პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა თეოდორე გიგნაძე - "პირველი რეაქცია იყო შოკი, ძალიან მძიმე მოსასმენია ის ყველაფერი"
მამა თეოდორე გიგნაძე - "პირველი რეაქცია იყო შოკი, ძალიან მძიმე მოსასმენია ის ყველაფერი"

პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია იყო შოკი, ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნია ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­და, - ამის შე­სა­ხებ მამა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი", დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის და­კა­ვე­ბის და მის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შოკს ბევ­რი რამე იწ­ვევს, "მათ შო­რის ძა­ლი­ან ხში­რად ადა­მი­ა­ნის­თვის შო­კის მომ­გვრე­ლია ის, რომ ლო­გი­კას ვერ ხე­დავ, რა­ღა­ცას ვერ აკავ­ში­რებ".

"სწო­რედ ერთ-ერთი მი­ზე­ზი ამ შო­კის იყოს ის, რომ ლო­გი­კუ­რი ბმე­ბი არ არის ამ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ში და კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ჩნდე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი, ვერ ხსნი.

მა­გა­ლი­თად, რაში სჭირ­დე­ბა რო­მე­ლი­მე მღვდელს, ვინც არ უნდა იყოს, ასე­თი საქ­ცი­ე­ლის ჩა­დე­ნა, მა­ღა­ლი იერ­არ­ქის მო­წამ­ვლა, რო­დე­საც თუ ის ამას მარ­ტო აკე­თებს, იმი­ტომ, რომ რა ექ­ნე­ბა მას სა­ა­მი­სოდ? არა­ფე­რი. და­ბალ იერ­არ­ქი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის­თვის არა­ნა­ირ ინ­ტე­რესს არ წარ­მო­ად­გენს ზედა იერ­არ­ქი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი იმი­ტომ, რომ ეს მას არ ეხე­ბა. დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბა მა­ღა­ლი აქვს (სა­პატ­რი­არ­ქოს ქო­ნე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე), მაგ­რამ იერ­არ­ქი­უ­ლად ის მღვდე­ლია. ამ სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ეპის­კო­პო­სია. თუ რამე, ამ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვინ­მე დარ­ტყმის ქვეშ უნდა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო თვი­თონ სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი. თუ მამა გი­ორ­გი ვი­ღა­ცის­თვის სა­ში­შია, მა­შინ ეპის­კო­პო­სიც სა­ში­ში უნდა იყოს, რო­მე­ლიც ამ დროს გერ­მა­ნი­ა­ში სა­ერ­თოდ არ იყო. თუ მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მარ­ტო მოქ­მე­დებს, მო­ტი­ვი არ ჩანს", - გა­ნა­ცხა­და მამა თე­ო­დო­რე გი­გა­ნა­ძემ.

კი­თხვა­ზე, უშ­ვებს თუ არა, რომ მარ­ტო არ მოქ­მე­დებ­და მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, მამა თე­ო­დო­რე გი­გა­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მა­შინ "მთე­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სის­ტე­მაა და და რა­ღაც შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ას ემ­სგავ­სე­ბა, რო­მე­ლიც კი­დევ და­მა­ტე­ბით შო­კის მომ­გვრე­ლია".

"ამა­ვე დროს არის ის ვერ­სი­აც, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­თი­თხნი­ლია და ყვე­ლა­ფერს აბ­რა­ლე­ბენ, მა­შინ ვინ აბ­რა­ლებს, სა­ხელ­მწი­ფო? რაში სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ეს დღეს.

მე ვერც ერთ ვერ­სი­ას ვერ გა­მოვ­ყოფ, ჩემ­თვის უპი­რა­ტე­სო­ბა არც ერთს არ აქვს.

ასე­თი ვერ­სი­აც არ­სე­ბობს, რომ ეს არის ტახ­ტის­თვის ბრძო­ლის ერთ-ერთი ნა­წი­ლი. ესეც ძა­ლი­ან ცუდი რა­მეა, მაგ­რამ რა­ტომ გერ­მა­ნი­ა­ში, რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია? ამ­ბო­ბენ, რომ მას მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა აქვს და ყო­ველ­თვის აქვს მი­სას­ვლე­ლი პატ­რი­არ­ქთან ან რო­მე­ლი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან. ამის გა­კე­თე­ბა სა­პატ­რი­არ­ქო­ში უფრო შე­იძ­ლე­ბო­და, ვიდ­რე სა­ზღვარ­ზე გა­და­ტა­ნა, კლი­ნი­კა­ში შეღ­წე­ვა. ეს კი­თხვის ნი­შანს ბა­დებს", - გა­ნა­ცხა­და მამა თე­ო­დო­რე გი­გა­ნა­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მამა თეოდორე გიგნაძე - "პირველი რეაქცია იყო შოკი, ძალიან მძიმე მოსასმენია ის ყველაფერი"

მამა თეოდორე გიგნაძე - "პირველი რეაქცია იყო შოკი, ძალიან მძიმე მოსასმენია ის ყველაფერი"

პირველი რეაქცია იყო შოკი, ძალიან მძიმე მოსასმენია ის ყველაფერი, რაც მოხდა, - ამის შესახებ მამა თეოდორე გიგნაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი", დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების და მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, შოკს ბევრი რამე იწვევს, "მათ შორის ძალიან ხშირად ადამიანისთვის შოკის მომგვრელია ის, რომ ლოგიკას ვერ ხედავ, რაღაცას ვერ აკავშირებ".

"სწორედ ერთ-ერთი მიზეზი ამ შოკის იყოს ის, რომ ლოგიკური ბმები არ არის ამ ინფორმაციებში და კითხვის ნიშნები ჩნდება ძალიან ბევრი, ვერ ხსნი.

მაგალითად, რაში სჭირდება რომელიმე მღვდელს, ვინც არ უნდა იყოს, ასეთი საქციელის ჩადენა, მაღალი იერარქის მოწამვლა, როდესაც თუ ის ამას მარტო აკეთებს, იმიტომ, რომ რა ექნება მას საამისოდ? არაფერი. დაბალ იერარქიაში მყოფი ადამიანისთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს ზედა იერარქიაში ცვლილებები იმიტომ, რომ ეს მას არ ეხება. დეკანოზ გიორგი მამალაძეს თანამდებობა მაღალი აქვს (საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე), მაგრამ იერარქიულად ის მღვდელია. ამ სამსახურის ხელმძღვანელი ეპისკოპოსია. თუ რამე, ამ სამსახურიდან გამომდინარე ვინმე დარტყმის ქვეშ უნდა მოხვედრილიყო, ეს უნდა ყოფილიყო თვითონ სამსახურის ხელმძღვანელი. თუ მამა გიორგი ვიღაცისთვის საშიშია, მაშინ ეპისკოპოსიც საშიში უნდა იყოს, რომელიც ამ დროს გერმანიაში საერთოდ არ იყო. თუ მამა გიორგი მამალაძე მარტო მოქმედებს, მოტივი არ ჩანს", - განაცხადა მამა თეოდორე გიგანაძემ.

კითხვაზე, უშვებს თუ არა, რომ მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი მამალაძე, მამა თეოდორე გიგანაძემ აღნიშნა, რომ მაშინ "მთელი დანაშაულებრივი სისტემაა და და რაღაც შეთქმულების თეორიას ემსგავსება, რომელიც კიდევ დამატებით შოკის მომგვრელია".

"ამავე დროს არის ის ვერსიაც, რომ ეს ყველაფერი შეთითხნილია და ყველაფერს აბრალებენ, მაშინ ვინ აბრალებს, სახელმწიფო? რაში სჭირდება სახელმწიფოს ეს დღეს.

მე ვერც ერთ ვერსიას ვერ გამოვყოფ, ჩემთვის უპირატესობა არც ერთს არ აქვს.

ასეთი ვერსიაც არსებობს, რომ ეს არის ტახტისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი. ესეც ძალიან ცუდი რამეა, მაგრამ რატომ გერმანიაში, როდესაც ეს ყველაფერი გაცილებით რთულია? ამბობენ, რომ მას მაღალი თანამდებობა აქვს და ყოველთვის აქვს მისასვლელი პატრიარქთან ან რომელიმე სასულიერო პირთან. ამის გაკეთება საპატრიარქოში უფრო შეიძლებოდა, ვიდრე საზღვარზე გადატანა, კლინიკაში შეღწევა. ეს კითხვის ნიშანს ბადებს", - განაცხადა მამა თეოდორე გიგანაძემ.

როდის დატოვებს ვანო მერაბიშვილი საპატიმროს - ყოფილ შს მინისტრს 7-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა

24 წლის მუ­რად წურ­წუ­მი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

"მარიხუანას აქტიური მომხმარებელია, ერთი თვის წინ კომაში იყო" - რას ყვება ადვოკატი ბრალდებულზე, რომელმაც გურიაში 80 წლის ქალი გააუპატიურა და მოკლა