თბილისში მცხოვრები მარინა გურგენიძე უნიკალური კოლექციის მფლობელია. მის კოლექციაში შედის დიდი მხატვრების ორიგინალური ნამუშევრები. მათ შორის ილია ჭავჭავაძის პირველი სიყვარულის, ნატო გაბუნიას პორტრეტი. აქვს პირველი კლასის ევროპელი მხატვრის შედევრიც, რომლის ვინაობის გამხელას ჯერჯერობით ერიდება. ამჯერად მარინა გურგენიძე კოლექციის იმ ნივთებზე გვესაუბრება, რომლებიც საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია.
- ანტიკვარების შეძენის სიყვარული ბავშვობიდან მქონდა და მთელი ცხოვრება ვიძენდი, თუ რამ სანტერესო შემხვდებოდა. თბილისში ადრე ბევრი იყო ანტიკვარების შეძენით გატაცებული და საოცარი ნოვთებიც ჰქონდათ, მაგრამ გაჭირვების წლებში უმეტესობამ ყველაფერი გაყიდა... სამწუხაროდ მე არასოდეს მქონია ფაბერჟე, მაგრამ ბევრს ჰქონდა. დღეს ფაბერჟე ძალიან ცოტაა შემორჩენილი..მაქვს ნიკოლოზ მეორის სახილე, რომლის სიმაღლე 33 სანტიმეტრი, დიამეტრიც კი 40 სანტიმეტრია. ნიკოლოზ მეორის სამეფო გვირგვინი რამდენიმე ადგილზე აქვს გამოსახული. უნიკალური, თეთრი და ძალიან ელეგანტური სახილეა... პეტერბურგში შევიძინე, სადაც მხოლოდ არისტოკრატების ნაქონი ნივთები ბარდებოდა. მაღაზიაში სახილეს რომ ვიძენდი, იქ მითხრეს, რომ ნიკოლოზ მეორე თავად მიირთმევდა ამ სახილედანო... .
განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები