის პა­თო­გე­ნეზ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყოს ორი მო­მენ­ტი: 1. თა­ვის ტვი­ნის გარ­სის და­ზი­ა­ნე­ბა; 2. კა­პი­ლარ­თა ენ­დო­თე­ლი­უ­მის და­ზი­ა­ნე­ბა და ამის კვა­ლო­ბა­ზე - სის­ხლძარ­ღვში­გა შე­დე­დე­ბის სინ­დრო­მი­სა და ინ­ფექ­ცი­ურ-ტოქ­სი­კუ­რი შო­კის გან­ვი­თა­რე­ბა. მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცია ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე გვხვდე­ბა.

ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს:

1. მე­ნინ­გო­კო­კი­თა და მე­ნინ­გო­კოქ­ცე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი;

2. ნა­ზო­ფა­რინ­გი­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი;

3. მე­ნინ­გო­კო­კის მა­ტა­რე­ბე­ლი.

მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცია ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს, მაგ­რამ შემ­თხვე­ვა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა 14 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის წი­ლად მო­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეპი­დე­მი­ებს შო­რის არ­სე­ბულ პე­რი­ოდ­ში უმ­თავ­რე­სად ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვე­ბი ავად­მყო­ფო­ბენ, მა­ტა­რებ­ლო­ბა კი უმ­თავ­რე­სად მოზ­რდი­ლებს შო­რის იმა­ტებს.

მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის დროს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად ელ­ვი­სე­ბუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბის ბრა­ლია. ლე­ტა­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­სა და ხან­დაზ­მუ­ლებს შო­რის. და­ა­ვა­დე­ბა ტო­ვებს მყარ იმუ­ნი­ტეტს. გან­მე­ო­რე­ბი­თი შემ­თხვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თია.

ინ­ფი­ცი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი

ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მე­ნინ­გო­კო­კი ცხვირ-ხა­ხის ლორ­წო­ვა­ნი­დან იჭ­რე­ბა. შემ­თხვე­ვა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბა ე. წ. ჯან­მრთე­ლი მა­ტა­რებ­ლო­ბა, 10-30%-ში ვი­თარ­დე­ბა ცხვირ-ხა­ხის ან­თე­ბა (ნა­ზო­ფა­რინ­გი­ტი), უფრო იშ­ვი­ა­თად (1-3%) კი მე­ნინ­გო­კო­კი გა­და­ლა­ხავს ად­გი­ლობ­რივ ბა­რი­ერს და სის­ხლის მეშ­ვე­ო­ბით მთელ ორ­გა­ნიზ­მში ვრცელ­დე­ბა - ხდე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გე­ნე­რა­ლი­ზე­ბა, ყა­ლიბ­დე­ბა ბაქ­ტე­რი­ე­მია. ამ პრო­ცესს თან სდევს მე­ნინ­გო­კო­კე­ბის მა­სობ­რი­ვი და­ღუპ­ვა. ამ დროს უხ­ვად გა­მო­ი­ყო­ფა ტოქ­სი­ნე­ბი (ტოქ­სი­ცე­მია) და სის­ხლძარ­ღვე­ბის ენ­დო­თე­ლი­უმს აზი­ა­ნებს.

ინ­ფექ­ცი­ის გე­ნე­რა­ლი­ზე­ბის მი­ზე­ზი ორ­გა­ნიზ­მის გამ­ძლე­ო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბაა.

სიმპტო­მე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა

და­ა­ვა­დე­ბის სა­ინ­კუ­ბა­ციო პე­რი­ო­დი ორი­დან ათ დღემ­დე მერ­ყე­ობს.

გა­ნას­ხვა­ვე­ბენ მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის სამ ფორ­მას:

I. ლო­კა­ლურს:

ა) მე­ნინ­გო­კო­კის მა­ტა­რებ­ლო­ბა;

ბ) მწვა­ვე ნა­ზო­ფა­რინ­გი­ტი;

II. გე­ნე­რა­ლი­ზე­ბულს:

ა) მე­ნინ­გო­კოქ­ცე­მია: ტი­პუ­რი ელ­ვი­სე­ბუ­რი (უმწვა­ვე­სი მე­ნინ­გო­კო­კუ­რი სეფ­სი­სი), ქრო­ნი­კუ­ლი;

ბ) მე­ნინ­გი­ტი;

გ) მე­ნინ­გო­ენ­ცე­ფა­ლი­ტი;

დ) შე­რე­უ­ლი ფორ­მა (მე­ნინ­გიტ-მე­ნინ­გო­კოქ­ცე­მია);

III. იშ­ვი­ათს:

ა) ენ­დო­კარ­დი­ტი;

ბ) პო­ლი­ართრი­ტი;

გ) პნევ­მო­ნია;

დ) ირი­დო­ციკ­ლი­ტი.

მე­ნინ­გო­კოქ­ცე­მია

მე­ნინ­გო­კოქ­ცე­მია იწყე­ბა მწვა­ვედ, ძლი­ე­რი შემ­ცივ­ნე­ბი­თა და ტემ­პე­რა­ტუ­რის 39-40 C-მდე აწე­ვით. პირ­ველ­სა­ვე სა­ა­თებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლია მძი­მე ინ­ტოქ­სი­კა­ცია: ავად­მყო­ფი ფერ­მკრთა­ლია, დაჰ­კრავს ცი­ა­ნო­ზუ­რი ელ­ფე­რი, ტუ­ჩე­ბი და კანი მშრა­ლი აქვს, სტკი­ვა თავი, აღე­ბი­ნებს, უჩი­ვის ტა­ქი­კარ­დი­ას, ქო­შინს, უძი­ლო­ბას, უმა­დო­ბას და გაძ­ლი­ე­რე­ბულ წყურ­ვილს.

მე­ნინ­გო­კოქ­ცე­მი­ის ძი­რი­თა­დი სა­დი­აგ­ნო­ზო ნი­შა­ნია ჰე­მო­რა­გი­უ­ლი გა­მო­ნა­ყა­რი (სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი). და­ა­ვა­დე­ბის და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 5-20 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კან­სა და ლორ­წო­ვან გარ­სებ­ზე სხვა­დას­ხვა ზო­მის სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი ჩნდე­ბა. გა­მო­ნა­ყა­რი უხ­ვია, კა­ნი­დან ამო­წე­უ­ლი, აქვს ზო­გან წერ­ტი­ლო­ვა­ნი პე­ტე­ქი­ე­ბის, ზო­გან კი ფარ­თო (2-15 სმ დი­ა­მეტ­რის) სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბის სახე. ასეთ კანს ექი­მე­ბი ვარ­სკვლა­ვი­ან ღა­მეს ადა­რე­ბენ - გა­ფით­რე­ბულ, ცი­ა­ნო­ზურ კან­ზე მო­ჩანს უს­წორ­მას­წო­რო სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ზოგ­ჯერ ჩვენს თვალ­წინ ჩნდე­ბა და მარ­თლაც ჰგავს სხვა­დას­ხვა ზო­მის მო­ციმ­ცი­მე ვარ­სკვლა­ვებს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა არის მენინგოკოკური ინფექცია?

 რა არის მენინგოკოკური ინფექცია?

მენინგოკოკური ინფექცია არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ბაქტერია Neisseria meningitidis. ის აზიანებს თავის ტვინის გარსს და იწვევს მენინგიტს, მენინგოენცეფალიტს, ენცეფალომიელიტს. ინფექციის გენერალიზების შემთხვევაში მოსალოდნელია კაპილართა ენდოთელიუმის დაზიანება და ინფექციურ-ტოქსიკური შოკის განვითარება. აქედან გამომდინარე, მენინგოკოკური ინფექციის პათოგენეზში შეიძლება გამოიყოს ორი მომენტი: 1. თავის ტვინის გარსის დაზიანება; 2. კაპილართა ენდოთელიუმის დაზიანება და ამის კვალობაზე - სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომისა და ინფექციურ-ტოქსიკური შოკის განვითარება. მენინგოკოკური ინფექცია ყველა კონტინენტზე გვხვდება.

ინფექციის წყარო მხოლოდ ადამიანია, რომელიც შეიძლება იყოს:

1. მენინგოკოკითა და მენინგოკოქცემიით დაავადებული;

2. ნაზოფარინგიტით დაავადებული;

3. მენინგოკოკის მატარებელი.

მენინგოკოკური ინფექცია ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ შემთხვევათა უმრავლესობა 14 წლამდე ასაკის ბავშვების წილად მოდის. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიებს შორის არსებულ პერიოდში უმთავრესად ადრეული ასაკის ბავშვები ავადმყოფობენ, მატარებლობა კი უმთავრესად მოზრდილებს შორის იმატებს.

მენინგოკოკური ინფექციის დროს სიკვდილიანობა ძირითადად ელვისებური განვითარებისა და მკურნალობის დაგვიანების ბრალია. ლეტალობა განსაკუთრებით მაღალია წლამდე ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებს შორის. დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს. განმეორებითი შემთხვევები იშვიათია.

ინფიცირების მექანიზმი

ადამიანის ორგანიზმში მენინგოკოკი ცხვირ-ხახის ლორწოვანიდან იჭრება. შემთხვევათა უმრავლესობაში ყალიბდება ე. წ. ჯანმრთელი მატარებლობა, 10-30%-ში ვითარდება ცხვირ-ხახის ანთება (ნაზოფარინგიტი), უფრო იშვიათად (1-3%) კი მენინგოკოკი გადალახავს ადგილობრივ ბარიერს და სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდება - ხდება ინფექციის გენერალიზება, ყალიბდება ბაქტერიემია. ამ პროცესს თან სდევს მენინგოკოკების მასობრივი დაღუპვა. ამ დროს უხვად გამოიყოფა ტოქსინები (ტოქსიცემია) და სისხლძარღვების ენდოთელიუმს აზიანებს.

ინფექციის გენერალიზების მიზეზი ორგანიზმის გამძლეობის დაქვეითებაა.

სიმპტომები და მიმდინარეობა

დაავადების საინკუბაციო პერიოდი ორიდან ათ დღემდე მერყეობს.

განასხვავებენ მენინგოკოკური ინფექციის სამ ფორმას:

I. ლოკალურს:

ა) მენინგოკოკის მატარებლობა;

ბ) მწვავე ნაზოფარინგიტი;

II. გენერალიზებულს:

ა) მენინგოკოქცემია: ტიპური ელვისებური (უმწვავესი მენინგოკოკური სეფსისი), ქრონიკული;

ბ) მენინგიტი;

გ) მენინგოენცეფალიტი;

დ) შერეული ფორმა (მენინგიტ-მენინგოკოქცემია);

III. იშვიათს:

ა) ენდოკარდიტი;

ბ) პოლიართრიტი;

გ) პნევმონია;

დ) ირიდოციკლიტი.

მენინგოკოქცემია

მენინგოკოქცემია იწყება მწვავედ, ძლიერი შემცივნებითა და ტემპერატურის 39-40 C-მდე აწევით. პირველსავე საათებში გამოხატულია მძიმე ინტოქსიკაცია: ავადმყოფი ფერმკრთალია, დაჰკრავს ციანოზური ელფერი, ტუჩები და კანი მშრალი აქვს, სტკივა თავი, აღებინებს, უჩივის ტაქიკარდიას, ქოშინს, უძილობას, უმადობას და გაძლიერებულ წყურვილს.

მენინგოკოქცემიის ძირითადი სადიაგნოზო ნიშანია ჰემორაგიული გამონაყარი (სისხლჩაქცევები). დაავადების დაწყებიდან დაახლოებით 5-20 საათის განმავლობაში კანსა და ლორწოვან გარსებზე სხვადასხვა ზომის სისხლჩაქცევები ჩნდება. გამონაყარი უხვია, კანიდან ამოწეული, აქვს ზოგან წერტილოვანი პეტექიების, ზოგან კი ფართო (2-15 სმ დიამეტრის) სისხლჩაქცევების სახე. ასეთ კანს ექიმები ვარსკვლავიან ღამეს ადარებენ - გაფითრებულ, ციანოზურ კანზე მოჩანს უსწორმასწორო სისხლჩაქცევები, რომლებიც ზოგჯერ ჩვენს თვალწინ ჩნდება და მართლაც ჰგავს სხვადასხვა ზომის მოციმციმე ვარსკვლავებს  წაიკითხეთ ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი