მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის ძმიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი
პატრიარქის ძმიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი

სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას მთე­ლი ერი გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. სა­ო­პე­რა­ცი­ოდ ბერ­ლინ­ში ჩა­სულ პატ­რი­არ­ქს ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დი­დან არ მო­შო­რე­ბია მისი ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი და ნა­თე­სა­ვი, მისი ძმიშ­ვი­ლი, ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კი­სა და კა­ნა­დის მიტ­რო­პო­ლი­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის თავ­მჯდო­მა­რე მე­უ­ფე დი­მიტ­რი ში­ო­ლაშ­ვი­ლი.

მე­უ­ფის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არც ისე ბევ­რია ცნო­ბი­ლი და ახლა მის მი­მარ­თაც იმა­ტა ყუ­რა­დღე­ბამ. გან­სა­კუთ­რე­ბით მას მერე, რაც პატ­რი­არ­ქის შე­საძ­ლო მემ­კვიდ­რე­ებს შო­რის საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად გა­ის­მა მისი სა­ხე­ლიც. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას მე­უ­ფე დი­მიტ­რი იმი­ტო­მაც იპყრობს, რომ პატ­რი­არ­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახლო ადა­მი­ა­ნია და მისი უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ილია მე­ო­რეს (ირაკ­ლი ღუ­დუ­შა­ურ-ში­ო­ლაშ­ვილს), რო­მე­ლიც 1933 წლის 4 იან­ვარს ვლა­დი­კავ­კაზ­ში, გი­ორ­გი სი­მო­ნის ძე ღუ­დუ­შა­უ­რი-ში­ო­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია იო­სე­ბის ასულ კო­ბა­ი­ძის კე­თილ­მორ­წმუ­ნე ოჯახ­ში და­ი­ბა­და, ჰყავ­და დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი: ძმე­ბი - თე­ი­მუ­რა­ზი, შოთა, ვიქ­ტო­რი, და – ნინო.

პატ­რი­არ­ქის და-ძმა მო­ნა­ზო­ნი ნა­ტა­ლია და ახალ­შეს­ვე­ნე­ბუ­ლი ბერი გი­ორ­გი (ში­ო­ლაშ­ვი­ლი) უფ­რო­სი ძმა ვიქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ბერი გი­ორ­გის სა­ხე­ლით მოღ­ვა­წე­ობ­და, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. მე­უ­ფე დი­მიტ­რი კი ილი­ას ძმის შო­თას შვი­ლი გახ­ლავთ. ერის­კა­ცო­ბა­ში ნო­დარ (ჭა­ბუ­კა) შო­თას ძე ში­ო­ლაშ­ვი­ლი. და­ი­ბა­და 1961 წლის 16 თე­ბერ­ვალს მცხე­თა­ში. ყმაწ­ვი­ლო­ბი­დან იგი იზ­რდე­ბო­და ბი­ძის, იმ­ხა­ნად მე­უ­ფე ილი­ას, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II-ის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით. 1979 წელს და­ამ­თავ­რა მცხე­თის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და ჩა­ი­რი­ცხა მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა გა­ნაგ­რძო მოს­კო­ვის ზა­გორსკის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში. 1986 წელს და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში და დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მის­მა უწ­მი­დე­სო­ბამ, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ 1985 წლის 28 ივ­ლისს დი­აკ­ვნად, 1986 წლის 12 იან­ვარს მღვდლად აკურ­თხა და გა­ნა­წე­სა ბა­თუ­მის წმ. ნი­კო­ლო­ზის ტა­ძარ­ში მღვდელმსა­ხუ­რად. 1987-1988 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და ალა­ვერ­დის ტა­ძარ­ში, 1988-1989 წლებ­ში – თბი­ლი­სის ან­ჩის­ხა­ტის სა­კა­თო­ლი­კო­სო ტა­ძარ­ში, იმავდრო­უ­ლად ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

პატრიარქის ძმიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი

პატრიარქის ძმიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი

საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას მთელი ერი გულშემატკივრობდა. საოპერაციოდ ბერლინში ჩასულ პატრიარქს ამ დღეების განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია მისი ერთგული მეგობარი და ნათესავი, მისი ძმიშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი.

მეუფის შესახებ საზოგადოებისთვის არც ისე ბევრია ცნობილი და ახლა მის მიმართაც იმატა ყურადღებამ. განსაკუთრებით მას მერე, რაც პატრიარქის შესაძლო მემკვიდრეებს შორის საკმაოდ აქტიურად გაისმა მისი სახელიც. საზოგადოების ყურადღებას მეუფე დიმიტრი იმიტომაც იპყრობს, რომ პატრიარქის ერთ-ერთი ყველაზე ახლო ადამიანია და მისი უახლოესი ნათესავი.

როგორც ცნობილია, ილია მეორეს (ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილს), რომელიც 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა, ჰყავდა დედმამიშვილები: ძმები - თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო.

პატრიარქის და-ძმა მონაზონი ნატალია და ახალშესვენებული ბერი გიორგი (შიოლაშვილი) უფროსი ძმა ვიქტორი, რომელიც ბერი გიორგის სახელით მოღვაწეობდა, რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა. მეუფე დიმიტრი კი ილიას ძმის შოთას შვილი გახლავთ. ერისკაცობაში ნოდარ (ჭაბუკა) შოთას ძე შიოლაშვილი. დაიბადა 1961 წლის 16 თებერვალს მცხეთაში. ყმაწვილობიდან იგი იზრდებოდა ბიძის, იმხანად მეუფე ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მეთვალყურეობით. 1979 წელს დაამთავრა მცხეთის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1985 წლის 28 ივლისს დიაკვნად, 1986 წლის 12 იანვარს მღვდლად აკურთხა და განაწესა ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში მღვდელმსახურად. 1987-1988 წლებში მსახურობდა ალავერდის ტაძარში, 1988-1989 წლებში – თბილისის ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში, იმავდროულად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი